Саирме

საქართველო

საირმე

    საირმე მდებარეობს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისიდან 55 კილომეტრში. სახელწოდება საირმე ნიშნავს "ირმის ადგილს" იმის გამო, რომ ზამთარში საირმის ტყეებიდან ირმები ჩამოდიან გემრიელი და ჯანსაღი ადგილობრივი წყლის დასალევად. საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს და მდიდარია მთიანი მდინარეებითა და ჩანჩქერებით.

    1950-იან წლებში სპორტული მოედნები და სტადიონები, მინერალური წყლები, კლინიკებითა და კოტეჯებით კეთილმოწოყობილი გამაჯანსაღებელი ცენტრები ამ ადგილს საბჭოთა ლიდერების ერთ–ერთ საყვარელ კურორტად აქცევდნენ. 1954 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ადგილობრივი მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. 2000-იან წლებში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების მძლავრი ტალღა და 2011 წლიდან კურორტი მაღალი ტურისტული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ადგილობრივი სასტუმრო „საირმე“ განკუთვნილია 390 პერსონის მისაღებად. სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და სხვა თანამედროვე მომსახურება ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის. ამჟამად, საირმე სრულფასოვანი ევროპული დონის კურორტია. საირმე ბალნეოთერაპიის საუკეთესო კურორტთა შორისაა მსოფლიოში განთქმულ ბორჯომთან და აბასთუმანთან ერთად. საირმე წარმოადგენს დასვენებისა და გაჯანსაღების ცენტრს უნიკალური ბუნებრივი წყლის რესურსებით და კარგად ორგანიზებული ტურისტული ინფრასტრუქტურით. საირმის წყლები უნიკალურია მათი ქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით. ისინი მკურნალობენ თირკმელების, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის პრობლემებს, ქოლესტერინის, საჭმლის მონელების სიტემის დაავადებებს, მათ შორის - კუჭის წყლულსა და გასტრიტს. საირმე ფართოდ არის რეკომენდებული ექიმების მიერ. კურორტზე განთავსებული თანამედროვე საავადმყოფო საშუალებას აძლევს ტურისტებს ჩაიტარონ სხვადასხვა გამოკვლევა და მაღალი ხარისხის მკურნალობა. კურორტი პოპულარულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი და სამკურნალო წყალი ბევრ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. ადგილობრივი სუფრის წყალი "საირმე" ძალზე პოპულარულია. მისი რეგულარული მოხმარება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.