თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა
17°C

კრეტა. დასვენება და ტურები2018

აღწერა

ევროპული ცივილიზაციის აკვანი – კუნძული კრეტა 

უმშვენიერესი კუნძული კრეტა – ეს არის უამრავიმოგზაურის ოცნება,რადგანაც აქ მათ ელით: ულამაზესი ფირუზისფერი ზღვა, განსაცვიფრებელი მთის პეიზაჟები, ანტიკური ქალაქები,უნიკალური მუზეუმები, ჯერ კიდევ მითოლოგიიდან ცნობილი შთამდეჭდავი ხეობები, კომფორტული კლიმატი, მშვენიერი სანაპიროები და  სასტუმროები,უგემრიელესი  სამზარეულო, კალორიტული ტრადიციები და სტუმართმოყვარე ხალხი. 

კრეტა –საბერძნეთის უმსხილესი კუნძული,  8000 კმ. ფართობითა და ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლით. 

ტურები კრეტაზე

ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL» - ეს არის შესანიშნავი დასვენების გარანტი: შემოთავაზებათა მრავალფეროვნება,ტურები კრეტას ოთხი შესანიშნავი რეგიონიდან ნებისმიერზე: რეთიმნო, ხანია, ლასიტი, ჰერაკლიონი. კრეტაზე დასვენება კარგი არჩევანი იქნება ნებისმიერი ტურისტებისთვის- ბავშვიანი ოჯახებიდან და ხმაურიანი ახალგაზრდებით დაწყებული, ასაკოვანი ტურისტებითა და შეყვარებული წყვილებით დამთავრებული. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ გაეცნობით ჩვენი ტურისტების გამოხმაურებას ჩვენს საიტზე.

კრეტას აბსოლუტურად ყველა კურორტი იდეალურად მოუხდება, იმათ ვინც ისვენებს პატარა ბავშვებთან ერთად – ეს კუნძული ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი სანაპიროებით, რბილი ქვიშითა და სუფთა ზღვით, ასევე ულტრაკომფორტული სასტუმროებით და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით.

საზღვაო სეზონი აქ მაისიდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. 



ღირსშესანიშნაობები

კრეტა მდებარეობს აფრიკის, ევროპისა და მცერე აზიის შორის. ძვ. წ. 6000 წლებში კრეტაზე პროისტორიული დასახლებები ყვაოდა.  ძვ. წ. 2600 წელს კუნძულზე დასახლდა მოსახლეობა, რომლებიც ბრინჯაოთი მუშაობდნენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ცნობილი მინოსური ცივილიზაციის ისტორია, რომელმაც პიკს მიაღწია ძველი წელთაღრიცხვით 1950 წელს. სწორედ ამ პერიოდში ააგეს დიდებული სასახლეები - კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობები კნოსოსში, ფესტოსა და მალიაში.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტას გამოქვაბულში რეამ გადამალა ახალშობილი ზევსი, რომლებიც ნიმფებმა გამოკვებეს, ხოლო დემონები აკაკუნებდნენ თავიანთ  ფარებზე, რომ მისი ტირილის ხმა არ გაეგო კრონოსს. შედეგად სწორედ კრეტაზე ზევსმა მოიყვანა ევროპა. წლების შემდეგ მათმა  ვაჟმა მინოსმა აქცია კრეტა უმსხვილეს საზღვაო იმპერიად. იმ დროს ატიკაც კი ხარკს უხდიდა კრეტას, სანამ ათენის პრინცმა თესევსმა არ მოკლა ცნობილი მინოტავრი. ბერძნულ მითებსა და ლეგენდებში აისახა სიმართლე ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოზე, ასევე კონტინენტის ყველაზე ძველ ცივილიზაციაზე. 

ძველი წელთაღრიცხვით 1450 წ., შემდგომ კი 1400 წ. , ორმა კატასტროფამ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ვულკან ტერას ამოფრქვევასთან,  ამ ცივილიზაციის დაცემა განაპირობა. მოგვიანებით კუნძული დაიპყრეს დორიელებმა,შემდეგ კი რომაელებმა.  სხვადასხვა პერიოდში კრეტა ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო, მთელი ასწლეულის განმავლობაში (ძვ.წ. 824-961) ეკუთვნოდა არაბებს. შემდეგ კვლავ ბიზანტიას დაუბრუნდა, 1669 წელს ქანდაკის დაცემის შემდეგ იწყება  ოსმალთა ბატონობის პერიოდი, რომელიც სავსე იყო სისხლიანი რევოლუციებით. მე-19 საუკუნეში შესაძლებელი გახდა თურქების განდევნა კუნძულიდან , იქმნება კრეტას სახელმწიფო,რომელიც ექვემდებარება საბერძნეთის მონარქს. 1913 წელს კრეტა საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა. 


კლიმატი

 კრეტაზე ზომიერი კლიმატია. ზაფხულის თვეები უნალექოა. შემოდგომაზე ტემპერატურად ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე გაზაფხულზე. კრეტაზე ზამთარს ახასითებს საკმაოდ რბილი კლიმატი. დაბლობში თოვლი პრაქტიკულად არ მოდის, სამაგიეროდ ხშირად თოვს მთაში. 

იდეალური თვეები სეირნობისთვის, ლაშქრობისთვის და  კრეტაზე სხვა აქტიურობებისთვის არის აპრილი,მაისი და ივნისი, ასევე სექტემბერი და ოქტომბერი. თბილი ამინდი ქმნის იდეალურ პირობებს ზღვაში ბანაობისთვის აპრილიდან, მაგრამ ამასვდროს მთაში შესაძლებელია წვიმიანი ამინდი იყოს. 

კრეტაზე ცხელი ზაფხულია, ჰაერის/წყლის  ტემპერატურა აღწევს  +25-29/+20-22 მაისში, +29-31/+24-26 ივნისში, +32-36/+26-28 ივლისში და აგვისტოში, +28-30/+24-25 სექტემბერში და ოქტომბერში. კუნძულის კლიმატი იდეალურია ზღვაზე დასვენებისთვის, და ასევე ექსკურსიებისთვის.


კურორტები

ხანია

 ხანიას რეგიონი - მდებარეობს კუნძულის დასავლეთით , რომელსაც ახასიათებს შთამბეჭდავი თეთრი მთები (ლეფკა ორი), ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები, ცნობილი ნაციონალური პარკი,რომელიც რეგიონის დიდ ნაწილს იკავებს. 

რეთიმნო

თეთრ მთებსა (ლეფკა ორი) და პსილორიტის (იდას) შორის განლაგებულია რეთიმნო - ულამაზესი კლდიანი პეიზაჟების, მშვენიერი სანაპიროების, ლეგენდარული გამოქვაბულების, კრეტას ლირის მელოდიების, ისტორიული მონასტრების, ტრადიციული სოფლებისა და  უჩვეულო კურორტების სინონიმია.  

ჰერაკლიონი

 კუნძულის უმსხვილესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, გარშემორტყმული ორი მთით - იდა (პსილორიტი) დასავლეთით და დიკტის მთით  (ლასიტის მთები) აღმოსავლეთით. ჰერაკლიონში მდებარეობს კუნძულის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური გათხრები,  ულამაზესი სანაპიროები და მომხიბვლელი სოფლები, გამოქვაბულებითა და კანიონებით, ზეთის ხილის ჭალებითა და ვენახებით, მთიანი მასივებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით.  

ლასიტი

კრეტას აღმოსავლეთით განლაგებულია ლასიტის ოლქი, ექსკლუზიური დასვენების ადგილი. მსოფლიოში ცნობილი სანაპირო კურორტებისა და დელუქს კატეგორიის სასტუმროების უკან, იმალება ულამაზესი სოფლები, უკაცრიელი სანაპიროები, უცნობი არქეოლოგიური ძეგლები და ბიზანტიური ეკლესიები, რომლებიც ამ რეგიონს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. 


სასტუმროები
  • Hotel's photo
    exclusive
    Krini Beach
    რეგიონი:
    კრეტა-რეთიმნო  Rethimno
     ნომრები
     60
    პატარა მყუდრო სასტუმრო ქვიშიან სანაპიროზე.აშენებულია ტრადიციულ არქიტექტურულ სტილში.მოვლილი ტერიტორია.ნომრები ყველა კეთილმოწყობილობით.