Larnaca

კვიპროსი

ლარნაკა. დასვენება და ტურები 2021

     

    ლარნაკა - კვიპროსის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე უახლოესი კურორტია. ტურისტული მოგზაურობებისთვის ლარნაკა საინტერესოა არამარტო პლაჟის თვალსაზრისით: ის კუნძულის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ისტორიის უნიკალური ძეგლები, სანაპიროდან გაუსვლელად - პლაჟები და საუკუნოვანი საგანძური ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს: უძველესი ფლოტი, ალ ქებირის მეჩეთი, წმ. ლაზარეს ეკლესია. სანაპირო დასვენებას შესაძლოა შეუთავსოთ ექსკურსიები, სამთო ლაშქრობები და საღამოს სეირნობები პალმების გამზირზე. სანაპიროს გასწვრივ - მდებარეობს რესტორნები და ტავერნები, სადაც მრავალფეროვანი ადგილობრივი დელიკატესებია.

    ლარნაკა - ნიქოზიასა და ქალაქ კვიპროსის შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქი 60 ათასი მოსახლეთი. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ლიმასოლიდან დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორებული.

    დღევანდელი სახელწოდებით ქალაქი ცნობილია დაახლოებით 1600 წლიდან. პირველი წერილობითი მტკიცებულება თარიღდება წინაქრისტიანული ეპოქით. თანამედროვე ქალაქი განვითარდა და შეინარჩუნა ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოს კიტიონის ნანგრევები: ის წარმოადგენდა საზღვაო, სავაჭრო პორტს და ფინიკიელებისთვის სტრატეგიული დანიშნულების პუნქტს.

     კურორტის პირველი შთამბეჭდავი ხედები იშლება ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალ გზაზე: ულამაზესი მლაშე ტბა ალიკი, სადაც აზამთრებენ ფლამინგოები და ჩრდილოეთ ქვეყნების ფრინველები. ლარნაკას არქიტექტურაში შეიგრძნობა ანტიკურობის ატმოსფერო. 

    протянувшаяся вдоль побережья на юг от площади Василеоса Павлу до средневекового форта. В 20-ые годы прошлого столетия по инициативе мэрии здесь высадили пальмовую аллею, в честь которой и получила название городская набережная.

    ლარნაკას სიმბოლოს წარმოადგენს საფეხმავლო, პალმების ქუჩა (ფინიკუდესი), რომელიც გადაჭიმულია სანაპიროს გასწვრივ ვასილეოსა პავლუს მოედნის სამხრეთით შუასაუკუნეების ციხესიმაგრემდე. გასული საუკუნის ოციან წლებში მერიის ინიციატივით აქ დარგეს პალმების ხეივანი, რისი დამსახურებითაც ქალაქის სანაპირომ მიიღო სახელწოდება.

    Древний форт и старые кварталы дополняют уникальный образ Ларнаки и придают ей невероятный шарм. Многочисленные уютные ресторанчики и таверны приглашают туристов попробовать местную кухню, вместе с этим наслаждаясь великолепными морскими. Старая часть города хранит восточный колорит. Помимо христианских храмов, встречающихся здесь во множестве, в Ларнаке действуют три мечети (Аль Кебир, Тусла, Хала Султан Текке).

    უძველესი ციხესიმაგრე და ძველი უბნები ავსებენ ლარნაკას უნიკალურ იერსახეს და სძენენ წარმოუდგენელ შარმს. უამრავი მყუდრო რესტორანი და ტავერნა იწვევენ ტურისტებს ადგილობრივი სამზარეულოს გასასინჯად. ქალაქის ძველი ნაწილი ინახავს აღმოსავლურ კოლორიტს. 

     

    ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს თურქული უბანი თურქული სოფლის განსაკუთრებული ატმოსფეროთი, სანაოსნო მასტერკლასები, ხელნაკეთი ნივთების დახლები, ნაქსოვები და სხვა სუვენირები.

     

    მათ, ვისაც ურჩევნია აქტიური ღამის ცხოვრება, ლარნაკა სთავაზობს უამრავ ბარს, ტავერნას, რესტორანსა და ღამის კლუბს როგორც ცენტრში ასევე ტურისტულ ზონებში.

    ლარნაკას კურორტი რეკომენდირებულია დასასვენებლად ინდივიდუალური ტურისტებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებიანი ოჯახებისთვის, ხანგრძლივი არდადეგებისთვის, ბიზნეს-ტურისტებისთვის. 

    Современные отели курорта обустроены таким образом, что можно провести на их территории целый день насыщенно, с развлечениями, живой музыкой, возможностями для релакса. 

    კურორტის თანამედროვე სასტუმროები ისეა მოწყობილი, რომ მის ტერიტორიაზე შესაძლებელია მთელი დღის ნაყოფიერად გატარება, გართობით, ცოცხალი მუსიკით, რელაქსაციის საშუალებით.

    მშვენიერი ქვიშიანი სანაპიროები  მდებარეობს  Larnaca Bay-ის ყურის მთელ სიგრძეზე. ლარნაკას დასავლეთით, აეროპორტთან ახლოს, განლაგებულია პლაჟი Makkenzi, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა წყლის სპორტის სახეობებს და უამრავ გასართობს. ორივე სანაპირო დაჯილდოვებულია ლურჯი დღოშით ევროკავშირის მიერ სისუფთავისა და ეკოლოგიისათვის. 

    ქალაქის ფარგლებში მდებარეობს  პლაჟი პალმების პრომენადა, ან ფუნიკუდეს ბიჩ, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ზღვით, მზით, დალიოთ კოკტელი კაფეში ან რესტორანში.

    სანაპირო ზოლი Piale Pasa გადადის პლაჟში Makkenzi ქალაქის სამხრეთით, რომელიც ძალიან მოსწონს ადგილობრივ მოსახლეობას. მათ იზიდავს საპორტო სანაპიროს ატმოსფერო მყუდრო ტავერნებითა და ბარებით, რომელთაგანაც ზოგიერთმა შეინარჩუნა ნამდვილი ტრადიციული სტილი.  

    კატაკლიზმოსის დღესასწაული

     კვიპროსის უმნიშვნელოვანესი ფოლკლიორის ფესტივალი, ტარდება მაისში ან ივნისში და გრძელდება ერთი კვირა (თარიღი ყოველწლიურად იცვლება) და მოიცავს უამრავ კულტურულ ღონისძიებებს  ნაციონალური ცეკვებითა, თეატრალური ფოლკლორული წარმოდგენებით, სიმღერებით, ბაზრობა სცენაზე ზღვასთან და შუასაუკუნოვან ციხეში სანაპიროზე. 

    მუსიკალური ფესტივალები

    ზაფხულის ფესტივალი (ივლისი), რომელიც ტარდება მუნიციპალიტეტის ამფითეატრში  და შუასაუკუნოვანი ციხის თეატრში, სადაც შეგიძლიათ დაესწროთ საკონცერტო პროგრამებს კვიპროსული და ბერძნული ცეკვებითა და სიმღერებით, მოისმინოთ კლასიკურ მუსიკას,   ნახოთ საბალეტო სპექტაკლები და ძველიბერძნული პიესები. ფესტივალზე ყოველ წელს ჩამოდიან მსახიობები მთელი მსოფლიოდან. 

    კონცერტები

    კონცერტები ღია ცის ქვეშ ტარდება ლარნაკაში კვირა საღამოს  მაისიდან ოქტომბრამდე პალმების გამზირზე. 

    ფორტი

       ფორტი ძველი სასახლის ადგილას ააშენეს ფრანკებმა ლუზინიანების პერიოდში. დღეს აქ მდებარეობს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვები, იარაღი, თიხის ნაკეთობები.

     

    წმინდა ლაზარეს ეკლესია

    მდებარეობს აგიუ ლაზარუს მოედანზე, სანაპიროდან დასავლეთით ორი უბნის მოშორებით. იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე, ქალაქის ზეციურ მფარველად ითვლება. ქალაქის ცენტრში, სადაც მისი მეორე სამარხია აღმართეს ეკლესია, რომელიც დღესაც არსებობს. ტაძრის ინტერიერის მთავარ მორთულობას XVIII საუკუნით დათარიღებული მრავალიარუსიანი, მოჩუქურთმებული ხის კანკელი წარმოადგენს. ამ ადგილს დიდ პატივს მიაგებენ მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობა: აქ მდებარეობს სამარხი და ლაზარეს წმინდა ნაწილები, ასევე კიტიის ეპისკოპოსის.

     

    პანაგია ანგელოკტისტის ეკლესია

    კიდევ ერთ საქვეყნოდ ცნობილ არქიტექტურისა და ისტორიის ძეგლს - ბიზანტიური ეკლესია წარმოადგენს, რომლის სახელწოდებაც «ანგელოზების აშენებულს» ნიშნავს: ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობს ძველი ლეგენდა. აქ მდებარეობს ყველაზე ძვირფასი ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა, რომელიც თარიღდება Vl საუკუნით.

     

    ალ კებირის მეჩეთი

    1835 წელს აშენებული შუასაუკუნეების ეკლესიის ადგილზე, მდებარეობს ფორტთან ახლოს. მეჩეთის მონახულება შესაძლებელია წირვის დასრულების შემდეგ. ტურისტებს შეუძლიათ ავიდნენ მინარეთზეც, რომლიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი, საიდანაც შეგიძლიათ ლამაზი პანორამული სურათების გადაღება.

     

    არქეოლოგიური მუზეუმი

    მუზეუმის ექსპოზიციებში თავმოყრილია ნივთების მდიდარი კოლექციები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ხიროკიტიასა და კიტიონშია აღმოჩენილი და განეკუთვნება ნეოლითიდან დღევანდელ ეპოქამდე პერიოდს.

     

     დემეტრიოს პერიდესას კოლექცია

    დემეტრიოს პერიდესას მხატვრული და უძველესი საგანძურის არაჩვეულებრივი კოლექცია მდებარეობს ХIХ საუკუნის ერთ-ერთ ვილაში. მუზეუმში წარმოდგენილია: კერამიკული და თიხის ნაკეთობები, მინის კოლექცია და შავი კერამიკა, ნაქარგები და სკულპტურები.

     

    კიტიონი

    ლარნაკასთან ახლოს მდებარე ანტიკური პერიოდის ნანგრევები: ქალაქ-სახელმწიფო კიტიონის საქვეყნოდ ცნობილი არქეოლოგიური გათხრები თარიღდება ძვ.წ. ХIII საუკუნით, ხოლო ნეოლითური დასახლება ხიროკიტია დათარიღებულია ძვ.წ. 6800 წლით.

     

    სოფელი ლეფკარა

    განთქმული ლეფკარა - ნაციონალური ბრენდი: აქ მზადდება მთელს მსოფლიოში ცნობილი მაქმანი. ადგილობრივი მაქმანის ხელოვნება კვიპროსის ტრადიციულ სახალხო შემოქმედებას წარმოადგენს, ოდესღაც ამ მაქმანმა ლეონარდო და ვინჩი მოხიბლა, რომელიც კუნძულს ბიზანტიელების მმართველობის პერიოდში ესტუმრა. სოფლების სავაჭრო ქუჩები მოგხიბლავენ თავისი სილამაზითა და ჯადოსნური შარფებით, ხელსახოცებითა და სუფრებით, რომლებიც წარმოდგენილია ქუჩებში ტურისტებისთვის.  

     

    ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი

    ლარნაკადან 5 კილომეტრში მლაშე ტბის ნაპირას, ულამაზეს და მშვიდ ადგილას კვიპაროსებისა და პალმების გარემოცვაში, მდებარეობს 1816 წელს აღმართული ისლამური სამყაროს სიწმინდე. მეჩეთი მნიშვნელობით მეოთხე ისლამურ სიწმინდედ ითვლება.

     

    სტავროვუნის მამათა მონასტერი

    განცალკევებულად მდგარი ტროდოსის მთის მასივის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს სტავროვუნის მამათა მონასტერი, რაც «ჯვრის მთას» ნიშნავს. ეს კვიპროსის ერთ-ერთი უძველესი მონასტერია, რომელიც ცნობილია თავისი დრამატული ისტორიით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთის მწვერვალი მიუწვდომელია ტურისტებისთვის, ხოლო მონასტერში და მის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქალებისთვის.

     

    დაივინგი

     ლარნაკას რაიონში არის რამდენიმე ადგილი სადაც ჩაძირულია გემები, ამ ადგილებში ხორციელდება წყალქვეშა ექსკურსიები. პოპულარულ ობიექტებს შორის სამხედრო გემი Cricket-ია, რომელიც 1947 წელს ჩაიძირა (ზოგიერთი ლუქიდან შესაძლებელია გემში შეღწევა), შვედური სატვირთო გემი Zenobia, რომლის სიგრძეც 197 მეტრს ხოლო წონა 10 000 ტონას შეადგენს, მდებარეობს 30 მეტრ სიღრმეზე, წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერეს წყალქვეშა მკვლევარებისთვის. მოქმედებს წყალქვეშა ცურვის ცენტრი Dive-in (ძველი მეთევზეთა ნავსადგურის მოპირდაპირე მხარეს) და  Octopus (სასტუმრო Princess Beach-თან ახლოს).

    ფოტოგალერეა