თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

სალონიკი. დასვენება და ტურბეი 2024

აღწერა

                                                                                                                              

თესალონიკი - ეს ქალაქი ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის, რადგანაც აქ გვხვდება მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა: მუზეუმები, ძეგლები, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილები. სალონიკის მოედნები და ქუჩები გარსშემორტყმულია უძველესი შენობებით, რომლებიც ისტორიული წიგნის ილუსტრაციებს მოგვაგონებს.

აი, ამ ქალაქის რამოდენიმე ღირსშესანიშნაობა: ”თეთრი კოშკი”, რომელიც ქალაქის ბულვარს ამშვენებს და ამ მისი სიმბოლოცაა, უძველესი აგორა, ქალაქის უძველესი ციხე სიმაგრე, ტრიუმფალური თაღი, წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი, წმ. სოფიას ბაზილიკა, არქეოლოგიური მუზეუმი, არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი, თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკით, ასტრონომიული ობსერვატორია, ჩრდილოეთ საბერძნეთის სახელმწიფო თეატრი.

შემდეგ ▼

შეიძლება ითქვას, რომ სალონიკი  ჩრდილოეთ საბერძნეთის ულამაზესი ქალაქია. აქ მჭიდროთაა გადახლართული სამი უძველესი ცივილიზაცია: ანტიკური, რომაული და ბიზანტიური. სალონიკში ყოფნისას ყველა იპოვის იმას, რაც მასთან უფრო ახლოსაა: საინტერესო საექსკურსიო პროგრამები, რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ გაეცნოთ ძველი ელლადის ისტორიას, შოპინგ ტურები და რა თქმაუნდა დასვენება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე- ნახევარკუნძულ ქალკიდიკზე.

ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული: სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული სასტუმროები და არაჩვეულებრივი პლაჟები გალაქის გარეუბნებში. რესტორნების, კაფეების, ბარების, ღამის კლუბების  დიდი არჩევანი და  ბერძნული სტუმართმოყვარეობა. შეუდარებელ სიამოვნებას მოგანიჭებთ ერთი ფინჯანი არომატული ყავა ქალაქის ბულვარის კაფეში ან უგემრიელესი სადილი ტრადიციულ ტავერნაში, ქალაქის ზემო ნაწილში, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება, და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშის სალონიკი თავის ღამის ცხოვრებას შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ ღამის კლუბში დილამდე იცეკვოთ, ბარებში, დისკოტეკებზე ან ტრადიციულ ბერძნულ გასართობ ცენტრებში ”ბუზუკი”, სადაც მღერიან პოპულარული ბერძენი მომღერლები.

ამ ქალაქში ყოფნის შემდეგ და იმის შემდეგ რაც  მის გულის ძგერას შეიგრძნობთ, თქვენ ისევ და ისევ მოგინდებათ აქ დაბრუნება.

 

შოპინგი თესალონიკში

შოპინგი ჩრდილოეთ დედაქალაქში, ქ. სალონიკში-ეს არის თავბრუსდამხვევი კოლეიდოსკოპი ვიტრინების, მოდური ბუტიკების, მსოფლიო ბრენდების, უამრავი აქციისა და ფასდაკლების, მომგებიანი საყიდლებისა და საჩუქრების.

შემდეგ ▼

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ უნიკალურ ქალაქში, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი ღირსშესანიშნაობებით და სტუმართმოყვარე ხასიათით, არამედ ცხოვრების თანამედროვე სტილითაც! აქ განლაგებულია უდიდესი სავაჭრო ცენტრები, მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ბუტიკებით, ასევე უფრო დემოკრატიული მაღაზიებით.

თუ, თქვენ მოგბეზრდებათ თანამედროვე მაღაზიებში სიარული, კონტრასტისთვის შეიარეთ ბერძნულ ბაზრობაზე, რომელიც მდებარეობს ეგნატიასა და ციმისკის ქუჩებს შორის. არისტოტელეს მოედნის მახლობლად. აქ თქვენ დაგხვდებათ უამრავი ხილი და ბოსტნეული,ზეთისხილის , ყველის, სუნელების, თევზისა და ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანი..... ნამდვილი ბერძნული ბაზარი. აქ თქვენ შეგიძლიათ შეევაჭროთ ბერძენ გამყიდველებს, არ მოგერიდოთ, მათ ეს მოსწონთ კიდეც!

ამის მერე თქვენ შეგიძლიათ ციმისკიზე გაისეირნოთ, სადაც ქუჩის ორივე მხრიდან უამრავი მაღაზიაა განლაგებული.

 

გართობა სალონიკში

სალონიკი-ახალგაზრდული ქალაქია, ამიტომ ხმები ამ ქალაქის ღამის ცხოვრების შესახებ, საბერძნეთის საზღვრებს გასცდა. ქალაქში უამრავი დისკოტეკა, ღამის კლუბები და ბარებია, ყველანაირი გემოვნებისთვისა და ტემპერამენტისთვის.

შემდეგ ▼

ს ის ქალაქია, რომელიც ღამე ცოცხლდება და უფრო ხალხმრავალი ხდება. აქ ისვენებენ ახალგაზრდები საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქიდან და უცხოეთიდან: ისინი ღამის კლუბებში დილამდე ცეკვავენ თანამედროვე მუსიკის ქვეშ, უფროსი თაობა კი  ”ბუზუკი”-ში გართობას ანიჭებს უპირატესობას, სადაც ბერძენი ვარსკვლავები ცოცხალი შესრულებით მღერიან. 

შეუძლებელია სალონიკში მოიწყინო!

 



ღამის სალონიკი

სალონიკი – ეს არის მზის, ზღვის, ისტორიის, სტუდენტობისა და რათქმაუნდა, მხიარული ღამის ცხოვრებისა და გართობის ქალაქი! 

ლამაზი არქიტექტურა და თერმაიკოსის ყურის ლურჯი ზღვა, თეთრი კოშკი და ანტიკური ძეგლები, ბიზანტიური ეპოქის ეკლესიები და თანამედროვე შენობები - ყველაფერი ეს გელით სალონიკში, საბერძნეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში.  

ქალაქის ღამის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. არაჩვეულებრივი სამზარეულოთი და სასმელების ფართო არჩევანით, მთელ ევროპაში ცნობილი რესტორნები, მაღალი დონის მომსახურებითა და შესანიშნავი ფასებით, ტავერნები, ღამის კლუბები, ბუზუკები (ტრადიციული გასარტობი ცენტრები), ბარები და კაფეები, რომლებიც ღიაა დილამდე ქალაქის სხვადასხვა უბნებში და რათქმაუნდა, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ქალაქის ნაწილში - ცენტრში. 

 

არისტოტელეს მოედანი

შეუძლებელია იყო სალონიკში და არ დალიო ყავა არისტოტელეს მოედანზე განლაგებულ ქალაქის პოპულარულ კაფეებში. ასევე მოედანზე და მის ჩიხებში მშვენიერი ტრადიციული ბერძნული ტავერნებია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბერძნული სამზარეულოს კერძები.

 

ქალაქის ბულვარი

მაღაზიების ან სადილის მერე, კარგი იდეაა ბულვარზე გასეირნება. რამოდენიმე წუთში თქვენს ფეხთაა თერმაიკოსის ყურე, რომანტიული მზის ჩასვლა და მშვენიერი ქალაქის საღამოს ხედი. მთელი ბულვარის სიგრძეზე განლაგებულია თანამედროვე კაფე-ბარები, ”თეთრი კოშკიდან” დაწყებული ქალაქის პორტთან დამთავრებული. ყველა მათგანი დილამდე მუშაობს და გამოირჩევა მაღალი სერვისითა და სასმელების ფართო არჩევანით.

 

ლადადიკა

თესალონიკში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ლადადიკას-ქალაქის ისტორიულ უბანს, რომელიც პორტის პირდაპირაა განლაგებული. ქალაქის ღამის ცხოვრებაში ეს უბანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგანაც აქ არის თავმოყრილი უამრავი ბარი, ტავერნა, დისკოტეკა და ბუზუკები. ეს არის გართობის, მხიარულებისა და მშვენიერი დროს ტარების უბანი, როგორც დღე, ასევე ღამე!

 

 ვალაურიტუ - სიგრუ - ვილარა

ლადავიკადან ოდნავ ზემოთ განლაგებულია ქუჩები ვალარიტუ, სიგრუ და ვილარა -  ხმაურიანი ღამის ცხოვრების «მომხიბლავი» სამკუთხედი.  სწორედ აქ უნდა მოხვიდეთ, თუ გსურთ დაუვიწყარი გართობა დილამდე: ჯაზ-, როკ- და მეინსტრიმ-ბარები, კაფეები და ტავერნები, რომლებიც ფუნქციონირებს, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. 

 

სალონიკის სხვა უბნები

ქალაქის ბულვარის,  ვალაურიტუსა და ლადავიკას რაიონის გარდა, თქვენ შეგხვდებათ უამრავი გასართობი დაწესებულება სალონიკის თითქმის ყველა უბანში. ამ ქალაქს ღამით არ სძინავს, მისი გულისცემა ისმის ღამის კლუბებში და დისკოტეკებზე, რომლებიც ღიაა ბოლო კლიენტამდე.  ეწვიეთ გასართობ კომპლექს ვილკას, მილოს, არეტცუს სანაპიროს კალამარიაში (სალონიკის ზღვისპირა უბანი), ახალ სანაპიროს საკონცერტო დარბაზ მეგარო მუსიკისთან, ბარებს იკტინუს ქუჩაზე (წმ. სოფიას ტაძართაბ ახლოს). 

ეწვიოთ სალონიკის ყველა გასართობ დაწესებულებას შეუძლებელია, მაგრამ რამოდენიმე თქვენთვის საყვარელს აუცილებლად აღმოაჩენთ! შეიგრძენით მისი ღამის ცხოვრების განსაკუთრებული ატმოსფერო და ქალაქის განუმეორებელი ენერგეტიკა, შეისწავლეთ საბერძნეთი შიგნიდან, აღმოაჩინეთ რაღაც ახალი და  გაეცანით საბერძნეთის კულტურას! 


ღირსშესანიშნაობები

სალონიკი (თესალონიკი)-უმშვენიერესი ქალაქი მდიდარი ისტორიით. ბიზანტიური ეპოქის დროს, აქ იყო მნიშვნელოვანი ცენტრი. ქალაქში უამრავი ძეგლი და არქეოლოგიური ადგილებია, რომლებიც ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

 

არისტოტელეს მოედანი

ქალაქის გაცნობა სწორედ ამ მოედნიდან უნდა დაიწყოთ. თავისი დღევანდელი სახე ამ მოედანმა მიიგო 1917 წლის ხანძრის შემდეგ (როდესაც თითქმის მთელი ქალაქი დაიწვა). მოედანი აშენებულია ფრანგული არქიტექტორის ე. ემბრარის პროექტით. აქ მდებარეობს ცნობილი ფილოსოფოსის არისტოტელეს ძეგლიც. არსებობს მოსაზრება, რომ , თუ მისი ხელის ცერა თითს შევეხებით ჩაფიქრებული სურვილი აგვიხდება. არისტოტელეს მოედანზე ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.

უძველესი ანუ რომაული აგორა

ეს არის დიდი ოთხკუთხედი მოედანი ქალაქის ცენტრში - რომაული ბაზარი, რომელიც წარმოადგენდა ეკონომიურ, სავაჭრო, საზოგადო და ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრს მე-5 საუკუნეში. აქ იყო განთავსებული საჯარო შენობები, ოდეონის კონსერვატორია, სხვადასხვა სანახაობის გამართვის ადგილი, არქივი, აბანოები, მაღაზიები და მსხვილი გალერეები, რომელთაგანაც ყველაზე კარგად შემოინახა გალერეა cryptoporticus. მუზეუმში ინახება ექსპონატები, რომლებიც აღმოაჩინეს აგორის გათხრის დროს. აგორის ქვემოთ სამეფო გზა-ეგნატია გადიოდა, ხოლო მისი  სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია მე-15 საუკუნის თურქული აბანოები - ბეი ჰამამი.

 

ანო პოლი (ზედა ქალაქი)

ზედა ქალაქი, ეს ის უბანია რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა. იგი მდებარეობს ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას. აქ ყველაზე გრილი მიკროკლიმატია. ანო პილიდან იშლება მშვენიერი ხედები. აქედაბ მთელი ქალაქი მოჩანს. ზედა ქალაქი ბრწყინვალედ შეესაბამება რაიონის საერთო სტილს და მიუხედავად იმისა, რომ იგი განლაგებულია ხმაურიანი ცენტრიდან რამდენიმე ნაბიჯში, აქ შეიმჩნევა ცხოვრების უფრო მშვიდი და ნელი ტემპი. სალონიკში ვიზიტი სრულფასოვნად არ ჩაითვლება, თუ თქვენ არ გაისეირნებთ ზედა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, თავისი მომხიბვლელი ტავერნებითა და სუვენირების მაღაზიებით.

 

ტრიუმფალური თაღი 

იმპერატორ გალერის თაღი-ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა.იგი ცნობილია სახელწოდებით ”კამარა”. აშენებულია 305 წელს რომის იმპერატორ გალერეეს მიერ სპარსელებზე გამარჯვების საპატივცემულოდ. ოდესღაც ამ თაღის ქვეშ გადიოდა ცნობილი გზა -ეგნატია, რომელსაც რომში მივყავდით. თესალონიკის დატოვება შეუძლებელია ისე, რომ სამახსოვრო ფოტო არ გადაიღოთ ამ თაღის ფონზე.

 

როტონდა

ეს ნაგებობაც იმტერატორ გალერეის დროსაა აშენებული. იმტერატორმა როტონდა საკუთარი პანტეონისთვის და მავზოლეუმისთვის ააშენებინა 300 წელს. ბიზანტიელი იმპერატორის თეოდორე დიდის დროს გადაკეთდა ქრისტიანულ ეკლესიად, ხოლო თურქეთის ბატონობის დროს-მეჩეთად. დღეს იგი ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი. სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაკბენ ულამაზესი მოიზაიკითა და მე-4 საუკუნის იშვიათი ფრესკებით.

 

ნავარინუს მოედანი

კამარიდან ციმისკისკენ მიმავალ გზაზე, თქვენ შეხვდებით გათხრებს - ეს ნავარინუს მოედანია.

აქ იმპერატორ გალერეის სასახლის ნანგრევებს ნახავთ. მისგან ოდნავ მოშორებით კი, იპოდრომი იყო განლაგებული, რომლისგანაც რამოდენიმე ფრაგმენტი შემორჩა. მშვენიერ შთაბეჭდილებებს კიდევ უფრო გააღრმავებს, თუ თქვენ ნავარინუს მოედანზე უგემრიელეს ბლინებს-კრეპებს დააგემოვნებთ, თქვენთვის სასურველი შიგთავსით, რომლებსაც იქვე, თქვენს თვალწინ მოამზადებენ.

 

 თეთრი კოშკი

ეს ქალაქის ყველაზე პოპულარული შენობაა და ამავდროულად მისი სიმბოლოცაა. კოშკი აშენებულია მე-15 საუკუნეში. თერქეთის ბატონობის დროს მას იყენებდნენ, როგორც ციხეს და ამის გამო მას ეწოდა ”წითელი” (სისხლიანი)კოშკი. თურქებისგან განთავისუფლების შემდეგ კოშკი თეთრად შეღებეს, რომ აღარ აგონებდეთ სისხლს, რომელიც აქ დაიღვარა. ამის მერე ამ კოშკს  ”თეთრი კოშკი” დაერქვა. დღეს აქ მუზეუმი ფუნქციონირებს.

სალონიკს ხშირად უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. იგი მეორე ქალაქია, კონსტანტინოპოლის ( სტამბულის) მერე, ბიზანტიური ეკლესიების და ძეგლების რაოდენობით.

 

ღვთისმშობლის ტაძარი

ეს ტაძარი მდებარეობს კამარას გვერდით. იგი აგებულია მე-5 საუკუნეში და ერთადერთი ეკლესიაა ქალაქში, რომელსაც ბაზილიკური ფორმა აქვს. კარგად არის შემონახული მე-13 საუკუნის ფრესკა, რომელზეც 40 დიდმოწამეა გამოსახული. სამწუხაროდ ბევრი ფრესკა განადგურდა მე-15 საუკუნეში, როდესაც თურქებმა ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს.

 

წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი

აგიოს დიმიტრიოს-საბერძნეთის ყველაზე დიდი და ცნობილი ეკლესიაა. ბიზანტიის ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რომაული აგორის ზემოთ. ტაძარს უმშვენიერესი მოზაიკები ამშვენებს. იგი აგებულია რომაული აბანოების ადგილზე, სწორედ იქ, სადაც ტანჯვით აღესრულა წმ. დიმიტრი, რომელიც იყო რომაული ჯარის ოფიცერი, დიდგვაროვანი ოჯახიდან და ქრისტიანობა მიიღო. მისი გარდაცვალების ადგილას გაჩნდა წყარო, რომელსაც მირონი სდიოდა. ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია 1978 წელი, როდესაც დიდმოწამე დიმიტრის წმინდა ნაწილები დააბრუნეს წმ. ლავრენტის სააბატოდან (იტალიიდან) და დაასვენეს ეკლესიის შიგნით. ეკლესიის სარდაფში განლაგებულია მუზეუმი.

 

წმინდა სოფიას ტაძარი

წმინდა სოფიას ტაძარი აგებულია მე-8 საუკუნეში, იმ ადგილზე სადაც იდგა ადრექრისტიანული დიდი ბაზილიკა, რომელიც 620 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია. ეს ტაძარი ზუსტი ასლია ცნობილი აგია სოფიასი, რომელიც კოსტანტინეპოლში (სტამბულსში) მდებარეობს. ბიზანტიური ეპოქის დროს, წმინდა სოფიას ტაძარი ქალაქის საკათედრო ტაძარი იყო. დღეს ეკლესია მოქმედია. აქ შეიძლება ულამაზესი მოზაიკის და ფრესკების დათვალიერება. აუცილებლად ეწვიეთ მას.

 

არქეოლოგიური მუზეუმი

მუზეუმის ეკსპოზიცია მოიცავს - ნეოლიტის ეპოქის, რკინის ხანის, არქაული, კლასიკური და რომაული ეპოქის აღმოჩენებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ოქროს სამკაულები და უძველესი საომარი იარაღი მაკედონიისა და მისი მეზობელი რეგიონებიდან. ცალკე კუთხეში ინახება უნიკალური ნივთები, ამოღებული მეფე ფილიპე მაკედონელის საფლავიდან და თვით ფილიპეს ნეშტიც. თესალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი  მსოფლიოში საუკეთესო არქეოლოგიურ მუზეუმად ითვლება.

 

ბიზანტიური კულტურის მუზეუმი

მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია შეიცავს სხვადასხვა სახის ბიზანტიური ეპოქის ექსპონატებს, მოყოლებული იმპერიის აღორძინებიდან მის დაშლამდე (1453 წელს). ეს ექსპონატები არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია, არამედ მოწმეები იმ ხალხის კულტურისა, რომლებმაც ისინი შექმნეს და იმ საზოგადოების, რომლებიც მათ იყენებდნენ. მუზეუმში დროთა-დრო ეწყობა  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ექსპონატების გამოფენები, რომლებსაც კავშირი აქვთ ბიზანტიის ხელოვნებასთან და კულტურასთან.

 

 

 


ქალაქი-მუზეუმი

 

ბიზანტიური თესალონიკი - მოგზაურობა უდიდესი ქალაქის ისტორიაში

მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია და ჩვენამდე მოაღწია ბიზანტიური იმპერიის სიმდიდრემ: გათხრების დროს აღმოჩენილია 300 მეტი ბიზანტიური ძეგლი, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მდებარეობს ქალაქ თესალონიკში-საბერძნეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში.

თესალონიკმა ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ბიზანტიის ისტორიაში. ციხის ძლიერმა გალავანმა მრავალჯერ გადაარჩინა ქალაქი ბარბაროსულ ლაშქართა თავდასხმის დროს. მათი შეტევებისგან 1.000 წლის განმავლობაში, ქალაქი მხოლოდ 4 დაეცა.

ბიზანტიურ ეპოქაში, თესალონიკი მნიშვენლოვან ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო განთავსებული სამხედრო ხელისუფლება და მიტროპოლიტის რეზიდენცია, ქალაქის პორტიდან კი საქონელი მთელს ბალკანეთში ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ დღესაც თესალონიკის პორტი ბალკანეთზე უმსხვილესია.

შუაბიზანტიური პერიოდიდან მოყოლებული, ქალაქში ინტენსიური სულიერი განვითარება შეიმჩნევა, კონსტანტინეპოლის მსგავსად, რომელმაც გავლენა ათონის მთაზეც კი მოახდინა. რელიგიური კონფლიკტების, სამოქალაქო ომებისა და სოციალური არეულობის მიუხედავად, რომლებსაც ადგილი ქონდათ მე-14 საუკუნეში, სალონიკმა უდიდესი აყვავება სწორედ ამ პერიოდში განიცადა, განსაკუთრებით კი, არქიტექტურაში, იკონოგრაფიაში და მოზაიკაში.

მე-14 საუკუნის ბოლოს, ინტესიური განვითარების პერიოდის და ხანმოკლე ვენეციური ბატონობის (1423-1430) შემდეგ, ქალაქი იძულებით შეუერთდა მურად II -ის იმპერიას (1430) და ქალაქის ისტორიის ახალი პერიოდი დაიწყო.....

თავდაპირველად ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 315 წელს მაკედონიის მეფის კასსანდრის მიერ, რომელმაც ქალაქს თავისი მეუღლის -მაკედონიის პრინცესის, თესალონიკის-სახელი დაარქვა. თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის ნახევარდა იყო. მე-IV საუკუნიდან 1430 წლამდე, სანამ ქალაქი ოსმალეთის იმპერიის ხელში ჩავარდებოდა, თესალონიკი ითვლებოდა მნიშვნელობით მეორე ქალაქად კონსტანტინოპოლთან ერთად, რომელიც მხარს უჭერდა უდიდესი იმპერიის პოლიტიკას, იმპერიის ევროპულ ნაწილში-ბალკანებზე.

მეცნიერთა აზრით თესალონიკი ერთადერთი ბიზანტიური ქალაქია ევროპაში, და შეიძლება ითქვას მსოფლიოში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ეს არის ნამდვილი ქალაქი-მუზეუმი ღია ცის ქვეშ, უნიკალური ბიზანტიური ეპოქის ძეგლებით.

გარდა ამისა, აქ ყოველ დღე მეტროს მშენებლობისას, პოულობენ ბიზანტიური ეპოქის ახალ არტეფაქტებს. 1988 წელს UNESCO-მ შეიტანა თესალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

 

 

 წმ. დიმიტრი თესალონიკელის ბაზილიკა - ქალაქის მფარველი წმინდანი

წმ. დიმიტრის ტაძარი, თეთრ კოშკთან ერთად (ლეფკოს პირგოს), წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს.

იმ ადგილზე სადაც იგი დგას, ძველად, რომაული იმპერიის დროს აბანოების კოპლექსი მდებარეობდა (რომაული თერმები), სადაც გადმოცემის თანახმად წმინდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შემდგომში კი ამ ადგილას აწამეს.

პირველი ტაძარი აშენდა  V საუკუნეში, მაგრამ, 620 წელს მომხვდარი ძლიერი მიწისძვრის დროს იგი დაიწვა. ტაძარი მალევე აღადგინეს.  1493 წელს თურქებმა ეს ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, ქრისტიანებს კი, ნება დართეს ელოცათ და თაყვანი ეცათ წმინდანისთვის ტაძრის ჩრდილოეთ-სამხრეთ ნაწილში. თურქების ბატონობისგან საბერძნეთის განთავისუფლების შემდეგ, ეკლესია დაუბრუნდა ქრისტიანებს.  

ტაძარი საგრძნობლად დაზიანდა 1917 წელს მომხდარი კატასტროფული ხანძრის დროს. ამის გამო ჩვენამდე მოაღწია V-IX საუკუნეების 9 მოზაიკურმა კომპოზიციამ, რომელთა დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათზე წმ. დიმიტრისთან (საქართველოში ცნობილს, როგორც დიმიტრი თესალონიკელი) ერთად, გამოსახულია სალონიკის მკვიდრნი და თანამდებობის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტაძრის აღდგენაში. 

აღსანიშნავია, რომ ტაძრის შიგნით დაკრძალულია ვენეციელი ვაჭარი ლუკას სპანდუნისი, რომელიც გარდაიცვალა 1481 წელს. იგი ტაძარში სალონიკელებმა დაკრძალეს, ნიშნად დიდი მადლიერებისა, რადგანაც რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე იგი ოსმალებს უხდიდა  გამოსასყიდს, რომ მათ წმ. დიმიტრის ტაძარი მეჩეთად არ გადაეკეთებინათ.

ეს სამარხი თეთრი მარმარილოსგანაა შესრულებული და წარმოადგენს იტალიური რენესანსის მაგალითს.

ტაძრის ქვეშ დღემდე შემორჩენილია რომაული აბანოების ნაწილი, ეგრეთ წოდებული კრიპტა- წმ. დიმიტრის საპყრობილე და სიკვდილის ადგილი.  ეს ადგილი წმინდა ადგილად ითვლება. სწორედ აქ მდებარეობდა დიდი ნიჟარა, რომელშიც ჩაედინებოდა მისი წმინდა მირონი. ამ ფაქტის გამო წმ. დიმიტრი თესალონიკელს ასევე უწოდებენ დიმიტრი მირონმდინარეს.  

მთელი ბიზანტიის პერიოდის განმავლობაში, ყოველ ოქტომბერს წმინდა დიმიტრის საპატიოდ ტარდებოდა დიდი რელიგიური დღესასწაული - დიმიტრია. ამ დღეს ტაძართან  ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ათასობით მორწმუნე იკრიბებოდა, იმისათვის რომ, პატივი მიეგოთ წმინდანისათვის. 

ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, 26 ოქტომბერი - დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის  ხსენების დღე - დიდ ადგილობრივ  დღესასწაულად ითვლება და სალონიკელებისთვის უქმე დღეა, რადგანაც მთელი ქალაქი აღნიშნავს თავიანთი მფარველის დღეს.  ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას უამრავი მორწმუნისა და ტაძრის მრევლის გარდა, ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი.  

 

როტონდა (წმ. გიორგის ტაძარი) - გალერიუსის ტრიუმფალური თაღი 

 ძვ. წ. დაახლოებით 300 წ. კეისარმა გალერიუსმა სალონიკში დიდი მშენებლობა წამოიწყო: 150.000 მ² ფართობის მქონე, დიდი სასახლე კომპლექსი, რომელშიც შედიოდა როტონდა, ტრიუმფალური თაღი, იპოდრომი და სხვა სასახლის ნაგებობები. მათგან ჩვენამდე მოაღწია, მხოლოდ როტონდამ და თაღის ნაწილმა. სასახლის ადგილას არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. მათი ნახვა შესაძლებელია ქალაქის თანამედროვე გამზირზე - ნავარინუზე.

როტონდა აგებულია აგურისგან და სიმაღლეში აღწევს 30 მეტრს. 

ადრექრისტიანულ პერიოდში ეს შენობა გადააქციეს ქრისტიანულ ტაძრად.  იგივე პერიოდში ტაძარი მორთეს  არაჩვეულებრივი მოზაიკით, რომლებიც აღმოსავლეთის უძველეს კედლის მოზაიკებს წარმოადგენენ. სამწუხაროდ მათი დიდი ნაწილი განადგურდა - ასევე, როგორც მარმარილო, რომლითაც კედლები იყო მოპირკეთებული. 

 1523-დან 1590 წლამდე როტონდა წარმოადგენდა ქალაქის საკათედრო ტაძარს. შემდგომ იგი მეჩეთად გადაიქცა და მას მინარეთი მიაშენეს. 

სახელწოდება აგიოს გეორგიოს (წმინდა გიორგი) როტონდას მიენიჭა აქვე მდებარე წმ. გიორგის პატარა ეკლესიის გამო, რომელშიც როტონდას მეჩეთად გადაქცევის პერიოდში, გადატანილი იყო როტონდაში არსებული სიწმინდეები. 

როტონდის წინ, ეგნატიას ქუჩაზე (ყოფილი უძველესი დროის მაგისტრალი და თანამედროვე სალონიკის ცენტრალური გზა)- მდებარეობდა გალერიუსის ტრიუმფალური თაღი, ან, როგორც მას ეძახიან სალონიკელები-კამარა, რაც ბერძნულ ენაზე ნიშნავს «თაღს».  

რაც შეეხება თაღს, იგი შედგებოდა გუმბათით გადაფარებული ოთხი მასიური ცენტრალური და ოთხი გვერდითი სვეტისგან, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ფრაგმენტმა თაღის სამი სვეტით, მათზე განთავსებული უნიკალური ბარელიეფებით, რომლებზეც ასახულია სცენები იმპერატორ გალერიუსის ცხოვრებიდან. 

თესალონიკის სხვა ბიზანტიური ძეგლები

როგორც ცნობილია, ბიზანტიის ეპოქაში თესალონი გარს შემორტყმული იყო უძლიერესი ციხე-გალავნით (IV-V საუკ), რომლის კედლების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია.

გარდა ამისა აღსანიშნავია რომ, ქალაქის მთავარი ქუჩები, ისეთები როგორიც, ეგნატია, აგიუ დიმიტრიუ, ვენიზელუ, იოანოს დრაგუმი, აგია სოფია და სხვ. ქალაქის ყველაზე ძველ ქუჩებს წარმოადგენენ, რომლებიც ზუსტად იმ ადგილას გადის, რომელზეც გადიოდნენ რომაული იმპერიის დროს. ამას ადასტურებენ აღმოჩენები, რომლებიც მეტროს გაყვანისას გაკეთდა: თურმე თანამედროვე თესალონიკის ქვეშ არსებობს ბიზანტიური ეპოქის მთელი ქალაქი! გათხრების მსვლელობისას, დადგინდა პორტის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რომელიც თვით კონსტანტინე I დიდმა 322 წელს ააშენა, ასევე დაადგინეს იპოდრომის ადგილმდებარეობა. აღმოჩენილია ტაძრები, წყალსაცავი, აბანოები, სახელოსნოები, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ნეკროპოლი და მრავალი სხვა რამ, რაც მთლიანობაში ქმნის ქალაქს.

ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება ბიზანტიური ეპოქის ორი ადრექრისტიანული სასაფლაო. რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ფრესკები, რომლებიც საფლავთა უმრავლესობას ამშვენებს და III-IV საუკუნით თარიღდება.

რაც შეეხება ადრექრისტიანულ მოზაიკას, მისი მშვენიერი ნიმუშები არსებობს, როგორც როტონდასა და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარში, ასევე ტაძრებში პანაია აქიროპულუ, აგია სოფიასა და მონი ლატომუში.

თესალონიკის ყველა ბიზანტიური ეკლესია, უმშვენიერესი ფრესკების გარდა, წარმოადგენს ბიზანტიური არქიტექტურის ნათელ მაგალითს. XI აქ ააგეს პანაგია ქალკეონის ულამაზესი ტაძარი. ამ ეკლესიაში შეგიძლიათ იხილოთ უმშვენიერესი ფრესკები.

შეხვედრამდე სალონიკში!


სასტუმროები
  • Hotel's photo
    ABC Hotel
    რეგიონი:
    სალონიკი  Thessaloniki
     ნომრები
     100
    თანამედროვე ქალაქის ტიპის სასტუმრო  რომელიც მდებარეობს საგამოფენო ცენტრის პირდაპირ. რამდენომე ნაბიჯშია ქალაქის ცენტრი, სანაპირო, თეთრი კოშკი, მაღაზიები, ტავერნები, ბარები. შედგება ცხრა სართულიანი შენობისგან, კომფორტული ნომრები, რესტორანი, ბარი, ინტერნეტი, მაღალი დონის მომსახურეობა.
    მთელი წელიწადი
  • Hotel's photo
    ad Imperial Palace Hotel Thessaloniki
    რეგიონი:
    სალონიკი  Thessaloniki
     ნომრები
     70
    მყუდრო სასტუმრო რომელიც აშენებულია ნეოკლასიკურ სტილში. კომფორტული ნომრები, რესტორანი, ბარი, ინტერნეტი, კონფერენც-დარბაზები, ხარისხიანი სერვისი. სასტუმროსთან ახლოს არის უამრავი მაღაზიები და კაფეები. შესანიშნავია კომფორტული და ეკონომიური დასვენებისათვის. 
    მთელი წელიწადი