თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
20°C

შოპ-ტურები კასტორიაში 2024

აღწერა

ლეგენდარული მთის ტბა ორესტიადა, თვალწარმტაცი ძველი ქალაქის ქუჩებში,  ეკლესიები, სუფთა ჰაერი და უმშვენიერესი ბუნება - ეს ყველაფერი საბერძნეთის ქალაქ კასტორიაში გელით.

 

მაგრამ, არა მხოლოდ ეს! ...

 

თუ, თქვენ არასდროს ყოფილხართ კასტორიაში, მაშინ, წარმოიდგინეთ, ულამაზესი და მშვიდი ქალაქი, მთის ჰაერით, წყნარი ქუჩებით და უამრავი ძველი ეკლესიებით,  რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 650 მეტრზე.

 

ქალაქი  განლაგებულია  დასავლეთ მაკედონიაში, გარშემორტყმულია მთებით  ვიტცი და გრამმო.

საშუალო ტემპერატურა ზაფხულში  25 ° C აღწევს, ზამთარში კი  5 ° C. ზოგჯერ ზამთარში ტემპერატურა  0 გრადუსზე ქვემოთ ეცემა  და წყალი ტბაში იყინება.  ქალაქში არ არის პლაჟები ,  რადგანაც ტბაში ცურვა  არ არის მიღებული, სამაგიეროდ არსებობს ყველა პირობა თევზაობისთვის.

 

ქალაქის ისტორია

ამ ქალაქს უძველესი ისტორია აქვს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, პირველი დასახლება ამ რეგიონში ძვ. წ. 5500 წელს გამოჩნდა.

შემდეგი ▼

ქალაქის შესახებ მოგვითხრობს მითები, რომლებიც , უკავშირდება პირველ ნახევრადმითიურ  მეფე - ღმერთს კეკროპს  (რომელსაც საკმაოდ  საშიში გარეგნობა ქონდა: ადამიანის სხეული და გველები  ფეხების ნაცვლად). თავად ქალაქი დაარსდა  ძვ. წ. 840 წელს და შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს დასავლეთ მაკედონიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად.

 

ქალაქის სახელი წარმოშობის ყველაზე პოპულარული ვერსია, დაკავშირებულია უამრავ თახვებთან,  რომლებიც ორესტიადას ტბაში ბინადრობდნენ ( ბერძნულად "Castor" თახვს ნიშნავს). მაგრამ არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც  მითებს უკავშირდება. მისი მიხედვით, კასტორი ერქვა ზევსის შვილს, რომელიც  ამ ადგილას ერთ-ერთ მთაზე ცხოვრობდა.

 

გართობა კასტორიაში

მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ცნობილი კასტორიას თეატრის , რომელიც რეგულარულად მასპინძლობს სხვადასხვა ფესტივალებს და კონცერტებს.  ახალი წლის პერიოდში აქ იმართება   ცნობილი კარნავალი „რაგუცარია“ ერთ-ერთი უდიდესი საბერძნეთში, რომლის დროსაც  ქუჩებში გროვდება ათასობით ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები.

ზამთარში, თხილამურებზე სრიალის მოყვარულებს მასპინძლობს  თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტი ვიცას მთაზე.

 ქალაქიდან მხოლოდ 16 კმ-ში მდებარეობს  სოფელი ამმუდარა,  ცნობილი თავისი მინერალური წყლებით .

შიგ  ქალაქში  ფუნქციონირებს უამრავი ბარები, ტავერნები, მაღაზიები და დისკოტეკები.

ზაფხულში, მთაზე , თეატრში ღია ცის ქვეშ  ტარდება კონცერტები და წარმოდგენები. ტბაზე შეგიძლიათ გაერთოთ თევზაობა, ნაოსნობით  ან გემით გაისეირნოთ ქალაქის გარშემო.

 

შოპინგ ტურები კასტორიაში

ალაქი კასტორია ბოლო ათწლეულის განმავლობაში თავისი ბეწვეულის წარმოების გამო   ცნობილი გახდა საბერძნეთის საზღვრებს მიღმა. ქალაქში არსებობს 3 ათასზე მეტი ქარხნები, რომლებიც  ბეწვის ქურთუკების წარმოებით არიან დაკავებულნი. იმისათვის, რომ დაწვრილებით შეიტყოთ კასტორიაზე, როგორც ევროპული ბეწვეულის მწარმოებელ ცენტრზე დააჭირეთ აქ.

                                                                                   



ღირსშესანიშნაობები

დღევანდელი კასტორია საინტერესოა იმათვის, ვინც ეძებს წარსულს უძველეს დასახლებათა ქუჩებში. კასტორიაში მდებარეობს 72-ზე მეტი ბიზანტიური და პოსტბიზანტიური პერიოდის  ეკლესიები, უნიკალური და უშვიათესი ფრესკებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკლესია პანაგია მავრიოტისაა(XI საუკ.),ასევე აია ანარგირის ეკლესია(X საუკ.)წმინდა სტეფანეს ტაძარი( XIV საუკ.) წმინდა ნიკოლოზის(XIII) წმინდა გიორგის და ქალაქის ყველაზე ძველი ტაძარი-პანაგია კუმბელიდიკა(IX საუკ.).

ქალაქის პანორამას ავსებს ძველი მდიდრული სახლები,რომლებიც აშენებულია თურქების ბატონობის დროს.

ვისაც სურვილი აქვს უფრო ღრმად გაეცნოს ქალაქის ისტორიას, უნდა ეწვიოს ეთნოგრაფიულ და ბიზანტიურ მუზეუმს.