თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
27°C

კ.კრეტა-ხანია. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

ხანიას რეგიონი განლაგებულია კრეტას დასავლეთით. აღმოსავლეთით კურორტი ესაზრვრება რეთიმნოს, მეორე მხრიდან კი გარს არტყავს ზღვა, ხანიას პრეფექტურას ეკუთვნის ასევე დასახლებული კუნძულები გავდოსი და გავდოპულა, რომლებიც განლაგებულია დაახლოვებით 20 კმ-ში სამხრეთით, ლიბიის ზღვაში. 

რეგიონის უმნიშვნელოვანესი საკურორტო ქალაქებია ხანია (რეგიონის დედაქალაქი) და კასტელი. სხვა კურორტებია: პალეოხორა,კანდანოსი,ხორა სპაკიონ, ხანიას პრეფექტურაში კარგად განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადვილად აკმაკოფილებს ნებისმიერი კატეგორიის ტურისტის მოთხოვნას.

ქალაქი ხანია

ქალაქი ხანია პრეფექტურის დედაქალაქია, ქალაქი სადაც, მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა კულტურები ახდენდნენ თავიანთ გავლენას არქიტექტურაზე. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში გასეირნება, მისი ულამაზესი ვენეციური სახლებით, შადრევნებით და უმშვენიერესი ტაძრებით, გახდება ნამდვილი მოგზაურობა დროში....

შემდეგი▼

ტოპანასი, ქალაქის ყველაზე ლამაზი ნაწილია, ებრაელთა კვარტალი და თურქოგიტონია (თურქების კვარტალი), ქალაქის ისტორიული გარეუბანი ქალეპა ნეოკლასიკური  სახლებით და ბაღებით, ძველი პორტი ულამაზესი სანაპიროებითა და შუქურით (ქალაქის მთავარი ღირშესანისნაობა)  – ქალაქის მთავარი ადგილებია, რომელსაც უნდა ეწვიოთ, კრეტაზე, ხანიაში ყოფნის დროს. ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია მუნიციპალური ბაზარი, სადაც თქვენ შეგიძლიათ , ადგილობრივი დელიკატესები დაბალ ფასად! თუ, თქვენ კრეტასა და კერძოდ ხანიას ტრადიციები და  ისტორია გაინტერესებთ, ეწვიეთ მნიშვნელოვან  მუზეუმებს, რომელთა შორისაცაა  არქეოლოგიური, ისტორიული და საზღვაო. 

ქალაქის სამხრეთით მდებარეობს ფრაგოკასტელო - ვენეციური ციხე ხედით ლიბიის ზღვაზე....

რათქმაუნდა, დასვენება კრეტაზე-ხანიაში არ იქნება სრულფასოვანი,  თუ თქვენ არ  გასინჯავთ ადგილობრივი სამზარეულოს ცნობილ კერძებს: «ავგა მე სტაკა » (კვერცხი თიხის ქოთანში), «კალიცუნია» (ღვეზელი ტრადიციული კრეტას ყველით), ბატკანი ველური ვარდკაჭკაჭით, მოხარშული ლოკოკინა, «ბურეკი» (ნაციონალური ღვეზელი), უგემრიელესი ზღვისპროდუქტები და თევზეულობა, სალათი ზღვის ზღარბით და ბევრი სხვა. კრეტას დელიკატესებს იდეალურად უხდება მუქი-წითელი ადგილობრივი ღვინო, «მარუვასი» ან ცივი რაკი. 



ღირსშესანიშნაობები

ღირსშესანიშნაობები და ექსკურსიები

 ქალაქმა ხანიამ შეინარჩუნა არქიტექტურის თავისებურება ვენეციური ეპოქიდან. აქ არაჩვეულებრივი თეთრი მთების (ლეფკა ორი) პეიზაჟებია, ცნობილი ნაციონალური პარკით,რომელიც რეგიონის დიდი ნაწილს იკავებს. 

სამარიის ხეობა 

თეთრი მთების ნაციონალური ნაკრძალი მოიცავს სამარიის ხეობას, რომელიც უმსხვილესია საბერძნეთსა და მთელ ევროპაში. ექსკურსია სამარიის ხეობაში გრძელდება რამოდენიმე საათი,მაგრამ ეს დრო შეუმჩნევლად გარბის ულამაზესი კანიონი, სადაც იშვიათი ფლორა და ფაუნაა. ხანიაში არის ასევე შედარებით  მცირე ზომის კანიონები , რომლებსაც ღირს ეწვიოთ (არადენა, აგია ირინი, უმვროსი და პოლირინია).  რეგიონი განსაკუთრებით ცნობილი და პოპულარულია ეკოტურისტებს შორის.

ელაფონისი

ბუნების ერთ-ერთი სასწაული მდებარეობს ელაფონისიში - ეს არის არაჩვეულებრივი კედარის ტყე.  ყველაზე აქტიურ ტურისტებს, რომელბიც ალპინიზმით არიან გატაცებულები, შეუძლიათ გაემგზავრონ თეთრ მთებში. 

სოფლები

რელიგიური დღესასწაულები, გამოფენა-გაყიდვები და კულტურული ფესტივალები მთელი წლის განმავლობაში ტარდება და  უღრმავებს კრეტელებს კავშირს წარსულთან. ასეთ ღონისძიებებს უამრავი ტურისტი სტუმრობს და ახლოდან ეცნობა კრეტას ტრადიციებს.

კრეტას ადგილობრივ პროდუქტებს უკავიათ მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: წაბლის ფესტივალი ელოსში, ანფონეროს დღესასწაული (ყვავილების წყალი) ფურნიაში, ღვინის ფესტივალი ვუვესში. მაისში აწყობენ კრეტასთვის ბრძოლის ინსცენირებას, აგვისტოში კი ხანიაში ადგილობრივი პროდუქტებისა და ხალხური ხელოვნების გამოფენა ტარდება. ამის გარდა, მაისიდან სექტემბრამდე რეგიონში უამრავი ფესტივალი, კომფერენცია და სპორტული ღონისძიებები (ვენიზელია) ტარდება.


კლიმატი

კლიმატი, როგორც კრეტას დანარჩენ რეგიონში,ხანიაშიც ხმელთაშუაზღვიურია. ნალექი ზაფხულში იშვიათობაა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზაფხულის თვეებში  + 30-32С, ხოლო წყლის ტემპერატურა  + 27-28С.


სანაპიროები

ზღვაზე დასვენება და სანაპიროები

ხანიას პლაჟები ხიბლავს დამსვენებლებს ფირუზისფერი ზღვითა და წვრილი თეთრი ქვიშით, მათ მიეკუთვნება: ხრისი აკტი (ოქროსფერისანაპირო ), აგია მარინა, კალივეს, სტავროსი, პლატანიასი, პახია ამოსი, ამუდი, აგიი აპოსტოლი, ასევე რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე სხვა პლაჟები. 

პლაჟი ფალასარნა  განთქმულია თავისი სილამაზით,წვრილი ქვიშითა და ზღვის სისუფთავით. ამის გარდა, სანაპიროები ბალოსი და ფალასარნა მსოფლიოს 100 საუკეთესო სანაპიროების სიაში შედის.  

რაც შეეხება სამხრეთ პლაჟებს, ისინი მდებარეობენ ლიბიის ზღვის სანაპიროზე, აქ ხშირად გვხვდება კენჭიანი პლაჟები, როგორიცაა: ვოტსალა,ხორა სფაკიონი,სუგია (სუია) და სხვ. 

მშვიდი დასვენების მოყვარულებს იდეალურად მოუხდებათ ხანიას შემდეგი სანაპიროები: მალემი, კოლომბარი, აგია რუმელი, ფინიკას, ლუტრო, აგიოს პავლოსი,ფრანგოკასტელო და გავდოსი. 

კრეტაზე დასასვენებლად გამგზავრებისას, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ ხანიას პოპულარულ სანაპიროს - ელაფონისის: ულამაზესი პლაჟი კრისტალურად სუფთა წყლითა და ქვიშით,რომელიც გაგაოცებთ! განთქმული პლიაჟის პირდაპირ განლაგებულია იგივე სახელწოდებიანი პატარა ზომის კუნძული. 

ხანიას რეგიონი იდეალურია  ბავშვებთან ერთად დასვენებისათვის, რადგანაც აქ ზღვა მშვიდია, ტალღების გარეშე, პლაჟები აღჭურვილია ყველაფრით, რაც კომფორტული დასვენებისათვისაა საჭირო, ასევე  ბავშვებთან ერთად განთავსების უამრავი  ვარიანტია. საღამოობით ადგილობრივ ტავერნებში, რომლებიც განთქმულია მთელ მსოფლიოში უგემრიელესი კერძებითა და ღვინით, უკრავს ცოცხალი  მუსიკა, მრავალრიცხვოვან ბარებში კი ტარდება ღამის შოუები. ამის გარდა, რეგიონი, თავისი ეკოლოგიური მნიშვნელობის გამო, შესულია ქსელში  Natura.