ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL»-ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სერვისს. ჩვენს განკარგულებაშია სხვადასხვა ბიუჯეტზე გათვლილი საბერძნეთის საუკეთესო სასტუმროები. საბერძნეთის სასტუმროები მრავალფეროვანი და კოლორიტულია, როგორც თავად საბერძნეთი.
«MOUZENIDIS TRAVEL»-ი ფუნქციონირებს ტურისტულ ბაზარზე 1995 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით ამოგვერჩია ჩვენი კლიენტებისთვის საბერძნეთის საუკეთესო სასტუმროები. ყოველ მათგანთან გვაკავშირებს შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობა, რომლებიც, ერთი მხრივ დაბალი ფასების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს, მეორე მხრივ კი - დასვენების დროს წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიული მოგვარების გარანტირებას.
საიტზე mouzenidis-travel.ge შეძლებთ იხილოთ ჩვენს განკარგულებაში მდებარე სასტუმროებისა და აპარტამენტების სრული ჩამონათვალი,ასევე მათი რეიტინგი და ტურისტების კომენტარები. შემოთავაზებულ სასტუმროებს გაჩნიათ მშვენიერი ადგილმდებარეობა, კარგი რეპუტაცია და არაჩვეულებრივი პერსონალი. ასევე საიტზე განლაგებულია სასტუმროების ფოტოები.
ჩვენთან ერთად თქვენ გელოდებათ მთელი საბერძნეთი: სასტუმროს არჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ რამოდენიმე კრიტერიუმით:
VIP-კლიენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს თამამად შემოგთავაზოთ სპეციალური, ექსკლუზიური მომსახურეობის მთელი სპექტრი , მათ შორის ფეშენებელური საცხოვრებელი ადგილის არჩევა ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში.
ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL»-ი დაგეხმარებათ სპეციალური თემატური დასვენების ორგანიზაციაში. ამოგარჩევინებთ საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს: ათენი, ატიკა, პელოპონესი, პიერია, კასტორია, ქალკიდიკი, კრეტა, კოსი, სალონიკი, როდოსი, კორფუ, თასოსი, ზაკინთოსი, სანტორინი და სხვ. კლიენტის სხვა სურვილებიდან გამომდინარე:
ერთი სიტყვით, MOUZENIDIS TRAVEL-ი შეგირჩევთ ოპტიმალურ ვარიანტს, თქვენი ბიუჯეტიდან და მგზავრობის მიზნებიდან გამომდინარე. ამის გარდა, ყველა დიდ ბერძნულ ქალაქებში და კურორტებზე ჩვენს ფირმას გააჩნია წარმომადგენლობა, ამიტომაც ყოველთვის ვახერხებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას უსწრაფეს დროში.
«MOUZENIDIS TRAVEL»- თან ერთად თქვენი დასვენება ან თემატური ტური სავსე იქნება მხოლოდ დადებითი ემოციებით ! საბერძნეთის საუკეთესო სასტუმროები უკვე გელით.
ენა: Georgian