თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა
19°C

თასოსი. დასვენება და ტურები2018

აღწერა

თასოსი- ეგეოსის ზღვის ზურმუხტი

ყველაზე მწვანე კუნძული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.იგი განთავსებულია კავალიდან (აღმოსავლეთ მაკედონიის საკურორტო ქალაქი) 12 კილომეტრში.

მდიდარმა მწვანე საფარმა ღირსეულად მიანიჭა ამ კუნძულს საბერძნეთის ყველაზე მწვანე კუნძულის წოდება.  მთელ ტერიტორიაზე გვხვდება ზეთისხილი ,ფიჭვი, შინდი, ნაძვი, კედარი, სოჭი და მრავალსაუკუნოვანი ჭადრები.  სანაპირო ზოლი  კამკამა წყლით და თეთრქვიშიანი პლიაჟებით 115 კმ სიგრძისაა.

ზურმუხტისფერი დომინანტური ფერია თასოსის პეიზაჟებზე.  ულამაზესი ჩანჩქერები და კლდეები,სადაც ქათქათა მარმარილოს მოიპოვებენ, თავისი უჩვეულო სილამაზით  ხიბლავს ტურისტებს .

კუნძული თასოსი  იდეალურია იმისათვის, რომ  დაისვენოთ ბავშვებთან ერთად, ასევე რომანტიული, მყუდრო და წყნარი დასვენებისთვის, თასოსი მშვენიერი არჩევანია ანტიკური ისტორიის  და  ულამაზესი ბუნების მოყვარულთათვის.

კომფორტული კლიმატის გამო თასოსი  ითვლება ეგეოსის ზღვის ყველაზე ნაყოფიერ და ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე კუნძულად. თვით ჰიპოკრატე, მედიცინის მამა, რომელიც  კუნძულზე რამოდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ხაზს უსვავდა ამ კუნძულის ძლიერ მხარეებს: ზამთარი თასოსზე უფრო  გაზაფხულს წააგავს ,ხოლო ზაფხული -სასიამოვნო და კომფორტულია.

“MOUZENIDIS TRAVEL”-ი კუნძულ თასოსზე სხვადასხვა სახის ტურებს გთავაზობთ: საოჯახო, წყნარ, რომანტიულ დასვენებას ,არაჩვეულებრივ ბუნებაში და სხვადასხვა კატეგორიის (2 დან 5 ვარსკვლავიან) კომფორტულ სასტუმროებში.

 

თასოსის სოფლები

ლიმენასი-დედაქალაქიდა კუნძულის მთავარი პორტი. აქ მდებარეობს თასოსის არქეოლოგიური საგანძური, უძველესი აგორა. რომაული ტაძრების ნანგრევები, უძველესი თასოსის ნაქალაქარი. ტურისტების დიდ ინტერეს იწვევს არქეოლოგიური მუზეუმის იშვიათი ექსპონატები.

დიდი და პატარა კაზავიტი- მთის ფერდობზე აშენებული ,ულაულამაზესი ბუნების მქონე სოფლები,ტრადიციული ქვის სახლებით. ტურისტებს მოხიბლავს ამ სოფლების სიწყნარე, ჩიტების გალობა და ჩანჩქერები.

კალირახი- ზეთისხილის ხეებით გარშემორტყმული პატარა სოფელი.მშვენიერი მიმართულებაა მათვის , ვისაც მთაში ლაშქრობა და მიხვეულ- მოხვეული ქუჩები იზიდავს.

ლიმენარია- ლიმენასის  ”კონკურენტი”  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. აქ რესტორნების,ტავერნების, ღამის კლუბების და სასტუმროების ფართო არჩევანია.

თეოლოგოს-ყოფილი დედაქალაქი. იგი განლაგებულია მთებში. ამ დასახლების შენობები საბერძნეთის მთავრობის მიერ არქიტექტურულ ძეგლებად გამოცხადდა. ეს არის ”მუზეუმი ღია ცის ქვეშ” და აქ ყოველწლიურად იმართება ზეიმი, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა  ძველ ტრადიციულ საქორწილო ცერემონიალს აღადგენს ხოლმე.

პოტოსი- თასოსის ტურისტული ცენტრი ,რომელიც პოპულარულია ახალგაზრდებში.   აქ გართობისთვის და ხმაურიანი დროს ტარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი: უამრავი კაფე-ბარი,დისკოტეკები,რესტორნები ,რომლებიც დილამდე ღიაა.

 

 



ღირშესანიშნაობები

მდიდარი ისტორიის წყალობით, თასოსის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლები. აუცილებლად ღირს ეწვიოთ არქეოლოგიურ მუზეუმს , რომელიც დედაქალქში მდებარეობს. გირჩევთ დაათვალიეროთ უძველესი თეატრი და უძველესი აგორის ნანგრევები. საინტერესო იქნება ექსკურსია არქეოლოგიური გათხრების ადგილას თასოსის უძველეს დასახლებაში ალიკის კონცხზე. ჩაძირული კარიერი, რომელიც კონცხის ზღვართან მდებარეობს და უზარმაზარი ქვის ბლოკები, რომლებიც ჯერ ისევ ზღვის ფსკერზეა , მოწმობენ იმას, რომ ამ ადგილას მდებარეობდა უდიდესი სამშენებლო მოედანი, რომელიც ფუნქციონირებდა ძვ.წ 6  საუკუნიდან  ჩვ. წ 6 საუკუნემდე.

ალიკის დასახლებასთან ახლოს ეწვიეთ მთავარანგელოზ მიქეილის მონასტერს, რომელშიც ინახე იმ წმინდა ლურსმნის ნაწილი, რომლითაც ქრისტე ჯვარს აცვეს. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა ეწვიოთ  თეოლოგოსის და ლიმინარიის ხალხური შემოქმედების მუზეუმს.

 


კლიმატი

თასოსი ზომიერი კლიმატით გამოირჩევა. აქ სასიამოვნო, გრილი ზაფხული და რბილი ზამთარი იცის. ჰიპოკრატემ მნიშვნელოვანი ჩანაწერები დატოვა თასოსის კლიმატის შესახებ. თავის წიგნში ”ეპიდემია”, იგი წერდა: თასოსზე ზამთარი გახაფხულს უფრო გავს. მართლაც კუნძულზე საშუალო წლიური ტემპერატურა +17C შეადგეს,ზაფხულში კი +25,4 C (ივნისში).

 


სანაპიროები

თასოსი გამოირჩევა სანაპიროების სილამაზით და სიმწვანით, ასევე სუფთა,  კამკამა,ზურმუხტისფერი წყლით.

 

გლიკადი

გლიკადის მშვიდი პლაჟი იდეალური ადგილია მათთვის ვინც სიწყნარეს და  ჰორმონიას აფასებს. აქ ბუნებასთან ძალიან ახლოს იგრძნობთ თავს. შესაძლებლობა გეძლევათ დატკბეთ ულამაზესი პეიზაჟით-ზურმუხტისფერი ზღვა, მზის სხივებში გახვეული ქვიშის სანაპირო, რომელიც ფიჭვის ტყითაა გარსშემორტყმული. ეს სანაპირო ასევე მშვენიერია დაივინგის მოყვარულთათვის. გლიკადი თასოსის დედაქალაქიდან მხოლოდ 4 კმ მდებარეობს. აქ თქვენ ყველაფერი დაგხვდებათ კომფორთული დასვენებისთვის: მანქანის გასაჩერებელი, ქოლგები, შეზლონგები და კაფე.

 

ლა სკალა

მშვენიერი პლაჟი, მწვანე ფიჭვებით გარსშემორტყმული, ლიმენასის პორტის მახლობლად მდებარეობს. ეს პლიაჟი ითვლება თასოსის ყველაზე ელეგანტურ პლიაჟად. ბარის დახვეწილი დიზაინი, კომფორტული შეზლონგები და საოცარი დასასვენებელი ადგილები შესაძლებლობას მოგცემთ მოდუნდეთ და ისიამოვნოთ არაჩვეულებრივი ზღვით და პეიზაჟებით. მშვენიერი პლიაჟია ახალგაზრდებისთვის. აქ ჩამოდიან ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც ამ ადგილის განსაკუთრებული ატმოსფერო იზიდავთ. 2013 წლიდან ლა სკალა პოპულარული გახდა იმითაც, რომ აქ დაიწყეს კონცერტების გამართვა საბერძნეთის ცნობილმა მუსიკოსებმა.

 

მაკრიამმოსი

ყველაზე პოპულარული და კარგად მოწყობილი პლიაჟი. აქ მრავლადაა კაფეები, ტავერნები, მაღაზიები. ეს სანაპირო საოჯახო დასვენებისთვის იდეალურია. თვითონ პლიაჟი ძალიან ლამაზია, მას თეთრი, ზურმუხტისფერი ზღვა და წვრილი ქვიშა აქვს. პატარა ბავშვებისთვის საკმაოდ უსაფთხოა, რადგანაც ამ ადგილას ზღვა ღრმა არაა. არ გაგიკვირდეთ, თუ აქ მოსეირნე ფარშევანგებს შეხვდებით, ისინი აქ ხშირი მკვიდრნი არიან.

 

მარმარილოს სანაპირო

ეს სანაპირო კუნძულის ნამდვილი მარგალიტია. იგი უნიკალურია ,რადგანაც უბრალო ქვიშის მაგივრად  დაფარულია  ქათქათა მარმარილოს კენჭებით. ეს სანაპირო უჩვეულო სანახავია, მარმარილოს  ქათქათა კენჭების და ღია ცისფერი ზღვის კონტრასტი ზრაპრულ პეიზაჟს ქმნის. ეს ადგილი ტურისტული ცენტრებიდან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა აქ თქვენ ყველაფერს ნახავთ კომპორტული დასვენებისთვის. აქ არის მოსახერხებელი შეზლონგები, ქოლგები, ასევე კაფე სადაც გამაგრილებელი სასმელების და ტრადიციული ბერძნული ყავის ”ფრაპეს” შეკვეთა  და გემრიელად წახემსება შეგიძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სანაპირო ტურისტული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, აუცილებლად ეწვიეთ მას, რადგანაც ის ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე და მსგავს პლიაჟს თქვენ ვერსად სხვაგან ვერ შეხვდებით.

 

პარადისოს (ბერძნულად სამოთხე)

სიმწვანეში განლაგებული, ძალიან ლამაზი პლიაჟი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი პლიაჟია თასოსზე სადაც დაშვებულია ნუდიზმი.  ადგილი ამართლებს თავის სახელწოდებას. იგი გარშემორტყმულია მწვანე კონცხებით. იდეალური ადგილია სერფინგის მოყვარულთათვის, რადგანაც მისი განლაგების გამო აქ ხშირათაა ტალღები. სანაპირო ადვილადმისაგნებია. დედაქალაქიდან 20 კმ მოშორებითაა განლაგებული. აქ გაჩერება მთელი დღის განმავლობაშია  მოსახერხებელი. ირგვლი ბევრი ბარი, კაფე და რესტორანია. ასე რომ შეგიძლიათ საღამომდე დარჩეთ და მზის ჩასვლასაც ადევნოთ თვალი.

 

ტრიპიტი

ეს სანაპირო ყველასათვის მოსახერხებელია,რადგანაც აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი პლიაჟია განთავსებული. ერთი-წყნარი დასვენების მოყვარულთათვის, მეორე-ხალხმრავალი პლიაჟია,სადაც ბევრი გასართობია. სანაპირო ლიმინარიის დასახლებასთან მდებარეობს. ბერძნულიდან რომ გადმოვთარგმნოთ  სიტყვა ”ტრიპიტი”   ქართულად ”გახვრეტილს”  ნიშნავს. ეს სახელწოდება ამ ადგილმა მიიღო კლდეში უცნაური ნახვრეტის გამო, რომელიც წარმოქმნის პატარა ტბის მაგვარ დაგუბებას.

 

პსილი ამმოს

მყუდრო პლიაჟი , რომლის ზურმუხტისფერი წყლები თავისი სამკურნალო თვისებებით იზიდავს ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ პლიაჟის სახელწოდება ითარგმნება ,როგორც ” წვრილი ქვიშა”. პლიაჟი ადვილი მისაგნებია ცენტრალური გზიდან. მას თავისი დიდი პარკინგი გააჩნია. აქვე თქვენ დაგხვდებათ , როგორც შეზლონგები და ქოლგები, ასევე მშვენიერი ბიჩ-ბარი სადაც უგემრიელეს ყავას ამზადებენ. პლიაჟზე მდებარეობს თევზის რესტორანი,სადაც ახალ თევზს და  ზღვის პროდუქტებს შემოგთავაზებენ.

 

სკალა რახონი

ეს სანაპირო იდეალურია   მცირეწლოვანი ბავშვების მყოლე ოჯახებისთვის . რადგანაც ზღვა ამ ადგილას ღრმა არ არის. სანაპიროზე  განლაგებულია ტრადიციული ტავერნები. პლიაჟი ძალიან მყუდრო და წყნარია.

 

გიოლას

კლდეებში გამოკვეთილი ბუნებრივი ლაგუნაა. აღსანიშნავია რომ აქ წყლის ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე სხვა პლიაჟებზე.

 

ალიკეს

ლამაზი, მაგრამ მუდამ ხალხმრავალი პლიაჟი. უდავოდ ეს პლიაჟი თასოსი ერთ-ერთი საუკეთესო პლიაჟია. თეთრი, ხავერდის ქვიშა, ზურმუხტისფერი ზღვა გარსშემორტყმული მწვანე ტყეებით იზიდავს აქ ხალხს. მშვენიერი ტავერნები, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები. პლიაჟი ასევე ცნობილია უძველესი ელლადის ისტორიული მემკვიდრეობით, აქ შემონახულია უძველესი ტაძრის (ძვ. წ 7 საუკუნე) ნანგრევები. აგრეთვე ადრექრისტიანული ბაზილიკის ნანგრევები.

 

ხრისი აკტი და ხრისი ამმუდია (ოქროს სანაპირო და ოქროს ქვიშა)

პოპულიარლი პლიაჟი, რომლის სიგრძეა 1კმ-ზე მეტია.  ამართლებს თავის დასახელებას, რადგანაც ამ პლიაჟზე მართლაც ოქროსფერი ქვიშაა. კრისტალურად სუფტა წყლის გამო ამ სანაპიროს მინიჭებული აქვს ლურჯი დროშა. ზღვა ამ ადგილას ძალიან ნელა ღმავრდება, ამიტომ  ეს პლიაჟი რეკომენდირებულია პატარა ბავშვებისთვის. ამ პლიაჟზე მოსახერხებელია  სხვადასხვა თამაშების თამაში, რომლებიც არა მხოლოდ პატარებს, დიდებსაც გაამხიარულებს.

 

პოტოს

ორგანიზებული პლიაჟი, რომელიც პოპულარულია ახალგაზრდებში. აქ მდებარეობს თასოსის ყველაზე პოპულარული ბარი ”Tutti Frutti”.

 

სან ანტონიო

აქ თქვენ გელით უამრავი ბიჩ-ბარი, ტავერნები, სუვენირების მაღაზიები და ბევრი სხვა გასართობი.

 

პახის

ეს წყნარი სანაპიროა, რომელიც  სკალა რაქსონიდან  1 კმ-ში მდებარეობს. აქ მყუდრო გარემოში მშვენივრად დაისვენებთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. პლიაჟზე კომპორტული შეზლონგები და ქოლგებია განთავსებული. გარშემო უამრავი ბარი და ტავერნაა.

 

სკალა პრინუ

კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მშვენიერი ადგილი სკალა პრინუ. ეს ამ კუნძულის მეორე პორტია. აქედან გადის კატერები კავალამდე. ულამაზესმა ბუნებმა და კრისტალურად სუფთა წყალმა ეს ადგილი პოპულარული გახადეს ტურისტებს შორის. აქ არის განთავსებული უმშვენიერი სასტუმრო კომპლექსები და კემპინგები.

 


სასტუმროები
  • Hotel's photo
    exclusive
    Achillion Hotel
    რეგიონი:
    კ. თასოსი  Golden Beach
     ნომრები
     32
    პატარა მყუდრო სასტუმრო ზღვის და მთის ხედებით.კომფორტული ნომრების არჩვანი,აუზი,ინტერნეტი.შესანიშნავი არჩევანი მშვიდი კომფორტული დასვენებისთვის.
  • Hotel's photo დან 1590 ლარი
    exclusive
    Aeolis Thassos Palace Hotel
    რეგიონი:
    კ. თასოსი  Astris
     ნომრები
     45
    ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდა 2011 წელს. მდებარეობს წყნარ ულამაზეს სოფელ ასტრისში. ლამაზი ბუნება, ზღვის ხედი, მყუდრო ტერიტორია. კომფორტული ნომრები,უფასო ინტერნეტი,საცურაო აუზი,რესტორანი,სპა-ცენტრი,სილამაზის სალონი.იდეალური არჩევანია წყნარი საოჯახო...
  • Hotel's photo
    exclusive
    Aeria Hotel
    რეგიონი:
    კ. თასოსი  Astris
     ნომრები
     57
    მცირე ზომის სასტუმრო წყნარ საკურორტო ადგილას ასტრის. ზღვიდან ორ ნაბიჯში. ხელმისაწვდომია ორი პოპულიარული ქვიშის სანაპირო ასტრის და პსილი ამმოს. უმშვენიერესი ხედი ზღვაზე, მყუდრო ტერიტორია, კომფორტული ოთახები, უფასო ინტერნეტი, რესტორანი. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ...