თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

ბერძნული სამზარეულო

ბერძნული სამზარეულო

  •  

საბერძნეთი- სამხრეთი ქვეყანაა, ეს კი ნიშნავს, რომ  ხილი , სხვადასხვა სახის მწვანილი და ბოსტნეული, სავსე ვიტამინებით და მინერალებით, აქ  მთელი წლის განმავლობაშია. გარდა ამისა ბერძნული სამზარეულოს თითქმის ყველა კერძი მზადდება ზეითუნის ზეთის გამოყენებით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ნაციონალური ბერძნული სამზარეულო გამოირჩევა კერძების მრავალფეროვნებით,რომლებიც ძალიან პოპულარულია ევროპის ქვეყნებში.
ბერძნების კვების რაციონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თევზი და ზღვისპროდუქტები.
საბერძნეთში თქვენ იპოვით  კერძების ნაირსახეობას დამზაბულს ზღვაში მობინადრე სხვადასხვა არსებებიდან: კრევეტებს, კალმარებს, მიდიებს ,რვაფეხას, ლობსტერებს, ხამანწკებს, კიბორჩხალებს და სხვ. თევზი, როგორც წესი სუფრასთან მიაქვთ უგემრიელესი სოუსის თანხლებით,რომელიც მზადდება ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენისგან.

ბერძნული ტრადიციის მიხედვით,ტავერნაში მოსულ  სტუმარს აქვს უფლება  შევიდეს სამზარეულოში და თავად ამოირჩიოს თევზი ან სხვა ინდეგრიენტი, რომელსაც შემდგომში მოუმზადებენ. ტრადიციული თევზის რესტორნები “პსარო ტავერნები“ განლაგებულია, როგორც წესი პირდაპირ ზღვის სანაპიროზე.

რაც შეეხება ხორცსა და ბოსტნეულს, საბერძნეთში მათ თუშავენ და უმატებენ სხვადასხვა საკაზმს: ხახვს, ნიორს, წიწაკას, ძმარს, პიტნას, ოხრახუშს და სხვ.  ბერძნების ერთ-ერთი უსაყვარლესი ხორცის კერძია სუვლაკი ( ცხვრის ან ღორის მწვადი).

წვნიანი კერძები საბერძნეთში პოპულიარული არ არის, მაგრამ მაინც, ტრადიციული ტავერნების მენიუში შესაძლებელია ასეთი კერძების პოვნა. წვნიანი კერძებიდან ყველაზე იაფი და პოპულარული ლობიოს წვნიანია ე.წ. „ფასოლადა“, ასევე „ფაკეს“ ოსპის წვნიანი.

ამის გარდა საბერძნეთში დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ქათმის ბულიონს, რომელშიც უმატებენ ათქვეფილ კვერცხს და ლიმნის წვენს (კოტოსუპა მე ავგოლემონო) ასევე „ვრასტო“-საქონლის წვნიანი.

ჩაი ბერძნებისთვის-ეს არის უჩვეულო და იშვიათი სასმელი, რომელიც ახსენდებათ მხოლოდ გაციების დროს.  

ცხელი სასმელებიდან ბერძნები უპირატესობას ანიჭებენ ყავას „ელლინიკოს“, ყოველნაირი დანამატების გარეშე, რომელსაც პატარა ყლუპებით სვამენ, საკმაოდ დიდხანს და აყოლებენ წყალს. ყველა კაფეში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ „ გლიკო“-ტკბილი, „მეტრიო“- საშუალო, ასევე „სკეტო“- ყავა შაქრის გარეშე.

ბერძნულ სამზარეულოზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ბერძნული საკონდიტრო ნაწარმი, რომლის არომატებით გაჟღენთილია ბერძნული ქალაქების ქუჩები.

პარადოქსალურია, მაგრამ სადაც არ უნდა იყოთ, საკმარისია გვერდით გაიხედოთ და თქვენს წინ აუცილებლად აღმოჩნდება რომელიმე ტავერნა, სწრაფი კვების ობიექტი, კაფე ან ბარი.

ბერძნების საყვარელი დროსტარებაა-საღამოს ტავერნაში წასვლა, განსაკუთრებით უქმე დღეებში, ნათესავების და ახლობლების წრეში. როგორც წესი, ტავერნებში სუფევს პოზიტიური ატმოსფერო. ყველაზე ხშირად აქ სვამენ ლუდს ან „უზოს“ და რათქმაუნდა  ცნობილ „რეცინას“- ახალგაზრდა ღვინოს, რომელშიც ამატებენ ფიჭვის ფისს, ბევრი ამ ღვინოს კოკა-კოლით აზავებს.

რესტორნები და ტავერნები საბერძნეთში ღიაა 12:00-დან  16:00-მდე და   20:00-დან შუაღამემდე,ზოგიერთი მათგანი კი 2:00-მდე იღებს სტუმრებს.  

 

 


Mouzenidis Travel рекомендует:

ენა: Georgian

Ok
არჩევა