თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა

საბერძნეთის სადტუმროები

2807 სასტუმრო 188 გვერდზე
ჩვენება
List view box view
სორტირება

ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL»-ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სერვისს. ჩვენს განკარგულებაშია სხვადასხვა ბიუჯეტზე გათვლილი საბერძნეთის საუკეთესო სასტუმროები.  საბერძნეთის სასტუმროები მრავალფეროვანი და კოლორიტულია, როგორც თავად საბერძნეთი.

სპეციალური ფასები MOUZENIDIS TRAVEL-ისაგან

«MOUZENIDIS TRAVEL»-ი ფუნქციონირებს ტურისტულ ბაზარზე 1995 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით ამოგვერჩია ჩვენი კლიენტებისთვის საბერძნეთის საუკეთესო სასტუმროები. ყოველ მათგანთან გვაკავშირებს შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობა, რომლებიც, ერთი მხრივ დაბალი ფასების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს, მეორე მხრივ კი - დასვენების დროს წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიული მოგვარების გარანტირებას. 

დაუვიწყარი დასვენება საბერძნეთში

საიტზე  mouzenidis-travel.ge შეძლებთ იხილოთ ჩვენს განკარგულებაში მდებარე სასტუმროებისა და აპარტამენტების სრული ჩამონათვალი,ასევე მათი რეიტინგი და ტურისტების კომენტარები. შემოთავაზებულ სასტუმროებს  გაჩნიათ მშვენიერი ადგილმდებარეობა, კარგი რეპუტაცია და არაჩვეულებრივი პერსონალი. ასევე საიტზე განლაგებულია სასტუმროების ფოტოები. 
ჩვენთან ერთად თქვენ გელოდებათ მთელი საბერძნეთი: სასტუმროს არჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ რამოდენიმე კრიტერიუმით:

  • რეგიონით (თქვენ გელით, როგორც დიდი მეგაპოლისები, ასევე პატარა ქალაქები და რომანტიული კუნძულები).
  • კატეგორიით (სასტუმროს ვარსკვლავების მიხედვით).
  • ტიპით (მომსახურეობის სისტემა: მაგალითად, all inclusive, room rate და ა.შ.).
  • თქვენი კომფორტისთვის არსებობს გაფართოებული საძიებო სისტემა: შეგიძლიათ აირჩიოთ საბერძნეთის სასტუმროები სპეციალური, დასვენებისათვს საჭირო კატეგორიებით (მაგალითად, ბავშვის საწოლის არსებობა, ძიძის მომსახურეობა ან საკონფერენციო დარბაზი).

 VIP-კლიენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს თამამად შემოგთავაზოთ სპეციალური, ექსკლუზიური მომსახურეობის მთელი სპექტრი , მათ შორის ფეშენებელური საცხოვრებელი ადგილის არჩევა ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში. 

თემატური დასვენება და სპეციალური შესაძლებლობები

ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL»-ი დაგეხმარებათ სპეციალური თემატური დასვენების ორგანიზაციაში. ამოგარჩევინებთ საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს: ათენი, ატიკა, პელოპონესი, პიერია, კასტორია, ქალკიდიკი, კრეტა, კოსი, სალონიკი, როდოსი, კორფუ, თასოსი, ზაკინთოსი, სანტორინი და სხვ. კლიენტის სხვა სურვილებიდან გამომდინარე:

  • SPA-ცენტრები, სპეციალური თერმული და ტალახის აბაზანებით, ასევე საბერძნეთის სპა-სასტუმროები. 
  • სპორტული ცენტრები ოლიმპიური დონის მოედნებით, სპეციალური კვება და ინფრასტრუქტურა სავარჯიშოთ, იმ შემთხვევაში, თუ ეძებთ  სპორტული შეჯიბრების ჩატარების ადგილს. 
  • სასტუმროები დიდი საკონფერენციო-დარბაზითა და თანამედროვე მულტიმედიით, სემინარებისა და კონფერენციების მოსაწყობათ, კორპორატიული დასვენებისა და  teambuilding-ისათვის.
  • ინტერნაციონალური საბავშვო დასვენება ბანაკებში, სადაც ჩამოდიან ბავშვები მთელი მსოფლიოდან, და ასევე საბერძნეთის ახალგაზრდული სასტუმროები. 
  • საბერძნეთის კლუბური სასტუმროები, სადაც გართობა და მხიარულობა გრძელდება დღისითაც და ღამით.
  • საოჯახო სასტუმროები, სასტუმროები აკვაპარკებით, საბერძნეთის სასტუმროები საბავშვო მოედნებით.

ერთი სიტყვით, MOUZENIDIS TRAVEL-ი შეგირჩევთ ოპტიმალურ ვარიანტს,  თქვენი ბიუჯეტიდან და მგზავრობის მიზნებიდან გამომდინარე. ამის გარდა, ყველა დიდ ბერძნულ ქალაქებში და კურორტებზე ჩვენს ფირმას გააჩნია წარმომადგენლობა, ამიტომაც ყოველთვის ვახერხებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას უსწრაფეს დროში.  
 «MOUZENIDIS TRAVEL»- თან ერთად თქვენი დასვენება ან თემატური ტური სავსე იქნება მხოლოდ დადებითი ემოციებით ! საბერძნეთის საუკეთესო სასტუმროები უკვე გელით.