ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბულგარეთის სამზარეულო

ნაციონალური ბულგარული სამზარეულო, როგორც ყველა ბალკანეთის სამზარეულო, უგემრიელესი და მრავალფეროვანია. გეოგრაფიულმა მდებარეობამ, საბერძნეთისა და თურქეთის მეზობლობამ, მრავალსაუკუნოვანმა ისტორიულმა კავშირებმა, ასევე მრავალწლიანმა თურქების ბატონობამ ბალკანეთზე, გავლენა მოახდინა მის სამზარეულოზე. ბულგარეთის სამზარეულოში ძალიან ბევრი კერძია, რომლის მსგავსი არსებობს ბერძნულ და თურქულ სამზარეულოშიც. ბულგარეთი ბიზანტიური კულინარიული ტრადიციების მემკვიდრეცაა.   მისი  კერძები ასევე ძალიან გავს ტრადიციულ ქართულ და სომხურ კერძებს. ამდენი კულტურის და ერების გავლენის  მიუხედავად, ბულგარულმა სამზარეულომ შეძლო შეენარჩუნებინა ორიგინალურობა და  უამრავი კერძი ავთენტური დარჩა.

მთავარი, რაც ახასიათებს ბულგარულ  ნაციონალურ სამზარეულოს  –  ფართოდ იყენებენ სხვადასხვა სანელებლებს, სუნელებსა და მწვანილს. დაფნის ფოთოლი, ოხრახუში,  ქონდარი, პიტნა, წითელი და შავი  წიწაკა, ხახვი და ნიორი ანიჭებს კერძებს განუმეორებელ არომატს.  ძნელია მისი სიტყვებით გადმოცემა. იგი უნდა თავად შეიგრძნოთ! ბულგარული სამზარეულოს სხვა თავისებურებაა–  ხორცის, ბოსტნეულის, ლობიოს და რძის ნაწარმის სიყვარული. ძირითადად იყენებენ უმ ან მოთუშულ ბოსტნეულს, როგორც გარნირს ხორცთან. ასევე  ბულგარელებს უყვართ წნილი. ბულგარელი კულინარები განთქმულნი არიან ფარშირებული ბოსტნეულის მომზადებაში.  ბულგარული ფარშირებული წიწაკა  დიდი ხანია ცნობილია ბულგარეთის საზღვრებს მიღმა. 
უყვართ ბულგარეთში რძის პროდუქტებიც: კეფირი,აირანი, მჟავე რძე (კისელო მლიაკო), იოგურტი. აქ განსაკუთრებით გემრიელი რძის პროდუქტებია, რადგანაც მათ ამზადებენ სპეციალური რძის ბაქტერიისგან, რომელიც მხოლოდ ბულგარეთში არსებობს. იოგურტი შედის  უამრავი კერძის შემადგენლობაში, მაგალითად  მას იყენებენ ცნობილი სუპის -ტარატორის მოსამზადებლად. 
ცალკე უნდა ვახსენოთ ყველი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბულგარულ სამზარეულოში. ბულგარელებს იგი ძალიან უყვართ. ყველაზე პოპულარული ყველის სახეობაა – სირენე (რბილი მარილიანი ბრინზა). პურით და მწვანე წიწაკით იგი ითვლება ნაციონალურ კერძად.  სირენეს აყოლებენ ღვინოს. იყენებენ უამრავ ბოსტნეულის და ხორციან კერძებში. კაშკავალი (ყვითელი  ძროხის რძის, თხის ან ცხვრის ყველი) რომელიც გამოიყინება, როგორც ბრინზასთან ერთად ასევე ცალკე ცნობილი  ბანიცის (ფენოვანი ღვეზელის) შიგთავსისთვის. 

ბულგარული სამზარეულოს კიდევ ერთი თავისებურება– საკვების მომზადების წესია. სუპების უმეტესობას ამზადებენ დაბალ ცეცხლზე. მათ ამზადებენ დაახლოებით  ერთი საათი.

ბულგარული სამზარეულო მდიდარია სალათებით, სუპებით, ბოსტნეულის კერძებით. მასში განსაკუთრებულ ადგილს  იკავებს ხორცი.  ხორციანი კერძების ფართო არჩევანია: მესანა სკარა( რამოდენიმე სახეობის კატლეტის და მწვადის ასორტი), შიშჩეტა - ღორის, ქათმის ან ცხვრის პატარა ზომის მწვადი. კებაბჩეტა  – ქაბაბი, ცივი და ცხელი კერძები ძეხვისგან (ლუკანკა, სტარეც), პასტირმა, შემწვარი შიგნეულობა. ხშირად ხოცს ამზადებენ თიხის ქოთნებში ბოსტნეულთან ერთად. ამ კერძებში ყველაზე პოპულარულია: გიუვეჩ– ცხვრის ხორცი კართოფილთან, პომიდორთან და ნიორთან ერთად, კავარმა – ხორცი ხახვთან,ბულგარულ ტკბილ წიწაკასთან, წითელ ღვინოში,  კაპამა–  ჩაშუშული ხორცის ან ძეხვის რამოდენიმე სახეობა, მჟავე კომბოსტოსთან ერთად, სარმი - ღორის ხორცის ტოლმა,  დრობ-სარმა - ცხვრის ბადე-ქონში გახვეული ხორცი. ძალიან პოპულიარულია  პლნენი ჩუშკი –ხორცითა და ბრინჯით ფარშირებული ბულგარული წიწაკა სოუსის ქვეშ, ასევე პლაკია – თევზი ბოსტნეულთან ერთად. ხორციანი კერძები საკმაოდ ცხიმიანია. გაითვალისწინეთ რომ, მეხანებში (ადგილობრივ რესტორნებში) ულუფები საკმაოდ დიდია.

 ნაციონალური სამზარეულო – ეს ქვეყნს სავიზიტო ბარათია. იგი ქმნის პირველ და მთავარ შთაბეჭდილებას ერზე. ბულგარული ტრადიციული და პოპულიარული კერძებია სალათი შოპსკი, ბობ ჩორბა, ბობ იახნია, ჩუშკა ბიურეკ, სუპი ტარატორ, კაშკავალე პანე, ბანიცა და მრავალი სხვა. 

ბულგარეთში ტრაპეზა აუცილებლად იწყება სალათით, როგორც წესი სალათ შოპსკით. რომელსაც შემოგთავაზებენ ყველა მეხანასა და კაფეში. შოპსკა სალათა მზადდება კიტრისგან,პომიდვრისგან, გამომცხარი წითელი წიწაკისგან, ხახვისგან, ოხრახუშისგან და ყველ ბრინზისგან. სალათს ასხავენ ზეითუნის ზეთსა და ვაშლის ძმარს. ამ სალათის სხვადასხვა ვარიანტი ცნობილია მთელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთში მას უწოდებენ «ბერძნულ სალათს» და მზადდება ზეთის ხილის დამატებით. მეორე ძალიან ცნობილი ბულგარული სალათია «სნეჟანკა», რომელიც მზადდება იოგურტის, კიტრისა და ნიორის დამატებით და ძალიან გავს ბერძნულ  «ძაძიკის».

სუპებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბულგარელების სუფრაზე. ცნობილი ჩორბა - სუფრის მთავარი კერძია.  სუპების მრავალი სახეობა არსებობს: ცხელი-ხორცის,ქათმის,თევზის, ბოსტნეულის,მწვანე,ვიცი, რძიანი, სუპები-პიურე. ყოველ ქალაქსა და სოფელს აქვს მათი მომზადების განსაკუთრებული რეცეპტი. ბულგარელების  დამოკიდებულება ჩორბას მიმართ, კარგად გამოიხატება ბულგარულ გამონათქვამში:«კარგია, როცა სუფრაზე ჩორბაა, ქვიდანაც რომ იყოს მომზადებული!».

ბულგარეთი  – ეს არის ცივი სუპი ტარატორი (რუსული აკროშკის მსგავსი). აქ მას თავისებურად ამზადებენ: კიტრისგან, დანაყული ნიგვზისა  და ნივრისგან, ასევე კამისგან და რათქმაუნდა ყველაფერ ამას ასხავენ კეფირს «კისელე მლიაკო»-ს. გამოდის ნაზი და გამაგრილებელი სუპი, რომელსაც ძირითადად ზაფხულის ცხელ დღეებში ამზადებენ. 
ცხელი ბულგარული სუპებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ბობ ჩორბა – სქელი, ლობიოს სუპი ბოსტნეულით და სპეციალური სუნელებით. იგი განსაკუთრებით გემრიელია,როცა მზადდება როდოპის მთებში მოყვანილი ლობიოსაგან.  სოფლებში ამ სუპს ასევე ამატებენ შებოლილ ძეხვეულს ან კიუვტეს (შემწვარ გუფთას). ტრადიციულად ბობჩორბას მიირთმევენ მწარე წიწაკასთან ერთად (ლიუტა ჩუშკა) და სპეციალური მარილიანი საკაზმით შარენა სოლ. ეს მწარე, ცხელი სუპი იდეალურია ზამთრის ცივ დღეებში.  
 კიდევ ერთი პოპულარული სუპია –  სადღესასწაულო შკემბლე ჩორბა, რომელიც მზადდება ხბოს შემწვარი ხორცისგან და  მას მიირთმევენ  ნივრის სოუსით. ბულგარეთში ყოფნისას აუცილებლად გასინჯეთ იგი. 

ბულგარეთის ტრაპეზა წარმოუდგენელია ჩუშკა ბურეკის, კაშკავალა პანეს, ბობ იახნის, ლუტენიცას და რათქმაუნდა, ყველასთვის საყვარელი ბანიცას გარეშე. 
ჩუშკა ბურეკი – ცეცხლზე გამომცხვარი წიწაკაა,  ფარშირებული სხვადასხვა შიგთავსით. როგორც წესი ეს არის ბრინზა კვერცხით და მწვანილით. ფარშირებულ წიწაკას წვავენ  საფანელში ან ფქვილში ამოვლებულს. უნდა აღინიშნოს, რომ  წითელი ტკბილი წიწაკა – ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია ბულგარულ სამზარეულოში. იგი შედის თითქმის ყველა კერძის შემადგენლობაში, ამიტომაც დაერქვა ალბათ ამ წიწაკას -ბულგარული.  აქ მის გამოსაცხობათ სპეციალური აპარატი «ჩუშკოპეკი»  გამოიგონეს.  
ლაშკავალე პანე - ეს არის სპეციალური ბულგარული ყველი, რომელსაც გააჩნია უჩვეულო გემო. მას წვავენ ტაფაზე. იგი არ დნება შეწვისას. ამ კერძს მიირთმევენ ცხელს, არომატული ხილის ძმრით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს მატებს.  
ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ კერძების სიას, მიეკუთვნება ასევე ბობ იახნი. ეს არის ქოთნის ლობიო, რომელსაც უმატებენ ბოსტნეულსა და სუნელებს.

ბანიცა – ფენოვანი ღვეზელი ან რულეტი პერგამენტივით თხელი, ტრადიციული ბულგარული ცომისგან.  ბანიცას  სხვადასხვა  შიგთავს  უკეთებენ. ყველაზე გავრცელებული შიგთავსია - ბრინზა, ასევე  შეიძლება გაუკეთდეს სხვა შიგთავსი: ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი,თაფლი, ისპანახი და სხვ. ბანიცას სიამოვნებით მიირთმევენ არა მხოლოდ ბულგარელები, არამედ აქ ჩამოსული ტურისტებიც.  ბანიცა აირანით ან კისლო მლიაკოთი -ტრადიციული საუზმეა ბულგარეთში. ბულგარელი დიასახლისები საახალწლო ბანიცაში დებენ პატარა ფურცლებს, რომლებზეც წერია საახალწლო სურვილები-«კისმეტი».

როგორც ყველა ერს, ბულგარელებსაც აქვთ სადღესასწაულო კერძები.საშობაოდ სამარხვო ჩუშკებს და სარმის, ახალ წელს -ყაფამას და კერძებს მჟავე კომბოსტოთი , ნიკოლოზობას (6 დეკემბერი) – თევზს, აღდგომას (ველიკ დენ) – კოზუნაყს, გიორგობას - წვავენ ბატკანს.
რათქმაუნდა, სუფრა ბულგარეთში არ იშლება ადგილობრივი ღვინის გარეშე. მეღვინეობა ქვეყანაში რამოდენიმე ასწლეულს ითვლის. ბულგარეთში 600 სახეობის თეთრი და წითელი ღვინო. ბულგარული ღვინო საკმაოდ ცნობილია მსოფლიოში. მათგან განსაკუთრებით პოპულარულია: «გიმზა», «პამიდ», «მერლო»,«ოტელ», «მუსკატ ოტონე», «კაბერნე სოვინიონ», «მელნიკ», «მავრუდ», «ხან კრუმ ტრამინერ», «გალატეა», «რილსკი მონასტერი», «რისლინგ» და სხვა.
უფრო ალკოჰოლური სასმელის მოყვარულთ შეუძლიათ დააგემოვნონ  ტრადიციული სასმელები: მასტიხა, (47 %), ლიქიორი და ცნობილი ბულგარული რაკია  – ხილის არაყი, რომელსაც ამზადებენ მუხის კასრებში,რაც სასმელს განსაკუთრებულ არომატს მატებს და ბრენდის მოგვაგონებს. დააგემოვნეთ უგემრიელესი სლივოვიცა, ყურძნის, გარგლის, ბლის ან ნებისმიერი სხვა ხილის რაკია. ვარდის რაკია ან როგორც მას უწოდებენ გლიულოვიცა, არის ყველაზე გამორჩეული სასმელი ბულგარული ალკოჰოლური სასმელებიდან. რაკიას ყველაზე პოპულარული სახეობებია: «ბურგას 63 - პერლოვა», «პეშერსკა», «ალამბიკ», «ცარ სიმეონ»,  «ვრაჩანსკა ტემენუგა», «ბისერნა მუსკატოვა». ლუდის მოყვარულებს ბულგარეთში შესთავაზებენ : «პირინსკო», «ბურგასკო», «არიანა», «შუმენსკოე პივო», «ასტიკა» და «ზაგორკა».

ტკბილეულის მოყვარულთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა!  უნდა გასინჯოთ ყველაფერი: აღმოსავლეთის ტკვილეულობა (ფახლავა, ლუკუმი,ბურეკი,ტულუმბი,ხალვა და სხვ.) და ევრობული  – ვენური ტორტი და ნამცხვრები. თუ გიყვართ ნაყინი, გასინჯეთ «მელბა» - ხილის ნაყინი, ნაღების კრემითა და თხილით.

ბულგარელებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ყავის გარეშე. ყველაზე პოპულარული თურქული ყავაა. მას სვამენ დღის ნებისმიერ დროს და სთავაზობენ ყველგან: რესტორნებში, მეხანებში, კაფეებში, ბარებში. ბოლო წლებში ბულგარეთში, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპრესო. 
უგემრიელესი კერძები, ცხარე საკაზმები, არომატული რაკია და არაჩვეულებრივი ღვინო  ბულგარულ სამზარეულოს განუმეორებელს ხდის და განსაკუთრებულ კოლორიტს მატებს. ვერანაირი ფოტოები და მონათხრობები ვერ გადმოსცემენ აქაური კერძების არომატსა და გემოს. 

Orphus system