თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
28°C

კ.კრეტა-რეთიმნო. დასვენება და ტურები2019

აღწერა

თეთრ მთებსა და პსილორიტის შორის (იდა) განლაგებულია საკურორტო რეგიონი რეთიმნო, არაჩვეულებრივი სილამაზის, უმშვენიერესი სანაპიროების, კრეტას ლირის  მელოდიის, ლეგენდარული გამოქვაბულების, ისტორიული მონასტრების, ტრადიციული სოფლების და იდეალური კურორტების სინონიმი.

 რეგიონის მნიშვნელოვან ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს, პირველ რიგში მთა პსილორიტისი, რომელიც დომინირებს კრეტას აღმოსავლეთ ნაწილში. ლადშაფტების ცვალებადობა გაახარებს ბუნების მოყვარულებს, და არა მარტო მათ. 

ქალაქი რეთიმნო

ქალაქი რეთიმნო ეს არის საბერძნეთის საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ქალაქი: ვენეციური ნაგებობები ჰარმონიულად დგას მართმადიდებლური ტაძრებისა და კათოლიკური ეკლესიების გვედით. ვენეციელების უმშვენიერესი რეზიდენციები, თაღები და მოკირწყლული ქუჩები ...

გაეცანით ქალაქის წარსულს, ეწვიეთ რეთიმნოს ისტორიულ ცენტრს: დაიწყეთ ქუჩიდან არკადიუ და მიყევით «კულტურული მარშრუტის» მაჩვენებლებს. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნიკალური ისტორიული ძეგლები-ხანი პატაკუ და დრანდაკის სახლი. ორივე ვენეციური არქიტექტურის შესანიშნავ  მაგალითს წარმოადგენს, ასევე მეცეთი კარა მუსა ფაშა.  ცუდერონის ქუჩიდან გაეშურეთ ქალაქის დასავლეთ ნაწილში.

შემდეგ ▼

წმინდა ფრანცისკოს ტაძართან მიმავალ გზაზე, თურქულ სკოლასთან ყურადღება მიაქციეთ ლამაზ კარს, ცუდერონის ქუჩის 12 ნომერში. ასევე გაცერდით პირველ საშუალო სკოლასთან არსებულ მოედანზე,სადაც მნიშვნელოვანი ძეგლებია. გადადით ვერნარდუს ქუჩაზე, სადაც მდებარეობს გაზი ჰუსეინის მეჩეთი და ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი. ნიკიფოროს ფოკას და კორენეუსის ქუჩის გადაკვეტაზე თქვენ დაგხვდებათ ანგელოზთა ღვთისმშობლის ეკლესია. 

ფორტეცა - ვენეციური ციხე პალეოკასტროს გორაზე , განსაცვიფრებელი ხედით ეგეოსის ზღვაზე და ქალაქზე. უდავოდ ეს ადგილი შეიძლება ჩაითვალოს რეთიმნოს სიმბოლოდ. სამაგალითოდ შემონახული ფორტეცას შენობები(არსენალი თაღოვანი ღიობებით, საეპისკოპოსო სასახლე, აგიოს თეოდოროს ტრიქინასი, სულთან იბრაგიმის მეჩეთი,«ეროფილეს» თეატრი) გადაიყვანს მნახველს ვენეციურ ეპოქაში. გირჩევთ გაისეირნოდ ძველ ვენეციურ პორტში, დატკბეთ ფორტეცას ხედებით, მიირთვათ არომატული ყავა სანაპიროს კაფეში ან ისადილოთ ტავერნაში.

თუ, თქვენ ზაფხულში მოხვდებით კრეტაზე, იმისათვის რომ,  რეთიმნოზე დაისვენოთ, არ გამოტოვოთ ორი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება: ცნობილი  «აღორძინების ფესტივალი», სადაც შესაძლებლობა გეძლევათ  თავად გახდეთ მსახიობი, მუსიკისა და თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით იმოგზაურებთ დროში. თითქმის ყველა წარმოდგენა იმართება «ეროფილეს» თეატრში ფორტეცას ციხეში.

კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიებაა «ღვინის ფესტივალი» , ეს არის ტრადიციული ღვინის, გასტრონომიული, ღვინის დეგუსტაციის და ასევე გართობის ფესტივალი,რომელსაც ესწრება, როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე მთელი კრეტას მოსახლეობა და მრავალი ტურისტი მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან. 



ღირსშესანიშნაობები

ღირსშესანიშნაობები და ექსკურსიები

რეთიმნოს ბუნებრივი სილამაზე ხიბლავს აბსოლუტურად ყველას, კრეტაზე დასვენებისას გამოყავით რამოდენიმე დღე, რომ გაეცნოთ ამ უმშვენიერეს რეგიონს, არ ინანებთ! 

ლაგუნა პრეველისი

ადგილზე, სადაც მდინარე მეგალოს პოტამოსი (კურტალიოტისი) ჩაედინება ლიბიის ზღვაში, მდებარეობს განუმეორებელი სილამაზის ლაგუნა პრეველისი და პლაჟი  ფინიკასი. იმისათვის, რომ აქ მოხვდეთ უნდა გაუყვეთ გზას,რომელსაც პრეველის მონასტერში. ბილიკი,რომელიც მონასტრიდან მარცხნივ უხვევს, მიგიყვანთ ქვიშიან სანაპიროზე, უამრავი პალმით. ეს არის ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის მოულოდნელი ტროპიკული სამოთხე! მდინარე,რომელიც ზღვაში ჩაედინება, სიმწვანე და პლაჟის არაჩვეულებრივი  ფერები გასული საუკუნის 70 წლებში ჰიპების მიერ იქნა მოწონებული და ეს ადგილი გადაიქცა მათ ადგილსამყოფელად. 

პლატო ნიდა

რეთიმნოს სამხრეთ-აღმოსავლეთით  79 კილომეტრში, პსილორიტიზე , მდებარეობს მსოფლიოში განთქმული პლატო ნიდა.  პლატოზე ზამთრის პერიოდში ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო ცენტრი. 

არგირუპოლისი

შთამბეჭდავი, ტრადიციული, მთაში მდებარე სოფელი, რომელიც უძველესი ქალაქის ლაპას ნანგრევებზეა აშენებული . აქ განლაგებულია მინერალური წყაროები, მცირე ზომის ჩანჩქერები და მრავალსაუკუნოვანი ხეები, ასევე უნიკალური სილამაზის გამოქვაბულები და პატარა სამლოცველო.  

კანიონები 

  კურტალიოტის ხეობას (3 კმ) მივყევართ ცნობილ ლაგუნა პრეველისამდე • კოტსიფოს ხეობა იწყება სოფელ კანევოსიდან და აღზევს სოფელ სელიას • პატსოს ხეობა ამარიოსის რეგიონში • პრასიანოს კანიონი,რომელსაც პლატანიას სანაპირომდე მივყევართ • არკადიოსის და სხვა ხეობები.

გამოქვაბულები

მთები,რომლებიც გარს არტყავს რეთიმნოს სავსეა შთამბეჭდავი გამოქვაბულებით. მათგან გამორჩეულია გერანიოსი, სიმონელი, აგიოს ანტონიოსი,მელიდონიოსა,სვენდონი ტრიპა და მუშრი სისონი. გამოქვაბულში იდეონ ანდრონ, თქმულების თანახმად გაიზარდა ზევსი. 

ამ ადგილზე გაკეთებულმა მნიშვნელოვანმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა,დაადასტურეს ის ფაქტი, რომ რეგიონი ყვაოდა ქვის ხანის დასაწყისში ადრექრისტიანულ პერიოდამდე. 

არქეოლოგიური ძეგლები

არქეოლოგიური ზეგლებიდან გამოირჩევა უძველესი ელევფერნა, რომელიც დასახლებული იყო ძვ.წ. 8 საუკუნიდან, უძველესი სამარხები არმენუსში,სადაც ნაპოვნია 350 სამარხზე მეტი. რელიგიური ძეგლები,როგორიცაა:პსილორიტეს ქვის სამლოცველო, ისტორიული მონასტრები და  ქრისტიანული ბაზილიკები.  დიდი ისტორიული მნიშვნელობისაა მონასტერი არკადი (15 საუკუნე.) ნამდვილ მოგზაურობად წარსულში გახდება ექსკურსია ტრადიციულ სოფლებში, როგორებიცაა ადელი, ანოგია, გარაზო, რუსტიკა და ხრომომონასტირი სადაც ცხოვრება მშვიდი რითმით მიედინება....... აქ შესაძლებლობა მოგეცემათ დააგემოვნოთ არაცვეულებრივი ადგილობრივი დელიკატესები (შემწვარ ბატკანს პომიდვრით, მაკარონს ლოკოკინათი და მწვანილით), რომლებსაც მიირთმევენ კრეტას რაკის (ტრადიციული არაყი) თანხლებით! 


კლიმატი

კლიმატი რეთიმნოში ზომიერი ხმელთაშუაზღვიურია, ხანგრძლივი თბილი ზაფხულითა და ჭარბი ნალექით ზამთარში.  ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზაფხულში + 29C , ხოლო წყლის + 27C. ზამთარში ტემპერატურა არ ჩამოდის + 14C-ზე ქვემოთ . 


სანაპიროები

ზღვაზე დასვენება და სანაპიროები

ეწვიეთ რეთიმნოს ზაფხულში, რათა დატკბეთ მზითა და ზღვით კურორტის უმშვენიერეს სანაპიროებზე. 

  • ქალაქ რეთიმნოს სანაპირო - ეს არის კეთილმოწყობილი, 20 კმ. სიგრძის დიდი პლაჟი.  
  • პანორმოსი მდებარეობს სოფელ პანორმოსში (რეთიმნოდან 20 კმ.-ში), ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოწყობილი პლაჟი, არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით. 
  • პლაჟი ბალი განლაგებულია ზღვისპირა სოფელ ბალიში (რეთიმნოდან 34 კმ.-ში). აირჩიეთ ნებისმიერი ახლომდებარე ლაგუნა და თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახდება. 
  • პლაკიასი. ტურისტული კურორტი პლაკიასი (რეთიმნო 40 კმ.-ში) განთქმულია თავისი  უნიკალური პლაჟებით. 
  • პლაჟი აგია გალინი მდებარეოს 58 კმ რეთიმნოდან, გააჩნია სანიმუშო ტურისტული ინფრასტრუქტურა და პლაჟები კრისტალურად სუფთა წყლით. 
  • პლაჟი პრეველისი. განუმეორებელი სილამაზის კურორტი, პალმებით, პატარა ლაგუნებით, თეთრი ქვიშით.