თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბულგარეთის რელიგია

როგორც ყველა კონსტიტუციური რესპუბლიკა, ბულგარეთიც უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას. რელიგიური ინსტიტუტი გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ქვეყანაში სხვადასხვა რელიგია და კონფესია არსებობს. მოსახლეობის 80% მორწმუნედ თვლის თავს. 
ყველაზე დიდ კონფესიას წარმოადგენენ ქრისტიანები–მთელი მოსახლეობის 85% . ქვეყნის მთავარ და ოფიციალურ რელიგიად ითვლება მართლმადიდებლური ქრისტიანობა. მისი მიმდევარია ბულგარეთის მოსახლეობის 82,6%.  მოსახლეობის 0,6%  (44 000 ადამიანი) კათოლიციზმის მიმდევარია და  1,12% - პროტესტანტია. არიან  სომხური გრიგორიანული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც, ასევე სხვადასხვა ქრისტიანული სექტების წარმომადგენლები: მეთოდისტები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ადვენტისტები და სხვა.
მოსახლეობის 13% ისლამის მიმდევარია (დაახლოვებით 1 მილიონი მუსულმანი).
ბულგარეთში ცხოვრობს იუდაიზმის მიმდევართა მცირე რიცხვი.

მართლმადიდებლობა
ქრისტიანობა ბულგარეთში  ძვ. წ І საუკუნეში მოვიდა. თქმულების თანახმად, ამპლიამ, პავლე მოციქულის მოსწავლემ, შექმნა პირველი საეპისკოპო კათედრა ქალაქ ოდეში (დღევანდელი ვარნა). ევსები კესარიელის თქმით, II საუკუნეში ბულგარულ ქალაქებში დებელტსა და ანხიალში უკვე არსებობდა  საეპისკოპო კათედრები.  სარდიკის ეპისკოპოსი (დღევანდელი სოფია) პროტოგონი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში 325 წელს.
 865 წელს, ბულგარეთის მეფემ, წმ. თავად ბორის I-მა პირველმა მიიღო ქრისტიანობა. იგი მონათლა ბერძენმა მისიონერმა. ამის შემდეგ მოხდა ბულგარელების საყოველთაო ნათლობა. ჭკვიანი და წინდახედული ბორისი ხვდებოდა რომ, ქრისტიანობა დაეხმარებოდა მას ბულგარეთის გაერთიანებაში, გააძლიერებდა ბულგარეთის სახელმწიფოს. ხოლო, 870 წელს, ბულგარეთის ეკლესია გახდა ავტონომიური კონსტანტინოპოლის პატრიარქატის იურისდიქციაში. ამის შემდეგ მართლმადიდებლობამ რამოდენიმეჯერ დაკარგა დამოუკიდებლობა.  1953 წელს იგი კვლავ გახდა ავტოკეფალური.  მას ხელმძღვანელობს  ბულგარეთის პატრიარქი, და წმინდა სინოდი. ლიტურგიები ბულგარეთის ეკლესიებში ტარდება ბულგარულ ენაზე. ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია დაყოფილია ეპარქიებად.

კათოლიციზმი
კათოლიციზმი - ქვეყნის მესამე რელიგიაა მართლმადიდებლობისა და ისლამის მერე. პირველი კათოლიკები ქვეყანაში გაჩნდნენ XIV საუკუნეში, თურქების ბატონობის პერიოდში. ისინი იყვნენ ვაჭრები  დასავლეთ ევროპიდან.  XVI - XVII საუკუნეებში კათოლიციზმში გადავიდნენ პავლიკიანები.  XVIII საუკუნეში თურქების მხრიდან რელიგიური დევნის გამო პავლიკიანები იძულებულნი იყვნენ ყოფილი ბიზანტიური იმპერიის ტერიტორიიდან  გამოქცეულიყვნენ დუნაის მიღმა და დასახლებულიყვნენ ბანატის რაიონში.  მათ დაერქვათ ბანატის ბულგარელები. დღეს სერბეთისა და რუმინეთის საზღვრებთან 10-15 ათასი პავლიკიანის შთამომავალნი ცხოვრობენ (ბანატის ბულგარელები), რომლებიც რომაული-კათოლიციზმის მიმდევრები არიან. ზოგიერთი მათგანი გამუსულმანდა (პომაკები ანუ „ბულგარელი მუჰამედანელები“) და ცხოვრობენ ბულგარეთის, საბერძნეთის, თურქეთისა და მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის) ტერიტორიებზე. XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთში სომხების გენოციდის დროს, ბულგარეთში გამოიქცნენ სომხები,სომხეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები. ქვეყანაში არსებობს კათოლიკური ეკლესიები და ტაძრები: სოფიაში, პლოვდივსა და სხვა ქალაქებში. 

ისლამი
მიმდევართა რაოდენობის მიხედვით  ისლამი ბულგარეთში მეორე ადგილზეა. ეს რელიგია აქ თურქების ბატონობის დროს მოვიდა ( ХIV საუკუნეში). ბულგარელების გამუსულმანება პრაქტიკულად ძალით მოხდა, ძირითადად ქალაქის მოსახლეობაში. ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ  თურქი მუსულმანები. მათი რიცხვია  713 000-ზე მეტი. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში და თურქეთის საზღვართან: შუმენში, რაზგრადე, კირდჟალი, ხასკოვო. ისლამის მიმდევარია ასევე 130 000 ეთნიკური ბულგარელი-პომაკები,  რომლებიც XV - XVII საუკუნეში ძალით გამუსულმანდნენ.  ისინი ძირითადად როდოპში ცხოვრობენ. მესამე ჯგუფია ციგნები (103 000 ადამიანი), რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბით ცხოვრობენ. ისლამის მიმდევრები ბულგარეთში ასევე არიან თათრები, არაბები, ჩერქეზები (20000 ადამიანი), რომლებიც ბულგარეთში XIX საუკუნეში მოხვდნენ, ალბანელები და ბოსნიელები. 
ბულგარელ მუსულმანთა უმრავლესობა სუნიტები არიან (0,03%). შიიტების რიცხვი ქვეყანაში  80000-მდეა.
ქვეყანაში უამრავი მეჩეთია. ბულგარეთის დედაქალაქში მდებარეობს  ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ბანი-ბაშის მეჩეთი.  საინტერესოა, რომ ზოგ ობიექტს - დემირ ბაბასა და ობროჩიშეს დასახლების ნანგრევებს (ვარნასთან ახლოს), ერთდროულად ეთაყვანებიან მუსულმანებიც და ქრისტიანებიც. 

იუდაიზმი
იუდელები ცხოვრობენ ბულგარეთში უკვე 2000 წელი. შუა საუკუნეებში მის მიწაზე დასახლდნენ ებრაელები ცენტრალური ევროპიდან. აქ  თავი შეაფარეს ასევე ებრაელებმა , რომლებიც ესპანეთიდან გამოასახლეს  კათოლიკელმა მეფეებმა. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ქვეყანაში  60000 იუდელი ცხოვრობდა. მათ შეძლეს თავი ეხსნათ იმ ტრაგედიისგან ,რომელიც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებს დაატყდათ.  ბულგარელი ებრაელების 90% გადასახლდა ისრაელში. დღეს ძალიან ცოტა ებრაელი ცხოვრობს  ბულგარეთში. მრავალ ქალაქშია სინაგოგები: სოფიაში, რუსეში, პლოვდივაში, სამოკოვაში, ვიდინეში და სხვ. 





 


ენა: Georgian

Ok
არჩევა