პელოპონესი-აქაია

საბერძნეთი

ნ/კ პელოპონესი-აქაია. ტურები2020

    აქაია – ერთ-ერთი პელოპონესის  7 ნომიდან.  მდებარეობს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. აღმოსავლეთით ესაზღვრება კორინთიას, სამხრეთით – არკადიას ოლქს.   მისი საერთო ფართობია3000 კმ.  ოლქის ტერიტორიის  60 % - მთიანია, 24%  ვაკეა, დანარჩენი ტერიტორია- მთიანი ვაკეა. დიდი მთები მდებარეობს აქაიას ნომის სამხრეთით,აროანია (2341მ) და ერიმანთოსი (2224მ). ასევე აქაიაში მდებარეობს ოლიმპოს და მოვრის მთები. 

    მონის მთავარი ქალაქია -პატრა. საბერძნეთის სიდიდით და მნიშვნელობით მესამე ქალაქი. ეს ქვეყნის მთავარი პორტია.  

    ნომის მაცხოვრებლები ძირითადად  სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. აქ მოყავთ თამბაქო, ხორბალი, ბრინჯი, ზეთისხილი.  კარგად განვითარებულია მეცხოველობა. 

    ისტორია

    ისტორიული წყაროების თანახმად აქაიაში თავდაპირველად პელასგები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით აქ დასახლდნენ იონელები ატიკიდან, რომლებმაც რეგიონი 12 ქალაქად დაყვეს და დაარქვეს მას იონია. აქეა მჭიდრო დაკავშირებული იყო მიკენურ კულტურასთან. მისმა ბევრმა ქალაქმა ტროას ომში მიიღო მონაწილეობა.  ძვ. წ. 1088 წელს იონიას იპყრობენ აქეელები, რომლებმაც უწოდეს ამ ადგილებს აქაია. სწორედ აქეელებმა ააშენეს პატრა და ლეონდიო. 

    როდესაც  ძვ. წ. 800 წ.  არტრიდების დინასტია დამარცხდა და განადგურდა მათ მიერ შექმნილი  «მიწის მესაკუთრეთა დინასტია» ან არისტოკრატების, როგორც მათ უწოდებდნენ, აქაელებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ფედერალური ორგანიზაცია «1 აქაელების ლიგა», რომლის დედაქალაქი  მდებარეობდა ჯერ ელიკაში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ეგიოში. იქ იკრიბებოდნენ 12 ქალაქის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ლიგის წევრები იყვნენ,  საერთო საკითხები გადასაჭრელად. ეს ინსტიტუტი იყო დემოკრატიული ფედერაციის მაგალითი, არა მხოლოდ ბერძნებისათვის, არამედ რომაელებისათვისაც, რომლებიც მის სხდომებზე თავის წარმომადგენლებსაც აგზავნიდნენ.  ისტორიულ არენაზე დიდი ხნის არყოფნის შემდეგ, აქაელები ქმნიან მე-2 აქაელების ლიგას, რომლის მიზანიც იყო ელინური ქალაქების გაერთიანება.  ლიგაში გაწევრიანდა 43 ქალაქი და მთელი პელოპონესი, სპარტას გარდა, რომელიც ამ კავშირს რამოდენიმე წლის მერე შეურთდა. 

    ისევე როგორც, საბერძნეთის სხვა რეგიონებში, აქაიაშიც უამრავი დამპყრობელი იყო: რომაელები, ფრანკები, გოთები, სლავები, ვენეციელები და თურქები. თურქებმა პირველად აქაია  1460 წელს დაიპყრეს,შემდეგ რამოდენიმე წლით მათ ვენეციელები შეენაცვლნენ, ხოლო 1715 წლიდან აქ ისევ თურქები გაბატონდნენ და ბატონობდნენ 1828 წლამდე, სანამ არ მოხდა საბერძნეთის განთავისუფლება.  

    უკვე ჩვენს დროში რეგიონმა კიდევ ერთი თავდასხმა გამოსცადა გერმანელი ოკუპანტების მიერ: 1943 წელს  ქ. კალავრიტა განადგურდა, ხოლო აქ მცხოვრები ყველა მამაკაცი (12 წელზე ზემოთ) დახვრეტილ იქნა. 1940 წ. იტალიელებმა გაანადგურეს ქ. პატრას მოსახლეობა.

     

    პატრა

     პატრა – ეს არის ლამაზი ქალაქი ფართო მოედნებით, აყვავებული ბაღებითა და შენობებით.  არსებობს მოსაზრება რომ პატრა აშენებულია ძვ.წ. 1082-1041 წლებში, პრევგენესის ძის პატრეოსის მიერ. ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთთან ქალაქი დაკავშირებულია თანამედროვე დაკიდული ხიდით რიო-ანტირიო, რომლის სიგრძეც შეადგენს 2880 მ. , სიგანე კი 27,2 მ. ხიდზე არსებობს ბილიკი ველოსიპედისტებისათვის და ფეხით მოსიარულთათვის. 45 კმ-ში ქალაქიდან მდებარეობს აეროპორტი "არაკსოს". 

    პატრა დაყოფილია ორ ნაწილად  - ანო პოლი და კატო პოლი. ქალაქი იწყება ბულვარიდან და მთავრდება კასტრებთან. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა-წმ. ანდრია პირველწოდებულის საკათედრო ტაძარი. ტაძარში წმინდანის ნაწილების ნაწილი ინახება (პატიოსანი თავი) და  ჯვრის ნაწილი,რომელზედაც იგი აწამეს.  ანდრია მოციქული ამ ქალაქის მფარველად ითვლება, მისი ხსენებისა და ქალაქის დღე აღინიშნება ნოემბერში.  

     1908 წ. იმ ადგილას სადაც წმინდანი ჯვარს აცვეს, წყარო წარმოიქმნა, საბერძნეთის მეფემ გეორგ 1-მა დაიწყო ეკლესიის მშენებლობა.  ეკლესიის მშენებლობა უკვე ჩვენს დროში 1974 წელს დასრულდა. ტაძარი მდებარეობს კორინთეს არხთან ახლოს, დიდ და გამწვანებულ მოედანზე. ტაძრის ცენტრალურ გუმბათზე აღმარტულია 5 მეტრი სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი ,რომელიც  შორიდანაც კი  ჩანს. მის გარშემო მდებარეობს 12 პატარა გუმბათი ჯვრებით. ეს რიცხვი ქრისტესა და მისი მოწაფეების სიმბოლოა. ტაძარი ერთდროულად 5500 ათას ადამიანს იტევს,რის გამოც ბალკანეთზე სიდიდით ტაძრად ითვლება.  

    გაისეირნეთ უძველეს პატრაში, ადით აკროპოლისზე.  დაისვენეთ უზარმაზარი პალმების ჩრდილში, დაკბით მისი განსაკუთრებული ატმოსფეროთი. მისი მაღაზიები,კაფეები და ტავერნები ყოველთვის სავსეა. აქ შეგიძლიათ იყიდოთ საინტერესო სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები. ქალაქის სამკაულია-მისი მთავარი მოედანი - პსილალონია ან  პატრას «აივანი», როგორც მას უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა. მისი შადრევნები და სკულპტურები მშვენივრად გამოიყურება საუკუნოვანი პალმების ფონზე. დაათვალიერეტ აპოლონის თეატრი, რომელიც მილანის ლა სკალას ასლია,  სავაჭრო კომპანია  «ერმის»-ის შენობა, აგებული ჩილერას პროექტით,  პანტოკრატორის ბიზანტიური ეკლესია , მონასტერი გიროკომიო. ძველ ღვინის ქარხანაში  Achaia Clauss შეგიძლიათ იხილოთ ღვინის მომზადების პროცესი და შესძლებთ ცნობილი ღვინოების დეგუსტაციას. ყველა პოპულარული მარკაა- მავროდაფნი, ტკბილი და არომატული თაიგულით.

    ქალაქის არქეოლოგიურ მუზეუმში ნახავთ მიკენური კულტურის კლასიკურ მაგილითებს-ოქროს სამკაულებს, პატარა ზომის ქანდაკებებს, სხვადასხვა  ამფორებსა და მოზაიკის ფრაგმენტებს. 

    ცნობილი პატრას კარნავალი,რომელსაც ესწრებიან ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან-ეს არის უჩვეულო, ლამაზი სანახაობა, რომლისთვისაც ქალაქი მთელი წელი ემზადება.  კარნავალი უკვე 160 წლის განმავლობაში იანვარში ტარდება,აპოკრიეს დროს (ბერძნული ყველიერი). თუ თქვენ ამ პერიოდში მოგიწიათ პელოპონესსზე ყოფნა, ეცადეთ აუცილებლად მოხვდეთ პატრას კარნავალზე. შეიძლება ითქვას ისიც,რომ იგი არ ჩამოუვარდება კარნავალს რიო-დე ჟანეიროში.

    ეგიო

    აქაიას სიდიდით მეორე ქალაქი არის  – ეგიო. იგი აგებულია კორინთოს არხის სამხრეთ სანაპიროზე. აქ მდებარეობს უძვლესი ქალაქის ნანგრევები, ტრიპიტის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც პრაქტიკულად კლდეშია აშენებული და მასში ინახება წმ. მარიამის სასწაულმოქმედი ხატი, ტაქსიარხის მონასტერი და არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ინახება ამ რეგიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ნივთები. 

    კალავრიტა

    ულამაზესი ქალაქი რეგიონის სამხრეთ ნაწილში, წყაროების, მოედნების, უძველესი ქვაფენილიანი ქუჩების დიდი რაოდენობით. აქ არსებობს სამთო-სათხილამურო ცენტრიც. ისტორიული მონასტერი აგია ლავრა (წმინდა ლავრა), რომელზეც პირველად ააფრიალეს  ბერძნული დროშა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს.  აუცილებლად ეწვიეთ მონასტერს მეგალო სპილეუ, ორიის ციხეს, რომელიც ფრანკებმა კლდეზე ააგეს, ძველი ლუსონების არქეოლოგიურ ადგილს, სადაც დღეს მდებარეობს ღვთისმშობლის სამლოცველო. 

    აქაიას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა  – ცნობილი იპოკამილოს პარკი კატო აქაიაში. აქ მდებარეობს ზოოლოგიური პარკი, საბავშვო მოედანი, ცხენების ფერმა. აქაიას მთიან სოფლებში: დაფნი,ზარუხლა,კალენძი,ტრიპოტამა,კალანდრიცა - მშვენიერი დროის გასატარებლად სტუმრები ჩამოდიან ზამთარშიც.   

    აქაია – საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონია, სადაც დაგხვდებათ ყველაფერი: არაჩვეულებრივი პირობები ზამთრის და ზაფხულის შვებულების გასატარებლად, კულტურისა და ისტორიის უნიკალური ძეგლები, უგენრიელესი სამზარეულო, გართობის სხვადასხვა სახეობები.  თუ გსურთ აქაიაში მოხვედრა და არაჩვეულებრივ კარნავალზე დასწრება იზრუნეთ ამაზე მინიმუმ ნახევარი წლით ადრე.

    კალავრიტასთან ახლოს, მთებში მდებარეობს საბერძნეთის უძველესი მონასტერი-მეგა სპილეონი, მისი სასწაულმოქმედი ხატით. თქმულების თანახმად,2000 წლის წინ, ეს ხატი ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე, ლუკა მოციქულის მიერ არის დაწერილი - ხატი ამ მონასტრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. 

    კალავრიტადან ნახევარსაათის სავალზე, სოფელ კასტრის მახლობლად, მდინარეთა გამოქვაბული მდებარეობს. ეს არის დიდი ზომის გამოქვაბული, რომლის სიგრძეც 2 კმ.-ია. მის სიღრმეში მივყევართ წვრილ ბილიკს. მის შიგნით სამ საფეხურზე (სამ დონეზე) 15 ტბაა, კრისტალურად სუფთა მთის წყლით. უამრავი მცირე ზომის ჩანჩქერი, სტალაკტიტები და სტალაგმიტები, აჯადოვებენ თავისი სილამაზით. 

    წმინდა ლავრას მონასტრები, კალავრიტადან რამოდენიმე კილომეტრში ცნობილია იმით, რომ მასში ინახება წმინდა ალექსის ნაწილები -თავის ქალა.  იგი უბოძა მონასტირს ბიზანტიურმა იმპერატორმა ემანუილ პალეოლოგომ 1398 წელს. ცნობილია ლავრა თავისი როლით, რომელიც მან ითამაშა საბერძნეთის განთავისუფლებაში თურქების ბატონობისგან. ჰერმან პატრელის იმდროინდელი მიტროპოლიტის კურთხევითა და ლავრაზე დროშის აღმართვით, იწყება სწორედ ამ ადგილიდან განმათავისუფლებელი ბრძოლა.  გემრმანელების ოკუპაციის დროს მონასტერი თავის ისტორიაში მეორეჯერ დაიწვა, მაგრამ იგი კვლავ აღაგდგინეს. 

    პელოპონესი – საბერძნეთის პრივილეგირებული რეგიონია , რადგანაც აქ სუფევს კლასიკური ხმელთაშუაზღვის კლიმატი. მის ცენტრალურ,მთიან ნაწილში, კლიმატი ცივია, ყინვითა და თოვლით ზამთრის თვეებში. დასავლეთში შედარებით უხვი ნალექი და  უფრო ცხელი ზაფხული იცის. აღმოსავლეთ ნაწილში კლიმატი მშრალი ხმელთაშუაზღვიურია. პელოპონესსზე საშუალო ტემპერატურა მერყეობს  18 -დან  19,5 გრადუსამდე.

    იმის გამო,რომ აქაია ორივე მხრიდან ზღვითაა გარშემორტყმული, რეგიონის ცენტრში კი მაღალი მთები მდებარეობს, კლიმატი აქ ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ქვეყანაში.იგი საკმაოდ მრავალფეროვანი და რბილია : არც ისე ცხელი ზაფხული და საკმაოდ თბილი ზამთარი.  ზამთრის პერიოდში მხოლოდ რამოდენიმე ცივი კვირაა. უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება პატრაში, კალამატაში, პირგოსა და არგოსში. ყველაზე ცივი კი მთიან რეგიონებში: ტრიპოლისში, არკადიაში და აქაიაში. 

    ნიფორეიკა

    ეს არ არის ერთი პლიაჟი, არამედ ლაგუნების მთელი რიგი. აკრატასი,დაფნი, ალისოსი,დიაკოფტო,კატო აქაია,ლაკოპეტრა,ლონგოსი,მუტოხი,სელიანიტიკა და პსალოპირგოსი -ულამაზესი სოფლები არაჩვეულებრიი სანაპიროებით, მათგან რამოდენიმე პლიაჟი ქვიშიანია, დანარჩენები კი კენჭითაა დაფარული.  დღეს ეს სანაპიროები დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

    ალიკესი

    ეს არის მშვიდი და წყნარი სანაპირო, რომელიც იდეალურია მათვის ვისაც სურს ისიამოვნოს ზღვითა და მზით, ქალაქის ხმაურისგან შორს. სანაპირო დიდი და ფართოა, მოწითალო ფერის  წვრილი კენჭებით. აქ არის კაფეები, სადაც შესაძლებელია წაიხემსოთ და დალიოთ გამაგრილებელი სასმელები ან ერთი ფინჭანი ყავა. 

    კალოგრია

    მდებარეობს რეგიონის დასავლეთ სანაპიროზე. ქალაქი ითვლება რეგიონის საუკეთესო ზღვის კურორტად.  სანაპირო ქვიშიანია, ორგანიზირებული და ძალიან სუფთაა. უკვე მრავალი წლის განმავლობაში ჯილდოვდება ევროკავშირის მიერ  «ლურჯი დროშით» . არსებობს არაცვეულებრივი ბაზა ზღვის სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. სტუმრებს შეუძლიათ კატამარანით იკატავონ, იხტუნაონ ბატუტზე. აქ ზღვა არ არის ღრმა,ამიტომაც ეს სანაპირო იდეალურია პატარებისთვის. მრავალრიცხვოვან ტავერნებსა და რესტორნებში გემრიელ კერძებს შემოგთავაზებენ.

    სელიანიტიკა

    მდებარეობს ეგიოდან 8 კმ-ში. ეს არის სუფთა პლიაჟი ცისფერი, კამკამა წყლით. იდეალურია როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის.  მთები რომლებიც სანაპიროს გარს არტყავენ, ქმნიან ულამაზეს პეიზაჟს. სანაპიროსთან ახლოს არის რესტორნები, ტავერნები, ბარები და კაფეები.  

    არაქოსი

    სოფელი არახოსი განლაგებულია კონცხზე. მისი სანაპირო იანისკარი და ლაგუნა-ნომის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად ითვლება. სეზონი ამ სანაპიროზე იხსნება საკმაოდ ადრე, რადგანაც წყალი აქ ძალიან მალე თბება. სანაპირო ქვიშიანია. წყალი არ არის ღრმა. მოუხდება ბავშვიან ოჯახებს. სანაპირო ორგანიზირებულია, უფასო ქოლგებითა და შეზლონგებით. პლიაჟის კაფეში შეგიძლიათ ყავის ან გამაგრილებელი სასმელების შეკვეთა.

     

    ნეროკოზმოსი

    თუ, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ხმაურიან ხალხმრავალ პლიაჟებს, მაშინ ნეროკოზმოსი იდეალურად მოგიხდებათ. იგი განლაგებულია პსატოპირგოსთან ახლოს. ამ სანაპიროზე ყოველთვის ბერი ახალგაზრდებია, რომლებსაც აქ პოპულარული ბიჩ-ბარი იზიდავთ. სანაპირო დაფარულია წვრილი კენჭებით. 

    რიო

    პატრასგან 10 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის დიდისანაპირო. სანაპიროდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ცნობილ რიო-ანტირიოს ხიდზე.  ეს აქაიის ყველაზე კოსმოპოლიტური უბანია. ზაფხულის პერიოდში აქ ფუნქციონირებს უამრავი კაფეტერიები, ბარები, ღამის კლუბები, სადაც შეგიძლიათ გაერთოდ. სასტუმროები განლაგებულია პლიაჟთან ახლოს. 

    ელეონასი

    მდებარეობს 53 კმ. აღმოსავლეთით  ქ. პატრასგან, დიაკოფტოსთან ახლოს. სუფთა სანაპირო კარგად ორგანიზირებულია. პირდაპირ ზღვასთან უამრავი რესტორანი და ბარია. 

    აკრატა

    სოფელი განლაგებულია ხელმოსის მთის ძირში. მისი სანაპირო ძალიან სუფთაა. მსურველებს შეუძლიათ დაკავდნენ ნებისმიერი წყლის სპორტით. არაჩვეულებრივი ტურისტული ბაზა  იზიდავს აქ უამრავ ტურისტს. 

    პუნტა

    მდებარეობს დიაკოფტოდან 4 კილომეტრში. ეს არის წვრილი კენჭიანი, ფართო სანაპირო, კამკამა წყლით. დაჯილდოვებულია «ლურჯი დროშით» . აქვეა განლაგებული კაფეები და ბიჩ-ბარები, სადაც უგემრიელეს ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს შემოგთავაზებენ.

    ფოტოგალერეა