თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა

ვიზა საბერძნეთში

 


 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 

14.09.2015 შენგენის ვიზების გაცემის პირობები შეიცვალა, კერძოდ კი მსურველებმა უნდა წარადგინონ ბიომეტრიული მონაცემები საბერძნეთის სავიზო ცენტრში. 
შენგენის ვიზის მისაღებად აუცილებელია საქართველოს მოქალაქე თავად მივედეს სავიზო ცენტრში. 
სავიზო მხარდაჭერა ხორციელდება მხოლოდ მთლიანი ტურპაკეტის შეძენისას.
ვიზის მისაღებად საბუთების ჩაბარების მომენტისთვის უნდა იყოს გადახდილი ტურის ღირებულების 30%. 
ვიზის გაცემის გადაწყვეტილება მთლიანად დამოკიდებულია საბერძნეთის საკონსულოზე.
ვიზის მიღებაზე უარის შემთხვევაში მოქალაქეს სავიზო მოსაკრებელი არ უბრუნდება. 
ყველა დოკუმენტს თან უნდა ახლდეს მისი ასლი.

ვიზის გაცემის მინიმალური ვადა - 4 დღე

 
საბერძნეთის საკონსულო საქართველოში
მისამართი: 0179, თბილისი, ანდრია რაზმაძის ქუჩა, სახლი 40
ტელეფონი: (99532) 938-881, (99532) 941-224
ფაქსი: (99532) 250-791
 

ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

მათვის ვინც მუშაობს:

  • ანკეტა (იბეჭდება ერთ ფურცელზე ორივე მხრიდან)
  • 2 ფერადი ფოტოსურათი ღია ფონზე (3,5 х 4,5 ან 3 х 4)
  • საზღვარგარეთის პასპორტი + ყველა გვერდის ასლი
  • ქორწინების მოწმობა (ქორწინების შემთხვევაში)
  • ცნობა სამუშაოდან (აუცილებელია სამსახურის ქალაქის ტელეფონის ნომრის მითითება, და არა მობილურის)
  • ბოლო სამი თვის ხელფასის ცნობა (ცნობა ბანკიდან). სასურველია რომ, ოფიციალური ხელფასი არ იყოს 600 ლარზე ნაკლები.
  • ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერი

18 წლამდე ბავშვებისთვის,რომლებიც მიემგზავრებიან ერთ-ერთ მშობელთან ერთად ან მშობლების გარეშე :

  • ანკეტა (იბეჭდება ერთ ფურცელზე ორივე მხრიდან)
  • 2 ფერადი ფოტოსურათი ღია ფონზე (3,5 х 4,5 ან 3 х 4)
  • საზღვარგარეთის პასპორტი + ყველა გვერდის ასლი
  • დაბადების მოწმობა
  • ერთ-ერთი მშობლის ნოტარიული თანხმობა ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე (იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მოგზაურობს ერთი მშობლის თანხლებით) ან ორივე მშობლის (იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მოგზაურობს მშობლების გარეშე), მოქმედების 3 თვიანი ვადით. თუ ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია აუცილებელია გარდაცვალების მოწმობის წარდგენა. 
  • თუ ბავშვი მშობლის გარეშე მოგზაურობს, უნდა გაფორმდეს ბავშვის გაყვანაზე  ნოტარიალური თანხმბა მესამე პირზე (ავიაკომპანია Ellinair-ის თანამშრომელზე, , ბავშვთა ბანაკის ლიდერი, სხვა ვარიანტები)
  • მშობლების პასპორტის ასლი, რომლებიც თანხმობას აძლევენ ბავშვის მოგზაურობაზე
  • სპონსორის წერილი ახლო ნათესავისგან და ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუნებტის ასლი, სპონსორის სამსახურის ცნობა ან  3 თვის საბანკო ამონაწერი.
  • ცნობა სასწავლო დაწესებულებისგან (სტუდბილეთი)
  • იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მგზავრობს დამოუკიდებლად ავიაკომპანია Ellinair-ით მომსახურების "თანმხლები  პირის გარეშე ბავშვის მგზავრობა" -ის გაფორმება აუცილებელია.  
  • ბავშვისთვის ვიზის მისაღები დოკუმენტების წარდგენა ხდება ორივე  მშობლის თანხლებით. თუ რომელიმე მშობელს არ შეუძლია ქ. თბილისის სავიზო ცენტრში ან საკონსულოში მისვლა, მან უნდა დაწეროს მინდობილობა,რომ თანახმაა ბავშვმა მიიღოს ვიზა. 

კერძო მეწარმეთათვის:

  • ანკეტა (იბეჭდება ერთ ფურცელზე ორივე მხრიდან)
  • 2 ფერადი ფოტოსურათი ნათელ ფონზე (3,5 х 4,5 ან 3 х 4)
  • საზღვარგარეთის პასპორტი +  თითოეული ბეჭდიანი გვერდის ქსეროასლი
  •  ქორწინების მოწმობა ( არსებობის შემთხვევაში )
  •  საჯარო რეესტრიდან განახლების ამონაწერი
  • ბოლო სამი თვის  საბანკო ამონაწერი ( ცნობა ბანკიდან)  სასურველია რომ, ოფიციალური ხელფასი არ იყოს 600 ლარზე ნაკლები.
  • ბანკში ანაბრის ბოლო სამი თვის მოძრაობა

პენსიონერთათვის :

  • ანკეტა  (იბეჭდება ერთ ფურცელზე ორივე მხრიდან)
  • 2 ფერადი ფოტოსურათი ნათელ ფონზე (3,5 х 4,5 ან 3 х 4);
  • საზღვარგარეთის პასპორტი +  თითოეული ბეჭდიანი გვერდის ქსეროასლი
  • ქორწინების მოწმობა ( არსებობის შემთხვევაში )
  • ცნობა საპენსიო ფონდიდან
  • საპენსიო მოწმობის ქსეროასლი
  • ბანკში ანაბრის ბოლო სამი თვის მოძრაობა

 


დამატებითი ინფორმაცია:
მგზავრის დამფინანსებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ახლო ნათესავი - მშობელი, მეუღლე , შვილი . გამონაკლის შემთხვევაში და ან ძმა.

არასრულწლოვანი ბავშვის საბუთების პაკეტს, რომელიც მიემგზავრება მშობლებთან ერთად უნდა დაურთოთ მშობლების ვიზების ასლი.
შენგენის  ვიზის გაფორმებას  საბერძნეთისთვის სჭირდება 4 სამუშაო დღ
მგზავრის პასპორტში უნდა იყოს არანაკლებ 2 ცარიელი გვერდი ვიზების განყოფილებაში
ოჯახური საბუთების პაკეთში აუცილებლად უნდა იყოს დამტკიცებული ნათესავური კავშირი ყველა ოჯახის წევრ შორის
 სტუდენტის საბუთების პაკეტში აუცილებლად უნდა იყოს ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან ( სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა)
საკონნსულოს აქვს უფლება მგზავრისგან მოითხოვოს დამატებითი ცნობები , ან მოითხოვოს მგზავრის პასპორტი მისი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ.  

არამოქმედი პასპორტის წარდგენის შემთხვევაში საჭიროა მისი ორიგინალის წარდგენაც.
სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის შესაძლებელია თბილისიდან ვიზის გახსნა იმ შემთხვევაში თუ მას აქვს საქართველოს ბინადრობის უფლება.


საბერძნეთის ვიზის გაფორმების ღირებულება თბილისის სავიზო ცენტრში

საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქისთვის   35 € + 20 €  საბერძნეთის სავიზო ცენტრის მომსახურება თბილისში
ბავშვები 12 წლამდე  (0-11,99)    0 € + 0 €საბერძნეთის სავიზო ცენტრის მომსახურება თბილისში