Бакуриани

საქართველო

ბაკურიანი. დასვენება და ტურები 2020


    ბაკურიანი რეგიონალური მნიშვნელობის ცნობილი კურორტია. იგი თბილისიდან დასავლეთით 180 კილომეტრში მდებარეობს. კურორტი ბორჯომის ხეობაში 1800 მეტრის სიმაღლეზეა და გარშემორტყმულია კავკასიონის ძლიერი მთის მასივით. მსოფლიოში ცნობილი ბორჯომის წყაროები სწორედ ბაკურიანის მთების მწვერვალიდან მოედინება. ბაკურიანი ქალაქ ბორჯომიდან სულ რაღაც 30-40 წუთის სავალზეა. ბაკურიანში ზამთრის სეზონი იწყება დეკემბრის შუა რიცხვებში და გრძელდება მარტამდე. ბაკურიანში სათხილამურო ოთხი ძირითადი ზონაა: კოხტა, დიდველი, თათრა და ე.წ. "25 მეტრი", რომელთა სიგრძე 18 კილომეტრია.

     

    "25 მეტრის" ტრასა კარგია დამწყებთათვის და არასრულწლოვნებისთვის. კოხტაზე მდებარეობს ორი სათხილამურო ტრასა: კოხტა 1, სიგრით 1.5 კმ და კოხტა 2, 3 კილომეტრის სიგრძით, უფრო გამოცდილი სპორტსმენებისთვის. დიდველი გთავაზობთ 14–კილომეტრიან სათხილამურო ტრასას, რომელიც აკმაყოფილებს ვიზიტორების ყველაზე მაღალ მოთხოვნებს სპორტული გართობისა და კომფორტის თვალსაზრისით. დიდველში, თრიალეთის ქედზე ასვლისას, ​​ტურისტები საბაგირო გზით სარგებლობენ. თათრა გვთავზობს ორ-დონიან ტრასას, სიგრძით 500 და 1800 მ.

     

    ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია სათხილამურო კურორტისათვის დამახასიათებელი ყველა მომსახურება, ცხელი და ცივი სასმელები, მაღაზიები და კაფეები, არასრულწლოვნებისთვის თხილამურებით სრიალის სასწავლო ცენტრი, ცხენოსნობის სერვისი, აგრეთვე ექსკურსიები და სხვა ტურისტული ღონისძიებები.

     

    უნიკალური კლიმატი და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ბაკურიანს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილად, რომელიც ვიზიტორებს დასვენებას წელიწადის ოთხივე დროს სთავაზობს. აქ ზამთარი ცივია, მაგრამ არცთუ მკაცრი (-6 -7 °C), ძირითადად მზიანი და თოვლიანი. თოვლის საშუალო სიმაღლეა დაახლოებით 60 სმ-ია

    დაწვრილებით

    ფოტოგალერეა