საბერძნეთის შესახებ

საბერძნეთი – ნამდვილი სამოთხეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, ქვეყანა რბილი კლიმატით, ულამაზესი ბუნებით, გასაოცარი ლანდშაფტით, კრისტალურად სუფთა ზღვით, მწვანე მთებითა და მშვენიერი სანაპიროებით.
«MOUZENIDIS TRAVEL»-ი გიწვევთ დატკბეთ უდარდელი დასვენებით საბერძნეთში- მსოფლიოს ერთ-ერთ უმშვენიერეს და სტუმართმოყვარე ქვეყანაში.

საერთო ინფორმაცია

დედაქალაქი: ათენი     
ოფიციალური ენა : ბერძნული
ვალუტა: ევრო (€ EUR)
საბერძნეთის დრო: GMT +2 
კლიმატი: ზომიერი ხმელთაშუაზღვური
მოსახლეობა: 11.306.183
სახელმწიფო მართველობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
სატელეფონო კოდი: საერთაშორისო სატელეფონო კოდი +30

საბერძნეთი (ელლას ან ელლადა), ოფიციალურად  -  საბერძნეთის რესპუბლიკა, მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. საბერძნეთის დედაქალაქია - ლეგენდარული ათენი, 5 მილიონიანი მოსახლეობით. მეორე უმსხვილესი ქალაქია სალონიკი  (თესალონიკი).
ჩრდილოეთ-დასავლეთით საბერძნეთი ესაზღვრება ალბანეთს , ჩრდილოეთით - ბულგარეთს და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკას მაკედონიას, ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით  - თურქეთს. აღმოსავლეთიდან აკრავს  ეგეოსის ზღვა, დასავლეთიდან იონიის,  სამხრეთიდან კი ხმელთაშუა ზღვა.  საბერძნეთის ოთხმოცი პროცენტი შედგება მთოვანი რელიეფისგან. მისი ყველაზე დიდი მთა - ოლიმპოა.

საბერძნეთის  სანაპირო ზოლი 13,676 კილომეტრი სიგრძისაა. ქვეყნის შემადგენლობაში შედის  2.500 -ზე მეტი კუნძული, რომელთა უმეტესობა დაუსახლებელია.  საბერძნეთის ყველაზე მსხვილი კუნძულებია: კრეტა,   ევბეა , (ევია),   მიკონოსი,  სანტორინი,  ქიოსი,   კორფუ,(ბერძ. კერკირა), ზაკინთოსი ,  სამოსი , კარპათოსი,  როდოსი,  თასოს,   ზაკინთოსი და სხვ.

საბერძნეთი ევროკავშირის წევრია 1981 წლიდან, ევროზონის  2001 წლიდან, NATOS-ს  წევრი 1952 წლიდან . 

ელლადა  შემთხვევით არ ითვლება  ევროპული ცივილიზაციის აკვნად, აქ  დაიბადა დემოკრატია და  ფილოსოფია, მეცნიერება და ხელოვნება, ამის გარდა საბერძნეთი ითვლება ოლიმპიური თამაშების, დრამის, ტრაგედიისა და კომედიის სამშობლოდ.  

 

პერიფერიეები (თვითმართველი ადმინისტრაციული ერთეულები) და საბერძნეთის კუნძულები

  • ტიკა (ათენი, აღმოსავლეთ ატიკა, პირეი (პირეოს),  სამხრეთ ატიკა)
  • ცენტრალური საბერძნეთი  (ევრიტანია, ფოკიდა, ფთიოტიდა, ბეოტია (ვიოტია)
  • ცენტრალური მაკედონია (ქალკიდიკი, იმატია, კილკის, პელლა,პიერია, სერეს, სალონიკი)
  • აღმოსავლეთ მაკედონია და  თრაკია (დრამა, ევროსი, კავალა ,  როდოპი, ქსანთი)
  • ეპიროსი (არტა, იანინა, პრევეზა, ტესპროტია )
  • პელოპონესი (არკადიაარგოლიდაკორინთიალაკონიამესინიააქაიაილია)
  • თესალია (კარდიცა, ლარისა, მაგნისია, ტრიკალა)
  • დასავლეთ საბერძნეთი (აქეა, ეტოლია და  აკარნანია,  ელიდა )
  • დასავლეთ მაკედონია (ფლორინა, გრევენა , კასტორია, კოზანი)
  • აგიონ ოროს  - ათონის წმინდა მთა, ავტონომიური რეგიონი, ბერების რესპუბლიკა.

საბერძნეთის კუნძულები

  • სამხრეთ ეგეოსის კუნძულებიხიოსი, ლესბოსი, სამოსი, აგიოს ევსტრატიოს, თასოსი , იკარია, ლიმნოსი, ინუსესი, სამოთრაკი, პსარა;
  • სპორადეს: ალონისოსი, სკიათოსი, სკოპელოსი, სკიროსი;
  • ევბეა (ევია)
  • სარონული  კუნძულები: აგისტრი, ეგინა, მეტანა, პოროსი, სალამინა, ჰიდრა, სპეცესი,
  • სამხრეთ ეგეოსის კუნძულები: კიკლადი : 56 კუნძულისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან მნიშვნელოვანია:  ამორგოს,  ანაფი, ანდროს,  ანტიპაროს,  დელოს, იოს, კეა, კიმოლოს,  კიფნოს, მილოს,   მიკონოს  ,ნაქსოს, პაროს, სანტორინი, სერიფოსი, სიკინოსი, სიფნოსი, სიროსი, ტინოსი, ფოლეგანდროს, და ასევე "პატარა კიკლადი ": დონუსი, ირაკლია, კუფონისო და სხინუსა.  დოდეკანესიასტიპალეა,  კალიმნოსი, ,კარპათოსი , კასოსი, კასტელორიზო, კოსი, ლიპსი, ლეროსი, ნისიროსი, პატმოსი, როდოსი, სიმი,  ტილოსი, ქალკი. 
  •  კრეტა  (ხანიაირაკლიონილასსიტირეთიმნო);

იონური კუნძულები: კერკირა (კორფუ)კეფალონიალეფკადაზაკინთოსიითაკა, პაკსი, კიტირა , ანტიპაკსი, ანტიკიტერა, ერიკუსა, კალამოს, კასტოს, მატრაკი, მეგანისი, ოფონი, სკორპიოსი,  სტროფადესი.                    

 ტურიზმი საბერძნეთში

საბერძნეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. 2007 წელს  საბერძნეთმა მიიღო 20 მილიონი ტურისტი და აღიარებული იქნა მსოფლიოს ათ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად საბერძნეთის ერთ-ერთ პოპულარულ კურორტად  ითვლება იონური კუნძულები, ასევე კორფუ და ზაკინთოსი, კუნძული კრეტა , ათენის რივიერა, ნახევარკუნძული ქალკიდიკი და პელოპონესი, პიერიის რეგიონი , ასევე როდოსი, მიკონოსი, სანტორინი, თასოსი , სამოსი, ევბეა, ქიოსი.

იდეალური დასასვენებელი პირობების შესაქმნელად და ტურისტის მაღალი დონის მომსახურეობისთვის საბერძნეთის ყველა კურორტზე  წარმატებით ფუნქციონირებს  კომპანია „ MOUZENIDIS TRAVEL”-ის ოფისები: ქალაქებში სალონიკიათენი,   ქალკიდიკზე და ნახევარკუნძულ  პელოპონესზე, კუნძულებზე  კრეტაროდოსითასოსიკორფუ,ზაკინთოსი, რეგიონში  პიერიაკასტორია და სხვა კურორტებზე. 

„ MOUZENIDIS TRAVEL”-ის რეგიონალური ოფისები მდებარეობს:  რუსეთში, უკრაინაში,  ბელორუსიაში,  საქართველოში, ყაზახეთში, მოლდოვაში, ჩეხეთში, სერბეთში, ლატვიაში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. 

 

ვალუტა

საბერძნეთი ევროზონის წევრია საერთო ვალუტით - ევრო.
საკრედიტო ბარათების მფლობელებს შეუძლიათ გადაიხადონ მაღაზიებში /რესტორნებში /კაფეებში /ბენზინ გასამართ სადგურებზე , ასევე შეუძლიათ ფულის განაღდება საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებულ ბანკომატებიდან. საბერძნეთში ბანკები ღიაა ორშაბათიდან 8:00-დან 14:30-მდე და პარასკევს 8:00-დან 13:30-მდე, დღესასწაულების გარდა.
ვალუტის გადაცვლა ასევე შესაძლებელია სპეციალურ სავალუტო პუნქტებში. ვალუტის გადაცვლისთვის საჭიროა თან იქონიოთ პასპორტი.

გართობა

საბერძნეთში ყოფნის დროს საშუალება მოგეცემათ გაეცნოთ გართობისა და თავისუფალი დროის გატარების განსხვავებულ ვარიანტებს. საინტერესო ექსკურსიები, ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ტრადიციული ბაზრობა, მაღაზიები და ბუტიკები, ბეწვეულის ფაბრიკები. სარელაქსაციო ცენტრები, თერმული წყაროები, SPA-სალონები, ფესტივალები, კინოთეატრები( ფილმები გადის ინგლისურ ენაზე, ბერძნული სუბტიტრებით) და თეატრები სხვადასხვა პროგრამებით,-დარწმუნებული იყავით, რომ საბერძნეთში თქვენი ყოველი დღე სავსე იქნება ახალი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით!
საბერძნეთი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით. ქვეყანაში უამრავი ღამის კლუბი, დისკოტეკა და ტრადიციული "ბუზუკები"-ა.

შოპინგი  საბერძნეთში

საბერძნეთის ყველა საკურორტო ქალაქში 1 მაისიდან ( საზღვაო სეზონის გახსნა)  ოქტომბრის შუა რიცხვებამდე  მაღაზიები და სუპერმარკეტები შესვენების გარეშე, გვიანობამდე მუშაობს . ზოგიერთი პატარა მაღაზია იკეტება ბერძნულ სიესტაზე  ( 14.30-დან   17.00-მდე).  მსხვილი სუპერმარკეტები და ქსელური მაღაზიები მუშაობს ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით 08.00-დან  21.00-მდე , შაბათს კი 08.00-დან  20.00-მდე.

კლიმატი - ამინდი

საბერძნეთში ხმელთაშუაზღვიური  კლიმატია. ზაფხული ცხელია, პრაქტიკულად  წვიმის გარეშე,ზამთარი რბილი, ხშირი წვიმებით.  ბერძნული კლიმატი ხელს უწყობს  კომფორტულ დასვენებას. 

1 მაისს, როგორც წესი იხსნება საზღვაო სეზონი. რომელიც კურორტების უმეტესობაზე  გრძელდება ოქტომბრამდე. ზამთარი საბერძნეთში თბილია, ჰაერის ტემპერატურა იშვიათად ეცემა + 5 С  ქვევით.  საშუალო ტემპერატურა ზამთარში +12 С.  

ამინდი თვეების მიხედვით : 

 

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

დღისით

10

13

18

21

25

30

34

33

28

22

16

12

ღამით

2

4

6

10

15

19

21

21

18

13

9

4

ზღვა

11

11

16

18

20

22

24

25

24

23

18

12

 

რელიგია საბერძნეთში

ოფიციალურ რელიგიად საბერძნეთში  ითვლება მართმადიდებლური  ქრისტიანობა.  რომლის მიმდევარია ქვეყნის მოსახლეობის  98%. ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებული არ არის.  იგი ახდენს მნიშვნელოვან  გავლენას  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.  საბერძნეთში მდებარეობს უამრავი მნიშვნელოვანი  ქრისტიანული სიწმინდე. მათ შორისაა : წმ. დიმიტრის ტაძარი, მეტეორას მონასტრები,  წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი, უამრავი ბიზანტიური ეკლესია და მონასტერი და რათქმაუნდა მსოფლიოში ერთადერთი ბერების რესპუბლიკა წმ. ათონის მთა.  

სამზარეულო 

ბერძნული ნაციონალური სამზარეულოს თავისებურებაში ისახება მისი ისტორია, გეოგრაფიული განლაგება და კულტურა, ბერძნულ სამზარეულოს 4.000 წლის ისტორია აქვს. სწორედ საბერძნეთში ძვ. წ. 330 წელს არქისტრატოსის მიერ დაწერილი იქნა მსოფლიოს ისტორიაში პირველი კულინარიული წიგნი.
უამრავმა კვლევებმა დაამტკიცეს დადებითი ეფექტი, რომელსაც ახდენს დაბალანსებული ბერძნული სამზარეულო ჯანმრთელობაზე, სილამაზესა და დღეგრძელობაზე. ამის გარდა, ბერძნებისთვის საკვების მიღება არ არის მხოლოდ ორგანიზმის მოთხოვნილება, არამედ შესაძლებლობა ახლობლებთან ურთიერთობის .

 

UNESCO-ს დაცვის ქვეშ მყოფი ბერძნული ძეგლები

 


Unescos-ს დაცვის ქვეშ იმყოფება საბერძნეთის შემდეგი ძეგლები:

1. აპოლონის ტაძარი ვესესში (კორინთო, ნ-კ პელოპონესი). შესულია სიაში 1986 წლიდან 

ძველი ბერძნული ტაძარი, რომელიც მზისა და მკურნალობის ღმერთს-აპოლონს ეძღვნებოდა , V საუკუნის შუა პერიოდში აშენდა არკადიის ციცაბო მთაზე (პელოპონესი, კორინთო). კორინთული სტილის უძველესი ტაძარი, ხასიათდება როგორც არქაული,ასევე  დორიული არქიტექტურული თავისებურებით.

2. ათენის აკროპოლისი (ქ. ათენი). შესულია სიაში 1987 წლიდან 

აკროპოლისის სატაძრო კომპლექსში შემონახულია კლასიკური ბერძნული პერიოდის ოთხი უდიდესი შედევრი - პართენონი, ერეხტეიონი, ათენას ნიკეს ტაძარი და პროპილეა, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის იდეის სიმბოლოა.

3.  დელფოს არქეოლოგიური ზონა (დელფო, ცენტრალური საბერძნეთი). შესულია სიაში 1987 წლიდან 

აპოლონის ორაკულის საკურთხეველი, რომელიც დელფოში მდებარეობს, ითვლება "დედამიწის ჭიპად". არქეოლოგიური ძეგლი შეიქმნა ძვ.წ. VI საუკუნეში, ეს ადგილი მთელი ძველი სამყაროსთვის რელიგიური ცენტრი და ერთიანობის სიმბოლო იყო .

4. ასკლეპის ტაძარი ეპიდავრში (არგოლიდა, ნ-კ პელოპონესი). შესულია სიაში 1988 წლიდან

ეპიდავრის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს პელოპონესის პატარა ხეობაში. ასკლეპიუსის კულტი დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე -6 საუკუნეში, მაგრამ მთავარი ძეგლები, კერძოდ ცნობილი ეპიდავრის თეატრი, რომელიც ბერძნული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრია, აშენდა ძვ.წ. IV საუკუნეში.

გამოჩენილი არქეოლოგიური ობიექტები, რომლებსაც თავიანთი ღმერთებისადმი მიძღვნილი საავადმყოფოები წარმოადგენს, ძველი ბერძნების სამკურნალო კულტის ცენტრია.

5. აგიონ ოროს – ათონი (ნ-კ ქალკიდიკი). შესულია სიაში 1988 წლიდან

ათონი - 1054 წლიდან წარმოადგენს მართლმადიდებლურ სასულიერო ცენტრს, ნახევარკუნძული ჯერ კიდევ დამოუკიდებელია ბიზანტიის ეპოქიდან. მოგეხსენებათ, ქალებს წმინდა მთაზე შესვლის უფლება არ აქვთ. მოქმედმა ოცმა  მონასტერმა (მათში დაახლოებით 1400 ბერი ცხოვრობს), გავლენა მოახდინა ხატწერის სკოლებზე, რაც აისახა მართლმადიდებლური ხელოვნების ისტორიაში.

6. მეტეორა (კალამბაკა, თესალია). შესულია სიაში 1988 წლიდან

მეტეორას კლდეების მწვერვალებზე ბერებმა ააშენეს "ცის სვეტები", რომლებიც ΧΙ საუკუნიდან დღემდე მათი წმინდა სამყოფელია. რენესანსის პერიოდში, მე –15 საუკუნის უკიდურესად მძიმე პირობებში, ბერებმა 24 მონასტერი აღმართეს. XVI საუკუნით დათარიღებული მონასტრების ფრესკები და ხატები პოსტ-ბიზანტიური მხატვრობის განვითარების სტანდარტებს წარმოადგენს.

7. ქალაქ თესალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური ძეგლები (ქ. სალონიკი, ცენტრალური მაკედონია). შესულია სიაში 1988 წლიდან

• როტონდა
• აქიროპიიტუს ღვთისმშობლის ტაძარი
• წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი 
• ლატომუს მონასტერი
• წმ. სოფიას ტაძარი
• პანაგია ქალკეონის ტაძარი
• წმ. პანტელეიმონის ეკლესია
• თორმეტ მოციქულთა ტაძარი
• წმ. ნიკოლოზის ეკლესია
• წმ. ეკატერინეს ეკლესია
• ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია
• ვლატადონის მონასტერი
• ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
• ბიზანტიური აბანოები
• ქალაქის ციხე-გალავანი

თესალონიკი, სიდიდით მეორე ქალაქი საბერძნეთში, დაარსდა 315 წელს და გახდა ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი პირველი ცენტრი. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ ძეგლებს შორის არის წინაქრისტიანული ტაძრები და სამნავიანი ბაზილიკები. ისინი აშენებულია მე –IV-XV  საუკუნეევში და მათ დიდი გავლენა მოახდინა ბიზანტიურ სამყაროზე. როტონდაში, წმინდა დიმიტრისა და წმინდა დავითის ტაძრებში არსებული მოზაიკები ადრეული ქრისტიანული ხელოვნების უდიდესი შედევრებია.


8. როდოსის შუასაუკუნოვანი ქალაქი (კუნძული როდოსი). შესულია სიაში 1988 წლიდან

1309 წლიდან 1523 წლამდე წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენის რაინდებმა როდოსი დაიპყრეს და იგი შუა საუკუნეების ციხესიმაგრედ აქციეს. მოგვიანებით ქალაქი იტალიისა და თურქეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. დიდი მაგისტრის სასახლე, საავადმყოფო, რაინდების გზა, ზემო ქალაქი - გოთური პერიოდის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის არქიტექტურის მაგალითებია. ქვემო ქალაქში გოთური არქიტექტურა ჰარმონიულად თანაარსებობს მეჩეთებთან, საზოგადოებრივ აბანოებთან და ოსმალეთის იმპერიის სხვა შენობებთან.

9. ძველი ოლიმპიის არქეოლოგიური ძეგლები (ილია, ნ-კ პელოპონესი). შესულია სიაში 1989 წლიდან

არქეოლოგიური ადგილი ძველ ოლიმპიაში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, დასახლებული იყო პრეისტორიული დროიდან. X საუკუნეში, ოლიმპია გახდა ზევსის თაყვანისცემის ცენტრი. ძეგლი ალტის - ღმერთების სავანე, შეიცავს ძველი ბერძნული სამყაროს მნიშვნელოვან შედევრებს. ტაძრების გარდა, აქ ნაპოვნია ოლიმპიური თამაშებისთვის აშენებული ყველა სპორტული ობიექტი, რომლებიც დაიბადა და იმართებოდა ოლიმპიაში ძვ. წ. 776 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

10. არქეოლოგიური ძეგლი მიტრას (ლაკონია, ნ-კ პელოპონესი). შესულია სიაში 1989 წლიდან

მორეას სასწაული - მისტრა - 1249 წელს აქაიას მეფემ, ვილჰელმ ვილარდუინმა, ციხესიმაგრე აღმართა. იგი განაახლეს ბიზანტიელებმა და მოგვიანებით კი  თურქებმა და ვენეციელებმა დაიპყრეს. დამპყრობლებმა ქალაქი მიატოვეს 1832 წელს. შეინარჩუნდა შუა საუკუნეების საოცარი ნანგრევები საოცრად ლამაზ ადგილას.

11. დელოსის არქეოლოგიური ძეგლი (კუნძული დელოსი). შესულია სიაში 1990 წლიდან

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კიკლადების ამ პატარა კუნძულზე მშვენიერი გარეგნობის მქონე აპოლონი დაიბადა. აპოლონის საკურთხეველმა მოიზიდა მომლოცველები მთელი საბერძნეთიდან, რის გამოც დელოსი აყვავებულ სავაჭრო პორტად იქცა. კუნძულმა შემოინახა "ეგეოსის" სამყაროს კულტურებისა და ცივილიზაციების გავლენის არქიტექტურული მაგალითები, ძვ.წ. III ათასწლეულიდან ქრისტიანული ხანის დასაწყისამდე. დელოსის არქეოლოგიური ზონის ტერიტორია, რომელმაც შემოინახა ანტიკური დროის ხმელთაშუაზღვის მსხვილი პორტის სახე, განსაკუთრებით ფართო და მდიდარია.

12. მონასტერი დაფნი (ატიკა), მონასტერი ისიუ ლუკა (ფოკიდა), ნეა მონი კუნძულ ქიოსზე (კუნძული ქიოსი) შესულია სიაში 1990 წლიდან

მონასტრებს შორის მნიშვნელოვანი მანძილის მიუხედავად - პირველი მდებარეობს ატიკაში, მეორე - ფოკიდაში, ხოლო მესამე - ეგეოსის ზღვაში კ. ქიოსზე, ეს სამი მონასტერი ერთსა და იმავე ტიპოლოგიურ სერიას ეკუთვნის. ტაძრები აშენდა დიდი გუმბათით, რომელიც მცირე ზომის თაღებს უჭირავს და იქმნება რვაკუთხა სივრცე; გაფორმებულია ფერადი მოზაიკით ოქროს ფონზე და მოპირკეთებულია ფერადი მარმარილოთი.

13. არქეოლოგიური ზონა ირეონი კუნძულ სამოსზე (კ. სამოსი). შესულია სიაში 1992 წლიდან

ძვ. წ. III ათასწლეულიდან მრავალი ცივილიზაცია ცხოვრობდა ეგეოსის ზღვის ამ პატარა კუნძულზე, რომელიც მდებარეობს მცირე აზიის მახლობლად. საინტერესოა ქალაქი პითაგორეონის ნანგრევები, უძველესი პორტი ბერძნული და რომაული ძეგლებით, შთამბეჭდავი აკვედუკებით, ასევე ჰერას ტაძარი.

14. ქალაქ ეგეს არქეოლოგიური ზონა ვერგინაში (ქალაქი ვერგინა). შესულია სიაში 1996 წლიდან

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ვერგინას მახლობლად,  ΧΙΧ საუკუნეში აღმოაჩინეს მაკედონიის ძველი სამეფოს პირველი დედაქალაქი ეგესი. ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მოზაიკითა და ფრესკებით გაფორმებული სასახლე, და ნეკროპოლი, რომლის ზოგიერთი სამარხი ძვ.წ. XI საუკუნით თარიღდება. დიდ ტუმბაში ერთ-ერთი სამეფო საფლავი ეკუთვნის ფილიპე II- ს, რომელმაც დაიპყრო ყველა ბერძნული ქალაქი-სახელმწიფო და გაუხსნა გზა თავის განთქმულ ვაჟს ალექსანდრე დიდს ელინისტური სამყაროს გასავრცელებლად.

15.  მიკენებისა და ტირინფას არქეოლოგიური ზონა (ქალაქი არგოლიდა, ნ-კ პელოპონესი). შესულია სიაში 1999 წლიდან

მიკენებისა და ტირინფის არქეოლოგიური ზონები არის მიკენური ცივილიზაციის ორი მსხვილი ქალაქის დიდებული ძეგლი, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში დომინირებდნენ ძვ.წ. XV საუკუნიდან XII საუკუნემდე და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბერძნული კლასიკური კულტურის განვითარებაში. ეს ორი ქალაქი ასოცირდება ჰომეროსის ეპოსთან "ილიადა" და "ოდისეა", რომელიც კვლავ ფასდაუდებელ გავლენას ახდენს ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.

16. ისტორიული ცენტრი წმ. იოანე თეოლოგოსის (ღვთისმეტყველი) მონასტრით და  აპოკალიპსისის გამოქვაბული კუნძულ პატმოსზე  (კ. პატმოსი).  შესულია სიაში 1999 წლიდან

არქიპელაგ დოდეკანესის კუნძული პატმოსი იმითაა ცნობილი,რომ სწორედ აქ იოანე ღვთისმეტყველმა დაწერა სახარება და აპოკალიფსისი. მე -20 საუკუნის ბოლოს კუნძულზე აღმოაჩინეს მონასტერი, რომელიც  იესოს "საყვარელ მოწაფის" სახელობის იყო.. მას შემდეგ, იგი ბერძნული მართლმადიდებლობის შესწავლისა და მომლოცველების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. კუნძულის უძველესი ცენტრი - ქორა, ასოცირდება სამონასტრო კომპლექსთან, მოიცავს რელიგიურ და ტრადიციულ შენობებს.

17. კერკირას ძველი ქალაქი (კუნძული კორფუ). შესულია სიაში 2007 წლიდან

კერკირას ძველი ქალაქი ორი ციხე-სიმაგრით (ახალი და ძველი), ისევე როგორც არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა, მდებარეობს ადრიატიკის ზღვის შესასვლელთან და დასახლებულია ჯერ კიდე ღრმა ანტიკური დროიდან. სტრატეგიული მდებარეობის გამო, კერკირა გახდა მნიშვნელოვანი პორტი, რომელიც კუნძულს იცავდა განმეორებითი ალყებისა და ოკუპაციისგან და ითვლება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამაგრებულ ქალაქად.

საბერძნეთის კულტურული ძეგლების გარდა, რომლებიც უკვე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ამ კატალოგში შეყვანის ოფიციალური კანდიდატებია ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები:

  • კნოსოსის სასახლე,
  • კ. სპინალონგა
  • კ. კრეტას ვენეციური ციხე-გამაგრებები
  • ოლიმპო
  • ნიკოპოლი
  • უძველი ფილიპების გათხრები
  • ძველი ლავრიონი
  • პრესპა (დიდი და პატარა პრესპა)
  • ეროვნული პარკი დადიას- ლევკიმი - სუფლი
  • სამარიის ხეობა

საბერძნეთის ზემოხსენებული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ევროპულ და ბერძნულ, არამედ მთელ მსოფლიო ისტორიის  მნიშვნელოვან ეტაპებთან. ამგვარად ისინი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის შენარჩუნებაც პლანეტის თითოეული მკვიდრის მოვალეობაა.

აღსანიშნავია, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტა, მათ შორის ცნობილი "ბერძნული სალათი", შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

 

სასტუმროების სიები რეგიონების მიხედვით 

ათენისალონიკი ქალკიდიკი,  პელოპონესი თასოსიკრეტაროდოსიკორფუზაკინთოსი, პიერიაკასტორია მიკონოსისანტორინი