თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
26°C

ქალკიდიკი. დასვენება და ტურები 2024

აღწერა

          ადგილი სადაც იდეალურ დასვენებაზე ოცნება რეალობად იქცევა

ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე დასვენება  ედემის ბაღში მოგზაურობას წააგავს.აქ თქვენ გელით 500 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი ულამაზესი ქვიშის პლაჟებითა და  ეგეოსის ზღვის კრისტალურად სუფთა წყლით. თითქმის ყველა პლიაჟი დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ „ლურჯი დროშით“. ნახევარკუნძულის ბუნება-ეს არის უმშვენიერესი ტყეები და ბაღები მცენარეების და ყვავილების სასიამოვნო არომატით. უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არის იმის გარანტი,რომ აქ გატარებული დღეები დაუვიწყარი დარჩება.

შემდეგ▼

ზღვა- ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი, ცისფერი წყლით. 500 კმ.  ულამაზესი წვრილი, ხავერდოვანი ქვიშის მქონე სანაპირო ზოლი, მწვანე კონცხები,საუკუნოვანი  ფიჭვის ტყეები, სუფტა ჰაერი, კლდეებს შორის ჩამალული პატარა ყურეები და ლაგუნები, სადაც გამჭირვალე წყალი ისეთივე თბილია, როგორც აუზში.

იმის მიუხედავად რომ, ქალკიდიკი არის ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ნახევარკუნძული, იგი სილამაზით არ ჩამოურჩება საბერძნეთის ყველაზე  სამხრეთით მდებარე ლამაზ კუნძულებს. ამ კურორტის აღწერა უსასრულოდ შეიძლება! 

ცნობილი ნახევარკუნძული, რომელსაც ხშირად ადარებენ ზღვის ღმერთის პოსეიდონის « სამკაპს», მდებარეობს ეგეოსის ზღვაში,ცენტრალური მაკედონიის რეგიონში. გეოგრაფიულად ნახევარკუნძული იყოფა ოთხ ნაწილად: ცენტრალურ და მისგან გამომდინარე, სიგრძეზე განლაგებულ სამ ნახევარკუნძულად, სახელწოდებით-კასანდრა, სითონია და განთქმული ათონის მთა. თუ ნახევარკუნძულს ზემოდან შევხედავთ იგი კიბორჩხალას ფეხებს მოგვაგონებს, ამიტომაც ალბათ, ბერძნები მათ  «ფეხებს» უწოდებენ. 

კარგად განვითარებული საგზაო სისტემის წყალობით, ყველა კურორტი ადვილი მისაგნებია. მშვენიერმა და კარგად მოწყობილმა სანაპიროებმა, განვითარებულმა  ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ  გადააქცია ქალკიდიკი  არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის უსაყვარლეს კურორტად, არამედ უამრავი ტურისტის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ნახევარკუნძულის მესამე "ფეხი"- ათონი- – ღმერთმა თავისთვის დაიტოვა.....  მაგრამ, დანარჩენი ორი თავისი "ღვთაებრივი" ზაფხულით წილათ ხვდათ ტურისტებს.

 

შოპინგი

უმშვენიერესი დასვენების და გართობის გარდა, პრაქტიკულად ყველა კურორტზე შეიძლება გააკეთოთ საინტერესო  საყიდლები. ყოველ ტურისტულ დასახლებაში ფუნქციონირებს უამრავი მაღაზია-სუპერმარკეტებით, სუვენირის დახლებითა და ტრადიციული პროდუქტების მაღაზიებით დაწყებული, მაღალი ხარისხის ბეწვეულის ბუტიკებით დამთავრებული! რამოდენიმე წლის წინ ბეწვეულის ქურთუკის ყიდვა ქალკიდიკზე შეუძლებელი იყო, დღეს კი აქ წარმოდგენილია კასტორიას ფაბრიკების მაღაზიების დიდი რაოდენობა. 

ღამის ცხოვრება 

პოპულარული კურორტი ასევე ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით. დიდი ღამის კლუბები, ბუზუკები (ტრადიციული გასართობი ცენტრები ცოცხალი მუსიკით),ბიჩ-ბარები.  ზაფხულში აქ გადმოაქვთ ქ. სალონიკის პოპულიარული კლუბები. კასანდრაზე პოპულიარულია კალიფეა, ხანიოტი, პევკოხორი, სიტონიაზე-სარტი,ათონზე-ურანუპოლისი. 

კურორტები

ადმინისტრაციულად ნახევარკუნძული გაყოპილია  ქალკიდიკის და ავტონომური სამონაზვნო სახელმწიფოს აგიონ ოროსის(ათონის წმინდა მთა) ოლქებად. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ეკუთვნის ქ. თესალონიკის ოლქს.   

რეგიონის დედაქალაქი  - ქ. პოლიგიროსი, მდებარეობს ოლქის გეოგრაფიულ ცენტრში, ქოლომონდის მთის ძირში. აქედან სალონიკამდე მანძილი 70 კმ-ია.  ქალაქს ჩრდილოეთით  გარს არტყავს მდიდარი მუხის ტყეები. დაბალი გორაკები, ნაკადულები და უმშვენიერესი ზეთისხილის ჭალები, რომელშიც 350 000-ზე მეტი ხეა. სიახლოვეს მდებარეობს დასახლება გერაკინი და კალივეს. 

ქალაქის მოსახლეობა მცირერიცხვოვანია-დაახლოვებით 11.000. ისინი დასაქმებულნი არიან ძირითადად სოფლი მეურნეობით და მესაქონლეობით.  ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად, რომელიც აქ მოყავთ ითვლება ზეითუნის ზეთი,რომელიც კეთდება ზეთისხილის განსაკუთრებული სახეობისგან.  

ტურები

«MOUZENIDIS TRAVEL»-ი გთავაზობთ სხვადასხვა სახის ტურებს ქალკიდიკის ნახევარკუნძულძე. ასევე, ტუროპერატორი გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ საექსკურსიო პროგრამებს, ფროფესიონალი გიდების თანხლებით. ამ კურორტზე საკმაოდ პოპულარულია კორპორატიული დასვენება და  ბიზნეს- სემინარები. ამის გარდა ტუროპერატორი გთავაზობთ VIP-ტურებს, ქორწილების და ნათლობების ორგანიზაციას სხვადასხვა სასტუმროში. მათვის ვისაც თავის ჯანმრთელობა ადარდებს, მოუხდებათ სამკურნალო-განმაჯანსაღებელი პროგრამები. ბავშვებისთვის შემუშავებულია საზაფხულო დასვენების სპეციალური შემოთავაზებები. 

სასტუმროები

«MOUZENIDIS TRAVEL»-ს გააჩნია ადგილების კვოტა და ყველა კატეგორიის საუკეთესო სასტუმროებში ტურისტების განთავსების ექსკლუზიური უფლება. კომფორტის, სიმყუდროვის, ფუფუნებისა და ცნობილი ბერძნული სტუმართმოყვარეობის გამო ეს კურორტი იზიდავს ოჯახებს ბავშვებით, ასაკოვან წყვილებს, ახალგაზრდებს და რათქმაუნდა ახალდაქორწილებულ წყვილებს:  განუმეორებელი ეგეოსის ზღვა,  ფიჭვის ტყეების თავბრუდამხველი არომატები, ულამაზესი მზის ჩასვლა ქმნის რომანტიკულ ატმოსფეროს. სითონიაზე, თქვენ გელით  სასტუმრო კომპლექსების დიდი რიცხვი, ასევე მყუდრო სასტუმროები და ვილები, რომლებიც გაგაოცებენ!

ტურისტების გამოხმაურება

 მიუხედავად იმისა რომელი ნახევარკუნძულის კურორტს აირჩევთ დასასვენებლად და სადაც არ უნდა დაჯავშნოთ თქვენი ტური , ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას : თქვენ გაგაოცებთ ამ ადგილის ბუნება და უნიკალურობა. უმშვენიერესი ლანდშაფტი და ტრადიციული სოფლები, რომლებშიც სტუმართმოყვარე ხალხი დაგხვდებათ.  
სანამ დასვენების რომელიმე ვარიანტს აირჩევდეთ, გთავაზობთ ტურისტების გამოხმაურებას გაეცნოთ, რომლებიც უკვე იყვნენ კონკრეტულ კურორტზე. 

შოპინგი

უმშვენიერესი დროისტარების და საექსკურსიო პროგრამების ფართო არჩევანის გარდა, ქალკიდიკის თითქმის ყველა კურორტზე შესაძლებლობა გეძლევათ გააკეთოთ პრაკტიკული საყიდლები.თითქმის ყოველ ტურისტულ პუნქტში არსებობს უამრავი მაღაზია-სუვენირების დახლებიდან დაწყებილი ,მოდური ბეწვეულის ბუტიკებით დამთავრებული.

ღამის ცხოვრება

ქალკიდიკი ცნობილია ასევე თავისი ღამის ცხოვრებით,პოპულიარული ღამის კლუბები სადაც ჟღერს როგორც, ბერძნული ასევე უცხოური მუსიკა, თითქმის ყველა პატარა ქალაქში არსებობს ბიჩ-ბარები. ქალაქ სალონიკის ცნობილი კლუბები საზაფხულო სეზონისთვის ქალკიდიკში გადმოდის.

ტურები

MOUZENIDIS TRAVEL-ი გთავაზობთ ნახევარკუნძულ ქალკიდიკზე სხვადასხვა სახის ტურებს. ასევე გთავაზობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საექსკურსიო პროგრამებს,პროფესიული გიდების თანხლებით. ძალიან პოპულიარულია ამ რეგიონში კორპარატიული მოგზაურობა და ბიზნეს-სემინარები, რომლებსაც ორგანიზირებას უწევს კომპანია MOUZENIDIS TRAVEL-ი. ამის გარდა ტუროპერატორი გთავაზობთ VIP -მოგზაურობას, ნათლობის და ქორწილის ორგანიზაციას ნახევარკუნძულის ნებისმიერ სასტუმროში. მათ ვისაც თავისი ჯანმრთელობა ადარდებს მოუხდებათ გამაჯანსაღებელი ტურები, სპეციალურად ბავშვებისთვის კომპანიამ შეიმუშავა საბავშვო დასვენების პროგრამა.

სასტუმროები

MOUZENIDIS TRAVEL-ი ფლობს ექსკლუზიურ უფლებას განათავსოს თავისი ტურისტები ყველა კატეგორიის საუკეთესო სასტუმროებში. სწორედ კომფორტის, სიმყუდროვის,ფუფუნების და ცნობილი ბერძნული სტუმართმოყვარეობის გამო აქ დასასვენებლად მიისწრაფებიან ბავშვიანი ოჯახები,ახალდაქორწილებული წყვილები,ახალგაზრდობა და ხანდაზმული წყვილები: არაჩვეულებრივი ეგეოსის ზღვა,ფიჭვის ტყეების თაბრუდამხვევი არომატი, ულამაზესი მზის ჩასვლა ქმნის განუმეორებელ რომანტიკულ ატმოსფეროს.

სითონიის რეგიონში მდებარეობს უმსხვილესი ქსელური სასტუმროები,ასევე მყუდრო ოტელები და ვილები,რომლებიც გაგაოცებთ!

                                                            

 

                                                                                          

                                                             

 



ღირსშესანიშნაობები

ქალკიდიკი მდიდარია ისტორიული,არქიტექტურული და რელიგიურ ძეგლებით.

ათონის მთა

შეიძლება ითქვას რომ ეს არის უდიდესი ბიზანტიური მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ნახევარკუნძულზე შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის მქონე, ადრექრისტიანული და ბიზანტიის ეპოქის უამრავი ტაძარი,ეკლესია და სამლოცველო. მათი უმრავლესობა მოხატულია ულამაზესი ფრესკებით. მხოლოდ მამაკაცებს აქვთ საშუალება ეწვიონ და მოინახულონ ეს ადგილები (ამისთვის მათ უნდა ქონდეთ სპეციალური ნებართვა), ასევე შესაძლებელია გაემგზავროთ კრუიზში ათონის მთის გარშემო (კრუიზში წასვლა შეუძლია ქალებსაც). კრუიზის დროს ყველას მიეცემა შესაძლებლობა გემიდან დაათვალიერონ უძველესი მონასტრები და დატკბენ ათონის მთის უნიკალური ბუნებით. გემზე ასევე ტარდება საინტერესო გასართობი პროგრამა. ექსკურსიას ხელმისაწვდომი ფასი აქვს, მშვენიერი მოგონებები კი მთელი ცხოვრება გაგყვებათ!

ტაძრები და მონასტრები

საინტერესო იქნება,თუ ეწვევით წმ. ანასტასიას მონასტერს,რომელიც 9 საუკუნეშია აგებული.წმინდა მოდესტის ტაძარში პოლიგიროსში, ინახება წმინდანის ხატი,რომელიც ათონელი ბერების მიერ არის დაწერილი. ცუკალას მთის მწვერვალზე, წმინდა ჯვრის სამლოცველოს გვერდით წყარო, რომლიდანაც წმინდა წყალი მოედინება,გადმოცემის თანახმად ეს წყარო იმის მერე გაჩნდა,რაც ათონელმა ბერებმა ამ ადგილს წმინდა ჯვარი შეახეს,ჯვარი რომელზეც მაცხოვარი ჯვარსაცვეს. წმინდა გიორგის ძველქრისტიანულ ბაზილიკაში ნიკიტიში შემორჩენილია არაჩვეულებრივი იატაკის მოზაიკა და V საუკუნის უნიკალური მარმარილოს ინკრუსტაცია.

პეტრალონას გამოქვაბული

პეტრალონას სტალაქტიტური გამოქვაბული-ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი. პეტრალონას გამოქვაბული , რომელიც მდებარეობს კასანდრასთან ახლოს, ელადის ყველაზე ძველი გამოქვაბულია. 1960 წელს, აქ აღმოაჩინეს პალეოლითის ეპოქის ადამიანის თავის ქალა, რომლის ასაკი შეადგენს 250 000 დან 750 000 წლამდე. შთამბეჭდავი სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით მორთული პეტრალონას გამოქვაბული-ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოს ყველა, ვისაც უძველესი ისტორია იზიდავს.

არქეოლოგიური მუზეუმი

დღევანდელი პოლიგიროსის ადგილას მდებარეობდა უძველესი ქალაქი-აპოლონია. ქალაქის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება არქეოლოგიური გათხრებბის შედეგად ნაპოვნი ნივთები, ასევე მუზეუმში წარმოდგენილია ნახევარკუნძული სხვა არტეფაქტები,რომლებიც მოიცავენ ნახევარკუნძულის ისტორიას ანტიკური დროიდან რომაულ პერიოდამდე. მუზეუმში ინახება უნიკალური ექსპონატები,რომლებიც ნაპოვნია უძველეს ოლინფოსში. ეს არის კლასიკური პერიოდის ქალაქი-სრულყოფილი ქალაქური სისტემის ნიმუში.

სტაგირა-არისტოტელეს სამშობლო

ალბათ, ყველამ არ იცის რომ ქალკიდიკი ცნობილი ფილოსოფოსის -არისტოტელეს სამშობლოა.უძველესი ქალაქი სტაგირა განლაგებულია ზღვის სანაპიროზე,სადაც არქეოლოგიური გათხრების შედაგად აღმოაჩინეს ქალაქის გალავანი. უდიდესი ფილოსოფოსის ძეგლი მდებარეობს არისტოტელეს სახ. პარკში, სანაპიროსთან ახლოს. მისი საფლავიც სწორედ სტაგირაშია. ასევე აქ მდებარეობ ეთნოგრაფიული მუზეუმი,რომელსაც ტურისტები სიამოვნებით სტუმრობენ. მუზეუმში გამოფენილია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები.

ამონა ზევსის ტაძარი

საინტერესო იქნება მოინახულოთ ამონა ზევსის ტაძარი ( ბერძნული ღმერთის ზევსის ეგვიპტური ვერსია), გადმოცემის თანახმად, სწორედ მან შთააგონა ალექსანდრე მაკედონელი გაელაშქრა ნილოსის ქვეყანაში.

 

 


კლიმატი

 

კლიმატი აქ ძირითადად  ხმელთაშუაზღვიურია, რომელსაც ახასიათებს რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული.მიკროკლიმატი მეშვეობით აქ არ იცის ყინვები და ძალზე მაღალი ტემპერატურები.

ამინდი: ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, საშუალო ტემპერატურით +26C, ყველაზე ცივი თვეები კი თებერვალი და მარტია,მინიმალური ტემპერატურ არ ეცემა 0 C-ზე ქვემოთ.

                           

 

 

 


სანაპიროები

კურორტები

კასანდრას საკურორტო დასახლებები განლაგებული ერთი მეორის მოყოლებით.ყოველ დასახლებულ პუნკტში მრავლადაა სუვენირების მაღაზიები,ბარები,ტავერნები,ტრადიციული ბერძნული კაფეები. მრავალკილომეტრიანი უმშვენიერი ოქროსქვიშიანი პლიაჟები:პარალია დიონისიუ, ნეა მუდანია,ნეა პოტიდეა,ნეა ფოკეა,კალითეა,კრიოპიგი,ქანიოტი,პეფკოქორი. ასევე

ნახევარკუნძულზე არსებობს კენჭიანი სანაპიროებიც: ნეა სკიოტი,კასანდრია,პოლიხორო,აფიტოს,სანი,სივირი და ფლოგიტა-დიდი პოპულიარობიტ სარგებლობენ მაისიდან- ოქტომბრამდე.

პლიაჟები

ქალკიდიკის ჯადოსნური პლიაჟები -ნახევარკუნძულის საფირმო ნიშანი- ყოველწლიურად იზიდავს ათასობით ტურისტს.

აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ თქვენი შესაფერისი პლიაჟი. არჩევანი კი მართლაც დიდია,ტყუილად კი არ არის ეს ცნობილი კურორტი საბერძნეთში 4 ადგილზე პლიაჟების რაოდენობით, რომლებიც ”ლურჯი დროშითაა” დაჯილდოვებული (ევროპული საჭოს მიერ).

საერთოდ კი, საბერძნეთის 393 პლიაჟს აქვს მინიჭებული ”ლურჯი დროშა”და იგი 49 ქვეყანას შორის მეორე ადგილს იკავებს.

პლიაჟები კასანდრაზე

კასანდრაზე ძირითადად ხმაურიანი და ხალხმრავალი პლიაჟებია,ბიჩ-ბარებითა და წყლის სპორტის სახეობებით ფლოგიტაში,ფურკაში,პოსიდიაში, ასევე კალითეაში,პალიურიში,პეფკოქორში.

პლიაჟები ათონზე

ათონის სანაპიროები ცნობილია კრისტალურად სუფთა წყლით და ულამაზესი ბუნებით.ქალაქ ურანუპოლის სანაპირო ითვლება ნამდვილ სამოთხედ დედამიწაზე. წყნარი და მყუდრო პლიაჟები ოჯახური დასვენებისთვის ე.წ. ”მესამე ფეხზე” მდებარეობს იერისოში,ოლიმპიადაში,პირგადიკა და მცირე ზომის კუნძულ ამმულიანიზე.

სითონიის პლიაჟები

ძირითადად მყუდრო და წყნარი პლიაჟები , მოუხდებათ მათ ვისაც სიმშვიდე და ბუნება უყვარს. აქ, ასევე მდებარეობს საბერძნეთის ცნობილი ,კარგად ორგანიზირებული კამპინგები: არმენისტის და კალამიცი. პლიაჟებიდან პოპულიარობით სარგებლობს : აი იანნის, პლატანიცა, ვურვურუ, კავუროტრიპეს, ლაგომანდრა და სხვ.

მეორე ”ფეხზე” უძველესი ქალაქის ოლინფოსის გარდა,რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური მოზაიკით ,თქვენ გელით უმშვენიერესი სანაპიროები,ულამაზესი ბუნება მრავალსაუკუნოვანი ფიჭვის ხეებით.

პლიაჟების ურავლესობა სითონიაზე ორგანიზირებულია,მაგრამ აქ არის , ასევე მრავალი ”ველური” პლიაჟი სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განმარტოვდეთ და ისიამოვნოთ ზურმუხტისფერი წყლითა და თეთრი ქვიშით.

წარმოგიდგენთ მხოლოდ რამოდენიმე პლიაჟს სითონიის უნიკალური და ულამაზესი პლიაჟებიდან: აკტი კალოგრიას,ელია, ლაგომანდრა,მარმარას-კრისტალურად სუფთა წყლით და წვრილი ქვიშით.სანაპიროებზე: ტორონი,კალამიცი,ტრისტინიკა,პორტო კუფო,პლატანიცა,კავუროტრიპეს,არმენისტის ფიჭვის ხეები პირდაპირ პლიაჟზეა. არანაკლებ მომხიბვლელია სანაპიროები: აკტი ზოგრაფუ, ორმოს პანაიას,პირგადიკია,ვურვურუ.

 


სასტუმროები
  • Hotel's photo დან 1691 ლარი
    Olympic Kosmas
    რეგიონი:
    ქალკიდიკი-კასანდრა  Chanioti
     ნომრები
     140
    ეკონომიური სასტუმორო გთავაზობთ კომფორტულ ნომრებს და დაუვიწყარ დასვენებას. საკურორტო დასახლება ჰანიოტი განთქმულია თავისი ქვიშიანი სანაპიროთი, უამრავი მაღაზიითა და ღამის კლუბებით. იდეალური ადგილია მშვიდი ახალგაზრდული დასვენებისთვის. 
  • Hotel's photo
    ვილა
    Villas Kosmas
    რეგიონი:
    ქალკიდიკი-კასანდრა  Chanioti
     ნომრები
     10
    პატარა თანამედროვე კომპლექსი მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის. 
  • Hotel's photo
    Aqua Mare Hotel
    რეგიონი:
    ჰალკიდიკი-კალიკრატია  Nea Kallikratia
     ნომრები
     22
    ახალი სასტუმრო, პოპულარულ საკურორტო ქალაქ კალიკრატიის ცენტრში. სასტუმროსთან ახლოს თქვენ იპოვით უამრავ მაღაზიას, ტავერნებს, მოდურ ბარებს, რესტორნებს.  კომფორტული ნომრები, დახვეწილი დიზაინი, ხარისხიანი მომსახურება.  იდეალური არჩევანია კომფორტული...
    მთელი წელიწადი