Самос

საბერძნეთი

დასვენება კ. სამოსზე 2021

    სამოსი: კუნძული, რომელსაც მრავალი სახე აქვს

    სამოსი გეპატიჟებათ და გიმზადებთ უამრავ სურპრიზს: აქ თქვენ გელით ულამაზესი მთა, ლურჯი ზღვა,  მხიარული ღამის ცხოვრება, სიმშვიდე და სიმყუდროვე.

    კუნძული სამოსი - საბერძნეთის სიდიდით მერვე კუნძულია, საერთო ფართობით 474 კვ.მ. კმ. ბუნებამ დააჯილდოვა კუნძული მაღალი, მწვანე მთებით, საოცრად ლამაზი ყურეებით, ნავსადგურებითა და თვალწარმტაცი პლაჟებით. სამოსზე არსებობს როგორც ორგანიზებული პლაჟები, ყველანაირი კომფორტით, ასევე  "ველური", ტურისტების ფართო მასისთვის უცნობი სანაპიროები. კუნძული ცოტა ხნის წინ აღიარებულ იქნა ტურისტების მიერ, როგორც პოპულარული დასასვენებელი ადგილი; იგი აოცებს თავისი ბუნებრივი სილამაზით და შესანიშნავი პეიზაჟებით , ასევე საბერძნეთის უძველესი ძეგლების სიუხვით. ნაყოფიერი რელიეფი საშუალებას იძლევა  სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გავრცელებულია მესაქონლეობა, როგორც ვაკეზე, ისე მთაში და, რა თქმა უნდა მეთევზეობა ზღვის პირა ზოლში.ადმინისტრაციულად სამოსი შედგება 4 მუნიციპალიტეტისგან: ვაფეოსი, კარლოვასოსი, მარაფოკამბოსი, პითაგორიოსი.

    რატომ უნდა დავისვენოთ სამოსზე?

    • იმიტომ რომ, ეს არის დიდი კუნძული, ულამაზესი ბუნებით
    • იმტომ რომ, კუნძული საშუალებას გაძლევთ იზოლირებული ან კოსმოპოლიტური დასვენების არჩევის შესაძლებლობას და გთავაზობთ უამრავ ალტერნატივას.
    • იმიტომ რომ, აქ დაგხვდებათ ულამაზესი პეიზაჟების ფართო არჩევანი. 
    • აქ შესაძლებლობა მოგეცემათ გაეცნოთ ბერძნულ კულტურასა და ისტორიას. 

    კუნძულის გარშემო მოგზაურობისას იხილავთ ...

    ვაფის, სამოსის დედაქალაქს, კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი პორტით. ეს მყუდრო და ძალიან პატარა ქალაქი ნეოკლასიკური შენობებით გულგრილს არავის დატოვებს. სინამდვილეში, კუნძულის ოფიციალური დედაქალაქი არის ქალაქი სამოსი, მაგრამ ის იმდენად ახლოს არის ვაფისთან, რომ თითქმის შეუძლებელია მათ გარჩევა.

    თავდაპირველად, ქალაქ სამოსში არსებობდა სხვადასხვა სავაჭრო საწყობები. თანდათან გაჩნდა ახალი შენობები და ახლა ეს ადგილი გადაიქცა ლამაზ ქალაქად, ძველი და ახალი შენობებით, რომლებიც მუდმივად ვითარდება და ფართოვდება.

    თუ ქალაქის ვიწრო ქუჩებში გაივლით, კუნძულის ტრადიციული სტილით აშენებული მრავალი ძველი სახლი შეგხვდებათ: ჩვენ ვსაუბრობთ მცირე ზომის ფანჯრების მქონე შენობებზე, რომლებიც პრაქტიკულად ერთმანეთს ეხება და ერთგვარ ჩარდახს ქმნის გზებზე.

    აუცილებლად ეწვიეთ სოფელ კოკარს რომელიც კუნძულის ჩრდილო – დასავლეთ მხარეს მდებარეობს. მისი სახელწოდება უკავშირდება ამ რეგიონის ძირითად წარმოებას, პატარა ხახვის მოყვანას (კოკარი). ეს კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ტურისტული სოფელია. განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, კოკარი დღემდე ინარჩუნებს თავის უნიკალურ ელფერსა და სილამაზეს, განსაკუთრებით პორტში. აქვე მდებარეობდ შესანიშნავი ცამადუსა და ლემონაკიას სანაპირო. კოკარიში ფუნქციონირებს დიდი რაოდენობით მცირე ზომის სასტუმროები და ქირავდება აპარტამენტები, რომლებიც იდეალურია სამოსში დასვენებისა და განტვირთვისათვის.

    დაბოლოს, ქალაქ ვაფიდან შეგიძლიათ მოინახულოთ ვურლიოტესი. ვურლიოტესი მთიანი სოფელია, რომელმაც განვითარება დაიწყო მე -17 საუკუნის დასაწყისში და მრავალი წლის განმავლობაში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობით იყო დაკავებული.

    კარლოვასი - კუნძულის სიდიდით მეორე ქალაქი და პორტი.  სინამდვილეში, ეს არის  პატარა სახელმწიფო, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით დასახლებებისაგან: პალეო, ნეო, მესეო კარლოვასი, ორმოს, ლიმანი.

    ტრადიციულად, კარლოვასი არის ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო ცენტრი და წარსულში იყო ტყავის წარმოების ცნობილი ადგილი.მართლაც, თუ ცოტათი გაივლით ქალაქში, შეამჩნევთ ოდესღაც წარმატებით მომუშავე ტყავის საწარმოების სიმრავლეს. ასევე თქვენ ნახავთ ბევრ ძველ სასახლეს, ძველ უნივერსიტეტს და ყოფილ პორფირიადოსს, სადაც დღეს ნეო კარლოვასოსის დაწყებითი სკოლაა. დღესაც კი კარლოვასში ნახავთ ოჯახის მფლობელობაში მყოფ ქარხნებს რომლებიც კერამიკასა და ქსოვილებს აწარმოებენ.

    თუ ამ რეგიონში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ დასავლეთით მდებარე პოტამის სანაპიროს. ამ ადგილას ცხელი თერმული წყაროები აღმოაჩინეს და ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ უფლის ფერისცვალების ულამაზესი სამლოცველო, რომლის მშენებლობა მე-XI საუკუნით თარიღდება. ამ ადგილის ზემოთ, სიმწვანეში ჩაფლული საოცარი ჩანჩქერებია.

    ასევე საინტერესო იქნება სოფელ კასტანიას დათვალიერება, რომლის სახელი უკავშირდება ამ ადგილებში უხვად არსებულ წაბლის ხეებს. ეს არის ლამაზი, თითქმის მთიანი სოფელი, რომელიც გასეირნებისათვის შესანიშნავი ადგილია.

    კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მარაფოკამბოში არ არსებობს ის ტურისტული ინფრასტრუქტურა, როგორც სამოსის სხვა რაიონებში. სამაგიეროდ მუნიციპალიტეტს აქვს შესანიშნავი ქვიშიანი პლაჟები, მათ შორის პსილი (ან ხრისი ამმოს ) - პლაჟი ფიჭვის ხეებით, რომლებიც თითქმის ზღვამდე აღწევენ. თქვენ ასევე ნახავთ ისტორიულად მნიშვნელოვან პითაგორეს მღვიმეს, სადაც, თქმულების თანახმად, ფილოსოფოსმა მტრებს შეაფარა თავი. თუ გზას გააგრძელებთ, შეგიძლიათ მოინახულოთ რამდენიმე თვალწარმტაცი მონასტერი და ეკლესია.

    მუნიციპალიტეტში ასევე შედის კალიფეა - პატარა სოფელი, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით. აქედან შეგიძლიათ იხილოთ კუნძულ იკარიასის და ქიოსის სანაპიროები. ეს იდეალური ადგილია იდილიური მზის ჩასვლის მოყვარულთათვის.

    პითაგორიო - კუნძულის მეოთხე და ბოლო მუნიციპალიტეტი, რომელშიც თავმოყრილია კუნძულის არქეოლოგიური აღმოჩენების უმეტესობა. პითაგორიო მუნიციპალიტეტის დედაქალაქია, აგებული უძველესი დედაქალაქის ნანგრევებზე.

     

    ნავსადგურში დაგხვდებათ ძველი ფილოსოფოსის ქანდაკება და მისი თეორემის აღწერა. ნავსადგურში  უძველესი პორტის ნანგრევები მდებარეობს, ხოლო ქალაქის ბევრ ნაწილში შემორჩენილია ძველი კედლების ნაშთები, ან პოლიკრატისის უძველესი სასახლის ნაწილები, ასევე ძველი რომაული აბანოების ნანგრევები. პორტი და პითაგორიოს სანაპირო სასიამოვნო და საინტერესო ადგილია გასეირნებისათვის.

    პითაგორეოში ღირს ევპალინიო ორიგმას მონახულება, გვირაბი, რომლის სიგრძეც დაახლოებით ერთი კილომეტრია.გვირაბი აშენდა უძველეს დროში ქალაქის წყალმომარაგების მიზნით და ერთ დროს ითვლებოდა მსოფლიოს მერვე საოცრებად.

    მუნიციპალიტეტში ასევე საინტერესოა შესანიშნავი სოფელი მიტილენა, რომელიც ცნობილია იშვიათი აღმოჩენებით - პალეონტოლოგიური ცხოველების ნაშთები, ასევე აქვეა პრეისტორიული ცხოველების უზარმაზარი სასაფლაო, როგორიცაა: სამოფირიო - უძველესი ჟირაფის სახეობა, სამოსის ცხენი, ასევე თანამედროევე ლომების, სპილოებისა და მარტორქების წინაპრებით.

    დაბოლოს, ეს სოფელი ყოველთვის ცნობილი იყო შესანიშნავი თამბაქოს წარმოებით, რომელიც დღეს არ თმობს თავის პოზიციებს.

    სამოსში ნახავთ როგორც ორგანიზებულ პლაჟებს, ყველანაირი კომფორტით , ასევე "ველურ" სანაპიროებს.

    გაგუ

    პირველ კატეგორიაში შედის გაგუს სანაპირო, რომელიც მდებარეობს სამოსის დასავლეთით მხოლოდ 2 კმ-ზე. აქ დაგხვდებათ რესტორანი, კაფე, ქოლგები და შეზლონგები.

    კერველის

    კერველის სანაპიროზე, სამოსიდან აღმოსავლეთით 9 კმ-ში,  შეგიძლიათ ისიამოვნოთ ცურვით და დატკბეთ სიმშვიდით. მიუხედავად იმისა, რომ აქ ქოლგებს ვერ ნახავთ, სანაპიროს მიმდებარე ხეები ფაქტიურად ზღვაში ჩადის და მშვენიერ ჩრდილს გიქმნით. ასევე რამდენიმე პატარა ტავერნაა კერველში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბერძნული სამზარეულო. გარდა ამისა, აქ ზღვა ყოველთვის მშვიდი და თბილია.

    პსილი ამმოს

    ცურვისთვის ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ პსილი ამმოსის სანაპირო. ეს პლაჟი მდებარეობს დედაქალაქის აღმოსავლეთით. დამახასიათებელი  წვრილი ქვიშის გარდა (psili ammos ბერძნულიდან) დაგხვდებათ საოცარი  წყალი, რომელიც არ არის ღრმა,რაც  ბავშვებისთვის ძალიან კომფორტულია.

    მურტიას

    კუნძულ სამოსის აღმოსავლეთ მხარეს, დედაქალაქიდან დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდებარეობს მურტიას სანაპირო. ეს პლაჟი რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც მშვიდი და განმარტოებული დასვენება მოსწონს. სწორედ აქ იკრიბება მეთევზეების უმეტესობა.

    ნისი

    კუნძულის მოპირდაპირე მხარეს, ქალაქიდან 9 კილომეტრში მდებარეობს ნისის სანაპირო. თუ თევზაობა გიყვართ, განსაკუთრებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით. ამავდროულად, ჩვენ გირჩევთ ისადილოთ აქ მდებარე ტავერნებში,სადაც დაგხვდებათ გემრიელი თევზისა და ზღვის პროდუქტების კერძებით.

    მიკალის

    დაბოლოს, კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედაქალაქიდან დაახლოებით 9 კილომეტრში, შეგიძლიათ ბანაობა მიქალისის სანაპიროზე. კუნძულზე ასევე ცნობილია როგორც "კავოს ფონიასი", აქ გამართული საზღვაო ბრძოლის გამო. სანაპირო კარგად არის ორგანიზებული და იდეალურია ფოტოსესიისთვის.

    ფოტოგალერეა