თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

დასვენება ბულგარეთში, სამთო-სათხილამურო ტურები

წამყვანი ტუროპერატორი საბერძნეთის მიმართულებით «MOUZENIDIS TRAVEL»-ი მუშაობს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე 1995 წლიდან. «MOUZENIDIS TRAVEL»-ი გთავაზობთ ექსკლუზიურ დასვენებას ბულგარეთში.


უნიკალური შემოთავაზებები, ინდივიდუალური ტურები და მაქსიმალური ყურადღება თითოეული კლიენტის მიმართ, კარგად დასვენებისა და სასიამოვნო შთაბეჭდილებების წინაპირობაა. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ტური - დაწყებული სამთო-სათხილამურო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურებიდან დამთავრებული მზიან საბერძნეთში დასვენებასთან კომბინირებული ტურებით. ასევე შეუკვეთოთ ავიაბილეთები, მიიღოთ სავიზო მხარდაჭერა და დაიქირაოთ ტრანსპორტი.

რეკომენდირებული სასტუმროები

დასვენება ბულგარეთში - შესანიშნავი შესაძლებლობაა ეწვიოთ ცნობილ ღირშესანიშნაობებს, გეძლევათ შანსი იხილოთ ბუნების ულამაზესი ხედები,გაიცნოთ საოცრად მეგობრული ერი და არაჩვეულებრივი სამზარეულო.ამ ქვეყნის ზამთრის კურორტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში, რადგანაც გამოირჩევა უნიკალური ამინდის პირობებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი დონის მომსახურებით.
ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კლიენტებზე და ამიტომაც ვთავაზობთ მათ ხელმისაწვდომ ფასებს ბულგარეთის სასტუმროებზე. ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო ტუროპერატორი ბულგარეთში ქართულ ბაზარზე და ჩვენი მომსახურების ხარისხი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლიენტებით და გვიხარია, როდესაც ისინი გვიბრუნდებიან კვლავ, რომ დაგეგმონ თავიანთი  მომდევნო მოგზაურობა. მხოლოდ ჩვენთან თქვენ მიიღებთ სპეციალურ ფასდაკლებას სასტუმროებზე, ბონუსებს მუდმივი და კორპორატიული კლიენტებისთვის.

«Mouzenidis Travel» - თქვენი პერსონალური ტუროპერატორი ბულგარეთში.

ენა: Georgian

Ok
არჩევა