პელოპონესი-არკადია

საბერძნეთი

ნ/კ პელოპონესი-არკადია ტურები 2020

    არკადია –  «ღვთაებრივი კიდობანი»

    არკადია –პელოპონესის 7 ოლქიდან ერთ-ერთი. მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება აქაიას, დასავლეთით კი ილეას,  სამხრეთით მესენიასთან და ლაკონიასთან, აღმოსავლეთით კი არგოლიდასთან. სამი მხრიდან მას გარს არტყავს მთები: ზირია, ოლონოსი, დიაფორტი და მალევო. მთები დაფარულია მუხისა და ნაძვის ტყეებით. მდინარეთა შორის ყველაზე დიდია ალფეოსი და ლადონი.  

    რეგიონის დედაქალაქია - ქალაქი ტრიპოლისი. აშენებულია არკადიის პლატოზე, რაც დაეხმარა მას  განვითარებაში.  დღეს ეს არის  პელოპონესის მნიშვნელოვანი სავაჭრო, სამეურნეო და პოლიტიკური ცენტრი, თანამედროვე შენობებით, ნეოკლასიკურ სტილში აგებული შენობები, ტრადიციული სახლებითა და დიდი მოედნებით. 

    ოლქის სხვა დიდი ქალაქებია: მეგალოპოლისი, ლეონიდიო, ასტროსი, ტიროსი,ლევიდი. ბოლო წლებში კარგად ვითარდება დიმიცანა,ლანგადია და ვიტინა. ყველაზე დიდი პორტებია: ასტროსი,ტიროსი და პლაკა ლეონიდიო. 

    მოსახლეობა შეადგენს  100.000 ადამიანს, რომელთა უმრავლესობა სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ცნობილი ბადრიჯანი «ცაკონიკა», რომელიც არკადიაში მოყავთ, შესულია ევროკავშირის პროდუქტთა სიაში, რომლებსაც საკუთარი სავაჭრო მარკა გააჩნიათ. ბადრიჯნის ამ სახეობის მოყვანა, რომელიც  გამოირჩევა განსაკუთრებული სიტკბოთი, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიერ, შეუძლიათ მხოლოდ არკადიის ლეონდიოში. ცნობილია თავისი განსაკუთრებული გემოთი ტრადიციული მურაბა, რომელიც მზადდება ძალიან პატარა ბადრიჯნებისგან (მელიძანაკი). თუ თქვენ არკადიას ეწვევით, არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ ადგილობრივი ლიქიორი  «ტიპოტა», მანტინას ღვინოები, სიროფში ჩაწყობილი ტკბილეულობა, ბადრიჯანი  «ცაკონიკა» და შეიძინოთ ადგილობრივი სუვენირები. 

    თანამედროვე არკადია -ეს  არის საბერძნეთის სწრაფად განვითარებადი რეგიონი. უნიკალური ბუნების გამო იგი წარმოადგენს არაჩვეულებრივ დასასვენებელ ადგილს, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის დასვენებისთვის.

    არკადიამ ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს. წარმოშობით აქედან იყვნენ საბერძნეთის გმირები კოლოკოტრონის,  პატრიარქები პალეონ პატრონ გერმანოსი და გრიგორიოს  V და სხვა საბერძნეთის ისტორიული და პოლიტიკური მოღვაწეები. 

    ისტორია - "Arca deorum"

    ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არკადია ითვლებოდა სამოთხის სინონიმად. ხეები, ყვავილები, ულამაზი მდელოები, ჩქარი მთის მდინარეები და წყაროები,ულამაზესი გამოქვაბულები და ხეობები ქმნიან ჯადოსნურ სურათს, რომლის მსგავსი არ შეგხვდებათ არსად სხვაგან დედამიწაზე. მისი განუმეორებელი ბუნება ხიბლავს არა მარტო ადამიანებს. ნიმფები, ნერეიდები, დრიადები და სხვა ღვთაებები საცხოვრებლად ირჩევდნენ ამ ულამაზეს ადგილს.  ამ ადგილისი პირველი მკვიდრნი,პელასგები ძირითადად მიწის მოქმედებითა და მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი. აქ არ იყო განვითარებული მრეწველობა, ხელოვნება და მეცნიერება. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ მუსიკა. უამრავმა ევროპელმა პოეტებმა და მხატვრებმა მიუძღვნეს თავიანთი შემოქმედება უმშვენიერეს არკადიას. ინგლისელმა შენდეისმა დაწერა «ჩემი არკადია». ცნობილმა გოეთემ აღწერა არკადია  «ფაუსტში». ფილელინმა შილერმა  "Resignation"-ში,  თავისი თავიც არკადიელების რიცხვს მიაკუთვნა და დაწერა  «და მეც გავჩნდი არკადიაში!».  არკადიასა ასევე მოიხსენიებენ  თავიანთ ნაწარმოებში გამოჩენილი კარამზინი და პუშკინი. ცნობილმა ფრანგმა  მხატვარმა პუსენმა, არკადიის ულამაზესი ბუნებით შთაგონებულმა შექმნა ნახატი «არკადიის მწყემსები» და მას მიაწერა  "et in Arcadia ego" (და მეც მივეკუთვნები არკადიას) - სიტყვები, რომელიც დაწერილია ერთი არკადიელი მწყემსის საფლავზე.

    ძველი არკადიელები საუბრობდნენ თავიანთ დიალეკტზე  - არკადულზე ან არკადო-კვიპრულზე, ძველი ელადის 4 დიალექტიდან ერთ-ერთზე. სახელი არკადია უკავშირდება ზევსისა და კალისტოს ვაჟსს-არკასს, არკადიის მეფეს, რომელმაც შეცვალა დასახელება პელასგიას არკადიაზე. მან ასწავლა ადგილობრივ მოსახლეობას ხორბლის მოყვანა, პურის გამოცხობა და ქსოვილის მოქსოვა და ტანსაცმლის კერვა. 

    ცენტრალური არკადია მთიანია:  ნაძვის ტყით დაფარული  მენალოსის მთა, სადაც ქალღმერთ არტემიდას საყვარელი თავშესაფარისი და ღვთაება პანას ტაძარი მდებარეობს, მთა კილინი - ჰერმესის დაბადების ადგილი, ქელმოსი სტიქსის წყაროებით, მთა ლიკეონი, სადაც დაიბადა ზევსი. ყველა ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ რეგიონს, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ «ღვთაებრივ კიდობანს» ("Arca deorum").

    ანტიკური დროის გამოჩენილი მოგზაური პავსანიი, რომელმაც უამრავი ისტორიული მტკიცებულობა და სხვადასხვა ადგილების აღწერილობა დაგვიტოვა, იმდენად აღფრთოვანდა არკადიით,რომ მან აქ დარჩენა და ამ ულამაზესი ადლილების დეტალურად აღწერა გადაწყვიტა თავის «არკადიაში». ითვლება, რომ არკადიელებმა მრავალი კოლონია დაარსეს : პათოსი კვიპროსზე, პერგამო მცირე აზიაში, რომი იტალიაში და ტრაპიზონი (ტრაბზონი) შავი ზღვის სანაპიროზე. 

    მომხიბლავი და მშვიდი დღევანდელი არკადია გელით,რატა თქვენც დატკბეთ მისი სილამაზით.

    დიდი ტყეები, ველური ბუნება, ულამაზესი სოფლები და ზღვის მცირე ნაწილი ქვიშიანი სანაპიროებით, პარალიო ასტროსი, ტიროსი,ლივადი და სამპატიკი. პარნოსის მთა მონასტრებითა და ტრადიციული სოფლებით, ტრიპოლისი, ანტიკური ტერეასა, მანდინიი და ორქომენოსი, ისტორიული ასტროსი, ტურისტული კურორტები ვიტინა და სტემნიცა, მეგაპოლისი და საზღვაო ქალაქი ლეონიდიო წარმოადგენენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს. 

    აქ მდებარეობს კარგად შემონახული ანტიკური და ელინისტური ეპოქის ძეგლები, ასევე ბიზანტიური პერიოდის ნაგებობები. 

    ზევსის ტაძარი ,ითვლება ყველაზე ძველ ტაძრად რეგიონში,რომელსაც თაყვანსსცემდა ყველა. მას ჰქონდა უდიდესი გავლენა და დიდი მნიშვნელობა. ლიკიას მთის მწვერვალი,ლიკოსურა და აპოლონის ტაძარი შეადგენს არკადიის  ცნობილ არქეოლოგიურ სამკუთხედს. აქ ზევსის გარდა თაყვანს სცემდნენ აპოლონს,არტემიდას,ჰერმესს,დიმიტრასა და მის ასულს დესპინას, და რათქმა უნდა არკადიელების უსაყვარლეს ღვთაებას, პანას-მხიარულობისა და უდარდელობის განსახიერებას. 

    პიანოვუნის მთაზე, ელისონის წყაროსთან , მდებარეობს ღვთაება პანას გამოქვაბული.  ადგილობრივი მითების თანახმად გამოქვაბულში ცხოვრობს თხისფეხება ღვთაება პანი. მისი ცნობილი ფლეიტის ხმა ავსებს ამ ულამაზეს ხეობას. ამ მთის დასახელებაც მის სახელს უკავშირდება. 

    არკადიაში უამრავი ეკლესია და მონასტერია, რომლებსაც მომლოცველები მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ.

    აგია ფოტინეს ეკლესია

    გამოირჩევა თავისი ორიგინალური არქიტექტურით, რომელიც ითავსებს სხვადასხვა სტილს: ტრადიციული ბერძნულიდან ბიზანტიურამდე. გამოირჩევა ასევე თავისი  ფრესკებით. 

    აგია თეოდორას ეკლესია

    ეს არის მცირე ზომის ეკლესია სოფელ ვასტას მახლობლად, რომელსაც  უკავშირდებაა ძალიან საინტერესო ლეგენდა დიდმოწამე თეოდორაზე, რომელსაც  ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით  სიკვდილი მიუსაჯეს. ეს არის საბერძნეთის ყველაზე უჩვეულო ეკლესია. იგი აგებული ზუსთად იმ ადგილას სადაც თეოდორა მოკლეს. მის სახურავზე იზრდება 17 ხე, რომლის ფესვებიც უხილავია. ეკლესიის გვერდით მოედინება მდინარე. 

    დედათა მონასტერი მალევი

    მალევის მონასტერი არკადიას ოლქში მდებარეობს, პარნონის მთებში, სოფელ აგიოს პეტროსთან. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. აშენებულია ძველი მონასტრის ადგილზე 1116 წ. თქმულების თანახმად ეს ადგილი თვითონ ღვთისმშობელმა აირჩია. ღვთისმშობლის მიძინების ხატი,რომელიც მდებარეობდა ძველ მონასტერში უეცრად გაქრა, შემდეგ კი შემდეგ კი თავად გამოცხადდა ბუჩქებში. მისგან გამოდიოდა ღვთაებრივი სინათლე. ხატს გამუდმებით აბრუნებდნენ თავის ადგილზე, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ადგილს სადაც ის იპოვეს. მაშინ ჩათვალეს, რომ ეს ღვთის ნიშანია და გადაიტანეს მონასტერი ახალ ადგილას. ხატი სასწაულმოქმედად ითვლება და კურნავს უამრავ დაავადებას. ამ ხატის მიერ მოხდენილი სასწაულები აღწერილია 15 ტომში. მას სდის მირონი, რომელსაც მონაზვნები მსურველებს ურიგებენ.

    პოპულარულ ტურისტულ კურორტებად ბოლო წლებში გადაიქცნენ ვიტინა,კოზმასი,პარალიო ასტროსი,ტიროსი და ლეონიდიო.

    პარალიო ასტროსი განლაგებულია მთის ფერდობზე. იგი გამოირჩევა კუნძულის მაგვარი კოლორიტით: ულამაზესი ბილიკებითა და ტრადიციული სახლებით კერამიკული სახურავებით. 

    კოზმასიც ითვლება პელოპონესის ულამაზეს სოფლად. იგი მდებარეობს პარნონას მთის მწვერვალზე.  გარშემორტყმულია მწვანე ტყეებით. 

    მთიანი არკადია-ადგილი, რომელსაც უნდა ეწვიოს ბუნების ყოველი მოყვარული.  ლანდშაფტების ცვალებადობა და მათი კონტრასტი, არკადიას პეიზაჟები თითქოს მითებიდანაა აღებული, რომელთა შექმნაც მხოლოდ ბუნებას შეეძლო. შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ არაჩვეულებრივი შეხამება მწვანე ტყეთა,შიშველ მთათა და უმშვენიერეს მდაბლობთა. რეგიონის ღირსშესანისნაობები მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ისტორიას:თურქების ბატონობას და განმათავისუფლებელ მოძრაობას. მისი ისტორიული, ტრადიციული სოფლები, აშენებული მენალოსის მთის ფერდობზე და მის ხეობაში წარმოადგენენ ინტერეს მთის ტურიზმის მოყვარულთათვის. აქ უამრავი ალპინისტური და სამთო-სათხილამურო ცენტრია. 

    უნდა ეწვიოთ არკადიის მუზეუმებს: არქეოლოგიური მუზეუმი ასტროსში, წყლის წისქვილთა მუზეუმი  დიმიცანიში, და მრავალრიცხვოვანი კოშკები არკადიას სხვადასხვა სოფლებში. 

    დიმიტცანა

    ამ ქალაქის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება1821 წლის  საბერძნეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას. აქ მდებარეობდა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დენთის საწყობი. მთელი აჯანყების განმავლობაში დიმიტცანა ამარაგებს ამბოხებულებს დენთით. ქალაქი მდებარეობს 1000 მ. სიმაღლეზე, ტრიპოლისიდან კი 59 კმ. დაშორობული.  ეს არკადიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მთათა სიმაღლიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები მეგალოპოლისას მდაბლობზე, ულამაზეს ხეობაზე და ლუსიოს მდელოზე, ასევე შორეულ და დათოვლილ  ტაიგეტას მწვერვალზე. გაგაკვირვებთ ქვის სახლები, პელოპონესის ტრადიციულ სტილში აგებული: ხის აივნებითა და კრამიტის სახურავებით.  

    დიმიცანისთან ახლოს მდებარეობს ფილოსოფუს მონასტერი. ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერი. შედგება ორი კომპლექსისგან:პალეა მონი და ნეა მონი. პალეა მონი (ძველი მონასტერი) აგებულია 967 წ. მთელ სიგრძეზე იგი გარშემორტყმულია გალავნით სათოფეებითა და კოშკებით.  მონასტერი შედგება საკათედრო ტაძრისგან , ორსართულიანი შენობისგან,ცალკეული კელიებისა და დამხმარე შენობებისგან. ნეა მონი (ახალი მონასტერი) აგებულია 18 საუკუნის ბოლოს.

    სტემნიცა

    სოფელ სტემნიცას ხშირად უწოდებენ მენალოსის «სამკაულს». ეს არის არკადიას ულამაზესი და ყველაზე ცნობილი კურორტი. სოფელი მდებარეობს მენალოსის ფერდობზე, 1100მ. სიმაღლეზე.  45 კმ-ში ტრიპოლისიდან და 8 კმ-ში დიმიცანიდან. მის ქუჩებზე სეირნობისას, გრძნობ რომ დრო აქ გაჩერდა.  ძველი ქვის სახლები, მომხიბვლელი ქუჩები, გამწვანებული ბაღები, წყაროები ქმნიან არაჩვეულებრის სურათ წარსულიდან. აქვს ამ სოფელს ერთი თავისებურებაც - ზაფხულობით  მისი სახლების ბაღები ირთვება ათასობით აყვავებული ჰორტენზიებით. გეოგრაფიული ადგილმედარეობის უპირატესობამ,ულამაზესმა ბუნებამ, რეგიონის ღირსშესანიშნაობათა სიახლოვემ აქცია სოფელი იდეალურ ტურისტულ მიმართულებად. მისი 18 ბიზანტიური ეკლესია, გამოირჩევა სიდიადით და საოცარი ფრესკებით და წარმოადგენენ დიდ ინტერესს მომლოცველთა შორის.

    ვიტინა

    მწვანე, მთის სოფელი, არაჩვეულებრივად ჯანსაღი კლიმატით, ულამაზესი მდელოებით,პარკებითა და ჩქრიალა წყაროები. მდებარეობს 1000 მ. სიმაღლეზე მენალოს მთის ძირში. არკადიის საკმაოდ ცნობილი კურორტია. აქ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში ჩამოდიან. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, არაჩვეულებრივ ზამთრის და ზაფხულის კურორტს წარმოადგენს. უდავოდ- ვიტინა პელოპონესის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებაა.

    ვიტინას ცენტრში მდებარეობს წმ. ტრიფონის ეკლესია.ეს არის ადგილობრივი არქიტექტურის ტიპიური მაგალითი. ეკლესია აშენებული შავი მარმარილოსაგან,რომელსაც აქვე მოიპოვებენ.

    უძველესი მანდინია 

    ეს არკადიას უძველესი ქალაქი შედგება 5 სოფლისგან, რომლებიც ოდესღაც დამოუკიდებლად არსებობდნენ, შემდგომ კი მათ გარშემო აშენდა საერთო გალავანი. ანტიკური ძეგლებიდან შემორჩა ზევსის ტაძარი, თეატრი და ვულევტირიო. არის ასევე ელინისტური პერიოდის ძეგლები: ამფითეატრი, ჰერას ტაძარი, ქალაქის გალავნისა და ციხის ნანგრევები. 

    კაპსიას გამოქვაბული

    მდებარეობს ტრიპოლისიდან 15 კმ-ში. შედის საბერძნეთის 10 ყველაზე საინტერესო გამოქვაბულთა სიაში. მისი სიგრძე-380 მ.სხვადასხვა ფორმისა და ფერის სტალაკტიტები და სტალაგმიტები  1 დან 1,5 მეტრამდე აღწევს და საინტერესო სანახაობას ქმნის. აქ აღმოჩენილია ადამიანის ძვლებისა და თავის ქალის ფრაგმენტები.  დარბაზში, რომელსაც  ეწოდება «მშვენიერი», გამოფენილია სხვადასხვა ფერის უიშვიათესი ქვები. 

    უძველესი მეგალოპოლისი 

    დაარსდა ძვ. წ. 371 წელს რამოდენიმე არკადიის სოფლისგან, თებელი მეთაურის ეპამინონდას მიერ, მდინარე ელისონას სანაპიროზე. თავისი სიდიდის გამო მას ეწოდა მეგალო პოლისი-დიდი ქალაქი. მის სიდიადეზე აგორას, ამფითეატრის,გიმნაზიის,ვულევტირიოსა და ქალაქის გალავნის ნანგრევები მოწმობენ.

    კასტანიცა

    კასტანიცას მდიდარი წაბლის ტყე-ეს არის ბუნებრივი ნაკრძალი, განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობის. განთქმულია თავისი წაბლით. საერთო სურათს ავსებს ტრადიციული დასახლება -კასტანიცა, სამსართულიანი სახლი-კოშკებითა და ქვის ფილებით დაფარული სახურავებით. ეს დასახლება unesco-ს დაცვის ქვეშ იმყოფება. 

    უძველესი ნესტანი

    ნესტანიასთან ახლოს, ბორცვზე შემონახულია უძველესი ნოსტიის (ნესტანის) აკროპოლისის ნანგრევები,რომელიც უძველესი მანდინიის შემადგენლობაში იმყოფებოდა.  დღესაც ამ ადგილას შეგიძლიათ იხილოთ პელასგების მიერ აშენებული ქალაქის გალავანი და კოშკი, რომლებიც ძვ.წ. 3-5  საუკუნით თარიღდება.

    უძველესი ტეგეა

     ამ ადგილას შეგვიძლია ვიხილოთ ელინისტური და რომაული პერიოდის უძველესი ფორუმისა და  თეატრის ნაწილები,ასევე 1-4 საუკ. საკურთხეველი. აქვე აღმოჩენილია ადრექრისტიანული ბაზილიკა (5-6 საუკუნეები), ბიზანტიური ეპოქის ნაქალაქარი (10-13 საუკუნეები.).

    კარიტინას ციხე

    ისტორიული წყაროების თანახმად ეს ადგილი,რომელიც მდებარეობს 582 მეტრზე, უძველესი დროიდან იყო დასახლებული. მოიხსენიება, როგორც ანტიკური ქალაქი ვრენტი, რომელიც დააცარიელა სტრატეგმა ეპამინონდამ. ციხე-სიმაგრე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო. იგი კეტავდა გასასვლელს მესენიას,არკადიასა და ალფეოსის მდაბლობებს შორის. 

    კლიმატი ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მთიანია. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომელიც აქ აღინიშნა:  -28 °С, ყველაზე მაღალი კი: +42 °C (2007 წ. ივლისში).

    არკადიას რეგიონში სანაპიროების ფართო არჩევანია. აქ არის როგორც ორგანიზირებული პლიაჟები,ასევე მშვიდი სანაპიროები და მყუდრო ლაგუნები.  ზღვის სპორტის მოყვარულები (surfing, kite-surfing, თევზაობა) გიჟდებიან არკადიაზე, რადგანაც აქ მათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

    წყალი არკადიას სანაპიროებზე კრისტალურად სუფთაა, არაჩვეულებრივი ხარისხის, იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც წარუდგინა საბერძნეთმა ევროკავშირის გარემოს დაცვის ორგანიზაციას  ЕЕА -ს  2013 წლის დასაწყისში.

    ტიროსი

    ტიროსის სანაპირო - პელოპონესის ერთ-ერთი ულამაზესი კურორტია უწყვეტად განვითარებადი ტურისტული ინფრასტრუქტურით.  აქ დაგხვდებათ უამრავი სასტუმრო,აპარტამენტი, ტავერნა და გასართობი ცენტრი.  ზღვისპირა სოფელი აშენებულია გამწვანებულ საპუნოკაიკას სანაპიროზე, ულამაზესი მთების ფონზე. პლიაჟი წვრილი კენჭითა და ქვიშითაა დაფარული, კრისტალურად სუფთა წყლით. ყოველ წელს ამ სანაპიროს უფრო და უფრო მეტი სტუმარი სტუმრობს, რათა გაატარონ მშვიდი დღეები. პირველი დანახვიდანვე მიხვდებით, რომ ეს სანაპირო იდეალურად უხდება საოჯახო დასვენებას.  პლიაჟი კეთილმოწყობილია, არის შეზლონგები და ქოლგები. გარშემო უამრავი ტავერნა და სასტუმროა. 

    მეთევზეთა სოფლები სამპატიკი და ლივადი თავიანთი ულამაზესი ბუნებითა და ფიოპავსუს ულამაზესი სანაპიროთი ,სასიამოვნო ქვიშითა და ცისფერი წყლით-იდეალური ადგილია დასასვენებლად. 

    კრიონერი

    ტიროსიდან 10 კმ-ში, მდებარეობს ადგილი კრიონერი- არკადიას პირველი დიდი და პოპულარული პლიაჟი «ფიორდა» . პლიაჟი მდებარეობს ძალიან გამწვანებულ ადგილას. სანაპირო დაფარულია ჭვრილი თეთრი კენჭებით. ზღვა სუფთა და ზურმუხტისფერია. აქ ისეთი შეგრძნება დაგიპყრობთ,რომ თითქოს წყნარი ოკეანის ეკზოტიკურ კუნძულზე აღმოჩნდით.  ბიჩ-ბარის ქოლგების ჩრდილის ქვეშ შეგიძლიათ შეგიძლიათ ცივი წვენისა ან ნებისმიერი სხვა გამაგრილებელი სასმელის შეკვეთა. პირდაპირ სანაპიროზე არსებობს ტავერნაც. 

    თცერფოსი

    კრიონერის და ზარიფის შემდეგ მდებარეობს სხვადასხვა ფრად აჭრელებული თცერფოსის პლიაჟი, რომელიც გარსშემორტყმულია აკციებითა და ზეთისხილის ხეებით. დაფარულია წვრილი კენჭებით. ცისფერი გამჭირვალე წყალი იდეალურია diving-ისთვის.

    ტიგანი

    ზარიფის შემდეგ,სანამ ტიროსში მოხვდებით, აღმოაჩენთ სანაპიროს ორიგინალური სახელწოდებით «ტიგანი» - ტაფა. ეს არის დიდი, თეთრი კენჭებით დაფარული პლიაჟი,რომელიც მდებარეობს ულამაზეს მწვანე კონცხთან.ფიჭვის ხეები შერეულად იზრდება ზეთისხილის ხეებთან და სანაპიროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ. სანაპიროს ღირსშსანიშნაობა - «შეყვარებულთა გამოქვაბულია». მასში მოხვედრა შესაძლებელია პატარა ნავებით. 

    პარალიო ასტროს

    ულამაზესი პლიაჟი მსხვილი კენჭებითა და კამკამა წყლით განლაგებულია დასახლება პარალია ასტროსთან. ეს სანაპირო ამ რეგიონის სამკაულად ითვლება. აქ დასასვენებლად ათასობით ტურისტი მოდის. თევზის ტავერნები პირდაპირ წყალთან,ბარები,კაფეები, და სასტუმროები სანაპიროს მთელ სიგრძეზე დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიულ ტურისტსაც კი. პარალიო ასტრას სანაპიროს სიგრძე რამოდენიმე კილომეტრია და სთავაზობს დამსვენებლებს, როგორც კარგად მოწყობილ ხალხმრავალ პლიაჟებს, ასევე მყუდროსა და მშვიდს. 

    აგიოს ანდრეას

    ეს სანაპირო მდებარეობს იგი სახელწოდების მქონე სოფელისგან 3 კმ-ში. სანაპირო მართლაც უჩვეულოა. ზაფხულობით აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს. აქ ბევრი კაფე და ტავერნაა. სანაპიროს სიახლოვეს ციკლოპური გალავნის  ნანგრევებია, რომელიც ოდესღაც უძველეს ქალაქ ანტინიას აკრავდა, ასევე ,მონასტერ ორთოკოსტას პატარა სამლოცველო,ხარების ღვთისმშობლის ეკლესია და მაღალი კოშკი, რომელიც სავარაუდოდ ვენეციელებმა ააგეს.  

    პლაკა ლეონიდიო

    ლეონიდიოდან 4 კმ-ში მდებარეოს ულამაზესი პლაკა-მცირე ზომის დასახლება ქვიშიანი სანაპიროთი და შთამბეჭდავი ქალაქის პორტი. სწორედ ამ ადგილას ოდესღაც იყო განლაგებული ლეონიდიოს  უძველესი პორტი. ამ ადგილს ზაფხულობით უამრავი ტურისტი სტუმრობს, რადგანაც მშვენი სანაპიროს გარდა აქ არის ტრადიციული თევზის ტავერნების დიდი რაოდენობა,უგემრიელესი თევზისა და ზღვის პროდუქტების კერძებით. პლიაჟები ლეონიდიო ლაკო და პლაკა- ეს არის  სუფთა, ქვიშიანი, კარგად ორგანიზირებული (ქოლგები, შეზლონგები, საშხაპეები, გამოსაცვლელი კაბინები) პლიაჟები. ლაკოდან იშლება ხედი საბერძნეთის ასევე ძალიან პოპულარულ კურორტზე-კუნძულ სპეცესზე, სადაც უამრავი უმშვენიერესი კერძო პლიაჟებია. მცირე ზომის, ჩქაროსნულ კატერებს გადაყავხართ კუნძულზე სულ რაღაც ნახევარ საათში. 

    კალისტო

    არკადიას ეს ცნობილი სანაპირო მდებარეობს პარალია ასტროსიდან ოდნავ მოშორებით.  2,5 კმ-იან სანაპიროზე ქვიშა და კენჭები ერთმანეთში ირევა. პირდაპირ სანაპიროზე განლაგებულია კაფეები და ტავერნები. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ ავტომობილი,მოტოციკლეტი ან ველოსიპეტი. ეს სანაპირო «ლურჯი დროშის» მფლობელია. 

    ფოტოგალერეა