ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბულგარეთის მაცხოვრებლები

როგორები არიან , ბულგარელები? ხასიათი, მენტალიტეტი და ზნე-ჩვეულებანი…

ბულგარელები სტუმართმოყვარე და მეგობრული ერია.  თავაზიანობა, სიკეთე, დახმარების სურვილი და მზადყოფნა-  ბულგარელების ეს ის თვისებები რომლებიც დადებითან განაწყობს სტუმრებს და ეხმარება მათ თავი კომფორტულად იგრძნონ.

სულიერი სიმშვიდე ახასიათებს თითქმის ყველა ბულგარელს, დიდ ქალაქებშიც კი თქვენ არ შეხვდებით ფაციფუცსა და უხეშ მოპყრობას . ყველგან სუფევს სიმშვიდის ატმოსფერო, რაც ეხმარება ეფექტურად შეათავსონ სამუშაო, დასვენება და საოჯახო ცხოვრება. ბულგარელები საოცრად შრომისმოყვარე ერია, მაგრამ ამის მიუხედავად სამუშაო დღეს აუცილებლად ერთი ფინჯანი ყავით იწყებენ და არასოდეს გამოტოვებენ შესვენებას სადილზე, რომელიც აქ დაახლოვებით ერთი საათი გრძელდება. 
სუფრა ბულგარელისთვის – ნაციონალური ტრადიციაა. მაგიდა გადავსებული უნდა იყოს სხვადასხვა კერძებით- ცნობილი შოპსკი სალათითა და ყველით დაწყებული ტრადიციული ტოლმით «სარმი» და  სხვადასხვა ხორცის კერძებით დამთავრებული.

ბულგარელები ამაყობენ  თავიანთი ტრადიციებითა და მდიდარი, მაგრამ რთული ისტორიით. დღესასწაულებს აღნიშნავენ ტრადიციების თანახმად, რომლებიც უძველესი დროიდან მოდის. ყველაზე პატარა ქალაქებშიც კი მრავლადაა ძეგლები, რომლებიც მოგვითხრობენ ამ ადგილის წარსულის შესახებ. ყოველ ბულგარელს ეამაყება არა მხოლოდ თავისი ქვეყანა, არამედ თავისი ქალაქიც, ამიტომ სიამოვნებით მოგიყვებათ თავის ქალაქის ისტორიას და დაგათვალიერებინებთ მის ღირსშესანიშნაობებს.  

ერის მენტალიტეტი ისახება მის ტრადიციებში და კულტურაში.  თავიანთი წარსულის მიმართ ერთგულება და თავისებური კონსერვატიზმის მეშვეობით ბულგარელებმა შეინარჩუნეს უძველესი ადათ-წესები.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ჟესტების მნიშვნელობა ბულგარეთში განსხვავდება სხვა ერების ტრადიციებსგან.  თავის დახრა, მაგალითად ნიშნავს უარყოფას , თავის ქნევა გვერდიდან გვერდზე, კი პირიქით ნიშნავს თანხმობას. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი- ბულგარეთში წითელი ღვინის დალევა მიღებულია იმ თვეებში, რომელთა დასახელებაშიცაა ასო «რ», თეთრ ღვინოს კი დანარჩენ თვეებში მიირთმევენ, ამიტომ ზაფხულში ბულგარელების სუფრაზე ვერასოდეს ნახავთ წითელ ღვინოს. 
იმისათვის რომ, უკეთესად გაეცნოთ ამ არაჩვეულებრივ ხალხს, მათი მენტალიტეტის თავისებურებას და გაიგოთ მათი უძველესი და საოცარი კულტურის შესახებ, გირჩევთ ეწვიოთ ამ ულამაზეს ქვეყანას!  

Orphus system