თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

დასვენება ათენში. ტურები ათენში

აღწერა

 

ათენი

ტურები ათენში - ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება შეიგრძნოთ ანტიკური დროის ატმოსფერო, რომელიც აქ სუფევს. აღმოჩნდეთ მითებისა და ლეგენდების სამყაროში, პოლისში სადაც ერთმანეთის გვერდით არსებობს სხვადასხვა ტრადიციები და ეთნოსები.

დღეს ათენი წარმოადგენს მსხვილ მეგაპოლისს, ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს. უნიკალური აკროპოლისი, პართენონის ქათქათა კოლონები, ჰეფესტოს დიდებული ტაძარი, მუზეუმების უმდიდრესი კოლექცია - მაგრამ, ნუთუ ათენი მხოლოდ ანტიკური ძეგლებით არის  მიმზიდველი?

 გთავაზობთ დაამსხვრიოთ სტერეოტიპეპი და დარწმუნდეთ, რომ ათენში დასვენებისას უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლების ნახვის გარდა, შეგიძლიათ არაჩვეულებრივად გაერთოთ ევროპის ერთ-ერთ ბრწყინვალე დედაქალაქში. 

  • ბერძნულ მეგაპოლისში არის ყველაფერი, რომ აქ გატარებული დღეები დიდხანს გაგყვეთ. ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ დროა, გასტრონომიული ტური დაიწყოთ. დააგემოვნოდ ნაციონალური კერძები, ქალაქის ცენტრში ან პსირის რაიონში არსებული მრავალრიცხვოვანი რესტორნებიდან ერთ-ერთში 
  • უძველეს უბანში პლაკაზე გასეირნებისას, რომელიც დაგხვდებათ ვიწრო,ქათქათა ბილიკების ლაბირინთით, თქვენ იგრძობთ თავს იდუმალ შორეულ კუნძულზე. ეს კოლორიტული კვარტალი, არაჩვეულებრივი კიკლადური სახლებით  ქალაქის გულად ითვლება. იგი ულამაზესია,როგორც დღისით, ასევე ღამით, როდესაც მისი კაფეები ივსება ხმაურიანი კომპანიებით. 
  • ტური ათენში – ეს არის ასევე არაჩვეულებრივი შოპინგი. მრავალფეროვანი მაღაზიები ქალაქის ცენტრში, დიდი მოლები და outlet ცენტრები საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ უამრავი რამ, ყველანაირი ბიუჯეტის ფარგლებში. საბერძნეთის დედაქალაქში წარმოდგენილია როგორც დემოკრატიული მარკები, ასევე luxury-კლასის ბრენდული ბუტიკები. 
  • ღამის დადგომა, სულაც არ არის სასტუმროში დაბრუნების მიზეზი, შუაღამის შემდეგ ქალაქი იცვლის იერსახეს. ღამის კლუბები, ბარები ცოცხალი მუსიკით და ბერძნების საყვარელი გასართობი  - «ბუზუკი» - ათენში დასვენებას მხიარულსა და დაუვიწყარს გახდიან.  
  • თუ, თქვენ მოგზაურობთ ბავშვებთან ერთად , ათენი გთავაზობთ უამრავ გასართობს მათვის.  შეგიძლიათ ეწვიოთ ზოოლოგიურ პარკს, ცხოველების უნიკალური კოლექციით - ერთ-ერთ საუკეთესოს ევროპაში, დელფინარიუმის ჭკვიანი ბინადრების შოუ, საინტერესო და შემეცნებითი საბავშვო მუზეუმის ექსპოზიციები, რომლებიც შესაძლებელია, არა მხოლოდ დაათვალიეროთ,არამედ მათ შეეხოთ კიდეც და არაჩვეულებრივი პლანეტარიუმი 27-მეტრიანი გუმბათით. 
  • მათ, ვინც აირჩიეს ათენი რომანტიული დასვენებისთვის, ელით უამრავი დადებითი შთაბეჭდილება. სეირნობა მთვარის ქვეშ მარადიული აკროპოლისის ხედით, ქვეყნის წამყვანი შეფ-მზარეულების  გურმე- ფანტაზიები ქალაქის საუკეთესო რესტორნებში, SPA-პროცედურები შეყვარებულთათვის  თალასოთერაპიის ცნობილ ცენტრებში და ეგეოსის ზღვის გაუთავებელი რომანტიკა  – ყველაფერი ეს , თქვენ და თქვენს რჩეულს ელის ათენში!

 



ღირსშესანიშნაობები

აკროპოლისი


აკროპოლისი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც  „ზედა ქალაქი“. მისი მარგალიტია პართენონი. ეს არის ქალაქის სიმბოლო და მთავარი ღირშესანიშნაობა.როგორც წესი ათენის ექსკურსია სწორედ ამ ადგილის მონახულებით იწყება. 
ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  V საუკუნის შუა პერიოდში პერიკლეს ინიციატივით  შემუშავდა სამშენებლო სამუშაოების დიდი პროექტი: აღმართეს სამი ტაძარი, ჩატარდა მონუმენტური სამუშაოები. მოგვიანებით დაამატეს ორი თეატრი - დიონისესა და ჰეროდე ატიკუსის.

პროპილეი  - აკროპოლისში შესასვლელი. ეს  არის მარმარილოთი მოპირკეთებული კარიბჭე , რომელსაც ორივე მხრიდან ექვს სვეტიანი დარბაზები ჰქონდა გარშემორტყმული.  მარცხენა ფლიგელში განთავსებულია პინაქოთეკი
(ხელოვნების საცავი). დროის სხვადასხვა პერიოდში პროპილეიში არსებობდა არქიეპისკოპოსის რეზიდენცია, ჯვაროსნების სასახლე, თურქების იარაღის საწყობი. XVII საუკუნეში თურქეთთან ომის დროს, როდესაც აკროპოლისი ალყის ქვეშ იყო  პროპილეის მოხვდა ბომბი, რის შედეგადაც შენობა ძლიერ დაზიანდა. XIX საუკუნეში იგი აღადგინეს.

პართენონი - ათენის სიმბოლო. ტაძარი აშენდა ცნობილ მოქანდაკე და არქიტექტორ ფიდიას ხელმძღვანელობით,  ქალღმერთ ათენა  პართენოსის (ქალწული) საპატივცემულოდ. ტაძარი გარშემორტყმული იყო ათმეტრიანი დორიული სვეტებით. ტაძრის  ფრისზე წარმოდგენილია ბერძნული მითოლოგიის სცენები და ტროას ომის სიუჟეტები. იმისთვის, რომ შეექმნათ იდეალური შთაბეჭდილება მნახველისთვის ტაძრის კონსტრუქციაში დაცული იყო პროპორციები „ოქროს შუალედით“ . ტაძარში იდგა ოქროსა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ცნობილი ათენას  ქანდაკება, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა ნიკე (
 ტრიუმფისადაგამარჯვებისქალღმერთი).  ქანდაკება მონაწილეობდა პანათენაიკოსის  ყოველწლიურ მსვლელობაში, რომელსაც მოყვებოდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვა, მუსიკალური და ათლეტიკური შეჯიბრებები. ამ დღეებში მღვდელთმსახურები ქანდაკებას აცმევდნენ ახალ სამოსს, რომელსაც ქალაქის საუკეთესო ოსტატები ამზადებდნენ.

გადმოცემის თანახმად , იმ ადგილას სადაც ახლა აღმართულია
 ერეხთენის ტაძარი, პოსეიდონმა და ათენამ ჩამოაგდეს კამათი ქალაქის მფარველობის უფლების მოპოვებაზე.  ტაძარს ათენის მითიური მეფის ერეხთენის სახელი ეწოდა. სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, რომლებიც კლასიკურ პერიოდში შენდებოდა, ერეხთენი ასიმეტრიულია. ტაძარი აღმართულია სხვადასხვა დონეებზე და შიგნიდან იყოფა სამ ნაგებობად.  ნაოსს უკვე ოთხი მხრიდან კოლონადა კი არ არტყია, რამდე სამი მხრიდან აქვს პორტიკები, ოლო მეოთხე მხარეს იონური კოლონადა ერწყმის ფასადზე, რაც სავსებით ხლებურია. ასევე ახალია ფასადში ჩასმული ფანჯარა . მეორე ვიწრო ფასადზეც პორტიკია, 6 იონური კოლონით .მეოთხე ფასადზე კიდეში მცირე ზომის პორტიკია, სადაც სვეტების ნაცლად კორიატიდებია ანუ ქალის ქანდაკებები. ამდენად არცერთი ფასადი არ იმეორებს ერთმანეთს რაც არღვევს მთლიანობას.


აკროპოლისის მუზეუმი აშენდა 1878 წელს, იმისთვის , რომ  მასში აკროპოლისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები განეთავსებინათ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტაძრის ფრონტონი , სადაც გამოსახულია გიგანტომახის სცენები და ამ ომში გამარჯვებული ათენა და ზევსი. აქ ინახება პართენონის ფრიზის ფრაგმენტები, ფრონტონის ქანდაკებები, ჰერაკლეს ბრძოლის სცენები სხვადასხვა მითოლოგიურ არსებებთან, პანათინაიკოსის მსვლელობის გადარჩენილი ფრაგმენტები და სხვა მრავალი.

აკროპოლისის კედლის ქვემოთ , კლდეზე არის დიონისეს თეატრი. მასზე  იშლება მშვენიერი ხედი.

აგრეთვე მშვენიერი ხედი იშლება ათენზე არეოპაგის კლდიდან. თუმცა მასზე ასვლა არაა მარტივი.  

აკროპოლისზე შესვლა ფასიანია. ბილეთი მოქმედებს 4დღის განმავლობაში. ამ ბილეთით შეძლებთ მოინახულოთ : დიონისეს თეატრი, რომაული აგორა, ძველბერძნული აგორა, ზევსის ტაძარი, ადრიანეს ბიბლიოთეკა და ძველი ათენის სასაფლაო-კერამეიკონი.

 

ახალი აკროპოლისის მუზეუმი


აკროპოლისზე ასვლისთანავე თქვენს ყურადღებას მიიპყობს ულტრათანამედროვე შენობა, რომელიც 300 მეტრით  არის დაშორებული და საერთო პეიზაჟიდან გამოირჩევა. ეს  აკროპოლისის ახალი არქეოლოგიური მუზეუმია.

ძველმა აკროპოლისის არქეოლოგიურმა მუზეუმმა, რომელიც 1874 წელს აშენდა ამოწურა თავისი ექსპოზიციური შესაძლებლობები. 80-იანი წლების ბოლოს საბერძნეთის მთავრობამ ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ახალი შენობის შემქმნელები იყვნენ შვეიცარიელი არქიტექტორი ბერნარდ ჩუმი და ბერძენი მიხალის ფოტიადისი. ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2009-ში. პროექტის საერთო ბიუჯეტმა 130 მილიონი შეადგინა. აკროპოლისის ახალ მუზეუმში წარმოდგენილია 4000 ექსპონატი, რომელიც 14 ათას კვ.მ - ზეა განლაგებული, რაც თითქმის 10 ჯერ მეტ ტერიტორიას მოიცავს ვიდრე ძველი  შენობა (1450 კვ.მ).  მუზეუმი ჭეშმარიტად უნიკალურია - ის აშენებულია არქეოლოგიური გათხრების ადგილას ამიტომ პირველი სართულის იატაკი გაკეთებულია მინისგან, რომ მათი დანახვა შესაძლებელი იყოს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პატარა (35 – 35სმ.) პართენონის ფრიზის ფრაგმენტი - ქალღმერთ არტემიდას სილუეტი, ფეხები და ტანსაცმლის კიდეები, რომელიც საბერძნეთიდან გაიტანეს მე-19-ე საუკუნეში. პალერმოს უნივერსიტეტმა საბერძნეთის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცა მნიშვნელოვანი ფრაგმენტი . ამ ფრაგმენტს შეუერთდა ორი სხვა პართენონის   «ნატეხი» , რომელიც ვატიკანის მუზეუმში ინახებოდა.

საერთო ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილია 74 ექსპონატი, რომელიც უკანონოდ იქნა გატანილი საბერძნეთიდან იტალიაში, საბოლოო  შედეგად ისინი დაბრუნეს სამშობლოში.

საბერძნეთი ცდილობს დაიბრუნოს პართენონის ფრიზა და  ქანდაკებები დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც მე- 19 -ე საუკუნეში გაიტანეს ლორდ ელგინომის ინიციატივით. დღეს ეს ექსპონატები ბრიტანული მუზეუმის კოლექციის ცენტრს წარმოადგენენ. აკროპოლისის ახალ მუზეუმში  დღემდე შემორჩენილ  ქანდაკებებისა და პართენონის რელიეფების გვერდით წარმოდგენილია დიდ ბრიტანეთში დარჩენილი ქანდაკებების ასლი. ეს გააკეთეს იმისათვის, რომ ათასობით აქ მოსულ მნახველს შეახსენონ, რომ საბერძნეთი დღემდე იბრძვის «პართენონის მარმარილოების » დასაბრუნებლად.


უძველესი აგორა

უძველი აგორა - ეს არის სავაჭრო ტერიტორია, სადაც ტარდებოდა თავისუფალი მოქალაქეების  სახალხო და სასამართლო შეკრებები ღია ცის ქვეშ . სწორედ  აგორას სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დასჯილი სოკრატე. აქ იყო სავაჭრო დახლები, თეატრი, სკოლები. აკროპოლისიდან აგორამდე პანათენაიკოსის გზა მიდიოდა.

აგორას კომპლექსში მდებარე ნაგებობებიდან განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს ჰეფესტოს ტაძარი( ჩვ. წ. V . ) - ყველაზე კარგად შემონახული ანტიკური ტაძარი. ის ღვთაება ათენასა და  მჭედლობისა და ცეცხლის ღმეთ ჰეფესტოს მიუძღვნეს. ტაძრის სახალხო სახელწოდება - თესეიონია. იგი უკავშირდება ტაძრის მორთულობაში გამოყენებულ სიუჟეტებს, ლეგენდარული მეფის თესევსი ცხოვრებიდან.  ბიზანტიის ბატონობის პერიოდში ტაძარი გადაკეთდა ქრისტიანულ ეკლესიად, რომელიც  XIX საუკუნემდე ფუნქციონირებდა.  

 

მონასტირაკი

 ათენის ერთ-ერთი უძველესი დასახლებული უბანი, რომელიც ესაზღვრება აგორას. განსაკუთრებით საინტერესოა  სეირნობა აქ შაბათ-კვირას, ამ დროს ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფს, ჰეფესტოს ქუჩაზე გახსნილია სუვენირების დახლები. აქ ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი: სტანდარტული სუვენირებიდან დაწყებული ანტიკვარიული ავეჯით დამთავრებული.


მონასტირაკის რაიონში უამრავი სუვენირების მაღაზიები და ანტიკვარიატის სალონებია. მთავარი ღირსშესანიშნაობა განთავსებულია ადრიანუს ქუჩაზე -
XVII საუკუნის აგიო ფილიპეს ეკლესია. მონასტირაკის მეტროს შესასვლელთან განლაგებულია კიდევ ერთი არქიტექტურული ღირშესანიშნაობა - ძველი მეჩეთი , რომელიც 1759 წელს თურქი მხედართმთავრის, ცისტარაკის მიერ იქნა აგებული.

ეს რაიონი ხალხს უყვარს არა თავისი ღირშესანიშნაობების, არამედ  განუმეორებელი ატმოსფეროს გამო. აქ შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ, თვალყური ადევნოთ ვაჭრობას , მოუსმინოთ ქუჩის მუსიკოსებს ან რომელიმე მყუდრო კაფეში დალიოთ ერთი ფინჯანი არომატული ყავა.


პლაკა

ეს ათენის ყველაზე ძველი უბანია. მას შეიძლება ყველაზე მყუდროც ვუწოდოთ. პლაკა ფაქტობრივად შექმნილია სეირნობისთვის. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ: ვიწრო მყუდრო ქუჩები, კაფეები, ტავერნები, კოლორიტული ადგილობრივი მაცხოვრებლები.  გარშემო სახლები არც თუ ისე ძველია „სულ რაღაც“ 200-300 წლის, მაგრამ ისინი ანტიკური პერიოდის ფუნდამენტზეა აშნებული.

აუცილებლად ეწვიეთ ადრიანას ქუჩას - სწორედ ამ ქუჩას მიიჩნევენ უძველეს ათენის ქუჩად. შემდეგ მოდის ათენის ყველაზე დატვირთული და ხმაურიანი ქუჩა - ერმუ. სადაც უამრავი ტანსაცმლის მაღაზია მდებარეობს. აქ შეგიძლიათ იყიდოთ უამრავი რამე. ბრენდული მაღაზიები ქუჩის დასაწყისშია განლაგებული. შემდეგ კი, უკვე სხვა დანარჩენი მაღაზიები, უფრო დემოკრატიული ფასებით. 

ერმუს ქუჩას, რომ გაივლით თქვენ აღმოჩნდებით სინტაგმას მოედანზე - ქალაქის შუაგულში.

მის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს - ბერძნული პარლამენტის სასახლე. მასთან მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის ძეგლი, რომლის გვერდზე ყოველ საათში ერთხელ იცვლება საპატიო საპრეზიდენტო კარაული. ეს არის საკმაოდ საინტერესო სანახაობა: სამეფო გვარდიის ჯარისკაცები ე.წ. ევზონები -მოხდენილ, თავისებურ ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი: მოკლე ქვედა ბოლო, თეთრი კოლგოტი, ხელით ნაქარგი ჟილეტი, წითელი ბერეტი. 
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ევზონების ფეხსაცმელი (ე.წ. ცარუხები): დიდი საბოები პომპონჩიკებით, რომლებიც იწონიან, არც მეტს არც ნაკლებს 5 კილოგრამს! 

 ყველა ევზონი გადის მკაცრ ფეის-კონტროლს. თითოეული მათგანი, არამარტო კარგად ნასწავლი უნდა იყოს, არამედ უნდა გააჩნდეს მიმზიდველი გარეგნობა და იყოს 187 სანტიმეტრზე მაღალი.

 თუ თქვენ აღმოჩნდებით კვირა დღეს ათენში - მიბრძანდით მოედანზე 11 საათისთვის , რათა ნახოთ კარაულის შეცვლის პროცესი სამხედრო ორკესტრის თანხლებით.

 

«სინდაგმას» მოედანი

 მეტროს სადგური « სინტაგმას მოედანი» შედის მსოფლიოს ყველაზე უცნაური მეტროსადგურების სიაში .

ფაქტობრივად ეს არის პატარა არქეოლოგიური მუზეუმი. მეტროს ვაგონიდან გამოსვლისთანავე თქვენ დაინახავთ სხვადასხვა უნიკალურ ექსპონატებს , რომლებიც მინაში არის დაცული. მაგალითად ძველი ათენის წყალგაყვანილობის ფრაგმენტი ან უძველესი სამარხები. აქ წარმოდგენილი ყველა არტეფაქტები აღმოჩენილი იქნა მეტროს ორი დამატებითი ხაზის გაყვანის დროს, 2004 წლის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ინჟინერები ასევე არქეოლოგები. მათ ერთობლივი მუშაობის შედეგად შეძლეს მეტროს გაყვანაც და ათასობით შეუფასებელი არქეოლოგიური აღმოჩენის შენარჩუნებაც. მეტროს ზოგიერთი სადგური ნამდვილ მუზეუმად გადაიქცა. 

 

პანათენაიკოს სტადიონი

სინტაგმას მოედნიდან მშვენიერ სამეფო ბაღზე გავლით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მოდიან რათა დააპურონ, აქ მობინადრე იხვები, თქვენ მოხვდებით ათენის ერთ-ერთ საოცარ ღირშესანიშნაობასთან  - პანათეიკოსის სტადიონთან. 

ეს უზარმაზარი ნაგებობა, რომელიც მთლიანად თეთრი მარმარილოსგანაა გაკეთებული, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 329 წელს ააგეს. რა თქმა უნდა სტადიონი თავისი პირვანდელი სახით არ შემორჩა, თუმცა 1895 წელს ის ფაქტობრივად თავიდან იქნა ააშენებული. პროექტი დააფინანსა მეტსენატმა გეორგიუს ავეროფმა, რომლის ქანდაკებაც დგას შესასვლელში. აქ, ამ სტადიონზე ჩატარდა  პირველი  თანამედროვე ოლიმპიური თამაშები, რომლის ორგანიზებაც მოხდა 1896 წელს. 

პანატეიკოსის სტადიონის უკან, ანაპაფსიოსის ქუჩის ბოლოს, არის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელიც იმსახურებს ყურადღებას. ეს არის პირველი ათენის სასაფლაო კერამიკოსი - ადგილი მართლაც რომ საინტერესოა.

სასაფლაო გაიხსნა 1837 წელს და გახდა ადგილობრივი ელიტის დასაფლავების ადგილი. გასაკვირი არ არის, რომ თითოეული სამარხი ხელოვნების ნიმუშია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ცნობილი არქეოლოგის ჰ. შლიმანისა და მისი ოჯახის მავზოლეუმი. ამიტომ სასაფლაოს ხშირად მოიხსენიებენ მუზეუმად ღია ცის ქვეშ. 

სასაფლაოს ტერიტორიაზე სამი ეკლესიაა: ორი მართლმადიდებლური და ერთი კათოლიკური.

 

ლიკავიტოსის მთა

 ქალაქ ათენის კვარტლების ცენტრში აღმართულია მთა ლიკავიტოსი (ლიკაბეტი). მთის სიმაღლე ზღვის დონიდან  277 მეტრია . ეს არის ლეგენდარული ადგილი , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ათენზე, აკროპოლისზე, მთებზე და ზღვაზე.

მითის თანახმად, ქალღმერთმა ათენამ მოინდომა მისი სალოცავი, რომელიც აკროპოლისზე იყო განლაგებული, ახლოს ყოფილიყო ცასთან. ერთხელაც ქალღმერთი გაეშურა პენტელიკონის მთაზე და მოაგლიჯა მას კლდის ნაწილი,რომ შემდეგ იგი აკროპოლისისზე დაედგა. როდესაც ათენა უკან ბრუნდებოდა ორმა ჩიტმა შეაჩერეს და ცუდი ამბავი აცნობეს. ქალღმერთმა სასწრაფოდ მიატოვა კლდე და მათ გაჰყვა. მან ვერ განახორციელა თავისი ჩანაფიქრი და კლდე  დღემდე დარჩა იქ, სადაც ათენამ დატოვა. 

ძველად ლიკავიტოსი ხშირი ტყით იყო დაფარული, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მთაზე აღარ დარჩა არც ერთი ხე. მცენარეული საფარის აღდგენა დაიწყეს მხოლოდ 1880 წელს. ოდესღაც აქ ბინადრობდნენ მგლები, ამიტომ ლიკავიტოსს უწოდებენ მგლების მთას (ლიკოს- ბერძ. მგელი).

მთის მწვერვალზე განთავსებულია წმინდა გიორგის  ბიზანტიური ტაძარი, მას ასევე უწოდებენ წმ. სიდერეას ეკლესიას. იგი  XI-XII საუკუნეში ააშენეს, როდესაც ბიზანტიის იმპერიამ და ქრისტიანობამ საგრძნობლად გაიმყარეს პოზიციები. 1930 წელს მომხდარმა ხანძარმა დაანგრია ტაძარი, მაგრამ 1931 წელს ქათქათა ტაძარი სრულად იქნა აღდგენილი. არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენს ლიკავიტოსი აღდგომის ღამეს: მომლოცველები მთიდან ფეხით ეშვებიან ანთებული სანთლებით ხელში და იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ლიკავიტოსის მთას გარს არტყავს ცეცხლოვანი ლენტი.

ლიკავიტოსი სამოთხეა რომანტიკოსებისთვის. ფიჭვის ხეები და კიპარისები, ვიწრო ბილიკები და მყუდრო ხის სკამები ... ეს ყველაფერი გულგრილს არ დატოვებს სიმშვიდის მოყვარულებს. გასაკვირი არაა, რომ ლიკავიტოსს ასევე უწოდებენ სიყვარულის მთას.

მთის მწვერვალზე ღია ცის ქვეშ განთავსებულია თეატრი. ზაფხულობით აქ ტარდება სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები. ასევე მთაზე განლაგებულია მყუდრო რესტორანი - ორიზონტესი, სადაც შეძლებთ დაისვენოთ და დატკბეთ არაჩვეულებრივი პეიზაჟებით.

მთაზე ადის საავტომობილო გზა და უამრავი ბილიკი. ლიკავიტოსზე ასვლა შესაძლებელია ფუნიკულიორითაც კილონაკიდან.

 

არქეოლოგიური მუზეუმი კერამიკოსი

პირეის ქუჩასთან ახლოს განთავსებულია კერამიკოსის არქეოლოგიური მუზეუმი. ეს არის მცირე ზომის მუზეუმი ათენის ერთ-ერთ რაიონ კერამიკოსში. ძველ დროში სწორედ ამ რაიონში იყო უამრავი სახელოსნო, სადაც ოსტატები დაკავებულნი იყვნენ  განთქმული ატიკის კერამიკის დამზადებით.

მუზეუმის მთავარ ექსპონატად ითვლება ხარის მარმარილოს ქანდაკება, დიონისეს სამარხიდან (მუზეუმში წარმოდგენილია ორიგინალი, ხოლო მის პირვანდელ ადგილას მისი ასლია განთავსებული).  მუზეუმის სამ დარბაზში თავმოყრილია ძველიბერძნული კერამიკის საოცარი კოლექცია.  
აქ გამოფენილია ასევე, იმ ეპოქის საყოფაცხოვრებო ნივთები და სამკაულები. 

 

ქარების კოშკი (Tower of Winds)

ეს ანტიკური პერიოდის ნაგებობაა მდებარეობს  რომაულ აგორასთან ახლოს. ის ჩვ. წ. მეორე საუკუნეში იქნა აშენებული. 

კოშკი აგებულია სირიელი ასტრონომის ანდრონიკო კირესტსკისის მიერ.  კოშკის სიმაღლე 12 მეტრია, ხოლო დიამეტრი კი 8 მ. . კოშკის გარე ფრისზე გამოსახულია 8 ქარი , რომელიც ათენში უბერავს . ფლუგერს (ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებას) ტრიტონის ფორმა აქვს.  კოშკის შიგნით სახელმწიფო წყლის საათი (კლეპსიდრა) იყო განთავსებული, კედლებზე კი დღემდე ჩანს მზის საათი.

 

კიკლადური ხელოვნების მუზეუმი 

ნიკოლას გულანდრისის კიკლადური ხელოვნების მუზეუმი - ათენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია. იგი გულანდრისოვების ოჯახის კერძო კოლექციის საფუძველზე 1986 წელს დაარსდა. ეს ოჯახი ერთ-ერთი შეძლებული და ცნობილი იყო საბერძნეთში.

ნიკოლას და დოლი გულანდრისებმა თავისი კოლექციის შეგროვება 1960-იან წლებში დაიწყეს საბერძნეთის მთავრობის ნებართვით. კოლექცია მეცნიერებს შორის მალევე გახდა ცნობილი თავისი იშვიათი ეკსპონატების გამო. პირველად კოლექცია წარმოდგენილი იყო ბენაკის მუზეუმში 1978 წელს. 1979 – 1983 წლებში ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოს უმსხვილეს მუზეუმებსა და გალერეებში. ნიკოლას გულანდრისის გარდაცვალების შემდგომ, მისმა მეუღლემ კოლექცია საბერძნეთის მთავრობას გადასცა მუზეუმის შესაქმნელად.

მუზეუმის მთავარი შენობა განთავსებულია ათენის ცენტრში, ის 1985 წელს იქნა აშენებული, ბერძენი არქიტექტორის ვიკელას იოანისის პროექტით. დროთა განმავლობაში ექსპოზიცია გაიზარდა კოლექციონერების შემოწირულობებითა და ახალი აღმოჩენებით.  1991 წელს მუზეუმმა შეიძინა ახალი შენობა - სტატატოსის ნეოკლასიკური ვილა. ძირითად შენობასთან, მას აერთიანებს მინით გადახურული გადასასვლელი.

მუზეუმის კოლექცია სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: კიკლადური ცივილიზაცია (ბრინჯაოს ხანის ნაადრევი პერიოდი ჩვ. წ. 3200-2000 წწ), კიკლადური მარმარილოს ფიგურები,  რომლებიც დახვეწილობით, უბრალოებითა და უნაკლობით აოცებს მნახველს; ძველბერძნული ხელოვნება ,ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან ჩვ. წ.  მეოთხე საუკუნემდე:  ძველი კვიპროსის ხელოვნება, ნეოლითის ეპოქიდან მოყოლებული ადრექრისტიანული ხელოვნების პერიოდამდე.  ეს კვიპროსის სიძველეების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კოლექციაა .  

მუზეუმთან ახლოს ფუნქციონირებს მშვენიერი სუვენირების მაღაზია, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების შესანიშნავი ასლები.

 

ბენაკის მუზეუმი

ათენში არსებობს საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი კერძო მუზეუმი - ბენაკის მუზეუმი. ის 1930 წელს ანტონიოს ბენაკისმა დააარსა, თავისი მამის ემანუილ ბენაკისის საპატივცემულოდ. მუზეუმი მდებარეობს ოჯახურ მამულში, რომელიც ნეოკლასიკური სტილშია გადაწყვეტილი, ის ჯერ კიდევ 1867 წელს  აშენედა. 1931 წლის აპრილში მუზეუმი გაიხსნა მნახველთათვის.  

ა. ბენაკისი თავის კოლექციას, რომელიც მუზეუმის დაარსების მიზეზი გახდა, 35 წლის მანძილზე აგროვებდა. მან ეს კოლექცია სახელმწიფოს გადასცა იმ პირობით, რომ კოლექცია გამოფენილი იქნებოდა მუზეუმში. იგი ცხოვრების ბოლომდე (1954 წლამდე) ხელმძღვანელობდა ამ მუზეუმს. 

 გარდა ბერძნული ხელოვნების ნიმუშებისა, მუზეუმს ასევე, გააჩნია აზიური ხელოვნების დიდი კოლექცია. თავდაპირველად ისლამური ხელოვნება, ჩინური ფაიფური და სათამაშოები განაწილებული იყო მუზეუმის სხვადასხვა დარბაზებში. 2000 წელს გლობალური რესტავრაციის შემდეგ შეიქმნა მუზეუმი-თანამგზავრები, რომლებიც კონკრეტული თემატიკისადმი არის მიძღვნილი. 

მუზეუმში წარმოდგენილია პალეოლითისა და ნეოლითის სხვადასხვა ექსპონატები, რომლებიც მინოურ და მიკენურ ცივილიზაციებს განეკუთვნება. კერამიკის, მეტალისა და ხის ნივთები, ოქროს სამკაულები, ტექსტილი, ნახატები, ქანდაკებები, გრავიურები, ძველი ხატები, საეკლესიო ნივთები და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტები საშუალებას აძლევს მნახველს იმოგზაუროს ძველ ბერძნულ სამყაროსა და მის ისტორიაში. მუზეუმში ინახება ცნობილი მხატვრის ელ გრეკოს ნამუშევრებიც .  

 

ზოოპარკი "ატიკა"

ზოოლოგიური პარკი ატიკა - კერძო დაწესებულებაა. ის ათენის გარეუბანში 20 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. თავდაპირველად ის შეიქმნა , როგორც ფრინველების პარკი. იმ დროისთვის აქ მყოფი ფრინველთა რაოდენობით მუზეუმი მსოფლიოში სიდიდით მესამე ადგილზე იყო და 1000 -ზე მეტ სხვადასხვა  ჯიშის ფრთოსანს ითვლიდა. 

2001 წლის აპრილში გაიხსნა ახალი განყოფილება „რეპტილიების სამყარო“, სადაც შესაძლებელი იყო ნიანგების, პითონების, მახრჩობელებისა და სხვა ქვეწარმავლების ნახვა. ხოლო 2002 წლის ივლისში გაჩნდა „ბერძნული ფაუნის“ განყოფილება: რუხი დათვებით, მელიებით, ველური კატებით, მგლებით და ა.შ. 2003 წლის თებერვალში დაემატა „ათენური სავანა“ მასში შედიოდნენ: ჟირაფები, ზებრები, ანტილოპები, იაგუარები, ლამები, თეთრი ლომები და სხვა ძუძუმწოვრები. 2003 წელს ზოოპარკში გაჩნდნენ მაიმუნები. მას შემდეგ ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო და იშვიათი ცხოველი შეემატა.

2010 წელს ზოოპარკში გაიხსნა დელფინარიუმი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ დელფინებისა და ზღვის ლომების ყურებით და ნახოთ მათ მიერ შესრულებული წარმოდგენა.

 

ჰეკატომპედონი

ჰეკატომპედონი - ათენის აკროპოლისის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ტაძრის სახელწოდება დაკავშირებულია მისი შიდა ნაწილის ზომებთან - 100 ფუტი (32,8 მ.) სიგრძეში და 50 ფუტი (16,4 მ.) სიგანეში. ჰეკატომპედონი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ასტონიანი". 

ტაძარი აშენებულია პისისტრატეს მმართველობის პერიოდში ჩვ. წ. 6  საუკუნის დასაწყისში. ტაძარი აგებულია ძველი მიკენური სასახლის ადგილას (14 საუკუნე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) . ითვლება პართენონის წინამორბედად. 

ჰეკატომპედონი, როგორც სხვა მრავალი ათენის შედევრი, აგებული იყო  ქალღმერთ ათენას საპატივცემულოდ. გადმოცემის თანახმად , ბერძნები იმდენად დიდ პატივს მიაგებდნენ თავის მფარველს, რომ ყველა მონა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ტაძრის მშენებლობაში გაათავისუფლეს მონობისგან.

 ძვ. წ. 480 – 479 წლებში ბერძნულ - სპარსული ომის პერიოდში, სპარსელებმა  თავიანთი მეფის ქსერქსის ბრძანებით ჰეკატომპედონი გაძარცვეს და დაწვეს. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ძველი ტაძრის დარჩენილმა ნანგრევებმა. მათთან ახლოს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ატიკის პირველი მეფის კეკროპის საფლავი .

 

ადრიანეს თაღი

ადრიანეს თაღი - ეს არის მონუმენტალური თაღი, რომელიც მოგაგონებთ რომის ცნობილ ტრიუმფალურ თაღს. ის განთავსებულია ამალისის გამზირზე.

თაღი რომის იმპერატორ ადრიანეს საპატივცემულოდ აშენდა ძვ. წ. 131 წელს ძველ გზაზე. არ არის ცნობილი ვინ შეუკვეთა ამ თაღის მშენებლობა ან ვისი პროექტით ააგეს იგი. 

კედლის ცენტრში ორივე მხრიდან ამოტვიფრულია ორი წარწერა, სადაც წერია, რომ ათენის დამაარსებლები არიან თესევსი და ადრიანე. აკროპოლისის მხარეს არსებული წარწერა გვამცნობს, რომ „ათენი თესევსის ძველი ქალაქია“. ოლიმპიონის მხარეს წარწერა მიგვითითებს, რომ ეს ადრიანეს ქალაქია და არა თესევსის. მკვლევარებს მიაჩნიათ , რომ თაღმა ქალაქი ახალ და ძველ ნაწილებად გაყო. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ახალი ქალაქის მხარეს არსებული წარწერა ადასტურებს რომის იმპერატორის განსაკუთრებულ როლს ათენის ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც მადლიერმა მოქალაქეებმა  უკვდავყვეს მიდი სახელი. ქალაქის ახალ ნაწილს დაერქვა ადრიანაპოლისი.

თაღის სიმაღლე 18 მ, სიგრძე 13,5 , ხოლო სიღრმე 2,3 მ . ის თეთრი პენტელიკონური მარმარილოსგანაა აშენებული, რომელიც გამოიყევებოდა ათენის მრავალ ნაგებობაში. მაგალითად: პართენონი და პანათენაიკოსის სტადიონი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ თაღისთვის სხვადასხვა მინარევებიანი, ნაკლებად ხარისხიანი მარმარილო იქნა გამოყენებული. მიუხედავად ამისა თაღი გამოკვეთილია ერთი მთლიანი მარმარილოს ქვისგან ცემენტისა და სხვა სამშენებლო მასალების გამოყენების გარეშე. კონსტრუქციის სხვა ნაწილები მაგრდებოდა სპეციალური კავებით. 

 

ალუ ფან პარკი (AllouFunPark)

ალუ ფან პარკი – ეს არის ყველაზე დიდი გასართობი პარკი ათენში.

მისი მონახულება საჭიროა. პარკი ორ დიდ ზონად იყოფა: ერთი განკუთვნილია ბავშვებისთვის, ხოლო მეორე უფროსებისთვის. სწორედ აქ მოიჩქარის ყველა ვისაც უყვარს მძაფრი ემოციები. მხოლოდ Allou Fun Park-ში დგას ყველაზე დიდი (40 მეტრიანი) ეშმაკის ბორბალი. აქ არის ყველაზე მაგარი ამერიკული მთები და გამაოგნებელი ატრაქციონი სახელწოდებით «შოკის კოშკი». ეს ატრაქციონი 12 სართულიანი შენობის სიმაღლისაა, რომელიც თავისუფალი ვარდნის იმიტაციას ქმნის.

 

კაზინო პარნიფა

1055 მეტრ სიმაღლეზე პარნიფის მთაზე, მდებარეობს საბერძნეთის განთქმული კაზინო პარნიფა ან მონ პარნასი,როგორც მას უწოდებდნენ  70-იან წლებში.

ეს საბერძნეთში ერთ-ერთი უძველესი კაზინოა, რომელიც ერთადერთია ატიკის რაიონში.    

Mont Parnes თავისი ისტორია გააჩნია. თავდაპირველად 60-იან წლებში ის მუშაობდა როგორც სასტუმრო . უკვე 70-იან წლებში გაიხსნა პირველი ბერძნული კაზინო , რომლის დარბაზებშიც ათენის ნაღები საზოგადოება და ბიზნეს-ელიტა იკრიბებოდა.

 

კონცხი სუნიო

ეს არის ეგეოსის ზღვაში შეჭრილი პატარა კლდოვანი ნახევარკუნძული .  კუინძულის სანაპიროზე პოსეიდონის დიდებული ტაძრის ნანგრევებია, რომელიც დიდი ხანია პართენონთან ერთად საბერძნეთის სავიზიტო ბარათი გახდა. 

შეუძლებელია საბერძნეთში იმოგზაურო და კონცხ სუნიონზე მზის ჩასვლა არ ნახო. სუნიონი უძველესი დროიდან იყო დასახლებული და იმ დროიდან მოყოლებული წმინდა ადგილად ითვლებოდა. კონცხი მოხსენიებულია ჰომეროსის «ოდისეაში». აქ დღემდე შემორჩა მეთევზეების მიერ აშენებული ქვის ნაგებობები, რომლებშიც უძველეს დროში ხალხი ცხოვრობდა.

არქაულ პერიოდში სუნიონი ათენის აღმოსავლური ფორპოსტი იყო. აქ  თავისებური დიდი სათვალთვალო კოშკი მდებარეობდა, რომლის ხილვადობაც რამდენიმე კილომეტრზე იყო.  

არქეოლოგების მიერ აქ  აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ძეგლებიდან  პირველ ადგილზეა დიდი კუროსი (კაცის ქანდაკება) , რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  VII საუკუნით თარიღდება. ის ათენის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. მისი სიმაღლე 3 მეტრზე მეტია და  ვარაუდობენ, რომ სულ 17 ასეთი კუროსი არსებობდა.

 

პოსეიდონის ტაძარი

პოსეიდონის სალოცავი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 490 წელს აშენდა, მთის მწვერვალზე. ის ძვ. წ.  480 წელს, ატიკის დაცემის პერიოდში განადგურდა.  პოსეიდონის კლასიკური სტილის ტაძარის ნანგრევები, რომელიც დღემდე შემორჩა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 440 წელს იყო აშენებული და მოქმედებდა ჩვ. წ.  I საუკუნემდე.  ჩვენ დრომდე  მხოლოდ არქიტრავის ნაწილები  და  9 სვეტი შემორჩა, თუმცა ისინი ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან ამ განუმეორებელი ნაგებობის თავდაპირველ სიდიადეზე. სუნიონზე კოლონებს შორის  მზის ჩასვლის ყურება დაუვიწყარი სანახაობაა.  ტაძრის სვეტებზე ტურისტების მიერ XIX  საუკუნეში გაკეთებულ  წარწერებს  შორის შემორჩა ლორდ ბაირონის ხელწერაც.

კლდიდან იშლება ულამაზესი ხედი. მითოლოგიის თანახმად მეფე ეგეოსი სწორედ ამ კლდიდან გადახტა ზღვაში, როდესაც  შავ იალქნიანი გემი დაინახა და  მისი შვილი თესევსი მინოტავრთან ბრძოლის დროს დაღუპული ეგონა (თესევსმა დაამარცხა მინოტავრი, თუმცა გემზე იალქნის შეცვლა დაავიწყდა) .

კონცხ სუნიონზე შემორჩა ათენას ტაძრის ნაკვალევიც, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში იყო აშენებული. პავსანის  «ელადის აღწერა» -ში ორი ტაძარი ერთმანეთში აერია, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში პოსეიდონის ტაძარი ათენას ტაძარი ეგონათ.  მისგან მხოლოდ ფუნდამენტი და ერთი კოლონა შემორჩა. 



 

 


სასტუმროები
  • Hotel's photo
    Bomo Palace Hotel
    რეგიონი:
    ათენი  Glyfada
     ნომრები
     76
    სასტუმრო მოხერხებული ადგილმდებარეობით გლიფადას სანაპიროზე. კომფორტული ნომრები, რესტორანი, ბარი, ნომრების მომსახურეობა,ინტერნეტი, ბასეინი,  ხარისხიანი სერვისი. პორტ პირეითან ახლოს, რაც იმის შესაძლებლობას გაძლევთ  გაემგზავროთ მოკლე საკრუიზო მოგზაურობაში.
    მთელი წელიწადი
  • Hotel's photo
    აპარტამენტები 3*
    360 Degrees Hotel
    რეგიონი:
    ათენი  
     ნომრები
     20
    პატარა თანამედროვე სასტუმრო ათენის ცენტრში, ინტერნეტი, რესტორანი, ბარი, ხარისხიანი მომსახურეობა.
    მთელი წელიწადი