თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
25°C

კორფუ. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

 

კუნძული კორფუ - საბერძნეთის და იონიის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია,ცნობილი მთელ მსოფლიოში  თავისი სილამაზით და მდიდარ ისტორიით.კორფუ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე კუნძლად,ცნობილი თავისი ეკზოტიკური სანაპიროებით,ზეთისხილის ჭალეებით,ფორთხლის ბაღებით და მწვანე ტყეებით.კერკირაა,როგორც მას უწოდებენ ბერძნები ხიბლავს ვენეციის აურით,თავისი უნიკალური არქიტექტურით და ლამაზ ვიწრო ხეივნებით.

 

კორფუ - მეფეთა და არისტოკრატიის სახლი

კორფუს ირჩევს სამეფო ოჯახების წარმომადგენლები,არისტოკრატები და ასევე ბუნების მოყვარულები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ყოველ წელიწადს კორფუს ეწვევა პრინცესა

შემდეგ ▼

და მაროკოს პირველი ლედი,კატარის ემირები და შეიხები,ცნობილი მსახიობები,სპორტსმენები.კორფუს ჩრდილოეთ სანაპიროზე,რომელსაც ასევე უწოდებენ «საბერძნეთის მონაკოს», მდებარეობს ლორდ ჯეიკობ როტშილდის შვილის ნატანიელ როტშილდის სასახლე,ამავე რეგიონში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ტომ საკვილის ვილა,და ცნობილი მსახიობის ბრიუს ვილისის ვილა. კორფუზე ასევე მდებარეობს მრავალფეროვანი გასართობები: აკვაპარკები,ჩოკბურთის კორტები,კრიკეტის და გოლფის მინდვრები,ცხენოსნების კლუბები,დაივინგის სკოლები და სხვა.

 

ადგილობრივი სამზარეულო და კერძები

ქალაქში და მის მიმდიბარე ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალფეროვანი ტრადიციული ტავერნები,მაღალი დონის რესტორნები,ბარები და ზღვის პროდუკტის ტავერნები(პსაროტავერნები). კორფუზე თქვენ გელით თბილი მასპინძლობა და უგემრიელესი ტრადიციული კერძები.

ტრადიციული კერძები: კურდღელი ხახვში «სტიფადო», მამალი ღვინოში «კოკორას კრასატოს»

ადგილობრივი პროდუქცია,რომელიც თქვენ არსად საბერძნეთში არ შეგვხდებათ: კუმკუატი(ხილი,რომლისგანაც იმზადება ლიქიორი,ჯემები და მურაბები),ციციბირა(ჯინჯერის ლუდი), მადოლესი და მადოლატო(ნუგა),სიკომაიდა(ლეღვის ჩრის ნამცხვარი)

 

აღდგომა კორფუზე

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ყველა მორწმუნე ეწვევა კოფუს,რადგან ისე როგორც კოფუზე აღდგომას არ აღნიშნავენ არსად საბერძნეთში.ყველაზე მოსალოდნელი მომენტი დგება დიდ შაბათს,როდესაც სნიპადას მოედანზე იკრიბება ხალხი ცნობილი შოუს მოლოდინში,ანუ ფანჯრიდან ქუჩაში ისვრიან თიხის კოკებს,რომლებზეც კეთილი სურვილები წერია.ითვლება რომ შენახულ ნატეხს მოაქვს წარმატება.

 

ტურები კორფუზე

«მუზენიდის თრეველი» - საბერძნეთის წამყვანი ტუროპერატორი, გთავაზობთ მრავალფეროვან გადაფრენებს და ასევე კომბინირებულ გადაფრენებს თბილისი-სალონიკი-კორფუ.დიდი წარმატებით სარგებლობენ კომბინირებული ტურები,სადაც თქვენ გაქვთ შეძლებლობა არა მარტო დაისვენოთ კორფუზე,არამედ შეიძინოთ ბეევის ქურთუკი კასტორიაში ძალიან ხელმისაწვდომ ფასად



ღირსშესანიშნაობები

ღირსშესანიშნაობები და ექსკურსიები

 კორფუზე დასვენებისას შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ გასართობი და შემეცნებითი ხასიათის სხვადასხვა ექსკურსიებს. თქვენ შეიტყობთ უამრავ საინტერესო ფაქტს კუნძულის შესახებ, გაეცნობით ადგილობრივი ბერძნების ცხოვრებას , დატკბებით ულამაზესი პეიზაჟებით, საკუთარი თვალით ნახავთ უნიკალურ ძეგლებსა და მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს. ექსკურსიები არჩევა  და შეძენა შესაძლებელია სასტუმროში,  ტუროპერატორ MOUZENIDIS TRAVEL-ის წარმომადგენელთან.  ექსკურსიის საფასური დამოკიდებულია მარშრუტზე და მის ხანგძლივობაზე.  

ძველი ქალაქი, სპინადა და მონრეპო

კუნძულის დედაქალაქი – ქალაქი კერკირა დაყოფილია ორ ნაწილად: ძველი და ახალი ქალაქი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. კერკირა გაგაოცებთ თავისი უნიკალური არქიტექტურით,ულამაზესი ქუჩებითა და პარკებით.. 

შემდეგი ▼

აქ შეგხვდებათ მრავალსართულიანი სახლები, რომლებიც ინგლისურ და ვენეციურ სტილშია აშენებული, მოჩუქურთმებული აივნებით, შადრევნებით, ძეგლებითა და ძველი ტაძრებით. თუ იმოძრავებთ ცენტრისაკენ, აღმოჩნდებით ბალკანეთის ყველაზე დიდ მოედანზე-სპინადაზე, სადაც როგორც წესი იკრიბებიან ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა. 

მონრეპოს სასახლე, რომელიც  1864 წელს გადაეცა მეფე გეორგ I და იყო მისი ზაფხულის რეზიდენცია, რომელიც ასევე განლაგებულია კორფუს ძველ ქალაქში. დღეს სასახლე ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი, ათასობით ტურისტი ჩამოდის აქ, რათა დატკბეს ულამაზესი პანორამული ხედით იონურ ზღვაზე და გამწვანებულ ბაღზე, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ბაღად ევროპაში.  

ლისტონი

გადავაკეთოდ ცნობილი გამოთქმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორფუზე ყველა გზას ქალაქის ცენტრში, ლისტონის ქუჩაზე მივყევართ, რომელიც აგებულია  პარიზის რიუ დე რივოლის მსგავსად. 

შემდეგი ▼
 
თაღოვანი პორტიკები ვენეციური ფარნებით, მაღალი არისტოკრატული შენობები, საშუალებას გაძლევთ თქვენ იმოგზაუროთ წარსულში, თავი იგრძნოთ სამეფო ოჯახის წევრად, რომლებიც ჩამოდიოდნენ კუნძულზე დასასვნელებლად და ჯამრთელობის გასაუმჯობესებლად.  შეუკვეთეთ ყავა ერთ-ერთ კაფეში ან ბარში და დატკბით არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რომელიც ამ ქუჩაზე 24 საათის განმავლობაში სუფევს. 

ძველი და ახალი ფორტი

ძველ ფორტზე გასეირნების საშუალება მოგეცემათ კოტფუს ერთ-ერთი ექსკურსიის ფარგლებში. აუცილებლად ადით ციხე-სიმაგრეზე, რათა დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედით სპინადაზე და ლისტონზე. 

შემდეგი ▼

ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ახალი ფორტი, რომელიც უკავშირდება ქალაქის ისტორიას. მის ულამაზეს დარბაზებში სეირნობის გარდა ეწვიეთ  New Fortress Cafe – კაფეს, რომელიც ციხესიმაგრის მწვერვალზეა განლაგებული . აქედან იშლება განსაცვიფრებელი პანორამული ხედები ძველ ქალაქზე. 

სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი

კორფუს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად და ითვლება ამ კუნძულის მფარველი წმინდანის-სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი,რომელიც აგებულია 1589 წელს. 

შემდეგი ▼

 ადგილობრივებისგან არ არსებობს არავინ ვინც არ ეთაყვანება ამ წმინდანს, და არ არსებობს ისეთი სტუმარი, რომელიც კორფუზე ყოფნისას არ ეწვევა ამ ტაძარს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი მსოფლიოში განთქმული წმინდანია, იგი შველის საცხოვრებელი საკითხების და ბიზნესის სიძნელეების მოგვარებაში. გაურკვეველი მიზეზით მისი ფეხსაცმელი ცვდება. ეს არის ლოგიკით აუხსნელი სასწაული,რომელიც უმაგრებს ხალხს რწმენას : წმინდა სპირიდონის ფეხსაცმელი ცვდება, როდესაც იგი ხალხის დასახმარებლად მიდის.  თავად წმინდანის ნაწილებიც აუხსნელი სასწაულია – მათ ცოცხალი ადამიანის სხეულის ტემპერატურა (36,6 გრადუსი) აქვთ და მისი სხეული რბილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარდაიცვალა 1600 წლის წინ.  

პონტიკონისი

დედაქალაქიდან 4 კილომეტრში, ხალიკოპულოს ყურეში, მდებარეობს კუნძული პონტიკონისი («თაგვების კუნძული»), რომელიც კორფუს სიმბოლოა. ამ გამწვანებულ კუნძულზე დგას პანტოკრატორის მონასტერი. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ნავით . ასევე ამ კუნძულზე მდებარეობს ვლახერნას მონასტერი. იგი აგებულია XVII საუკუნეში.  

აქილეონი

გასტურის დასახლებასთან ახლოს მდებარეობს დიდებული სასახლე-აქილეონი, რომელიც აგებულია ავსტრიის დედოფლის ელისაბედ  ბავარიელისათვის. პრინცესა სისი, როგორც მას მოფერებით ეძახდნენ, იმდენად აღფთოვანებულინ იყო ამ კუნძულის ლანდშაფტით, სილამაზითა და კლიმატით, რომ 1889 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი და შეუდგა აქილეონის მშენებლობას.  სასახლის მშენებლობა დასრულდა 1891 წელს, დედოფლის აღფრთოვანება ჰომეროსის ეპიკური გმირების მიმართ გამოხატულია სასხლის კედლებზე ფრესკების და სკულპტურების სახით.  

ელისაბედის სიკვდილის შემდეგ სასახლე გადადის კაიზერ ვილჰელმ II- ის ხელში. სწორედ მისი ბრძანებით აშენდა  ცნობილი კაიზერის ხიდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო იონიის ზღვზე ჩასვლა

მას  შემდეგ დიდი დრო გავიდა, სასახლის ტერიტორიაზე მრავალი მოვლენა მოხდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სასახლე დღემდე აოცებს ადგილობრივ მოსახლეობას და კუნძულის სტუმრებს. 

 

მონასტრები

კუნძულზე არანაკლებ საინტერესო ღირშესანიშნაობებს წარმოადგენს მონასტრები. კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მონახულებადი მონასტერი -  ღვთისმშობლის მონასტერია - პალეოკასტრიცა. წმინდა მონასტერი მდებარეობს პალეოკასტრიცას რაიონში , რომელიც ცნობილია თავისი საოცარი პეიზაჟებით. მამათა მონასტერი 1228 წელს ბერი ევფიმიემ მიდასოსის მიერ დაფუძვნდა. მონასტერის ტერიტორიაზე ინახება ღვთისმშობლის ხატი <<მაცოცხლებელი წყარო>> (ზოოდუხუ პიგი). ასევე აქ არის მცირე ზომის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პოსტბიზანტიური ხატების კოლექცია, საეკლესიო ნივთები, ჯვრები და სახარება ძვირფასокладах-ში. არანაკლებ ღირებულია ეკლესიის ბიბლიოთეკა, რომელიც მრავალ ხელნაწერსა და  1900 წლამდე გამოშვებულ ბეჭდვით გამოცემას ინახავს.

აგიოს აფანასიოსის დასახლებაში ("აგიოს" ბერძნულ ენაზე წმინდანს ნიშნავს ) პატარა კლდოვან მთაზე განთავსებულია დედათა მონასტერი ქრისტე პანტოკრატორის (პანტოკრატორ – ყოვლისშემძლე). მონასრის დაარსების ზუსტი თარიღი დღემდე არაა ცნობილი. პირველად ის XVIსაუკუნეში არის მოხსენიებული. XX საუკუნის ბოლოს მონასტერი ცნობილი გახდა აქტიური გამომცემლობითა და წმინდა სპირიდონისთვის მსახურების თარგმნით სხვადასხვა ენებზე ესენია : ახალ ბერძნული, რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული. მონასტრის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბიზანტიურ სტილში ხატწერას. მონასტერში ინახება წმინდანთა ნაწილები : წმინდა ანას, დიდმოწამე ეფემიას, მარია მაგდალინელის, ბარბარესი, მეფოდი კიმოლსკის, გერასიმე, ფილოფეი, ეგნატე ღმერთშემოსილი, აფანასი ქრისტიანოპოლსკის, მოციქული იასონი და სოსიპატრა, არსენ კერკირელი, არსენ კაბადოკიელი.

 

კუნძულ კერკირას დედაქალაქიდან 10 კილომეტრში კინოპიასტეს სოფლის თავზე პლაგიესის დასახლებაში მდებარეობს წმინდა პარასკევას სკიტი - ეს კუნძულის სტუმრებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საყვარელი მოსალოცი ადგილია.  სკიტში ინახება წმინდა პარასკევას მარჯვენა ხელი და წმინდა იოსების  ნაწილები . თვითმხილველები ამბობენ, რომ წმინდანთა ნაწილები სასწაულებს ახდენენ.  გადმოცემის თანახმად, რომში სახარების პირველი ქადაგების შემდეგ წმინდა პარასკევა აწამეს. იმპერატორ ანტონინუსმა პარასკევას უბრძანა უარი ეთქვა თავის სარწმუნოებაზე, რაზეც მან მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა იმპერატორმა პარასკევას წამება ბრძანა.  წმიდანი  ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, თუმცა პარასკევა უვნებლად გადარჩა. იმპერატორს ეჭვი შეეპარა კუპრის მხურვალებაში და პარასკევას უბრძანა ქვაბში მყოფი მასა შეესხა მისთვის წმინდანი ასე მოიქცა გავარვარებულმა კუპრმა თვალები დაწვა იმპერატორს და იგი დაბრმავდა. ..........

 

კასოპიტრას ღვთისმშობლის მონასტერი. ქალაქ კერკირას ერთ-ერთ ცნობილ რაიონშია - კანონინში - . მონასტერი პირველად მოხსენიებულია 1706 წელს. მონასტერს ძალიან საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს.  მის კედლებს მიღმა ინახება მრავალი სიწმინდე. მათ შორის არის კასოპიტრას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მომლოცველებს შეუძლიათ გაეცნონ მნიშვნელოვან რელიქვიებს: საეკლესიო ნივთებს, წიგნებს, ხელნაწერებს, ხატებს. სხვებისგან გამორჩეულია საიდუმლო სერობის ხატი, რომელიც საახლოებით 1665 წელს ფილოფეი სკუფოსომ დაწერა.


წმინდა ეფემიას მონასტერი - ანემიმოლოსი . კუნძულის ერთ-ერთ უძველეს მონასტერს წმინდა ეფემიას მონასტერი წარმოადგენს, რომელიც  ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაარსდა. მონასტრის მდებარეობა თავისი სილამაზით აოცებს მის მნახველს მთა დაფარულია ხეების ზურმუხტისფერი ფოთლებითა და მწვანე ბუჩქებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე, რომელიც მონასტერში ინახება არის წმინდა ევფიმიას წმინდა ნაწილი. დღესასწაულებზე 11 ივლისს და 16 სექტემბერს ის გამოაქვთ ტაძრიდან, რათა ხალხმა შეძლოს თაყვანისცემა.  მონაზვნები ძველ დროში განთქმულნი იყვნენ ქსოვით. გადმოცემის თანახმად ამ ხელოვნებას წმინდა ევფემიაც ფობდა.  დღეს კი ისინი დაკავებულნი არიან მეფუტკრეობითა და ზეთისხილის გაშენებით , ხოლო ძველი საქსოვი მანქანა ინახება როგორც მონასტრის რელიქცია.

წმინდა ეფემიას მონასტერი – ანემომილოსი. კუნძულის უძველეს მონასტერს წარმოადგენს წმ. ეფემიას მონასტერი, დაარსებული ჯერ კიდევ  XV საუკუნეში. ადგილი რომელზეც  მონასტერია აღმართული გამოირჩევა ბუნების სილამაზით. მონასტერში ინახება წმ. ეფემიას ნაწილები. 

პანტოკრატორას დედათა სკიტი - განლაგებულია კუნძულის  ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში , სოფელ აფია დუნისთან ახლოს. სკიტის ტერიტორიაზე არის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას არამარტო მონასტერში არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე. წყაროს დასახელება - კამარელა, პანტოკრატორის სკიტიდან მომდინარეობს. მონასტერი დამფუძნებულია ბერი სოფრონის მიერ.  იგი მიწურ ქოხში ცხოვრობდა და ზეთისხილის ხესთან ლოცულობდა. ეს ხე დღემდე შემორჩა და ამჟამად  მონასტრის ტერიტორიაზეა.  ბევრი მტკიცებულება შემორჩა იმის შესახებ, რომ ბერი სოფრონი წინასწარმეტყველური ნიჭით იყო დაჯილდოებული, რაც მას მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მუდმივი ლოცვისა და საჭმლისგან თავშეკავების გამო ერგუნა. 1810 წლიდან სკიტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა დედათა საზოგადოება - გაერთიანება



 

 


კლიმატი

კორფუს კლიმატი

 

კლიმატი კუნზულ კორფუზე,ასევე, როგორც სხვა არქეპელაგის კუნზულებზე ზომიერი ხმელთაშუაზღვიურია; ზამთრის უხვი ნალექის გამო საბერძნეთის ეს ფანტასტიური კუთხე ძალიან გამწვანებულია.

ზაფხულში საშუალო დღის  ტემპერატურა დაახლოებით 30-35 ° C ღამე კი იშვიათად ეცემა  25 ° C-ზე ქვემოთ. გამონაკლის შეადგენს , ყველაზე ცხელი პერიოდი - ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოს დასაწყისი - დღე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღწევს 39 ° C, ზოგჯერ ცოტა მეტსაც.

 ზეთისხილისა და კვიპაროსის ჭალების სიმრავლე, ქმნის ძალიან ხელსაყრელი მიკროკლიმატს, რომელიც გრილი ზღვის ნიავის კომბინაციაში, კუნძულ კორფუზე ყოფნას კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის, ყველაზე ცხელ სეზონზეც კი.

 გვიან შემოდგომაზე და ზამთარში კორფუზე საკმაოდ ხშირად წვიმს. ზაფხულში კი წვიმა იშვიათი მოვლენაა. ზამთრის საშუალო ტემპერატურა დღისით 13-15 ° C, იშვიათად ტემპერატურა ეცამა  10 ° C ქვემოთ. მაგრამ ხდება ისეც, რომ  ზამთრის  მზიან დღეებში, როდესაც ტემპერატურა თერმომეტრზე  20 ° C  აჩვენებს.


სანაპიროები

ზღვაზე დასვენება და კორფუს სანაპიროები 

კუნძული კორფუ გარშემორტყმულია იონის ზღვით, რომელიც ხმელთაშუაზღვის ყველაზე ღრმა ნაწილს წარმოადგენს. სანაპირო ხაზი კუნძულ კორფუზე 217 კმ- ზეა გადაჭიმული, სადაც უამრავი მღვიმე და ყურეა.  უნიკალური მდებარეობის გამო აქ შეხვდებით  სხვადასხვა  ტიპის სანაპიროს: კენჭიანის, ქვიშიანის, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით კომფორტული დავენებისთვის. 

 დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ დაბოლოებაში არის ადგილი, სახელწოდებით არილასი - საოცრად ლამაზი სანაპირო , ეს არის სამოთხე კუნძულ კორფუზე. სწორედ ამ ადგილას შეიძლება ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ყურებით დატკბობა. ( თუ მთელი საბერძნეთის მაშტაბით არა,  კუნძულის მაშტაბით მაინც ) ზღვაში ჩამავალი მზის სხივები, საოცარ ფერთა გამას ქმნის. 

ჩრდილოეთ სანაპიროს რაონები სიდარი. როდა, ახარავი ცნობილია არა მარტო კარგი ქვიშიანი სანაპიროთი არამედ სუფთა წყლითა და ტალღების სიმაღლით. წარმოიდგინეთ იონის ზღვის მშვიდი ზედაპირი. ქარის დროს, რომელიც არც თუ ისე იშვიათობას წარმოადგენს, ჩრდილოეთ სანაპიროზე წარმოიქმნება ტალღები სერფინგისთვის. ამის გარდა ჩრდილოეთში მდებარეობს "სიყვარულის არხი" ქალაქ სიდრაში. არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც  წყვილი რომელიც ხელჩაკიდებული გადაცურავს არხს სიყვარული მათ სამუდამოდ დააკავშირებს. კორფუს მცოვრებლები პატივს ცემენ ამ ტრადიციას  ყოველწლიურად შეყვარებული წყვილები იკრიბებიან ჩრდილოეთ სანაპიროზე რათა განამტკიცონ გრძნობები. 

ჩრდილოეთ სანაპიროთა უმრავლესობა განთავსებულია ლაგუნებში რაც უზრუნველყოფს  წყლის სიმშვიდეს, ასევე ზღვა აქ სწრაფად და კარგად თბება. 

 კასსიოპიდისა და კალამის კუნძულების ჩრდილოეთ- აღმოსავლეთ ნაწილში განთავსბეულია პატარა ყურეები ველური ქვიშიანი სანაპიროებით. ამ სანაპიროებამდე მისვლა მხოლოდ იახტით ან კატერით  არის შესაძლებელი. ეს სანაპიროები იდეალურია რომანტიკის მოყვარულთათვის. 

კალამის ოდნავ სამხრეთით მდებაროებს ნისაკისა და ბარბატის რაონები, სადაც არის საუკეთესო კენჭიანი სანაპირო მთელს კუნძულზე. წყალი აქ იმდენად სუფთა და გამჭვირვალეა, რომ თქვენ შეძლებთ იდიალურად  დაინახოთ ფსკერი. ეს ადგილები იდეალურია დაივინგის მოყვარულთათვის. 

დასიაში სანაპიროები ქვიშიან-კენჭიანია, ზღვაში შესასვლელი ქვიშა საკმაოდ ნაზია. ეს ადგილი ბავშვიან ოჯახებს იზიდავს, რომლებიც ეხლა სწავლობენ ცურვას.

ქალაქ კორფუში შეგიძლიათ დატკბეთ იონიის ზღვის ზურმხტისფერი წყლით, საბანაო ადგილი განთავსებულია ძველ პორტთან ახლოს, იახტ-კლუბ გორიცას სანაპიროზე. 

კორფუდან სამხრეთით მესსიონგამდე გადაჭიმულია სანაპიროები რომლებიც თანდათანობით ფართოვდება, კენჭი იცვლება ქვიშით. სწორედ ამ ადგილას არის კუნძულის საუკეთესო სანაპიროები : პეტრილი, ლეფკიმი, აგიოს გეორგიოს (სამხრეთი). 

კუნძულის ჩრდოლო-დასავლეთით განთავსებულია ბოჰემური და საოცრად ლამაზი რაიონი - პალეოკასტრიცა. ის განთქმულია თავისი პეიზჟებით და გულის ფორმის ყუერებიით. ზღვის საოცარი ფერი გულგრილს არ დატოვებს თქვენს ფანტაზიას. სწორედ აქ მდებარეობს ის სანაპირო სადაც ოდისეას ხომალდი გამორიყა ტალღებმა, სადაც ეპიკური გმირი ჰომეროსი შეხვდა ნაუსიკაიას. სწორედ აქ იყრიან თავს  დაივინგის ნამდვილი მოყვარულები, რათა შეისწავლონ წყალქვეშა სამყარო და გამოიკვლიონ გამოქვაბულები.  სხვა რაზე შეიძლება იოცნებოს ადამიანმა დასვენების დროს? და თუ თქვენ დასვენების ადგილად არ აირჩევთ პალეოკასტრიცას აუცილებლად ერთხელ მაინც ეწვიეთ მას.

  

აგიოს იოანის პერისტერონ

კურორტი აგიოს იოანის პერისტერონ იდეალური ადგილია მათვის, ვისაც უყვარს მხიარული დროს ტარება ღამით და მშვიდი დასვენება დღისით, ულამაზეს ზღვის სანაპიროზე.  კენჭიან-ქვიშიანი პატარა პლიაჟი აღჭურვილია ყველაფრით, რაც კი საჭიროა უდარდელი დასვენებისთვის და გთავაზობთ სხვადასხვა სახის წყლის გასართობებს. გარშემორტყმული ზეთისხილის ჭალებით აგიოს იონის პერისტერონი გთავაზობთ უამრავ მომხიბლავ ტავერნებს, რომლებიც პირდაპირ ზღვის ნაპირზეა განლაგებული. ამ ტავერნებში დახვდებათ ახალ დაჭერილი თევზისა და ზღვის პროდუქტების უგემრიელესი კერძები. სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს სოფლები ბენიცესი და მორაიტიკა.   

აგიოს სპირიდონ

აგიოს სპირიდონი ცნობილია თავისი განუმეორებელი ბუნებითა და ორი უმშვენიერესი ლაგულის ფირუზისფერი ზღვის შეფერილობით.  ეს კურორტი გახდება ოჯახური წყვილებისათვის იდეალურ დასასვენებელ ადგილად. არაჩვეულებრივად აღჭურვილი სანაპირო დაჯილდოვებულია" ლურჯი დროშით" და გთავაზობთ ყველანაირ კომფორტს – ქოლგებიდან დაწყებული ზღვის სპორტის სხვადასხვა სახეობებით დამთავრებული.  აქვე განლაგებული ტავერნები კი გაგაოცებენ უგემრიელესი თევზის კერძებითა და ბერძნული სამზარეულოს სხვა ტრადიციული კერძებით. არც თუ ისე შორს არსებობს რამოდენიმე სხვა პლიაჟიც,რომლებსაც უდავოდ უნდა ეწვიოთ. ქათქათა თეთრი ქვიშიანი პლიაჟი ავლაკი იდეალურია ვინდსერფინგისთვის და კაიტსერფინგისთვის.  კენჭიან-ქვიშიანი კასიოპის ლაგუნები  განსაკუთრებულად ლამაზია, იმეროლია-იდეალურია ველური ბუნების მოყვარულთათვის, კალამაკი კი მოუხდება ბავშვიან ოჯახებს,რადგანაც ზღვა ამ ადგილებში არ არის ღრმა. 

ახარავი

ეს კურორტი განლაგებულია კუნძულ კორფუს ჩრდილოეთით. ახარავი იგი იზიდავს თავისი ხალხმრავლობით. კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა შესაზლებლობას გაძლევთ ნახოთ ყველაფერი ის, რაც საოჯახო დასვენებისთვის არის საჭირო. ახარავიში 3 კილომეტრიანი ქვიშიანი სანაპიროს გარდა, არის ასევე ყველანაირი აღჭურვილობა ზღვის სპორტისთვის და სხვადასხვა სახის გასართობი საშუალებები. მათ ვისაც უყვარს ღამის ცხოვრება, შეუძლიათ შესანიშნავად გაერთონ თანამედროვე ბარებში ან დისკოტეკებზე. ახლომახლო იპოვით უამრავ საინტერესო ადგილს,რომლებსაც ღირს ეწვიოთ. ისტორიისა და ანტიკური კულტურის მოყვარულები აუცილებლად შეაფასებენ რომაული აბანოებისა და აპოლონის უძველესი ტაძრის შთამბეჭდავ ნანგრევებს, ბუნების და რომანტიკის მოყვარულებს კი  გულგრილს არ დატოვებს განუმეორებელი სიყვარულის არხი- ულამაზე ყურე,რომელიც გარშემორტყმულია გიგანტური თეთრი კლდეებით. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, თუ შეყვარებული წყვილი ერთად გაცურავს ამ  უცნაურ არხს, ისინი ერთად დარჩებიან ცხოვრების ბოლომდე. ახარავის მახლობლად არსებობს კიდევ რამოდენიმე გამაოგნებელი პლიაჟი-ქვიშიანი 7-კილომეტრიანი  ალმიროსი, გამწვანებულ ადგილას განლაგებული პლიაჟი როდა, პატარა ზომის, მაგრამ ფართო პლიაჟი ასტრაკერი და პლიაჟი იალოსი,რომელმაც შეინარჩუნა თავისი ბუნებრივი სილამაზე, კრისტალურად სუფთა წყლით. ბავშვები კი აღფრთოვანდებიან  Hydropolis Water Park-ით, სადაც მათ დახვდებათ სხვადასხვანაირი წყლის ატრაკციონები, ჩოგბურთისა და ხელბურთის სპორტული მოედნები, ასევე აუზები,წყალში სათამაშოდ. მათ ვისაც სურს ულამაზესი ზღვის დონის ნახვა შეუძლიათ ჩაეწერონ დაივინგის გაკვეთილებზე. 

 ბარბატი

ბარბატის  სანაპიროს მინიჭებული აქვს ლურჯი დროშები, ის იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი სადაც შეგიძლიათ შეათავსოთ ერთმანეთს  მშვიდი დასვენება აქტიურ გართობასთან და სპორტთან. აქ თქვენ ნამდვილად შეძლებთ დატკბეთ ბუნების ულამაზესი პეიზაჟბით. თქვენს განკარგულებაში იქნება  უამრავი ბარი და რესტორანი  სადაც შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ და გაეცნოთ ადგილობრივ სამზარეულოს. თავისუფალ დროს  შეგიძლიათ მოინახულოთ წმინდა ნიკოლოზის უძველესი ტაძრის ნანგრევები, ეწვიოთ ტრადიციულ სოფელს რომელსც შენარჩუნებული აქვს ხმელთაშუაზღვის კოლორიტი. 

 

ბენიცე

აქტიური კურორტი ბენიცე პოპულარულია ყველა ტიპის დამსვენებელთათვის, როგორც ახალგაზრდა წყვილებისთვის ასევე ბავშვიანი წყვილებისთვის. აქტიური ღამის ცხოვრება, შესანიშანვი თევზის ტავერნები. წყლის სპორტის მოყვარულები იპოვიან აქ ყველა ტიპის გასართობს. განმარტოვებული და მშვიდი დასვენებისთვის გთავაზობთ ეწვიოთ ქვიშიან სანაპირო ცაკის. ეს არის ნამდვილი  სამოთხის ნამცეცი. 

 

გუვია

პატარა დასახლება გუვია - იდეალურია მშვიდი და ოჯახური დასვენებისთვის. აქ თქვენ ნახავთ სამ არაჩვეულებრივ სანაპიროს რომელიც მოგცემთ საშუალებას დაკავდეთ წყლის სპორტით. რესტორნები გთავაზობთ მრავალფეროვან მენიუს როგორც ტრადიციული ბერძნული სამზარეულოდან ასევე ევროპულიდან. თქვენ შეძლებთ გაისეირნოთ უძველეს ეკლესიამდე. ასევე ახლოს მდებარეობს დასახლება დასია პოპულარული ბარებით და ღამის კლუბებით. 

 დასია

მომხიბვლელი დასახლება დასია მიმზიდველია თავისი არაჩვეულებრივი სანაპიროთი, რომელიც ჩაფლულია ზეთის ხილის ჭალებში. იგი გთავაზობთ  წყლის სპორტის სხვასასხვა სახეობებს.  ზურმუხტისფერ თბილ წყალს აუცილებლად დააფსებენ ყველაზე პატარა დამსვენებლები. აქ თქვენ ნახავთ ყველა ტიპის ბარსა და რესტორანს როგორც ბერძნული ასვე ევროპული კერძებით. მაგრამ  ნამდვილ გურმანებს გირჩევთ ეწვიოთ რესტორან «Etrusco»-ს  და შეაფასოთ ტიტულოვანი შეფ-მზარეულის ეტორე ბორტინის მიერ მომზადებული კერძები, რომელსაც მინიჭებული აქვს "მიშლენის ვარსკვლავი". 

იპსოსი

მდებარეობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იდეალური ვარიანტია დრაივისა და ცეცხლოვანი ცეკვების მოყვარულთათვის. აქ თქვენ დაკავდებით სპორტის სხვასადხვა სახეობებით. დასახკებაში  უამრავი ღამის კლუბია, რომელშიც მხიარულება გრძელდება დილამდე. აქედან იშლება საოცარი ხედი პანტოკრატორის მთაზე. იპსოსზე თქვენ დაგხვდებათ ტავერნებისა და ბარების ფართო არჩევანი.  სპორტის მოყვარულებს დიდ ეკრანზე შეუძლიათ უგულშემატკივრონ თავის საყვარელ სპორტულ გუნდებს.

 

კერკირა

კერკირა (კორფუ) კუნძულის დედაქალაქი, მყუდრო ქუჩები რომელიც სავსეა ვენეციური არქიტექტურული სულით. ქალაქი იდეალურია ყველა ტიპის დასვენებისთვის. 

ამ ულამაზეს ადგილს შეაფასებენ როგორც დასვენების მოყვარულები პლაჟზე ულამაზესი პეიზაჟებით , ასევე ისინი ვისაც სურს გაიცნოს ისტორიული ღირშესანიშნაობები და მართმადიდებლური სიწმინდეები. პატარა ფალიკარიის პლაჟზე თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ მშვენივრად დაისვენოდ არამედ დატკბეთ ძველი პორტის ულამაზესი ხედით, ასევე ეწვიოთ უამრავ კაფეებს. 

 

 

კომენო

კომენოს დასახლებაში მდებარეობს Grecotel-Eva Palace და Corfu Imperial-ის ძვირფასი ვილები და სასტუმრო ქსელები. მისი საოცარი ქვიშის სანაპირო გარშემორტყმულია მწვანე ფოთლოვანი ხეებით. პლაჟს მინიჭებული აქვს ლურჯი დროშა უსაფრთხოების მაღალი დონისა და სისუფთავის გამო. აქ არის ყველანაირი საჭირო აღჭურვილობა კომფორტული დასვენებისთვისა და საზღვაო გართობისთვის. სანაპიროდან იშლება საოცარი ხედი კუნძულზე, რომელიც ხმელეთს უერთდება. კუნძულზე განთავსებულია ულამაზესი იპაპანდის ეკლესია.  ამ ადგილის რომანტიული გარემო იზიდავს შეყვარებულ წყვილებს საბერძნეთის სხვადასხვა ადგილებიდან, რომლებიც ჩამოდიან აქ , რათა გაამყარონ თავიანთი კავშირი ჯვრისწერის წმინდა საიდუმლოებით. აქედან რამდენიმე კილომეტრშიმდებარეობს პოპულარული კურორტები დასსია და გუვია, რომლებიც გთავაზობენ ნებისმიერი სახეობის გართობას - წარმატებული შოპინგით დაწყებული ღამის კლუბებით დამთავრებული.


 

 


სასტუმროები
  • Hotel's photo
    Corfu Dassia Chandris & Spa Hotel
    რეგიონი:
    კ. კორფუ  Dassia
     ნომრები
     251
    სასტუმრო მდებარეობს ზღვის სანაპიროზე.ლამაზი მოვლილი ტერიტორია,საოცარი ზღვის ხედით,კომფორტული ნომრების არჩევანი,ინტერნეტი,რესტორანი და ტავერნა,ბარები,საცურაო აუზი ზღვის ხედით.ფიტნეს ცენტრი,საბავშვო მომსახურება,სპორტი.მდებარეობს ტურისტულის სოფლის დასიას ცენტრალურ...