თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა

0 ექსკურსია 0 გვერდზე

იდუმალი და მშვენიერი საბერძნეთი, მითებისა და ლეგენდების ქვეყანა - იდეალური მიმართულება საექსკურსიო ტურებისთვის !

 კომპანია MOUZENIDIS TRAVEL-ი  გთავაზობთ გასართობ და შთამბეჭდავ საექსკურსიო ტურებს საბერძნეთში. ასევე კომპანიამ შეიმუშავა შემეცნებითი ექსკურსიები.  საბერძნეთში მოგზაურობისას თქვენ შეძლებთ ქვეყნის სილამაზის გარდა  გაეცნოთ მის  მდიდარ ისტორიას. ასევე თქვენი თვალით ნახოთ მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურული ობიექტები, ცნობილი ღირშესანიშნაობები და არქიტექტურული ძეგლები, რომელთა შესახებ  არაერთხელ გსმენიათ ისტორიის გაკვეთილებზე.



ვისთვის არის განკუთვნილი ?


თუ თქვენ გსურთ, უფრო მეტი ვიდრე სანაპიროზე დასვენებათა შორის ხანმოკლე ვიზიტები  საბერძნეთის მუზეუმებში და არქეოლოგიურ ზონებში, გიყვართ ისტორია, არქეოლოგია და ხელოვნება, მაშინ საექსკურსიო ტურები არის სწორედ თქვენთვის. ეს არის მოგზაურობის იდეალური ვარიანტი . ასეთი ტიპის ტურებში შეზღუდვები არ არის : პროგრამა და მარშუტი დგება კომპანია MOUZENIDIS TRAVEL- ის მიერ, ტურისტების მოთხოვნებისა და ყველა დეტალის გათვალისწინებით. მოგზაურობა საბერძნეთში ხორციელდება კომპანიის კუთვნილი კომფორტული ავტობუსებით.


რისი მონახულებაა შესაძლებელი  ტურის ფარგლებში ?


გამგზავრების ქალაქიდან გამომდინარე, ტურისტები შეძლებენ მოინახულონ ყველა ლამაზი რეგიონი და საბერძნეთის ცნობილი ღირშესანიშნაობები:
ათენი, მიკენები, სალონიკი, ნავპლიონი, კორინთო, დიონი, ოლიმპო, აკროპოლისი, კასტორია, დელფო, მეტეორა, თერმოპილები, სუნიონის კონცხი, ეპიდავრი და ძველი ელადის სხვა უნიკალური ადგილები. 2016 წლის საბერძნეთის საექსკურიო ტურებს დაემატა ახალი საინტერესო მიმართულებები - ნახევარკუნძული პელოპონესი, კუნძული ზაკინთოსი და კუნძული კოსი.

საექსკურსიო ტურების დადებითი და უარყოფითი მხარეები

საექსკურსიო ტურების ერთ-ერთ დადებით მხარეს დაბალი ფასები წარმოდგენს.  ასეთი ტურების ღირებულება საგრძნობლად დაბალია, ვიდრე ცალკე აღებული  ექსკურსიების.  გარდა ამისა, ასეთი მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ მთლიანად ჩაეფლოთ ისტორიის საოცარ სამყაროში, შეიცნოთ,შეიგრძნოთ და გამოიკვლიოთ ქვეყანა თავისი წარსულითა და აწმყოთი. ძეგლების დათვალიერების საკმაოდ დატვირთული გრაფიკი შეიძლება ასეთი ტურების მინუსებს მივაკუთვნოთ.