თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
23°C

პელოპონესი. დასვენება და ტურბეი2024

აღწერა

პელოპონესის ნახევარკუნძული – ეს არის მთელი საბერძნეთის მინიატურა: მშვენიერი სანაპიროები და დიდებული მთები. ტურისტული ცენტრები და  თვალწარმტაცი ტრადიციული სოფლები, ლეგენდარული ანტიკური ქალაქები და პოპულიარული კურორტები. არქეოლოგიური ძეგლები. 

ნახევარკუნძული თავისი ფორმით ჭადრის  ფოთოლს წააგავს. ნახევარკუნძულს ხმელეთიდან კორინთოს არხი ყოფს. რეგიონის ფართობია-22.000.000 კილომეტრია. მოსახლეობა- 1 მილიონი ადამიანია. პელოპონესი მთიანი რეგიონია. მისი ყველაზე მაღალი მწვერვალია-ტაიგეტუსია (2.407 მ), დასავლეთით კუნძულს აკრავს იონური ზღვა, აღმოსავლეთით კი მირტოს ყურე.

ადმინისტრაციულად პელოპონესი დაყოფილია 7 ოლქად:

  • აქაია,
  • ილია,
  • მესენია,
  • ლაკონია,
  • არკადია,
  • არგოლიდა,
  • კორინთია.

ნახევარკუნძულის უმსხვილესი ქალაქებია - პატრა, სპარტა, ტრიპოლი, პირგოსი, კალამატა, არაკსოს, ნავფლიონი და კორინთო.

ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონში ხელი შეუწყო ლანდშაფტის მრავალსახეობამ და მდიდარმა ისტორიამ.  ეს საბერძნეთის სამხრეთით მდებარე ნახევარკუნძული უნიკალური დასასვენებელი ადგილია წელიდადის ყველა დროს. 

პელოპონესის სასტუმროები : აქაიას სანაპიროზე, ილიაში და მესენიაში განლაგებულია უმსხვილესი  SPA-კურორტები და კომპლექსები. 

ქალაქ მანიში, მთიან არკადიაში და შუასაუკუნოვან მონემვასიაში ტურისტებს ელით ტრადიციული ბერძნული სასტუმროები( ქსენონასი); კალავრიტაში, პარნონასში და ტაიგეტუსში სტუმრებს დახვდებათ განსაკუთრებულად კოლორიტული შალეები და მთის ვილები, ტყისპირა დასახლებები და  ქვის სასტუმროები. 

«MOUZENIDIS TRAVEL»-მა შეიმუშავა სხვადასხვა ტურები პელოპონესზე(საზაფხულო დასვენება, საექსკურსიო ტურები,ზამთრის სამთო-სათხულამურო კურორტები).



ღირსშესანიშნაობები

პოლოპონესი საბერძნეთის დიდ ტერიტორიას იკავებს. ხშირად მას თვლიან კუნძულად, თუმცა სინამდვილეში პელოპონესი მატერიკი ნაწილია, რომელიც დანარჩენი საბერძნეთისგან კორინთოს არხით არის გამოყოფილი. 

შემდეგ ▼

პელოპონესი შედგება ოლქებისგან: აქაია,მესენია,ილია,არკადია,არგოლიდა და კორინთია. ყოველი მათგანი თავისებურად ლამაზი და უნიკალურია.

ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი ქალაქია პატრა, სიდიდით მეორე ქალაქია-კალამატა. ანტიკურ დროში აქ ყვაოდა ისეთი ბერძნული პოლისები,როგორიცაა სპარტა, კორინთო და არგოსი.  

 ნახევარკუნძულის მდიდარი ისტორია და არქეოლოგიური ძეგლები ათასობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პელოპონესის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებია-უძველესი ოლიმპია (ოლიმპიური თამაშების სამშობლო), არგოლიდა (ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ცივილიზაცია ), მისტრა (მთები,რომლებშიც განლაგებულია უამრავი ბიზანტიური ეკლესია), ცნობილი სპარტა, კალავრიტა (პირველი მონასტერი საბერძნეთში), უმშვენიერესი მონემვასია და პილოსი....არანაკლებ ცნობილია  ძველი კორინთო, აკროკორინთო, კორინთოს არხი და ძველი ნემეა (ნემეური თამაშების სამშობლო).

 


კლიმატი

პელოპონესის კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია.

სანაპირო რაიონებში დომინირებს ხმელთაშუა ზღვის ტიპის კლიმატი. ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში (მთებში), ფიქსირდება უფრო დაბალი ტემპერატურა და უხვი ნალექი ზამთარში. დასავლეთით  წვიმიანი ზამთარი და თბილი ზაფხულია. ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ხმელთაშუა ზღვის ტიპის კლიმატი ჭარბობს, იშვიათი წვიმით.

პელოპონესზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულობით 24 С.


სანაპიროები

ბუნებამ გულუხვად დააჯილდოვა პელოპონესი ულამაზესი  მრავალფეროვანი პეიზაჟებით: ულამაზესი სანაპიროები, მთები, ტრადიციული სოფლები.  ეს რეგიონი ნამდვილი სამოთხეა ბუნების და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. ამის გარდა აქ მდებარეობს მსოფლიოში  უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლები და მრავალი, მრავალი სხვა!

ფოკიანო

სად: არკადიაში, ქალაქ ლეონიდიოს მახლობლად. უახლოვესი სოფელი პულიტრა. 
სანაპირო: ნახევრადმრგვალი ყურე იდეალურად სუფთა, ზურმუხტისფერი წყლით.  
დამატებითი ბონუსი: ტავერნა პირდაპირ სანაპიროზე, სადაც დაგხვდებათ ახალდაჭერილი თევზი,  არომატული სალათები და სხვა უგემრიელესი კერძები. 

ვოიდოკილია

სად: მესენიაში, 10 კმ-ში პილოსიდან.
სანაპირო: საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო!  და ეს შემთხვევითობა არ არის: ბრწყინვალე ნახევრადწრე , რომელსაც გარს არტყავს ფირუზისფერი წყლები და თეთრი ქვიშიანი დიუნები პუდრივით წვრილი ქვიშით.  
დამატებითი ბონუსი: აქვე, ორ ბორცვზე, რომლებივ იცავენ სანაპიროს ქარისაგან, მდებარეობს პალიოკასტროს ციხე (1278 წ.) და ფრასიმიდის მიკენური ეპოქის სამარხი. 

აგია ვარვარა

სად: ლაკონიის მანიში, 9 კმ-ში სოფელ კოროტონამდე გიფიოს მხრიდან. 
სანაპირო: ოქროსფერი ქვიშით, კრისტალურად სუფთა წყლით,  ხშირი მცენარეული საფარით და პატარა სამლოცველოთი,რომელშიც თქმულების თანახმად მეკობრეთა განძია დაკრძალული. 
დამატებითი ბონუსი: ტავერნაში ამზადებენ ახალდაჭერილ თევზსა და ზღვისპროდუქტებს, მაგიდები კი პირდაპირ სანაპიროზეა განლაგებული. სადილი დაგიჯდებათ დაახლოვებით 15-20 € კაცზე. 

ელეა

სად: მესენიაში,კიპარისიიდან 10 კმ-ში,პირგოსის დასახლებასთან.
სანაპირო: ოქროსფერი ქვიშა, იონური ზღვის გამჭირვალე წყლები, ტალღები აგვისტოში სერფინგის მოყვარულთათვის, ფიჭვის ტყე.
დამატებითი ბონუსი: თუ მოგშივდებათ შეგიძლიათ ისადილოთ მითოს ელეასში-შეუკვეთეთ ახალი თევზი და ზღვისპროდუქტები, შემწვარი კაბახი და  ადგილობრივი ყველის ასორტი (დაახლოვებით  20 € კაცზე).

მავროვუნი

სადе: მესენიაში ფინიკუნდას და მეთონის დასახლებებს შორის. არსებობს რამოდენიმე სანაპირო სახელწოდებით «მავროვუნი», პელოპონესის სხვადასხვა ადგილას. ყველაზე ცნობილი, მაგრამ ნაკლებად შთამბეჭდავი ლაკონიის გიფიოში მდებარეობს.
სანაპირო: მესენიის ულამაზესი სანაპირო, წვრილი ქვიშითა და კამკამა წყლით. 
დამატებითი ბონუსები: უმშვენიერესი ციხე-სიმაგრეები მეთონი და კორონი მდებარეობს ძალიან ახლოს და იდეალურია რომანტიული გასეირნებისათვის. 

ფონეას

სად: მესენიაში, კალამატიდან 30 კმ-ში.
სანაპირო:  მსხვილი თეთრი ქვიშა, ზურმუხტისფერი ზღვა.  
დამატებითი ბონუსი: თუ მოგშივდათ, აქვე არის რესტორანი "ფონეასი",  რომელშიც შეგიძლიათ განთავსდეთ ზეითუნის ხის ქვეშ განლაგებულ მაგიდებთან და შეუკვეთოთ უგემრიელესი ხორცი და ადგილობრივი სამზარეულოს კერძები (15-17 € კაცზე).

პეტროხორი

სად:  15 კმ სოფელ პილოსის ჩრდილოეთით, ვოიდოკიას დასახლების მახლობლად. 
სანაპირო: ძალიან მშვიდი ქვიშიანი სანაპირო,ღია-ცისფერი წყლით. 
დამატებითი ბონუსი: რესტორანი "ამოფინესი" განლაგებულია ზღვასთან. გთავაზობთ უგემრიელეს ტრადიციულ კერძებს, კრეატიული დეტალებით. სრულყოფილი სადილი დაგიჯდებათ მიახლოვებით  15-20 € კაცზე. 

კიპარისი

სად:  ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ლაკონიაში, 60კმ-ში მონემვასიიდან. 
სანაპირო: სინამდვილეში კიპარისი ორი პლიაჟისაგან შედგება-აგია კირიაკი და მეგალი ამუ. ფერადი კენჭები და ულამაზესი კლდეები პირველზე, შავი კენჭები და ხეები მეორეზე. კრისტალურად სუფთა წყალი, იდეალური სიმშვიდე, და პანორამული ხედები ორივე პლიაჟზე გელით. 
დამატებითი ბონუსი: სოფელი რომელიც  პლიაჟთან მდებარეობს იდეალურია გასეირნებისთვის და საღამოს დასვენებისთვის. 

კოლონიდეს

სად: მესენიას ყურეში,4 კმ  კორონის ჩრდილოეთით.
სანაპირო: გარშემორტყმულია მწვანე ხეებით, გააჩნია ლურჯი წყალი და რბილი ოქროსფერი ქვიშა. მდებარეობს სასტუმრო კოლონიდესთან.
დამატებითი ბონუსები: აქვე მდებარეობს ამ რეგიონის კიდევ ერთი ულამაზესი სანაპირო-პერულია. აქვეა მყუდრო ტავერნა, სადაც დემოკრატიულ ფასებში ბერძნული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს ამზადებენ (დაახლოვებით 12-15 € კაცზეна ).

ზახარო

სად: პელოპონესის სამრეთ სანაპიროზე, ილიას პრეფექტურაში, 40 კმ-ში პირგოსიდან.
სანაპირო: ამ სანაპიროს ათენელები უწოდებენ «კაიაფა»-ს, პელოპონესელები კი «პირგოსის პლიაჟს», რომლის სიგრძეც 50 კმ-ს აღწევს. ოქროსფერი ქვიშა, ფირუზისფერი ზღვა და არაჩვეულებრივი ფიჭვის ტყე. 
დამატებითი ბონუსი:  უძველესი ოლიმპია მდებარეობს 25 კმ-ში სანაპიროდან, 12 კმ-ში კი მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ანტიკური დროის ძეგლი-აპოლონის ტაძარი ბასიში.

თერმული წყაროები ლუტრა კაიაფა

ლუტრა კაიაფა – თერმული წყაროები, განლაგებულია ილიას ოლქის სამხეთ ნაწილში, ლაპიფას მთის ძირში, კაიაფის ტბასთან. ამ რეგიონის სანაპირო ყველაზე გრძელი ქვიშიანი პლიაჟია ევროპაში. თერმული წყაროების ტერიტორიას მიეკუთვნება ასევე კაიაფას ტყე, რომელიც პროგრამა NATURA 2000-ის ნაწილია.

შემდეგ ▼

კაიაფას თერმული წყაროები იდეალურია სხადასხვა დავაადებების მკურნალობის დროს. კაიაფას სტუმრები ტკბებიან ჰიდროთერაპიით ულამაზესი ბუნების გარემოცვაში.  

ეს წყაროები სათავეს იღებენ ნიმფების გამოქვაბულში,სადაც მითოლოგიის თანახმად დაიბადა დარდანი, ტროელებთა წინაპარი. 
ლუტრა კაიაფას წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ, ჯერ კიდევ  უძველეს დროში იყო ცნობილი.  ამ სამკურნალო თვისებებს ძველი ბერძნები უკავშირებდნენ ნიმფების მაგიას, რომლებიც თქმულების თანახმად ამ რეგიონის ტყეებში ცხოვრობდნენ. 

კაიაფას ტბაზე, სპა-ცენტრში დასვენების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ  წლის სპორტის სხვადასხვა სახეობით,მათ შორის წყლის თხილამურებით.  


ზოგადი ინფორმაცია ლუტრა კაიაფის შესახებ 

წყლის ტემპერატურა:
32oC

წყლის თვისებები:
თერმული - C1 - Na - K - HS - მინერალური - ჰიპოტონული,  ნატრიუმის ჰიდროქლორიდის წყაროების კატეგორიას მიეკუთვნება. 

რეკომდირებულია:ქრონიკული რევმატიზმის, მიოზიტის, ნევრალგიის, კანის დაავადებების, ბრონქეალური ასთმის, ატიპიური გინეკოლოგიური ანთებების, ეკზემის, ღვიძლის, კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავის დაავადების დროს, ასევე  აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.