ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12

ტურები სანდანსკში 2019. ფასები

სანდანსკი - ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი ბულგარეთში. განთავსებულია  - 240- 300 მეტრ სიმაღლეზე, პირინის მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, მდინარე სანდანსკი-ბისტრიცას მდელოზე, 160 კმ. სოფიამდე და 80 კმ. ბლაგოევგრადამდე. საბერძნეთის საზღვრამდე აქედან სულ 20 კილომეტრია.


 ხალხმა უძველესი დროიდან იცოდა 20 მინერალური წყაროს სამკურნალო თვისებების შესახებ. სწორედ ამიტომ რომაელებმა ძველი თრაკიელების დასახლების ადგილას დაარსეს ქალაქი, რომელსაც ერქვა დედუსავა, ხოლო მინერალური წყლების სათავეებთან ააშენეს აბანოები და აღმართეს ტაძარი, რომელიც მიუძღვნეს მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსს. მათი ნანგრევების ნახვა დღესაც შესაძლებელია.

სანდანსკის მინერალური წყლები -  ჰიპერთერმული წყაროებია. წყლის ტემპერატურა  42°С - 81°С- მდეა. თავიანთი ქიმიური შემადგენლობით ისინი მიეკუთვნებიან ჰიდროკარბონატ და სულფატ- ნატრიუმის, ნეიტრალურიდან ოდნავ ტუტე რეაქციით.
ისინი ასევე შეიცავენ მეტაკრემიულ მჟავას, მდიდარია ფტორით, ბორით , ლითიუმით, სტრონციუმით , გერმანიუმითა და სხვა მეტალებითა და ელემენტებით , რომელთა წყალობითაც წყალი იძენს სამკურნალო თვისებებს.
სანდანსკის მინერალურ წყლებს არ გააჩნია სუნი, აქვს სასიამოვნო გემო და გამჭირვალეა. გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის ალერგიული და გინეკოლოგიური დაავადებებისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. წყლის მოხმარება განსაკუთრებული სქემით დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, ღვიძლის და სანაღვლე გზების მკურნალობაზე.

 მაგრამ კურორტის მთავარი მიმართულება არის  ბრონქიალური ასთმის, რესპირატორული დაავადებების ოტოლარინგოლოგიის არასპეციფიური ხასიათის დაავადებების (ქრონიკული ბრონხიტი, პნევმონია, ფარინგიტი, რინიტი) მკურნალობა, როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცეს , რომ სანდანსკის მინერალური წყლების თვისებები იმდენად ძლიერია , რომ მკურნალობის დაწყებიდან უკვე 1 კვირის შემდეგ პაციენტების 75%- ს უქრება ბრონქიალური კუნთების სპაზმი, ხოლო მათი ნახევარი ასთმური შეტევისგან სრულიად ინკურნება. ამ ყველაფერს ხელს უწყობს სანდანსკის კლიმატი, რომელიც ახლოსაა ხმელთაშუაზღვიურ კლიმატთან. ზაფხული აქ მშრალი და თბილია, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 25 °С, ხოლო ზამთარი მსუბუქია, იმის მიუხედავად , რომ კურორტი გარშემორტყმულია მთებით. ზამთარში საშუალო ტემპერატურა -2,5°С ნიშნულის დაბლა არ ჩამოდის. საშუალო წლიური ტემპერატურა 14°-დან 16°-მდე მერყეობს.
სტატისტიკის მიხედვით  სანდანსკიში წელიწადში 278 დღე ან 2450 საათი ანათებს მზე. ჰაერის ტენიანობა 66%-ზე მაღალი არაა. კურორტი ჩრდილოეთის ქარებისგან მთებითაა დაცული, ხოლო მუდმივი სიო, რომელიც მდინარის კალაპოტიდან უბერავს, ასუფთავებს ატმოსფეროს, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადებების პროფილაკტიკასა და მკურნალობაში. იმის წყალობით , რომ კურორტზე არ არის სამრეწველო ქარხნები ჰაერი აქ განსაკუთრებულად სუფთაა.

დღეს სანდანსკიში მოქმედებს საკურორტო პოლიკლინიკა, 3 ბალნეოლოგიური საავადმყოფო, კინეზითერაპიის დარბაზები, თერმული აუზები, საუნები.მათ ვისაც სურთ არამხოლოდ მკურნალობა, არამედ კარგ ფორმაში ყოფნა შეუძლიათ ივარჯიშონ ტრენაჟორებისა და სპორტულ დარბაზებში, ასევე ჩოგბურთის კორტებზე. სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროგრამებში , რომლებსაც ქმნიან თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად გამოიყენება ბალნეოთერაპია , ტალახით თერაპია , სუნთქვითი ვარჯიშები , ფიზიოთერაპია და სხვა თანამედროვე მკურნალობის მეთოდები.

ქალაქში არის ლამაზი პარკი, ერთ-ერთი საუკეთესო ბულგარეთში, სადაც  პროცედურების შემდეგ შეიძლება დასვენება , ასევე კინოთეატრი და საკონცერტო დარბაზი , რესტორნები და ბარები, საბილიარდო. ფეხით სიარულის მოყვარულთათვის შექმნილია საფეხმავლო მარშრუტები მთებში , ორგანიზება ხდება რეგიონის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებელი ექსკურსიების. სანდასკის მახლობლად არის ქალაქი მელნიკი , რომელიც მიმზიდველია თავისი ტრადიციული არქიტექტურით, შესანიშნავი ადგილობრივი ღვინითა და სოფელ როჟენით თავისი მართლმადიდებლური მონასტრით.

ბულგარეთის ბალნეოლოგიური კურორტი სანდანსკი თავისი უნიკალური  თვისებების წყალობით ითვლება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად და ყოველ წელს სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მის მაცხოვრებლებში.

 

Orphus system