თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
28°C

კალამბაკა და მეტეორები

აღწერა

კალამბაკა - მცირე ზომის ქალაქი, მდებარეობს საბერძნეთის ცენტრში, თესალიის მდაბლობის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ქალაქთან ახლოს მოედინება სიდიდით მეორე მაგრამ, საბერძნეთის ისტორიაში მნიშვნელობით პირველი მდინარე პინეოსი. 

ქალაქის ოფიციალური მოსახლეობა 8500 მაცხოვრებელია. მცირერიცხვოვანი მოსახლეობის მიუხედავად ქალაქი წელიწადში 2 მილიონზე მეტ ტურისტს იღებს, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის, რომ იხილონ უნიკალური გეოლოგიური და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი- მეტეორას კლდეები და მონასტრები.

უძველეს დროში ეს ქალაქი ცნობილი იყო სახელწოდებით  ეგინიო. პირველად იგი ნახსენებია ძვ. წ.  მე-2 საუკუნეში. მაშინ ეს ქალაქი დაიპყრეს და გაანადგურეს რომაელებმა. XI საუკუნეში კალამბაკამ მიიღო ახალი სახელწოდება-სტაგი და გახდა ეპარქიის ცენტრი.  

თავისი დღევანდელი სახელი ქალაქმა მიიღო თურქების ბატონობის დროს.«კალამბაკა» თურქულად ნიშნავს - «ძლიერი ციხე». ამ პერიოდში იგი ხდება საბერძნეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. თურქების ბატონობის ქვეშ ქალაქი იმყოფებოდა 1881 წლამდე.

იმის მიუხედავად, რომ კალამბაკა მცირე ზომის ქალაქია,გააჩნია კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა : აქ ბევრი კომფორტული სასტუმრო და მაღაზიებია.  გააჩნია ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები. 

კალამბაკას გასასვლელში, მეტეორას გზაზე მდებარეობს ქალაქის მუზეუმი.  მისი ექსპონატები ქალაქის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ. მუზეუმის მეორე სართულზე ქალაქის ფოტოებია გამოფენილი.

ქალაქში რამოდენიმე პატარა მოედანია შადრევნებით. ამ მოედნებზე სიამოვნებით ისვენებს ადგილობრივი მოსახლეობა. კალამბაკა იზიდავს სტუმრებს თავისი სიმყუდროვითა და განუმეორებელი კოლორიტით, ასევე უგემრიელესი ბერძნული სამზარეულოთი. 

ქალაქის მახლობლად, სოფელ კასტრაკისთან,ამაყად დგანან უჩვეულო კლდეები: აგიონ პნევმა და დუპიანი. მათ მწერვალზე , საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები , შემონახულია უძველესი მონასტრების ნანგრევები. ამ კლდეებზე არსებულ გამოქვაბულებში ოდესღაც  ბერები ცხოვრობდნენ, ერთ-ერთ გამოქვაბულში კი , რომელიც 630 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ეკლესიაც კი-აგია აპოსტოლი- ააგეს. 



ღირსშესანიშნაობები

მეტეორა: ზეცას და დედამიწას შორის

კალამბაკას თავზე, მისგან მხოლოდ 3 კმ-ში და ტრიკალადან 20 კმ-ით დაშორებულია მეტეორას ამაყი და დიდებული კლდეებია აღმართული. უნიკალური გეოლოგიური ფენომენი და კლეების წვერზე აგებული მონასტრები საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ღირშესანიშნაობაა. მეტეორას სამონასტრო კომპლექსი მართლმადიდებლობის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია მსოფლიოში, წმინდა ათონის შემდეგ.

აქ ჩამოდიან მომლოცველები მთელი მსოფლიოდან. მხოლოდ აქ, არის შესაძლებელი ცასა და დედამიწას შორის ყოფნა,  ღმერთთან განმარტოვება და მიახლოვება.  არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს უზარმაზარი დაბლობის შუაგულში აღმართული კლდეების ფანტასტიკური ლანდშაფტი. გაგაოცებთ ბუნებისა და ადამიანის  ეს ქმნილება. დაგაფიქრებთ იმ ხალხის სულიერი სიძლიერე, ვინც შექმნა ეს შედევრები და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი.

შეუძლებელია წარმოიდგინო ამ ადგილის არაამქვეყნიური სილამაზე აქ ყოფნის გარეშე. მეტეორას კალები, რომლთა სიმაღლე 600 მეტრს აღწევს, თითქოს ცასა და დედამიწას შორის არის ჩამოკიდებული და ქმნება ილუზია თითქოს მონასტრები ჰაერში ბრტყელი ხეობის შუაგულში მიცურავენ. ამიტომ მათ "მეტეორებს", "ჰაერში ჩამოკიდებულებს" უწოდებენ.

1988 წელს წმინდა მეტეორას მონასტრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

ამ გეოლოგიური ფენომენის წარმოშობის საკითხს მუდმივად განიხილავენ როგორც ბერძენი, ისე უცხოელი გეოლოგები, რომლებსაც ერთ საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მიუღწევიათ. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ არც ბერძნული მითოლოგია, არც ძველი ბერძნული წყაროები და არც უცხოელი ისტორიკოსები არ იუწყებიან ამ ადგილის შესახებ.

ითვლება, რომ ოდესღაც დღევანდელი თესალიის ადგილას იყოს ზღვა. ერთ-ერთი მიწისძვრის დროს, მის მიმდებარე მთები ორად გაიყო, ოლიმპუსსა და კისავოსს შორის შეიქმნა გადასასვლელი - ტემპის ხეობა, რომლის მეშვეობითაც წყალი ზღვაში ჩაედინა და თესალია ვაკედ გადაიქცა.

გერმანელი გეოლოგის  ალ. ფილიპსონის თეორიის თანახმად, მეტეორას კლდეები წარმოიშვა მდინარის ქვის, ქვიშის და ტალახის უზარმაზარი მასისგან, რომელიც აქ ჩამოიტანა პინეოსმა და წარმოქმნა უზარმაზარი კონუსი. მესამეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც თესალიის ზღვის წყლები გავიდა, ეს მასივი, წყლის, ქარების, წვიმების და მიწისძვრების მოქმედების შედეგად, სხვადასხვა ფორმის და ზომის ქანებად გაიყო. ქვისა და ქვიშის გამკვრივება, მყარ ქანებად ქცევა, კირქვის დაშლის შედეგი იყო და ზეწოლისა, რომელსაც ზედა ფენები ატარებდნენ ქვედებზე ათასობით წლის განმავლობაში.

ფილიპსონის თეორია ყველაზე მართებულად ითვლება, რადგან იგი განმარტავს ქანების კენჭის ბუნებას და არ ეწინააღმდეგება თესალიაში ზღვის არსებობის ტრადიციულ თეორიას.

მათ, ვისაც მოთმინება ეყო დაეთვალა მეტეორას ყველა კლდე, ამბობენ, რომ მათი რაოდენობა 1000-ზე მეტია. კლდეების ციცაბო მწვერვალები, სადაც ფეხი არავის შეუდგავს, მათი ველური და მიუწვდომელი ლანდშაფტი შესაფერისი ადგილია განდეგილი ბერებისთვის. ზუსტი პერიოდი, როდესაც აქ პირველი ბერები დასახლდნენ, არ არის ცნობილი. ბიზანტიოლოგების განსხვავებული მოსაზრებების თანახმად, ითვლება, რომ პირველი ბერები აქ XI საუკუნის დასაწყისამდე დასახლდნენ. კლდეზე ავიდნენ და ჩიტებივით "ააშენეს" თავიანთი ბუდეები გამოქვაბულებსა და კლდეებში, დაშორდნენ სამყაროს, ლოცვით და მარხვით სულიერ სისავსესა და მშვიდობას ეძებდნენ. სხვა ისტორიულ წყაროში ნახსენებია ასკეტი ბარნაბა, რომელმაც დაარსდა 950-970 წლებში უძველესი სულიწმინდის სკიტი. ამას მოჰყვა კრეტელი ბერის ანდრონიკეს მიერ ფერისცვალების სკიტის (1020) შექმნა და 1160 წელს სტაგონის ან დუპიანის სკიტის შექმნა. 200 წლის შემდეგ, განდეგილმა ბერმა ვარლაამმა დააარსა  ყოველთა წმინდანთა მონასტერი.მე -14 საუკუნეში დიდი მეტეორას მონასტრიდან ბერი ათანასე  ქმნის აქ პირველ ორგანიზებულ სამონასტრო საზოგადოებას საკუთარი კანონებით, წმინდა ათონის მონასტრების მოდელისა და კანონების შესაბამისად. მოგვიანებით, ყველაზე დიდ კლდეზე, რომლის სიმაღლეა 613 მ, ხოლო ფართობი 6 ჰექტარია, მან დააარსა დიდი მეტეორის მონასტერი (ფერისცვალების მონასტერი), ფართო ქვის კლდეს კი, რომელზეც პირველად 1344 წელს ავიდა "მეტეორა" უწოდა. მოგვიანებით, უცნობმა ბერებმა შექმნეს წმინდა სამების, წმინდა სტეფანეს, არსანუს, მანდილასის წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზ ანაპავსას, მიქანას ღვთისშობლის, წმინდა თევდორეს, აიოს-ნიკოლაოსის, ყოვლისმპყრობელის, წმინდა მოდესტის, წმიდა მოციქულების,  წმ. გრიგოლისა და წმ. ანტონიას, წმინდა მონასტერი (ღვთისმშობლის), იოანე ნათლისმცემელის, კალიგრაფოვის მონასტერი, მირქმის, პეტრე მოციქულის მონასტერი, წმიდა დიმიტრის, კალისტრატას, მთავარანგელოზის მონასტერი და იოანე ბუნილიელის მონასტერი. ასე გაჩნდა ეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 24 მონასტრისგან შედგებოდა.

 მათი მშენებლების ოსტატობა იმდენად მაღალი იყო და მათი არქიტექტურა იმდენად დახვეწილი, რომ თითქოს ისინი კლდეებს ერწყმოდნენ და წარმოადგენდნენ მათ ბუნებრივ გაგრძელებასა და დასრულებას. მათი შემხედვარე, გაუფლება განცდა თითქოს თვით ბუნებამ შექმნა ეს კლდეები - მონასტრებთან ერთად.

ბიზანტიის იმპერიის დაცემამ და შემდეგ კი ოსმალების მიერ თესალიის დაპყრობამ 1393 წელს, მეტეორას მონასტრებში სამონასტრო ცხოვრების ჩაქრობა გამოიწვია. XV საუკუნის ბოლოსთვის და განსაკუთრებით მე -16 საუკუნეში მეტეორა განიცდის აყვავების პერიოდს: იქმნება ახალი მონასტრები და სამონასტრო შენობები, რომლებიც გაფორმებულია უნიკალურია ტექნიკით შექმნილი ხატებით. კეთილდღეობის პიკი მოდის მე -17 საუკუნეზე, ხოლო ამის შემდეგ თავიდან იწყება ვარდნა. დღესდღეობით, ოდესღაც არსებული 24 მონასტრიდან მხოლოდ 6 მოქმედებს: ფერისცვალების, წმინდა ვარლაამის, წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის და წმინდა სამების მონასტრები და დედათა ორი მონასტერი - რუსანუ (ან არსანუ) და წმინდა სტეფანე, ასევე კიდევ რამდენიმე მონასტრის სკიტები.

გასულ საუკუნემდე მონასტრებში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ სპეციალური კალათების ან ბადეების დახმარებით, ანალოგიური გზით მონასტრებში აჰქონდათ ყველაფერი, რაც მონასტრების ცხოვრებისა და არსებობისთვის იყო საჭირო: სამშენებლო მასალები, ქსოვილები, საკვები და ყველაფერი დანარჩენი. მოგვიანებით, დაკიდებული ხის კიბეები გამოჩნდა. ამ იზოლაციის წყალობით, მონასტრებს შეეძლოთ მშვიდად ეცხოვრათ და განვითარებულიყვნენ. თურქების ბატონობის დროს მეტეორა, თავისი მორფოლოგიის გამო, ბერების ექსკლუზიური თავშესაფარი გახდა. აქ შემონახული და გადარჩენილი იყო პოსტ-ბიზანტიური კულტურის მრავალი ძეგლი და ნამუშევარი. სამწუხაროდ, მე -19 საუკუნის დასაწყისში მრავალი მონასტერი გაძარცვა ალი ფაშას ჯარმა. მე -20 საუკუნის დასაწყისში მეტეორას კლდეებში იყო ამოკვეთილი საფეხურები და გვირაბები, რამაც მონასტრები სტუმრებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. დანარჩენ მსოფლიოსთან ბერების კომუნიკაციის ტრადიციული გზები - კიბეები, თოკები, საკინძები და კალათები - წარსულს ჩაბარდა. დღეს მონასტრებისკენ მივყავართ ასფალტის გზას.

1960 წლიდან მონასტრებში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც დღემდე გრძელდება. ბერები და მონაზვნები თავიანთი ხარჯებით ინახავდნენ და იცავდნენ მხატვრულ ხელნაწერებს, ხატებსა და ნახატებს, ოქროს ნაკეთობებს, ხისგან გამოკვეთილ სიწმინდეებს, რომლებსაც უდიდესი ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობა აქვს.

მეტეორას მონასტრების მოხატვაში მონაწილეობდნენ ბერები, მღვდლები, დიდი მხატვრები, მაგალითად, თეოფანე და ფრანკო კატელანო. ქრისტეს დაბადება, სიცოცხლე და ჯვარცმა, წმინდანთა წამება და მრავალი სხვა სცენები მათი ცხოვრებიდან ეკლესიების შიდა დარბაზებს ამშვენებს.

მეტეორას მონასტრებში დაცულია განძი, სიწმინდეები და მრავალი უნიკალური მინიატურული ნამუშევარი. ყველაზე დამახასიათებელია მშვენიერი ხეზე მოჩუქურთმებული კანკელი წმინდა სტეფანეს მონასტრის ტაძარში. აქ ინახება წმინდა ხარალამპის სასწაულმოქმედი კარა და წმინდა პოტირი.

წმინდა ვარლაამის მონასტრის მუზეუმი ინახავს მცირე ზომის ძველი პორტატული ხატების მდიდარ კოლექციას, ჯვრებს წმიდა ჯვრის ფრაგმენტებით, ეპისკოპოსებისა და მღვდლების სამოსს, ხელნაწერებს, სახარებებს, სარიტუალო ჭურჭელს, ტყვიის ბეჭდებს, წმინდა ნაწილების ჩასასვენებელ ვერცხლის ლუსკუმებს.განსაკუთრებულ ინტერეს წარმოადგენს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეს სახარება და იშვიათი ხელნაწერების დიდი კოლექცია, ოქროთი ნაქარგი სამოსელი და უჩვეულო ოსტატობით გამოთლილი ხის ჯვრები.

ისტორიული თვალსაზრისით, ათასზე მეტი ხელნაწერი და უამრავი ფასდაუდებელი ღირებულების ბიზანტიური და პოსტბიზანტიური დოკუმენტი, რომლებიც ინახება მონასტრების არქივში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

კომპლექსის ყველა მოქმედი მონასტერი ღიაა როგორც მორწმუნეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მართალია, ამავდროულად დადგენილია მკაცრი წესები: ყველა ვიზიტორთა ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს საეკლესიო კოდექსს - ხელები და ფეხები უნდა იყოს შემოსილი, ქალებს კი თავზე ეფაროთ.