თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
კატეგორია
რეგიონი
კახეთი Region
ქალაქი
Napareuli
New standards travel safe
დაწვრილებით

თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებით გარშემორტყმული ლოპოტას ტბა კახეთის რეგიონში, დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს. ლოპოტა სპა რეზორტი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც დასასვენებლად მშვიდ და, ამავდროულად, მრავალფეროვანი თავგადასავლებით აღსავსე ადგილს ეძებს.

ღვინის, კულტურისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის – ლოპოტა სპა რეზორტის სათავგადასავლო ცენტრში ნებისმიერი ინტერესის სტუმრისთვის მოიძებნება სასურველი აქტივობა, მათ შორის: წყლის ველოსიპედები, ველოსიპედი, ცხენოსნობა, თევზაობა და ა.შ.

სასტუმროს მომსახურება (2)
  • აუზი

  • სპა

რესტორნები და ბარები (1)
  • ბარი

სპორტი (3)
  • ველოსიპედი

  • მინი გოლფი

  • საცხენოსნო

მომსახურება ნომრეში (2)
  • Coffee machine

  • ჩაიდანი

ხეობის ფერდობზე, სიმწვანეში ჩაფლული ლოპოტას ტყის სპა პანორამული ხედებით საოცნებო ადგილია მათთვის, ვინც სხეულისა და გონების განსატვირთად სიმშვიდეს და უნიკალური პროცედურების აღმოჩენას ანიჭებს უპირატესობას.

  • ლოპოტას ტყის სპა
  • ღია საცურაო აუზები
  • დახურული საცურაო აუზი
  • საუნა
  • ფიტნეს ცენტრი
სასარგებლო ინფორმაცია

შატო ბუერა ლოპოტას ტბაზე ღვინის მოყვარულთა ნამდვილი კერაა. სახასიათო ექსტერიერის დიზაინით, შატო ბუერა თანამედროვე აქრიტექტურის ნიმუშია, თუმცა მის კედლებს მიღმა უძველესი ქართული ღვინის წარმოების ტრადიციები ინახება.

ადგილმდებარეობა

სასტუმრო თელავიდან 26 კმ- ში მდებარეობს ხოლო თბილისიდან 120 კმ-ში. 

ნომერის აღწერა

ლოპოტა სპა რეზორტი ტბის გარშემო განლაგებულ 14 შენობას და ჯამში 186 ნათელ და განსაკუთრებით სივრცულ ოთახს აერთიანებს. თითოეული მათგანი მყუდრო და კეთილმოწყობილია, აივნებიდან კი ლოპოტას ტბაზე, ხეობასა და კავკასიონის მთებზე თვალისმომჭრელი ხედები იშლება.

სტანდარტული ორადგილიანი ოთახი - (30 კვ.მ). ოთახში: მინი-ბარი, კონდიციონერი, ელექტრო ჩაიდანი, თმის საშრობი ფენი, აბაზანა, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ხალათი, ტელევიზორი

ოთახის საფასურში შედის: ღია და დახურული აუზები, საუნა, ჯაკუზი, ფიტნეს ცენტრი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინგტონი, კატამარანები, ბავშვების გასართობი ოთახი.

სტანდარტული საოჯახო ოთახი - (30-40 კვ.მ). ოთახში: მინი-ბარი, კონდიციონერი, ელექტრო ჩაიდანი, თმის საშრობი ფენი, აბაზანა, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ხალათი, ტელევიზორი

ოთახის საფასურში შედის: ღია და დახურული აუზები, საუნა, ჯაკუზი, ფიტნეს ცენტრი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინგტონი, კატამარანები, ბავშვების გასართობი ოთახი.

დუპლექს სუიტი - (104 კვ.მ). ოთახში: მინი-ბარი, კონდიციონერი, ელექტრო ჩაიდანი, თმის საშრობი ფენი, 2 აბაზანა, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ხალათი, ტელევიზორი

ოთახის საფასურში შედის: ღია და დახურული აუზები, საუნა, ჯაკუზი, ფიტნეს ცენტრი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინგტონი, კატამარანები, ბავშვების გასართობი ოთახი.

ენა: Georgian

Ok
არჩევა