თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა

საბერძნეთის რელიგია

საბერძნეთის ოფიციალურ რელიგიად ითვლება მართმადიდებლობა. საბერძნეთის მოსახლეობის  98% მართმადიდებელი ქრისტიანია..

ბერძნული ეკლესიის  არქიეპისკოპოსის  რეზიდენცია ქალაქ ათენშია. ათონის მთის  მონასტრები, ასევე კრეტასა და დოდეკანისოს კუნძულებზე მდებარე ეკლესიები ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქს, რომლის რეზიდენცია  მდებარეობს კონსტანტინოპოლში (სტამბულში).

საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმად მართმადიდებლური ქრისტიანობა ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა.  ყველა მოქალაქეს აქვს რელიგიური არჩევანის თავისუფლება. აკრძალულია ქრისტიანებს შორის სხვა რელიგიის პროპაგანდა.

ქვეყანიში ასევე არიან კათოლიკე ქრისტიანები, ისინი ცხოვრობენ ეგეოსის ზღვის იმ კუნძულებზე, რომლებიც დაპყრობილი ქონდა ვენეციის რესპუბლიკას.

ასევე საბერძნეთში არიან პროტესტანტებიც, ევანგელისტები, იაჰოველები,  კვეკერები და მორმონები, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირეა. სალონიკში, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქში არსებობს რამდენიმე ათასეული ადამიანისგან შემდგარი „ებრაელ სეფარდების“ საზოგადოება, ისინი ინახავენ უმსხვილესი ებრაული საზოგადოების ფასეულობებს, რომელიც განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს.  საბერძნეთის მუსულმანური უმცირესობა ძირითადად თურქი-მუსულმანების შთამომავალნი არიან, რომლებიც ცხოვრობენ თრაკეაში და კუნძულ როდოსზე.  ქვეყნის ყველაზე მცირერიცხვოვანი კონფენსიებია-კრიშნაიტები, ბუდისტები, ბაჰაიტები, საენტოლოგები, ძველიბერძნული რელიგიის მიმდევრები.
უამრავი რეფორმების მიუხედავად, ბერძნული მართმადიდებლური ეკლესია დღემდე განუყოფელია სახელმწიფოსგან და ერთ-ერთ გავლენიან ინსტიტუტად რჩება . რელიგია  ბერძნების ყოველდღიურობაშია: ყოველ სახლში, ყოველ ოჯახში. კითხვა „ქრისტიანი ხარ?“ ხშირად უტოლდება კითხვას „ბერძენი ხარ?“.

ყოველ ოჯახში სერიოზულად ეპყრობიან  რელიგიურ ტრადიციებს. ბევრი მათგანი კვირაობით და რათქმაუნდა დღესასწაულებზე ეკლესიაში დადის.საბერძნეთის მართმადიდებლური სიწმინდეების ჩამოსათვლელად არა ერთი გვერდი დაგვჭირდება, ამიტომ ჩამოვთვლით ქრისტიანული სამყაროსთვის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს. ეს არის  სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები,  წმინდა თეოდორას ტაძარი კორფუს კუნძულზე. უამრავი ბიზანტიური ეკლესია კრეტაზე უნიკალური ფრესკებით, მეტეორა-ულამაზესი მონასტრები, რომლებიც „ცასა და მიწას შორის“ მდებარეობს, და რათქმაუნდა ათონის მთა -  ბერების რესპუბლიკა, სადაც განუწყვეტლივ ლოცულობენ მთელს მსოფლიოზე.  

თუ თქვენ გსურთ უფრო დაწვრილებით შეიტყოთ ამ და სხვა სიწმინდეების შესახებ ან თავად მოინახულოთ ისინი, მიმართეთ ჩვენ  სამომლოცველო ტურების ცენტრ "სოლუნს".

 წმინდა ათონის მთის  ფოტოები

კოსტა ასიმისის ფოტოების  სრული კოლექცია იხილეთ სამომლოცველო ტურების ცენტრის სოლუნის ვებგვერძე.

ათონის ფოტოგალერეა, ფოტოგრაფი კოსტა ასიმისი