თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
32°C

პისური. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

პისური – ზღვისპირა დასახლება, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა პოპულარული. დღეს ის კვიპროსის ერთ-ერთი დინამიური კურორტია, რომელიც თანამედროვე სერვისს სთავაზობს სტუმრებს. 

სოფელი პისური მოხერხებულად არის განთავსებული კურორტ პაფოსსა და ლიმასოლს შორის, ვენახით გარშემორტყმული რეგიონი მთელს კუნძულსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთქმულია საკუთარი ღვინით. მოვლილი ვენახების პეიზაჟების გარდა ამ ადგილიდან იშლება საოცარი პანორამული ხედი ტროოდოს მთის მასივსა და ზღვაზე. ბუნების პეიზაჟი მიმზიდველი და ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს.

სეზონიდან სეზონამდე იკრეფს ტურისტულ პოპულარობას, პისურის გააჩნია კვიპროსის "პროვინციის" განსაკუთრებული ავთენტური ატმოსფერო. აქ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ ცხოვრებას, ნახოთ თვითმყოფადი დიზაინით აშენებული ნაგებობები, გაისეირნოთ ქუჩებში, აჰყვეთ კვიპროსის ნელი ცხოვრების რიტმს, გაეცნოთ ადგილობრივ სამზარეულოს ადგილობრივ ტავერნებსა და რესტორნებში.

კურორტი არ მოიცავს დიდ ტერიტორიას: დღეს ის შედგება სოფელი პისურისა და იმავე სახელწოდების პლაჟისგან.

 

კურორტი პისური რეკომენდირებულია კუნძულის სტუმრებისთვის, რომლებსაც სურთ  ზომიერი დასვენება თანამედროვე სასტუმროში,  სურთ მშვიდი დროსტარება,  ზღვისპირა რელაქსი, რომანტიული გასეირნება  ზღვის სანაპიროზე ან მთაში. 

კურორტი პუსირი რეკომენდირებულია გაწონასწორებული დასვენების მსურველთათვის თანამედროვე სასტუმროში, მათთვის ვინც ამჯობინებენ მშვიდ დროსტარებას, ზღვისპირა რელაქსაციას, რომანტიულ სეირნობას სანაპიროზე ან მთაში. 



პლაჟები

 

მთის ძირში მდებარეობს მყუდრო ქვიშიანი პლაჟი წვრილი კენჭებით. დამსვენებლებს შეუძლიათ დაკავდნენ ნებისმიერი აქტივობით და ცადონ საკურორტო გართობის ახალი ვარიანტები, რომელთა შორისაც სერფინგი და ვინდსერფინგი, საიალქნე სპორტი, პარაპლანერიზმი. სანაპიროზე პლაჟთან ახლოს მდებარეობს ტავერნები, ბარები და რესტორნები. 


ღირსშესანიშნაობები

პეტრა ტუ რომიუ

 

საოცრად მიმზიდველი ადგილი გზად, ლიმასოლიდან პაფოსისკენ, ერთ-ერთი განსაცვიფრებელი და ლეგენდარული ადგილია კვიპროსის სანაპიროზე. სწორედ აქ, ძველი გადმოცემის თანახმად ზღვის ქაფისგან წარმოიქმნა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე. უდაოდ ღირს ამ ადგილას წყალში ჩასვლა : ეს რიტუალი სილამაზეს, ძალასა და ახალგაზრდობას შეგმატებთ.

 

იეროსკიპუ

სოფლის სახელწოდება მომდინარეობს  «იეროს კიპოსი»-დან, რაც «წმინდა ბაღებს» ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, აქ მდებარეობდა მომაჯადოებელი ბაღები, რომლებიც აფროდიტეს ეძღვნებოდა. ამ სოფელში, რომელიც პაფოსიდან  სამ კილომეტრშია, განვითარებულია ტრადიციული ხალხური მრეწველობა. ამ საოცარ ადგილას შეგიძლიათ შეიძინოთ ტკბილეული - ლუხუმი, მოინახულოთ სახალხო ხელოვნების მუზეუმი რომლის ექსპოზიციაშიც წარმოდგენილია ნივთები ხალხური შემოქმედებიდან, თიხის ჭურჭელი, ხალიჩები, უნიკალური აღჭურვილობა რომლისგანაც იწარმოება აბრეშუმი.