ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

სამთო-სათხილამურო ტურები ბანსკოში2024-2024

ბანსკოს შესახებ

უმშვენიერესი  ქალაქი მთაში, მდებარეობს  სამხრეთ ბულგარეთის  ყველაზე ლამაზ ადგილას -პირინის მთის ფერდობზე,რომელიც შესულია unesco-ს ბუნებრივი მეკვიდრეობის სიაში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალაქი  თანამედროვე ზამთრის კურორტად გადაიქცა და გახდა საყვარელი დასასვენებელი ადგილი, როგორც  თვით ბულგარელებისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებისთვის. 

ბანსკო ცნობილია თავისი ახალი და კარგად ორგანიზირებული სამთო-სათხილამურო ცენტრით,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 936 მეტრ სიმაღლეზე. მისი უმაღლესი წერტილია-2.600 მეტრი, ყველაზე დაბალი კი -990 მ. ეს არის უდავოდ ბულგარეთის და მთელი ბალკანეთის ყველაზე თანამედროვე სათხილამურო ცენტრი. ბანსკო აშენებულია ავსტრიელი სპეციალისტების მიერ, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 

 

ამინდი ბანსკოში

საშუალო ტემპერატურა იანვარში დაახლოვებით +1°С დან +9°С-მდეა, მთაში  0°С დან-16°С-მდე. თოვლის საფარი, რომელიც აქ დეკემბრიდან მაისამდე დევს , 2 მეტრს აღწევს. ალპური მთის კლიმატის დამსახურებით, სათხილამურო სეზონი ბანსკოში იწყება დეკემბერში და მთავრდება თითქმის მაისში. ეს ნამდვილი სამოთხეა ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის,  3-3,5 საათში სალონიკიდან (ბანსკო სალონიკიდან 220 კილომეტრითააა დაშორებული).

 

ბანსკოს საბაგირო გზები

სათხილამურო ცენტრს გააჩნია თანამედროვე საბაგირო გზები:1 დახურული (რვაადგილიანი ჰონდოლა), 8 სავარძელი, 6 საბაგირო ბიგელი და რამდენიმე საბავშვო საბაგირო.  

 

ბანსკოს ტრასები

ტრასების საერთო სიგრძე - დაახლოვებით 75 კმ-ია. თხილამურებზე სასრიალოდ აქ არაჩვეულებრივი პირობებია.  მთა პირინს ორი მწვერვალი გააჩნია, რომელთა სიმაღლე 2900 მეტრია. მათზე მდებარეობს ყველანაირი სირთულის ტრასები. მთავარი ტრასაა "ტომბა", "ბანდერიცა" ,"ცირნა მოგილა" (Ctzurna mogila) - ექსპერტებისთვის.

შემდეგ▼

ორი ყველაზე დიდი ტრასა მოთხილამურეებისთვის - «ჩალინ ვალოგ» («Chalin Valog») 1100 -1600 მ. სიგრძის და «შილინგარიკა» (« Shiligarnika») 1700 - 2500 მ სიგრძის მდებარეობს პირდაპირ ქალაქის თავზე, დაახლოვებით 10 კმ, პირინის ჩრდილოეთ ფერდობზე. ჰონდოლა - მთავარი საბაგიროა, რომელსაც აყავს მთაში  1800 ადამიანი საათში. 

არსებობს გიგანტური ტრასები სლალომის და გიგანტური სლალომის მოყვარულთათვის: 5 კმ სიგრძის სპეციალური ტრასა, რომელიც მდებარეობს «ბანდერიშკა პოლიანა»-ში (“Banderishka polana”). სხვა ტრასა 3 კმ. სიგრძის, ქალაქიდან 2 კილომეტრში განკუთვნილია Rollbahn-ის მოყვარულთათვის.

მათვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ექსტრემალურ სნოუბორდინგს (еxtreme  snowboarding), ადრენალინის დიდ დოზას მიიღებს, თუ ეწვევა fun-პარკს. 

სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილია საბავშვო ტრასები, რომლებსაც ემსახურება საბავშვო საბაგირო. 

თხილამურების ყველაზე დიდი ფანებისთვის ცენტრი განათებულია საღამოს საათებშიც, მაგრამ საბაგიროები წყვეტენ მუშაობას  17.00 საათზე.

ფრირაიდისთვის განკუთვნილ ტერიტორიებამდე (750 კმ) მსურველებს მიიყვანს საბაგირო, თოვლმავალი ან ვერტმფრენი .

მათვის ვინც პიველად დგება თხილამურებზე, კურორტზე გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც ყოველთვის გვერდით არიან  და მზად არიან დახმარებისთვის ნებისმიერი პრობლემის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაგიმართლათ და არც ისე ბევრი თოვლი დაგხვდათ, კურორტზე სათხილამურო ტრასების გათოვლიანების აპარატურაა დამონტაჟებული (160 ხელოვნური თოვლის "თოფები") რომელიც უზრუნველყოფს ტრასების ნორმალურ ფუნქციონირებას. 

 

რომანტიკა და თოვლიანი ზღაპარი 

ბანსკო  - სამოთხეა, ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, აქ ასევე მშვენივრად გრძნობენ თავს ისინიც, ვისაც სურთ უბრალოდ დაისვენონ და კარგი დრო გაატარონ. 

შემდეგ ▼

მათვის , ვინც აქ ჩამოდის არა მხოლოდ თხილამურებზე სასრიალოდ, ბევრი საინტერესო რამ დახვდებათ. საბაგიროთი გასეირნება და არაჩვეულებრივი ზღაპრული ხედი ზემოდან თოვლით დაფარულ მთებსა და ტყეებზე, გუნდაობა და ცხელი ყავის ფინჯანი მის შემდეგ- დასვენების არაჩვეულებრივი ვარიანტია. 

ბანსკო- ეს არის ზამთრის დასვენებისთვის  უნიკალური პირობები, ბულგარული ტრადიციების , ისტორიისა და კულტურის შეხამება. ცნობილი კურორტი გთავაზობთ უამრავ თანამედროვე სასტუმროს, კომფორტულ და მყუდრო აპარტამენტებს, დიდ და მცირე ზომის ტავერნებს (მეხანებს, როგორც მათ აქ უწოდებენ) და რესტორნებს, სადაც გემრიელი და ნოყიერი კერძები დაგხდებათ. ყველაფერი ეს მომსაურების მაღალი ხარისხის და პირინის ულამაზესი ბუნების კომბინაციაში, რაც თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის. 

ბანსკო - ეს არ არის მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტი, ეს არის ასევე  ულამაზესი ძველი ქალაქი, რომელშიც მრავლადაა ისტორიული ძეგლები, აქ ბევრი მუზეუმი და კულტურულ-ისტორიული  ღირსშესანიშნაობებია. 

შემდეგ ▼

დღევანდელი ბანსკო - ეს არის  თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის  უნიკალური შეხამება, სადაც ახალი აშენებული სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები მშვენივრად შეთავსებულია ნაციონალურ სტილში აშენებულ შენობებთან და სახლებთან, რომელთა ასაკი -100 წელზე მეტია.  ბანსკოს ისტორიული ცენტრი - unesco-ს  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საათი აგია ტრიადას (წმინდა სამების) ეკლესიის 30- მეტრიან სამრეკლოზე 150 წელზე მეტს ითვლიან. ეს ეკლესია ქალაქის სიმბოლოდ არის ქცეული.  მისი მშენებლობა დასრულდა 1835 წელს, სამრეკლო კი მოგვიანებით  1850 წ. მიაშენეს.  

ქალაქში 120 კულტურული ძეგლი არსებობს, ასევე მრავლადაა მუზეუმები და ეთნოგრაფიული გამოფენები. ქალაქის ცენტრალური ქუჩაა პირინი, რომელზეც განლაგებულია მაღაზიების უმეტესობა. ისტორიული ცენტრის ქვაფენილის ვიწრო ქუჩებში 18 საუკუნის ქვის სახლები გვხვდება. 

გაისეირნეთ ძველი ქვაფენილის ქუჩებში,  დატკბით განახლებული ქვის სახლებით, მათი სარდაფებითა და შესასვლელებით. ეწვიეთ ტავერნებს და შეისუნთქეთ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის და შეშის არომატი. გაეცნობით ნამდვილ ბულგარულ ტრადიციებს და კულტურას. შესაძლებლობა მოგეცემათ დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და ცნობილი ბულგარული წითელი ღვინო. 

შუასაუკუნოვანი ეკლესია დობარსკო. ეკლესია აშენებულია 17 საუკუნეში. ძველი შუასაუკუნოვანი ეკლესიის ნანგრევებზე. მდებარეობს სოფელ დობარსკოში,20 კმ-ში ბანსკოდან.  ეკლესია მცირე ზომისაა, მისი ნაწილი მიწის ქვეშ არის. ეკლესიას არ გააჩნია გუმბათი და სამრეკლო, იმიტომ რომ  ოსმალეთის იმპერია, რომლის ბატონობის ქვეშაც იმყოფებოდა მაშინ ბულგარეთი,კრძალავდა მაღალი და დიდი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობას. ამის მიუხედავად, ეკლესიის ფრესკები კარგად არის შენარჩუნებული. მისი ზოგიერთი ნაწილი უნიკალურია და ამიტომ შესულია unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 

ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა და კეთილი განწყობა თქვენს ბანსკოში სტუმრობას დაუვიწყარს გახდის. ყველა კატეგორიის სასტუმროები: უბრალო,კომფორტული აპარტამენტებით დაწყებული,  დელუქსის კატეგორიის  სასტუმროებით დამთავრებული. 

სამთო-სათხილამურო კურორტ ბანსკოს უპირატესობები:

  • ყოველდღიურად ტრასების დახურვის შემდეგ ხორციელდება  სამუშაოები მათი შენარჩუნებისა და გაუმჯობებისთვის, ტრასების გახსნის წინ კი მოწმდება თოვლის საფარის მდგომარეობა.
  • ხელსაყრელი მდებარეობის გამო, კურორტის მზით განათებულ ფერდობებზე შესაძლებელია სრიალი საღამომდე. ტრასები განათებულია საღამოს საათებშიც უსაფრთხო დაშვებისთვის.
  • ხარისხიანი თოვლი, მოვლილი ტრასები. 2 მეტრიანი თოვლის საფარი.
  • ტრასების ხელოვნური გათოვლიანება - ტრასებზე განლაგებულია 160 ხელოვნური თოვლის "თოფები", რომლებიც უზრუნველყოფენ ტრასების სწორ ფუნქციონირებას.
  • სათხილამურო აღჭურვილობის მაღაზიები და გამქირავებელი პუნქტები. მას  ვინც ბანსკოში ჩამოდის შეუძლია არ ინერვიულოს, თუ არ აქვს თან შესაფერისი ეკიპირება სათხილამუროდ ან სნოუბორდზე საკატაოდ. გამქირავებელ პუნქტებში თქვენ დაგხვდებათ საუკეთესო ბრენდები. სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა შეგიძლიათ, როგორც ქალაქში,ასევე უშუალოდ სათხილამურო ცენტრში. შესაძლებლობა გექნებათ შეღავათიან ფასებში შეიძინოთ სათხილამურო აღჭურვილობა  და ტანსაცმელი. ფასები ბანსკოში საგრძნობლად დაბალია ვიდრე ჩვენთან.
  • ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა და ენობრივი ბარიერის არ არსებობა– ინსტრუქტორების უმრავლესობა საუბრობს რუსულად და ინგლისურად და ფლობს საერთაშორისო სერციფიკატებს. 
  • სნოუ-პარკი (Snow park) სნოუბორდისტებისათვის  «პლატოზე».
  • Ski-სკოლები და Snowboard-ის სკოლები ყველა ასაკის და ნებისმიერი მომზადების დონის მქონე ტურისტისთვის. 
  • საბავშვო ტრასები და საბავშვო ბაღი.  სამთო-სათხილამურო ცენტრი ბანსკო– არაჩვეულებრივი არჩევანია ბავშვიანი ოჯახებისთვის. 
    აქ შექმნილია შესანისნავი პირობები ზამთრის სპორტის პატარა მოყვარულთათვის. კურორტზე ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა, ბავშვები არიან გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს სათხილამურო საბავშვო ბაღი, ბავშვებისთვის 4 წლიდან.  არსებობს 2  საბავშვო ტრასა და საბავშვო საბაგიროები.
  • გართობა. SPA. აკვაპარკი. ტრასებზე snow bar-ების  ფართო არჩევანი. ხის შალეები და  apre ski party.  კომფორტული სკი-ბარების დიდი რაოდენობა განლაგებულია ტრასების სიახლოვეს.  ტრასებზე გატარებული თავგადასავლებით სავსე დღის მერე, შეგიძლიათ დაისვენოთ ადგილობრივ რესტორნებში.  ბანსკოში ბევრი ბარი და ღამის კლუბია, სადაც შეგიძლიათ გაერთოთ დილამდე. ასევე ბანსკოში საბაგიროსთან ახლოს ფუნქციონირებს აკვაპარკი, რომელსაც შეუძლია ესტუმროს ყველა მსურველი.  ქალაქში მდებარეობს საციგურაო მოედანი, ბოულინგი, ბილიარდი. ბანსკოში ყველა დამსვენებელი ნახავს რით დაკავდეს და გაერთოს. 
  • უძველესი ისტორიის მქონე ქალაქი. ბანსკო - ეს არ არის მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტი , არამედ საოცარი სილამაზის ძველი ქალაქი, რომელშიც ბევრი მუზეუმი და კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობებია.  
  •  ბანსკოს ულამაზესი ბუნება . “Koncheto”,  “Banki Suhodol”  უდაოდ ბულგარეთის ულამაზესი ადგილებია, ქვეყნის ყელაზე ღრმა გამოქვაბულები “Banderitsa” და “Kazana” , ბუნებრივი ნაკრძალი “Ulen”,კრისტალურად სუფთა ტბები ( 100 მეტრი) – ეს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, ნამდვილად იმსახურებენ თქვენს  ყურადღებას. 

ბანსკო - ეს არის სპორტი , დასვენება, გართობა, უმაღლესი ხარისხის ტრასები, თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული  ღირსშესანიშნაობები, ულამაზესი ბუნება და სტუმართმოყვარეობა. ის, ვინც  ერთხელ მაინც  ყოფილა ბანსკოში, აუცილებლად ბრუნდება აქ!

Orphus system