ლარისა

საბერძნეთი

ლარისა – საბერძნეთის ყველაზე მწვანე ქალაქი

    ლარისა - თესალიის დედაქალაქი

    ქალაქი ლარისა მდებარეობს მშვენიერ თესალიის ველზე, ის არის ცენტრალური საბერძნეთის ყველაზე დიდი რაიონის- თესალიის დედაქალაქი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური , სამრეწველო, სატრანსპორტო და სოციალური ცენტრი ქვეყანაში. ლარისა სიდიდით მეხუთე ქალაქია საბერძნეთში.

    მოსახლეობის რაოდენობა 145 000 ადამიანს შეადგენს, გარეუბნებთან ერთად კი დაახლოებით 168 000 მაცხოვრებელს ითვლის. ქალაქის მცირე ნაწილი ადმინისტრაციულად მიეკუთვნება მეზობელ პრეფექტურას-მაგნესიას.

    ქალაქი განლაგებულია მდინარე პინეოსის ორივე მხრიდან 19 ჰექტარ ტერიტორიაზე. მდინარე პინეოსი თესალიის აღმოსავლეთ მდელოზე, ზღვის დონიდან 72 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის საბერძნეთში სიდიდით მეორე მდინარეა. აღმოსავლეთიდან მას ოსას მთები (1972 მ.) და მავროვუნი (1054 მ.) აკრავს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან : ქვედა ოლიმპო (1587 მ.) და ოლიმპო (2918 მ.) - საბერძნეთის ყველაზე ცნობილი მთა , რომელზეც მდებარეობს ყველაზე მაღალი მწვერვალი პანტეონი ( ან მიტიკასი) , ჩრდილო-დასავლეთიდან: მთა მელუნა , ხოლო ჩრდილო- აღმოსავლეთიდან : მთა ტიტანოსი (693მ.). ლარისა - საბერძნეთის ყველაზე მწვანე ქალაქია. ის სხვა ქალაქებს შორის პირველ ადგილს იკავებს 1კვადრატულ მეტრზე მწვანე საფარის სიმრავლით. 

    აქ კარგად არის განვითარებული ქაღალდის, საკვებისა და ტექსტილის წარმოება, სამშენებლო მასალებისა და სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა. ლარისასთან ახლოს ყოველწლიურად იმართება სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

    ლარისა წარმოადგენს საბერძნეთის ძირითად სატრანსპორტო კვანძს : მასზე გადის რამდენიმე ჩქაროსნული საავტომობილო ტრასა, ქვეყნის მთავარი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ჩრდილოეთ მხარეს აკავშირებს დედაქალაქთან. ნეა ანქიალოსში მდებარე საერთაშორისო აეროპორტის წყალობით, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზეა მთელს თესალიას აქვს პირდაპირი ავიაკავშირი დანარჩენ საბერძნეთთან და მთელს ევროპასთან.   

    ისტორია

    ლარისა - უძველესი ქალაქია , რომელიც ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იყო დასახლებული პალეოლითის ეპოქაში. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მერვე საუკუნეში ქალაქი თესალიის ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო მისი  მმართველებიმისი ალევადების გვარიდან   დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ თესალიაში. მას შემდეგ, რაც ლარისამ დელფოს მხარეზე ბრძოლა გადაწყვიტა პირველ წმინდა  ომში , მისი გავლენა გაიზარდა და გავრცელდა მთელს საბერძნეთში. ამ პერიოდში დაიწყეს ალავედებმა  ცნობილი დელფოსის თამაშები. ბერძნულ-სპარსული ომების დროს ქალაქის მაცხოვრებლები იბრძოდნენ სპარსელების მხარეს საკუთარი თანამოძმე ბერძნების წინააღმდეგ. პელოპონესის ომის დროს, მათ მხარი დაუჭირეს ათენელებს. ლარისაში მოჭრეს საკუთარი მონეტა. ამ მონეტების რამდენიმე ნიმუში დღემდე შემორჩა. სპარსელების დამარცხების შემდგომ ლარისა აღარ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ელადის ისტორიაში.

    დროის სხვადასხვა პერიოდში ქალაქს მაკედონიელები იპყრობდნენ ( ფილიპე II ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 344-196 წწ. ) . ელინურ პერიოდში ალექსანდრე დიდის მხედრებმა,რომლებიც ლარისიდან იყვნენ  დააარსეს ქალაქები სირიასა და არაბეთში, რომელსაც მშობლიური ქალაქის სახელი უწოდეს. მოგვიანებით ქალაქი ბიზანტიის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა. ის  მრავალრიცხოვანი მტრის  გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ლარისა თურქთა ბატონობის ქვეშ მოექცა, ქალაქმა განთავისუფლება  მხოლოდ 1881 წელს შეძლო.

    სიტყვა «ლარისა» მომდინარეობს   პელასგების პრებერძნული ენისგან. ეს სიტყვა ეწოდებოდა კარგად გამაგრებულ მთას ან აკროპოლისს.  ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ არგოსის აკროპოლისს. სხვა ვერსიით , ლეგენდის თანახმად ქალაქი ლარისა პელასგის ვაჟის  ლარისის მიერ იყო დაარსებული.  ლარისა  მითიური გმირის აქილევსის სამშობლოდ ითვლება. ის აგრეთვე ცნობილია იმით, რომ აქ ცხოვრობდა და დაახლოებით ოთხმოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა მედიცინის მამა ჰიპოკრატე.


    თესალიის კურორტები და რეგიონები

    ლარისადან ოდნავ სამხრეთით მდებარეობს ზღვისპირა სოფელი კარიცა, სოფელი  განთქმულია თავისი კოლორიტული არქიტექტურითა და მოჩუქურთმებული აივნებით, რომლებიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებენ.

    ისტორიულ სოფელ აბელაკიაში  შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული ადგილობრივი არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუშები. გულგრილს არ დაგტოვებთ : რეგიონში დღემდე შემორჩენილი ძველი არისტოკრატიის სახლები, მომხიბლავი გარეუბნები, რომლებიც იდეალურია ფეხით სეირნობისთვის.




    ელასონზე , რომელიც გადაჭიმულია მდინარე ტიტარისოსის მდელოზე, შეგიძლიათ ნახოთ  ხიდი, მეჩეთი, ოლიმპიოტისას მონასტერი, დომენიკო, კეფალოვრისოსი თავისი ხელოვნური ტბით, გამოქვაბული სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით, საბერძნეთში ყველაზე მაღალი მთა, ოლიმპო და აქ მდებარე სათხილამურო ცენტრი.

    მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი - ტემპის ხეობაა . ვიწრო შესასვლელში ოსასა და ოლიმპოს შორის მიედინება მდინარე პინეოსი. ძველი ტირიფის ხეების ტოტები  დახრილია კრისტალურად სუფთა წყალში, ხეობის სილამაზე ენით აუღწერელია. აქ ოლიმპოს მთის ძირას, გამოქვაბულის სიღრმეში არის წმინდა პარასკევას( ქორწინების მფარველი) ეკლესია. აქ მოსალოცად მოდიან არამარტო საბერძნეთიდან არამედ მთელი მსოფლიოდან. ხეობის დასავლეთ შესასვლელში არის დედ ჰასანის სამარხი, რომელიც ხეობის ისტორიულ ბრძოლას მოგვაგონებს.

    ტცარიტცანი და ტირნავოსი ცნობილია თავისი აბრეშუმითა და ტექსტილით,  აქ ყოფნისას მოინახულეთ  ციხე-სიმაგრეები და მონასტრები, განსაკუთრებით   ტირნავოში მდებარე წმინდა პარასკევასა ეკლესია  ველი-ფაშას ნაჩუქარი ორი ოქროს ლამპრით, წმინდა ანა წყაროთი და ბუნებრივი ტბით.  


    ქალაქი ფარსალა -
    თესალიის სავაჭრო ადმინისტრაციული ცენტრია. თქვენ შეძლებთ მოინახულოთ ძველი ფარსალა,აქ მდებარე  გუმბათოვანი სამარხები, ნიმფეას არაჩვეულებრივი გამოქვაბულები, ხტურის მთა  და «კინოს კეფალი»- ორი მიუდგომელი კლდე თესალიის პელაზიოტიდეში, სოფელ ფეტიდიოსთან ახლოს. ფარსალასადან  აუცილებლად წამოიღეთ ცნობილი ჰალვა, რომელსაც მხოლოდ აქ ამზადებენ, ტირნაუს უზო, ციპურო ტცარიტცანიდან, ტრახანა - ცომისგან დამზადებული ბურღული, ნაქარგი ამბელაკიადან და მსხალი აგიოკამბოდან.


     

      

    ლარისას  პირველიუძველესითეატრი 

    ფრურიოს  მთის  ჩრდილოეთ ფერდობზე ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მესამე საუკუნეში აშენებული ნაგებობა, იმ პერიოდის  ერთ-ერთი   ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი თეატრია, რომელიც ათენის დიონისეს თეატრის მოდელის საფუძველზე შეიქმნა. ლარისას პირველი  თეატრის სცენის ფართობი შეესაბამებოდა ანტიკური პერიოდის თეატრებს, განსაკუთრებით  კი ეპიდავრის თეატრს.   ორკესტრის მოედნის დიამეტრი 20 მეტრზე მეტი იყო.
    თეატრის ქვედა ნაწილში 25-30  დასაჯდომი  რიგი იყო განთავსებული, ხოლო ზედა ნაწილში, რომლისგანაც მხოლოდ 3 შემორჩა 18-დან 20 რიგამდე იყო. როგორც ვარაუდობენ თეატრი 10 000 მაყურებელს იტავდა. თეატრალური დადგმების გარდა,  აქ ტარდებოდა თესალიის მოსახლეობის შეკრებები. რომის პერიოდში თეატრი გადააკეთეს არენად. ამის შემდგომ ქალაქის თეატრალური ცხოვრება გადავიდა ქალაქის მეორე ანტიკურ თეატრში.  ის პევკაკიას ფერდობის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.  თეატრი 1978  წელს აღმოაჩინეს.  დღეს მისგან მხოლოდ სცენა, ორკესტრის მოედანი და მაყურებლის დარბაზი შემორჩა.


    ფრურიოს მთა

    ცენტრალური მოედნიდან მიმავალი ვიწრო ქუჩებით მთაზე ასვლისას, თქვენ დაინახავთ ბიზანტიური და ოსმალური ეპოქის ადრექრისტიანულ ძეგლების  კომპლექსს. დღემდე შემორჩა მეთხუთმეტე საუკუნის ბეზესტენის ( ქსოვილების ბაზრობის)  ნანგრევები, მეექვსე საუკუნის ადრექრისტიანული აბანოები, ლარისას პირველი არქიეპისკოპოსისა და ქალაქის მფარველის წმ. აქილას ადრექრისტიანული სამნავიანი ბაზილიკა,ასევე  11-12 საუკუნის ბიზანტიური ბაზილიკა სასაფლაოთი.

    აქ აღმოაჩინეს ადამიანის დასახლების პირველი დამადასტურებელი ფაქტები, რომელიც ნეოლითის პერიოდს მიეკუთვნება, მოგვიანებით  აშენდა ქალაქის  ძველი აკროპოლისი , რომლის სამხრეთითაც  პირველი ანტიკური თეატრი და ეპისკოპოსის სასახლე მდებარებდა.

    ბეზესტენი

    ლარისას ბეზესტენი გამორჩეულ ადგილს იკავებს ძველი აკროპოლისის ტერიტორიაზე,რომელიც მდებარეობს  მთა  ფრურიოს ფართო პლატოზე. ეს არის მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში  თურქების მიერ აშენებული დიდი დახურული ბაზრობა. აქედან მოყოლებული სამი საუკუნის განმავლობაში ბეზესტენი იყო ბაზრობის  მთავარი ნაწილი. დღეს მხოლოდ ცენტრალური შენობის პერიმეტრიული კედლები შემორჩა.

    ჰიპოკრატეს მემორიალი

    ცოტამ თუ იცის , რომ ქალაქ ლარისაში გაატარა ცხოვრების ბოლო წლები და გარდაიცვალა მედიცინის მამა ჰიპოკრატე. მისი სამარხი მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს. ის ძველი ქალაქის გასასვლელთან გირტონის მხარეს მდებარეობს. ამ ადგილთან ახლოს ჩვენს დროში შექმნეს თანამედროვე მემორიალური კომპლექსი, რომლის თავზეც ჰიპოკრატეს ქანდაკება დადგეს. 1986 წლიდან აქ მოქმედებს სამედიცინო მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილია ჰიპოკრატეს საფლავის ქვის მარმარილოს  ასლი. ქვაზე ამოტვიფრულია მისი ცნობილი ფიცის სიტყვები, მისი აფორიზმები, შრომები, ბარელიეფები,.მასზე  გამოსახულია ჰიპოკრატე ავადმყოფების მკურნალობის დროს და სამედიცინო ხელსაწყოების სურათები, რომლებსაც ძველ დროში იყენებდნენ.

    დიდი თურქული აბანოები (Buyuk Hamam)


    ქალაქის ისტორიული ცენტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს დიდი თურქული აბანოები - ბენიუკ ჰამამი.  მათი დამაარსებლის სახელი დღემდე უცნობია. მეცხრამეტე საუკუნის არქივის წყაროები გვამცნობენ , რომ აბანოები ეკუთვნოდა სეიტუ იაქია ჰამევი კანტრის . დიდი აბანო წარმოადგენს წაგრძელებულ შენობას ორი გუმბათით, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის საჯარო აბანოების მშენებლობის ტრადიციებთან შეთანხმებით იქნა აშენებული. ოთახები მასში ხაზობრივად აღმოსავლეთიდან დასავლეთით იყო განლაგებული. დღეს მთელი კომპლექსი თანამედროვე მაღაზიების შიგნით არის მოქცეული. აბანოს გასახდელი - დიდი კვადრატული ოთახია , ნახევარსფეროიანი გუმბათით დაფარული, რომელიც გამოიყოფა თავისი ზომებით მთლიანი კომპლექსის მაშტაბისგან. მისი დიამეტრი 13 მ-ია.


    ბაირაკლის მეჩეთი

    ეს მეჩეთი აგორის ცენტრში მდებარეობს.  მისი სახელწოდება უკავშირდება იმამს, რომელმაც მეჩეთის თავზე აღმართა დროშა (ბაირაკი) , რომლითაც ანიშნება დანარჩენ იმამებს, რათა  მოეხმოთ მორწმყნეები ლოცვისთვის.  მეჩეთისგან მხოლოდ ცენტრალური შენობის ორი კედელი შემორჩა,

     

     პოსეიდონის ძეგლი


    მემორიალური თეთრი მარმარილოს სვეტი სიმაღლით 2,63 მ. და სიგანით 0.50მ. ფრონტონის დაბოლოებით აღმართული იყო  ქვის საძირკველზე.  ის თარიღდება ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მეოთხე საუკუნით. სვეტის შუაგულში ამოტვიფრულია სამი სიტყვისგან შემდგარი წარწერა: «Poteidoni Krannaioi Pylaioi» , ღმერთ პოსეიდონის საპატივცემულოდ , თესალიელები პატივს სცემდნენ, როგორც წყაროს წყლის ღმერთს. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე , გადაწყვიტეს ორიგინალი შესანახად მუზეუმში გადაეტანათ , ხოლო მის ადგილას ზუსტი  ასლი დადგეს.

     

     

        თურქთა ბატონობის პერიოდიდან ქალაქში შემორჩა მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული  გენი მეჩეთის შენობა, რომელშიც ბოლო დრომდე განთავსებული იყო ქალაქის არქეოლოგიური მუზეუმი. დღეს ის ახალ შენობაში გადავიდა. ეს ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული  ადგილია .  მუზეუმში პალეოლითის ეპოქის დიდი კოლექცია ინახება, ასევე ნეოლითიდან  მოყოლებული ბიზანტიურ პერიოდამდე აღმოჩენილი სხვა არტეფაქტები.

    განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საბერძნეთში ერთადერთი თოჯინების თეატრი, რომელშიც წარმოდგენილია ხელნაკეთი 300 თოჯინა.

    ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ ქალაქის სამხატვრო გალერეა, სადაც თავმოყრილია უნიკალური თანამედროვე ბერძნული ფერწერა.

    მოინახულეთ ალკაზარის პარკი , საბერძნეთში ერთ-ერთი ულამაზესი პარკი, ტბით, ბაღითა და თეატრით , ულამაზესი ხეივანი მცირე ზომის თეატრით,  სახლები  ტამბაკიკაში და ძველი შენობები ფრურიოს რაიონში. თქვენ გაგაოცებთ ძველი წისქვილის კომპლექსი ე. წ.  «წისქვილი პაპპასი»,  სადაც ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

    აქტიური დასვენების მოყვარულებს დააინტერესებთ ოლიმპოს მთის  მასივი, საბერძნეთში ყველაზე მაღალი მწვერვალით - მიტიკასის  (2917 მ .), რომელზეც ისინი შეძლებენ ასვლას.  მიკიტასიდან სამხრეთით მდებარეობს პიკი ანტონიოსი, სადაც აღმოაჩინეს ზევსის ტაძრის ნანგრევები , მთის დასავლეთით  კი , 700 მ. სიმაღლეზე, აპოლონის ტაძარის ნანგრევები.  ადგილზე სახელწოდებით ვრისოპულესი  მდებარეობს სამთო- სათხილამურო  ცენტრი.
     

    კისავოსას ფერდობთა შუაში,  არის   სოფელი აგია, რომელიც ფიჭვის ტყითაა გარშემორტყმული . გაგაოცებთ  სოფელში მდებარე  ეკლესიებისა და  არქეოლოგიური  აღმოჩენების სიმრავლე. არ  დაგავიწყდებათ ეწვიოთ მეტაქსოხორის და ანატოლიას.

    ლარისასთან ახლოს მდებარეობს მეტეორას ცნობილი კლდეები, რომლის მწვერვალებზე აშენებულია ბიზანტიური მონასტრები , ისინი თითქოს ცაშიარიან გამოკიდებულნი.

    ლარისადან  სამხრეთით 2 კილომეტრში მდებარეობს ხეობა, რომელიც  მდინარე პინეოსის მიერ ოლიმპოს მთის მასივშია გაჭრილი.  აქ არის კასტროტის ორეასის სასახლის ნანგრევები -«ულამაზესი ქალწულის სასახლე» და კარგად შემონახული უძველესი პლატამონას ციხე-სიმაგრე,  რომელიც ჯვაროსნებმა ზღვის  შემოსევებისგან თავის დასაცავას ააშენეს. აქ ყოველ ზაფხულს ტარდება ოლიმპოს ფესტივალი.

     

     

    ლარისას პრეფექტურაში დომინირებს კონტინენტური კლიმატი,ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. მისი მთავარი თავისებურებაა - ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურებს შორის დიდი დიაპაზონი,რომელიც  ზოგჯერ აღწევს 22 ° C აღწევს. საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 16 დან 17 ° C-მდე. 

     ზაფხულში ქალაქში ძალიან ცხელა. ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 45 ° C.  მინიმალური ტემპერატურა,რომელიც აქ  აღიღნიშნა არის -21 ° C.  ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა ქალაქში დაახლოებით 426,2 მმ და საშუალო წლიური ტენიანობა აღწევს 66,23%.

     

    მნიშვნელოვნად იმოქმედა მთელი თესალიის კლიმატზე, რეგიონში ერთადერთი ტბის -კარპას დაშრობამ. მისი დაშრობა განხორციელდა 1962 წელს მალარიის ეპიდემიასთან საბრძოლველად და, ასევე რომ შეექმნილიყო ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
    დღეს, ცდილობენ ტბის ნაწილობრივად აღდგენას , რაც გამოიწვევს კლიმატის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებას .

     

    აგიოკამბოსი

    ზღვისპირა საკურორტო სოფელი რამდენიმე კილომეტრშია ქალაქიდან. მის პოპულარული ქვიშიან სანაპიროს მიენიჭა ევროკავშირის მიერ "ლურჯი დროშა" . სანაპირო კარგად არის აღჭურვილი. აქ ბევრი რესტორანი და კაფეა. სოფელთან ახლოს მდებარეობს  ტყე - პოლიდენდრისი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საბერძნეთში. აქ ხარობს მუხა, ცაცხვის, ნაძვის ხეები და წაბლის ხეები. ეს არის თავშესაფარი მრავალი სახეობის გარეულ ცხოველთათვის.

     

    კოკინო ნერო

    შესანიშნავი ადგილია მშვიდი დასვენებისთვის - პატარა საკურორტო ქალაქი კოკინო ნერო, რომელიც მდებარეობს 45 კმ-ში ლარისადან. თვალწარმტაცი ლაგუნები, ფირუზისფერი ზღვა და პლაჟები ხავერდოვანი ქვიშით-არაჩვეულებრივი ადგილია საცურაოდ. ცნობილია ქალაქი თავისი სამკურნალო წყლებითაც.

    კარიცა

    მდებარეობს ზღვისპირა რეგიონში. შეგიძლიათ იცურავოთ და დაისვენოთ სანაპიროებზე პლატია ამოს და კუტცუპიესზე.  

    სტომიო

     ღმერთების მიერ კურთხეული სტომიო -  ქარიზმატული, კოლორიტული, ოქროსფერი სანაპიროა,კამკამა  და ჯადოსნური  ზღვით. მდებარეობს სოფელ პინეოსში. აქედან მარტივად შეიძლება ასვლა კისავოში. ლამაზი ქვიშიანი პლაჟი აქ გაჩნდა არც ისე დიდი ხნის წინ. დღეს მას აკრავს მთები, რომლებიც დაფარულია წიფელისა და ცაცხვის ტყეებით.

     

    პირგეტოსი და რაპსანი

    ეს ორი სოფელი მდებარეობს ოლიმპოს ძირში. საინტერესოა თავისი ლამაზი ეკლესიებით, მონასტრებითა და მშვენიერი სახლებით. მათ მეზობლად განლაგებულია ძალიან ლამაზი სოფელი კრანია.  შეგიძლიათ ბანაობა ნეა მესაგალაში.

     

    ფოტოგალერეა