თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
24°C

ზაკინთოსი. დასვენება და ტურები2024

აღწერა

კუნძლი ზაკინთოსი - საბერძნეთის კუნძულების ბრწყინვალე მარგალიტი .ეს არის ულამაზესი კუნძული მრავალფეროვანი სანაპიროებით, იშვიათი Caretta-Caretta-ს ჯიშის კუებით, საოცარი ფერის ზღვით, ვენეციური სასახლეებითა და ცნობილი მთელ მსოფლიოში ყურე ნავაგიოთი (კუნძლის სიმბოლო), რომელსაც დასასვენებლათ ირჩევს ათასობით ტურისტი ყოველ წელიწადს .

 

ზაკინთოსი - იონიის ზღვის კუნძულების ერთ-ერთი კუნძულია, ახლოს მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულთან (მხოლოდ 9.5 საზღვაო მილი) და კ. კეფალონიასთან (8.5 საზღვაო მილი). ზაკინთოსის ფართობი - 406 კვ. კმ, მოსახლეობა - 40.650 ადამიანი.

კუნძლის დედაქლაქი - ქ. ზაკინთოსი. აქ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვენეციურ სასახლეს ბოხალი და მწვანე კონცხ სტრანის, სადაც ცნობილმა პოეტმა დიონისიოს სოლომოსმა დაწერა «თავისუფლების ჰიმნი».

 პოპულარული ტურისტული კურორტების გარდა, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ზაკინთოსის სხვა ადგილებსაც, რათა დარწმუნდეთ, თუ რატომ უწოდებენ კუნძულს «ლევანტეს ყვავილს» (აღმოსავლეთის ყვავილი) და «სამხრეთ ვენეციას». ეგზოტიკური სილამაზის ლაგუნებისა და თეთრქვიშიან პლაჟებზე დასვენების გარდა, შეგიძლიად გაემგზავროთ  სოფელ კერიში და ანო გერაკაკიში,რათა დატკბეთ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით. ასევე ეწვიეთ მთაში განლაგებულ პატარა სოფელებს: ექსო ხორას, ორფონიეს და ვოლიმეს,რომლებიც ფიჭვის ტყეებს შორის იმალებიან, აქ შემორჩენილია ლამაზი ტრადიციული სახლები.

 

«Mouzenidis Travel»-ი გთავაზობთ მრავაფეროვან ტურებს ზაკინთოსზე კომფორტულ სასტუმროებში და აპარტამენტებში. აქ თქვენ გელით დაუვიწყარი დასვენება.



ღირსშესანიშნაობები

ნავაგიო და ცისფერი გამოქვაბულები

თუ გსურთ ზაკინთოსის  მთელი სილამაზე იხილოთ, აუცილებლად გაემგზავრეთ ექსკურსიაზე კუნძულის გარშემო, ნავით ან იახტით. ცნობილი სანაპირო ნავაგიო-კუნძულის სავიზიტო ბარათია, შეიძლება ითქვას რომ, იგი არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროა.  

შემდეგ ▼

ადრე ამ სანაპიროს წმ. გიორგის სახელწოდებით იცნობდნენ. დღეს კი, მას ჩაძირული გემის სანაპიროს უწოდებენ. 1983 წელს მეკობრეების გემს სახელწოდებით „პანაიოტი“, არალეგალურად გადმოქონდა სიგარეტი თურქეთიდან. უამინდობისა და გემის გაუმართაობის გამო იგი ჩაიძირა და ძლიერი შტორმის დროს გამოირიყა სანაპიროზე, სადაც დღემდეა.  თუ გსურთ ზემოდა დაათვალიეროთ ნავაგიოს სანაპირო და პანორამული ფოტოები გადაიღოთ-გაეშურეთ  გადმოსახედი მოედნისკენ, რომელიც მდებარეობს სოფელ ანაფონიტრიასთან.

ცისფერი გამოქვაბულები – ზაკინთოსის ეს უნიკალური მღვიმეების, რომლებშიც მზის სხივებისა და ჩრდილების თამაშის შედეგად მღვიმის კედლები ივსება საოცარი ცისფერი ელფერით. აქ მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ზღვიდან. გარდა ამისა ექსკურსიი ფარგლებში, თქვენ არა მხოლოდ დატკბებით არაჩვეულებრივი ხედებითა და გადაიღებთ უნიკალურ ფოტოებს, არამედ შეძლებთ იბანაოთ იონური ზღვის კამკამა წყალში.

   
აგიოს გეორგიოს(წმინდა გიორგის) მონასტერი გრემნონში

 1535 წელს გრემნონში ბერებმა მაკარიმ და ვარლაამმა ააგეს წმინდა გიორგის მონასტერი. რამოდენიმე ხანში მონასტერს მიუშენეს  უნიკალური კოშკი (იმისათვის, რომ დაეცვათ მონასტერი მეკობრეების შემოსევებისგან). მონასტრის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს პლატფორმა, რომლიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედები ნავაგიოს სანაპიროზე. 

ანაფონიტრიას მონასტერი

ლეგენდის თანახმად, წმინდა დიონისი-კუნძულის მფარველი, მე -15 საუკუნეში დაეხმარა  თავისი ძმის მკვლელს, თავი შეეფარებინა ამ მონასტერში. ასევე ამ ნოსასტერში მობრძანდა კონსტანტინეპოლიდან  ღვთისმშობლის ხატი.  მიუხედავად იმისა, ეს ფაქტები მხოლოდ ლეგენდებია თუ ისტორიაა, არაჩვეულებრივი მონასტერი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

წმ. მარკის მოედანი

წმ. მარკის მოედანი ეს არის ზაკინთოსის საზოგადო ცხოვრების ცენტრი. სწორედ ამ მოედანზე მოხვდა 1797 წლის რევოლუვია. შესაძლებლობა გექნება შესანიშნავი დრო გაატაროთ მრავალრიცხვოვან კაფეებსა და ბარებში, ან ეწვიოთ დიონისი სოლომოსის მუზეუმს. 

დიონისიი სოლომოსის მუზეუმი

ეს არის ორსართულიანი ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც წმ. მარკის მოედანზე მდებარეობს. აქ გამოფენილია მე-17 საუკუნის ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები (სამკაულები,მუსიკალური ინსტრუმენტები, ნაქარგები,ნაქარგები და სხვ),  გამოცენილი პოეტებისა და კომპოზიტორების ხელნაწერები (www.museumsolomos.gr).

არეკია, ბოხალი, გაიტანი

თუ გსურთ მოისმინოთ ცნობილი ზაკინთოსის სერენადები, რომლებსაც ასრულებენ ადგილობრივი ჯგუფები, მაშინ უნდა გაემგზავროთ არეკიაში და სპიტი ტუ ლატაში (ბოხალი),სადაც თქვენ გელით სიურპრიზი: ხის სკამები და მაგიდები, რომლებიც ეზოშია, ბერძნული ღვინო მდინარესავით მოედინება სასიამოვნო ზაკინთოსის მუსიკაზე. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. იმისათვის, რომ იხილოთ თეატრალური გამოსვლები გაემგზავრეთ სოფელ გაიტანიში. 

Stone Park Askos (ფლორისა და ფაუნის პარკი ასკოსი)

 ვოლიმესში, ტყით დაფარულ ადგილას 500 ჰეკტარზე შეგიძლიათ იხილოთ 45 სახეობის ცხოველი (თხები, კუები , ენოტები, ირმები, ლამები და სხვ.), რომლებიც ბინადრობენ სპეციალურ ვოლიერებში (www. askos.gr).


კლიმატი

 

კლიმატი ზაკინთოსზე  ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია (რბილი ხმელთაშუაზღვიური). ნალექების სახით წვიმა მოდის ნოემბრიდან იანვრამდე, ხოლო უღრუბლო, მზიანი ამინდია დარჩენილი თვეების განმავლობაში. საშუალო წლიური ტემპერატურა +19 ° C, ზამთარში კი ტემპერატურა არ ეცემა  + 12 ° C-ზე ქვემოთ. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში + 26 ° C. გაზაფხულზე, უკვე მაისის თვიდან კუნძულის ბევრ პლაჟზე შესაძლებელია ბანაობა.  ზაკინთოსის კლიმატის კიდევ ერთი თვისებაა,ატმოსფერული წნევის ცვლილებები არ არსებობა, რომლის საშუალებითაც მეტეოდამოკიდებული ადამიანები კუნძულზე დასვენების დროს არ განიცდიან არანაირ დისკომფორტს.  


სანაპიროები

კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, რადგანაც აქ მდებარეობს უმშვენიერესი ქვიშიანი სანაპიროები, საოცრად სუფთა ცისფერი წყლით, რომლებიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებითა და მრავალი ტავერნით. რეგიონი განთქმულია თავისი გამორჩეული სილამაზის, და ამავე დროს რთულად მისასვლელი პლაჟებით. 

ზაკინთოსის ნამდვილ ღირსშესანიშნაობად ითვლება უმშვენიერესი  პლიაჟი ჰერაკასი -  Caretta-Caretta-ს ჯიშის კუების ბინადრობის ადგილი. ამის გარდა აქვე დაინახავთ თიხის უჩვეულო ქანდაკებებს, რომლებიც თვით ბუნებამ შექმნა. 

არანაკლებ ლამაზი პლაჟია - კლდიანი ლიმნიონასი ულამაზესი წყალქვეშა მღვიმეებით, რომლებიც იდეალურია დაივინგისტებისთვის. პლაჟის სიახლოვეს მდებარეობს ტავერნა.

კ. ზაკინთოსის ძალიან შთამბეჭდავი პლაჟია მარაფიასი თეთრი ღორღითა და კრისტალურად სუფთა წყლით. 

პლაჟი ქსიგკია თბილი გოგირდოვანი წყლებითა და ცხელი წყალქვეშა წყაროებით. ქვიშიანი პლაჟი დაფნი, რომელიც დაცული პლიაჟია (Caretta - Caretta-ს ჯიშის კუების ბუდეების არსებობის გამო),  სამაგიეროდ აქვე მდებარე ტავერნაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოთი. 

ზაკინთოსის ყველაზე პოპულარული სანაპიროებია  – ბანანა, ცილივი, ალიკესი, ალიკანასი და პორტო ზორო ბარებითა და აქტიური დასვენებისთვის შესაფერისი და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით.

ზაკინთოსის ცისფერი მღვიმეები, განლაგებულია კუნძულის ჩრდილოეთ-დასავლეთში, ეს არის, არა მხოლოდ კუნძულის,არამედმთელი საბერძნეთის ყველაზე ეგზოტიკური პლაჟი. საინტერესო საზღვაო ექსკურსიის დროს, რათქმაუნდა ვერ შეძლებთ რთილ ქვიშაზე რუჯის მიღებას, სამაგიეროდ მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაყვინთოთ კამკამა წყალში და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. 


სასტუმროები
  • Hotel's photo
    Konstantin Beach Hotel
    რეგიონი:
    კ. ზაკინთოსი  Alykes Zkf
     ნომრები
     48
    პატარა მყუდრო სასტუმრო ქვიშიან სანაპიროზე.კომფორტული ნომრები,რესტორანი და ბარი,ინტერნეტი,საკონფერენციო მომსახურება,ბავშთა მოედანი,მაღალი დონის მომსახურება. იდეალური არჩევანი მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის.
  • Hotel's photo
    Matilda Hotel
    რეგიონი:
    კ. ზაკინთოსი  Vasilikos
     ნომრები
     51
    პატარა კომფორტული სასტუმრო.ტრადიციული კლასიკური არქიტექტურული სტილი,დიდი ტერასით და პანორამული ზღვის ხედით,ფართე და კომფორტული ნომრები,რესტორანი,ბარები,ინტერნეტი,გასართობი პროგრამები,მაღალი დონის მომსახურება.იდეალურია კომფორტული და ეკონომიური ოჯახური დასვენებისთვის.