თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

ალექსანდრუპოლისი

აღწერა

ალექსანდრუპოლისი-ერებისა და კულტურების გზაჯვარედინი

ცოტამ  თუ იცის, როგორი მხიარული, მდიდარი სხვადასხვა არომატებით, დაუვიწყარი პეიზაჟებით და სავსე რელაქსაციით  შეიძლება იყოს დასვენება ალექსანდრუპოლში. იქ, საბერძნეთის ჩრდილოეთით, არაფერი შეუშლის ტურისტს ხელს დატკბეს ზღვით, მზით და ნანატრი შვებულებით.

მხოლოდ 20 კილომეტრი ყოფს ამ არაჩვეულებრივ ევროპულ ქალაქს აღმოსავლეთიდან.  კოსმოპოლიტური ცხოვრება, ეკოტურიზმისთვის უნიკალური გარემო და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები. ეს ყველაფერი ალექსანდრუპოლის აქცევს მშვენიერ დასასვენებელ ადგილად.  

შემდეგ ▼

ალექსანდრუპოლისის და ევროსის მთელი რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საინტერესო ადგილების და ღირსშესანიშნაობების  დიდი რაოდენობით.

ევროსის დედაქალაქი-ალექსანდრუპოლისი, ქალაქი რომელიც ითავსებს შორეული წარსულის ღირსებას და აწმყოს მშვენიერებას, პორტით და რკინიგზის სადგურით.
თანამედროვე შენობები და მაღაზიების ვიტრინების დიდი რაოდენობა ხაზს უსვავს ქალაქის თანამედროვე სტატუსს.

თუ, თქვენ გაჩერდებით ალექსანდრუპოლისში, გაოცდებით მისი სილამაზით. სანაპიროზე გასეირნებაც და 1880 წლიდან არსებულ შუქურასთან გაჩერებაც  კი საკმარისია, იმისათვის რომ, ამ ქალაქმა სამუდამოდ დაიპყროს თქვენი გული. 

უნიკალური არქეტექტურის მქონე შენობები, ისეთი როგორიც ზარიფიოსი (აკადემია) და ლეონდარიდიოსი ( სკოლა ცენტრალურ მოედანზე) მოწმობენ ქალაქის მაღალ კულტურულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

ალექსანდრუპოლისის სილამაზე ვრცელდება მის შემოგარენეც, აუცილებლად ეწვიეთ დასახლებას ფერესი, სადაც მდებარეობს უმშვენიერესი მონასტერი. რომელიც აშენდა 1152 წელს, ასევე უძველესი ბიზანტიური აკვედუკი და ორიგინალური დიდი შადრევანი. 

ალექსანდრუპოლისიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს დასახლება სუფლისი, სადაც მოგზაურებს იზიდავს თრაკეაში ყველაზე შთამბეჭდავი შენობა- ბრიკას სასახლე. არანაკლებ საინტერესოა კალესის სახლი, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც მუნიციპალიტეტური ქსენონასი (ტრადიციული ბერძნული სასტუმრო)   ასევე ძივრე სუფლიოსის აბრეშუმის ფაბრიკა. დიდიმოტიხოს დასახლებაში მდებარეობს ბიზანტიური ციხე კალე და პითეას სასახლე.  
ქალაქის აღმოსავლეთით, თანამედროვე შენობაში ფუნქციონირებს ქ. ალექსანდრუპოლისის მუზეუმი. ამის გარდა ქალაქში არსებობს საეკლესიო მუზეუმი, რომელიც მდებარეობს  1909 წელს აშენებულ  ულამაზეს შენობაში. ასევე ქალაქს გააჩნია ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ალექსანდრუპოლისის ჩრდილოეთით, ქალაქიდან 17 კმ-ში, სოფელ ავანტასთან ახლოს განლაგებულია შთამბეჭდავი გამოქვაბული აგიონ თეოდორონ, რომლის შიგნით აშენებულია ეკლესია უნიკალური ბიზანტიური ფრესკებით.
ასევე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ  თურქების მიერ აშენებული ბალკანეთზე პირველი და ყველაზე დიდი მეჩეთი.  ბუნების მოყვარულები გაოცდებიან  ტყე დადიას სილამაზით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით. 



ღირსშესანიშნაობები

ალექსანდრუპოლისი:  საბერძნეთის სხვა ზაფხული 

ნაციონალური პარკი

ევროსის რეგიონი შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს დატკბენ ეკოტურისზმით, კერძოდ კი, დადიასის ტყეში და ევროსის დელტაში.

დადიასის ტყე - ევროპის ტერიტორიაზე არსებული იშვიათი ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების ბინადრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც პატარა სოფელ სუფლისთან ახლოს მდებარეობს. 1980 წლიდან დადიასის ტყე დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება.

შემდეგ ▼

ეს არის ბალკანეთის, აზიისა და ევროპის ფლორის, ფაუნისა და უამრავი ფრინველის სახლი, რომელიც მოიცავს როდოპის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიან ნაწილს.


სამხრეთით იშლება მდინარე ევროსის დელტა, რომელიც წარმოადგენს რამსარის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ მნიშვნელოვან ჭარბტენიან წყლის ტერიტორიას. აქ მთელი წლის განმავლობაში ფრინველები ნახულობენ თავშესაფარსა და საკვებს. ამავდროულად რეგიონი დიდი როლს თამაშობს თევზჭერაში, სოფლის მეურნეობაში, კლიმატის ფორმირებაში, დასვენებაში,  განათლებასა და მეცნიერებაში.

ტრაიანოპოლისის თერმული წყლები

დასახლება ტრიანოპოლისი აგებულია ჩვ. წ. მე-2 საუკუნეში იმპერატორ ტრაიანისმიერ, ეგნატიას ქუჩასთან ახლოს. ცხელი თერმული წყაროები ანტიკური ბერძნების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.  

შემდეგი ▼

ამის გარდა, წმ. გიორგის მთიდან, რომელიც განლაგებულია თერმულ წყაროებთან, იშლება არაჩვეულებრივი ხედები ევროსის დელტაზე.

ტრაიანოპოლისის თერმული წყლები ცნობილია თავისი თერაპიული პოტენციალით, როგორც ევროპაში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისინი იდეალურია ბალნეოთერაპიისთვის, ინგალაციური და სასმელი თერაპიისთვის, ასევე ქრონიკულ რევმატიზმთან ბრძოლისთვის, გინეკოლოგიური დაავადებების, ნევრალგიის, კანის ალერგიული დაავადებების, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სასუნთქი გზების ანთების სამკურნალოდ და ა.შ.


დასვენება ალექსანდროპოლისში არ არის მხოლოდ საზაფხულო მოგზაურობა საბერძნეთის ზღვაზე, ეს არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების დაუვიწყარი ექსკურსიები, დასვენება ულამაზეს მთებში და მკურნალობა თერმული წყლებით.  

ალექსანდროპოლისში თქვენ შეძლებთ შეათავსოთ დასვენება ზღვის სანაპიროსა და მთაში, დასვენება ბავშვებთან ერთად. თუმცა როგორი დასვენებაც არ უნდა აირჩიოთ, ქალაქსა და მის შემოგარენში თქვენ გელით განთავსების სხვადასხვა ვარიანტები: მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსები, სასტუმროები, აპარტამენტები და კერძო ვილები. 


სანაპიროები

ქალაქის სულს წარმოადგენს სანაპირო, ადგილი სადაც ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ და თვალყური ადევნონ ცისფერ ტალღებსა და კუნძულ სამოფრაკისკენ მოგზაურ გემებს. აქვე მდებარეობს ქალაქის სიმბოლო - შუქურა, რომელიც აშენებულია 1880 წელს. მისი სიმაღლე 27 მეტრს აღწევს. ტურისტებს შიგნით მოხვედრა შეუძლიათ ზღვის კვირეულის დღესასწაულზე. მათ უნდა გაიარონ 100 საფეხური, რათა ავიდნენ შუქურაზე. 
 

ალექსანდროპოლისი შრდილოეთ საბერძნეთის ძირითად ქალაქს წარმოადგენს, მისგან რამდენიმე წუთის სავალზე განთავსებულია მშვენიერი სანაპირო და ზღვისპირა სოფელი.    


25 კილომეტრ სიგრძის სანაპირო ზოლზე ტურისტებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი პლაჟები ევროსიდან დაწყებული ძველი მესივრიასით დამთავრებული: კენჭ-ქვიშიანი, ხელშეუხებელი, ორგანიზებული, მაგრამ ყველა მათგანი თანაბრად სუფთა და ლამაზი. 


ალექსანდრუპოლისის სანაპიროები წყლის უმაღლესი ხარისხისა და სისუფთავის დამსახურებით ყოველწლიურად ჯილდოვდება «ლურჯი დროშით» ცნობილი სანაპირო კოკკინა ვრახია, თავისი ულამაზესი ყურეებით, დელფინებითა და დიდი ქვიშის პლაჟებით იდეალურია საბერძნეთში სანაპირო დასვენებისთვის. 
 

ალექსანდროპოლისიდან 15კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს სოფელი მაკრი. დაუსრულებელი ზეთისხილის როშებით, სუფთა სანაპიროებითა და ღრმა წყლით, ტრადიციული ტავერნებითა (ნაციონალური თევზის რესტორნები) და უზერებით ( სადაც შემოგთავაზებენ სასმელ უზოსა და ზღვის პროდუქტების ხემსს) არაჩვეულებრივი ხედით კუნძულ სამოფრაკზე.


დასავლეთ მიმართულებით, სოფელ მესიმვრიასთან აუცილებლად უნდა გაჩერდეთ, რათა ნახოთ სუფთა სანაპირო სკორპიო. მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს ძველი მესიმვრიის არქეოლოგიური ზონა, სადაც ბანაობა აკრძალულია. რადგან ძველი ქალაქის ნაწილი ზღვის დონის დაბლა მდებარეობს. ეს ადგილი წყალქვეშა არქეოლოგიურ პარკს წარმოადგენს.