ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბანსკო: Mouzenidis Travel-ის ტურისტებს კონსულტაცია უწევენ ოლიმპიელი სპორტსმენები

 

ყოველ დასასვენებელ სეზონზე  «MOUZENIDIS TRAVEL»-ი საინტერესო და მიმზიდველ პროექტებს გთავაზობთ, რომლებიც მიმართულია იდეალურ სერვისსა და  ხარისხიან მომსახურეობაზე მოგზაურობის ყველა ეტაპზე. 

ბანსკოში ჩვენს ტურისტებს დახვდებათ და მნიშვნელოვანი რჩევებითა და რეკომენდაციებით დაეხმარებათ სპორტის ნამდვილი პროფესიონალები! პოპულარულ კურორტზე კომპანია Mouzenidis travel-ი თანამშრომლობს  TSAKIRIS Ski & Snowboard Rental-თან.  ამ გამქირავებელ პუნქტს და  სპორტულ მაღაზიას ხელმძღვანელობს სპორტსმენი-ბიატლონისტები ათანასიოს ცაკირისი და მისი ქალიშვილი პანაიოტა. ორივენი მონაწილეობას იღებდნენ 2010 წლის  ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაში საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში.  ეს არა მხოლოდ  საკურორტო მაღაზია და ინვერტარის  გაქირავების პუნქტია, არამედ ექსპერტ კონსულტანტთა ჯგუფი, ოლიმპიური მიდგომით. 
დღეს საოჯახო დუეტი აქტიურად და ოპტიმისტურად ეხმარება კურორტის სტუმრებს სათხილამურო ხელოვნების დაუფლებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას კი MOUZENIDIS TRAVEL-ის ტურისტებს აქცევენ, მრავალწლიანი თანამშრომლობის ნიშნად. 

ექსკლუზიური თანამშრომლობის  უპირატესობები:

  • კომპანიის ტურისტებს ემსახურებიან მაღალი დონის პროფესიონალები.   
  • საექსპერტო რჩევები სათხილამურო აღჭურვილობის მოვლის, არჩევის ან ყიდვის დროს.  
  • ფიქსირებული ფასები სპორტულ აღჭურვილობაზე, სეზონის პერიოდის დამოუკიდებლად, ასევე საშობაო  და საახალწლო პერიოდში. 
  • განსაკუთრებული ბონუსები «MOUZENIDIS TRAVEL»-ის ტურისტებისთვის. 
  • საკუთარი სათხილამურო აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, მისი უფასო შენახვა საბაგიროსთან ახლოს. 


არ გაუშვათ შანსი დაისვენოთ და ისრიალოთ კურორტის კომფორტულ დაღმართებზე და მიიღოთ რჩევები ოლიმპიელი სპორტსმენებისგან!

სპორტული ინფორმაცია:

  •    ათანასის დიდი გამოცდილება აქვს უმაღლესი დონის შეჯიბრებში: მან მონაწილეობა მიიღო სამ ზამთრის ოლიმპიადაზე 90-იან წლებში. 
  •    მამა და შვილი გახდნენ გინესის წიგნის რეკორდსმენები, როდესაც მონაწილეობა მიიღეს ორი თაობის  სპორტსმენების გუნდში. 
  •    ოჯახი არა მარტო მაღაზიის მფლობელია ბანსკოში, არამედ მუშაობენ ტრენერებად ამ კურორტზე.
  •    პანაიოტა ცაკირი მონაწილეობას იღებდა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში. 
Orphus system