თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

დასვენება ჩაქვში

აღწერა

ჩაქვი არის ძალზე მიმზიდველი ეკო-კურორტი ქალაქ ბათუმიდან 13 კილომეტრში. კურორტი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს ულამაზეს ნაწილში. იგი ესაზღვრება ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და დასასვენებელ ზონა ბუკნარს.

 

ჩაქვს ექვს-კილომეტრიანი თეთრი ქვიშის პლაჟი აკრავს. შავი ზღვის ამ ნაწილში წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა, მთის მდინარეების წყალობით, რომლებიც ამ ადგილას ზღვაში ჩაედინება. ამ ადგილას ზღვის დონე დაბალია და ნელა ღრმავდება, რითაც კურორტი განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებიანი ტურისტებისთვის.

 

კურორტზე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტრადიციული რესტორანი გემრიელი ქართული საკვებითა და სასმელებით. სანაპიროს ჩრდილოეთი ძალიან პოპულარული გახდა ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის - საღამოს ხელოვნურ ბარიერზე სიარული სასიამოვნო ვარჯიშია, რასაც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ციხისძირის სანახაობრივი ხედები. ზღვის თბილი სიო ამ სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ჩაქვში შესაძლებელია სასტუმროს, კერძო ვილისა და ბინის ქირაობა. თავგადასავალის მოყვარულებმა კი შეიძლება კარავიც კი იქირაონ.

 

ციხისძირის საკურორტო ზონა განთქმულია ბიზანტიის ხანის უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთებით. აქ ტურისტებისთვის საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენებია, მათ შორის ადრეული ქრისტიანული ხანის ბაზილიკა და მინერალური წყლის აბანოები. ამ ციხესიმაგრის თაღი ინახავს მე-10 საუკუნის მოგონებებს, რომლებიც უკავშირდება ქრისტიანული ეკლესიის რომაულ კათოლიკე ეკლესიად და მართლმადიდებელ ეკლესიად გაყოფის მოვლენებს.

 

XX საუკუნეში ჩაქვი ასევე განთქმული იყო ჩაის წარმოებით და ჩაის პლანტაციებით. ტურისტებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს ჩინელი ჩაის ექსპერტის ლაუ იან ჯავის სახლი. ჩინელმა ექსპერტმა რუსეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო ჩაის წარმოება და ჩინური ჩაის ადგილობრივ კლიმატიდან ადაპტირების ცდები. ლაუ ჩაქვში საუკუნის თითქმის მეოთხედის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.