თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა

ბერძნული დღესასწაულები



საბერძნეთში აღნიშნავენ, არა მხოლოდ ეროვნულ არამედ რელიგიურ დღესასწაულებსაც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულები გამოცხადებულია უქმე დღედ. ეს არის შობა , ნათლისღება, აღდგომა, მარიამობა, წმინდა დემეტრეს დღე (სალონიკში) და ასევე სახელმწიფო დღესასწაულები: საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე , „ოხი“-ს დღე და სხვ.

საბერძნეთში ყველა დღესასწაული აღინიშნება ახალი სტილით. მაგ. შობა 25 დეკემბერს, მაგრამ ზოგიერთი ბერძნული ეკლესია ფუნქციონირებს ძველი სტილით.  ყოველი ქალაქი ზეიმობს თავისი წმინდანი დღეს. სალონიკი 26 ოქტომბერს ზეიმობს ქალაქის მფარველის  წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს.

ოფიციალურ დღესასწაულად საბერძნეთში ითვლება :

1 იანვარი - ახალი წელი
6 იანვარი - ნათლისღება
როცა საბერძნეთში საუბრობენ  საშობაო დღესასწაულებზე,  გულისხმობენ  პერიოდს შობიდან (25 დეკემბერი) , 1 იანვრის და ნათლისღების (თეოფანია,6 იანვარი) ჩათვლით. ამ დღეებში, რათქმაუნდა ყველა ბერძნულ ქალაქსა თუ სოფელში ტარდება საზეიმო  ღონისძიებები, რომლებიც ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. რამოდენიმე მათგანს სიამოვნებით გაგაცნობთ..

საახალწლო ტრადიცია

თუმცა, მთავარ ზამთრის დღესასწაულად ითვლება შობა, საბერძნეთში ახალი წლის დადგომასაც სიამოვნებით აღნიშნავენ და ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ტრადიცია . აი, რამოდენიმე მათგანი : ერთ-ერთი ტრადიციის თანახმად  შუაღამეს ოჯახის  უხუცესი წევრი  გადის გარეთ და სახლის კედელზე ახეთქებს ბროწეულს. თუ, მისი მარცვლები მოეფინება ეზოს ე.ი ოჯახს ბედნიერი წელი ექნება.

 კიდევ, საბერძნეთში მიღებულია ახალ წელს მოსული სტუმარი მასპინძლის სახლში ქვებით შემოვიდე, დააგდოს ქვა ეზოში და წარმოთქვას :“ დაე, ამ ოჯახის სიმდიდრე  ისეთივე მძიმე იყოს, როგორც ეს ქვა“.

პირველ იანვარს საბერძნეთში აღნიშნავენ წმინდა ბასილის ხსენების  დღეს, რომელიც ითვლება ბერძნულ თოვლის ბაბუად, მის საპატივცემულოდ  ამზადებენ სპეციალურ ნამცხვარს „ვასილოპიტას“, რომელშიც გამოცხობის დროს მალავენ მონეტას .  ნამცხვარს ჭრიან  საახალწლო  სუფრის დროს: მას ვისაც მონეტა შეხვდება   ბედნიერი წელი ელის. ეს ტრადიცია მოდის ანტიკური დროიდან :როგორც ანტიკურ საბერძნეთში, ასევე რომში ამზადებდნენ  ტკბილეულს , რომელშიც  დებდნენ  „ბედნიერ მონეტას“. დეკემბრის ბოლოს „ვასილოპიტები“  იყიდება  საკონდიტროებში  და მაღაზიებში. 

„ვასილოპიტის“  გაჭრის დროს უნდა დაცული იქნას განსაკუთრებული რიტუალი. პირველი ნაჭერი განკუთვნილია ქრისტესთვის ან წმინდა ბასილისთვის -შემდეგი ოჯახის უხუცესი წევრისაა და ა.შ. თუ, მონეტა შეხვდება ქრისტეს ან  ბასილის მაშინ ამ მონეტით ყიდულობენ სანთელს, რომელსაც ხატის წინ ანთებენ და სთხოვენ წმინდანს ჯანმთელობას და კეთილდღეობას .

ნათლისღება

 «ფოტა» («სინათლე» ბერძ. ) ამ დღეს ეკლესიებში აკურთხებენ წყალს, ასევე ამ დღეს ღვდელი აგდებს ჯვარს უახლოეს მდინარეში , ტბასა თუ ზღვაში  და უამრავი  მოცურავე ცდილობს მის ამოღებას.

 

«მუნჯი »წყაროები

შეაღამეს, შობის წინ ახალგაზრდა გოგოები კარდიცას რეგიონის სოფლებიდან  მიდიან უახლოეს წყაროსთან, რომლიდანაც იღებენ  ცოტაოდენ „მუნჯ“  წყალს . „მუნჯი“ იმიტომ რომ , მთელი გზის განმავლობაში მათ არ უნდა წამოცდეთ არც ერთი სიტყვა.  ისინი  ასხავენ  წყაროს თაფლს და ზეთს , რათა ახალ წელიწადს მათი ცხოვრება ისეთივე ტკბილი  როგორც თაფლი. რათა ახალი წელიწადი იყოს მდიდარი მოსავლით, ყრიან წყაროში სხვადასხვა პროდუქტს. ამბობენ რომ, ის გოგონა რომელიც პირველი მივა წყაროსთან  ახალ წელს ბედნიერი იქნება. რიტუალის ბოლოში ქალიშვილები ყრიან თავიან კოკაში ფოთლებს და სამ ქვას, შემდეგ კი ბრუნდებიან სახლში და ხმას არ იღებენ იქამდე სანამ არ დალევენ „მუნჯს“ წყალს. ამავე წყალს მოასხავენ ოთახის ოთხივე კუთხეს , ქვებს კი მალავენ.

ნათლისღებვის პერიოდში საბერძნეთის ბევრ ქალაქში ტარდება მხიარული და ხალხმრავალი კარნავალები ( „რაგუცარია“) .მისი მონაწილეები გამოეწყობიან სხვადასხვა ცხოველების კოსტიუმებში, დადიან ქალაქების და სოფლების ქუჩებში .

ნათლისღებვის დღეს ყოველ ქალაქში მიტროპოლიტი წყალში აგდებს ჯვარს . ისინი ვისაც არ ეშინიათ ცივი წყლის ხტებიან წყალში, იმ იმედით რომ ამოიღებენ ჯვარს.

თასოსის კუნძულზე შობის ღამეს მთელი ოჯახი იკრიფება ანთებულ ბუხართან. შემდეგ ბუხრიდან გამოაქვთ ნახშირი და ზედ აყრიან ზეითუნის ფოთლებს, თან სურვილს ჩაიფიქრებენ, ვისი ფოთოლიც დაიხვევა ყველაზე მეტად იღბლიანი იქნება.
კავალას რეგიონში ტრადიციათ აქვთ ახალ წელს სტუმრად მოიწვიონ პატარები,რომლებიც სახლში მარჯვენა ფეხით შემოდიან. ამისათვის პატარებს ასაჩუქრებენ ტკბილეულით და საჩუქრებით.

არანაკლებ საინტერესო ტრადიციები აქვთ კრეტაზე. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოა გოჭის მომზადების ტრადიცია,რომელსაც კლავენ შობის წინ.  მისი ხორცისგან ამზადებენ სხვადასხვა  კერძებს, მათ შორის „ომაფიეს“ ( ბრინჯით, ქიშმიშითა და ღვიძლით ფარშირებული ნაწლავები) .
კიდევ ერთი ადგილობრივი ტრადიცია „ქრისტოპსომო“-ს (ქართ. „ქრისტეს პური“) ნატეხების მიცემა  ცხოველებისთვის . პირველ იანვარს კი სოფლეფში , ოჯახის დიასახლისები წყაროსთან ჩადიოდნენ (ან როგორც ეხლა ხდება -ონკანს აღებენ) და წარმოთქვავდნენ:  “როგორც ეს წყალი ჩაედინება , ასე ჩაედინოს სიკეთე ჩემს სახლში“ . სახლში მოაქვთ ქვა და იძახიან: „ როგორი მაგარიცაა ეს ქვა, ასეთივე იყოს ჩემი სახლიც“. კრეტაზე ბავშვები ახალ წელს იღებენ „ კეთილ ხელს“ - ფულს ბებია-ბაბუისგან ან ნათესავებისგან. პირველი კერძი კი რომელსაც შეჭამენ ახალ წელს  უნდა იყოს ტკბილი „ბუღაცა“(ფენოვანი ნამცხვარი კრემით). 

როგორც ხედავთ, საბერძნეთში უამრავი საახალწლო ტრადიცია არსებობს. ერთხელ მაინც  უნდა მოხვდეთ აქ, იმისათვის რომ, უკეთესად შეიგრძნოთ წინა საშობაო და საახალწლო განწყობა.

25  და 26 დეკემბერი - ოფიციალური დღესასწაული და უქმე დრეა. პატარა ქალაქების და სოფლების მოსახლეობა ინარჩუნებს ძველ ტრადიციებს, მეგაპოლისებში კი შობას სხვანაირად აღნიშნავენ.
შობის წინ ყველა ბერძენი დიასახლისი, გამონაკლისის გარეშე ალაგებს სახლს და აცხობენ (ან ყიდულობენ) ტრადიციულ საშობაო ტკბილეულობას -არომატულ ორცხობილას „მელომაკარონას“ და „ კურაბიეს“.

 

 


თანამედროვე ელლადაში, ასევე, როგოც მთელს მსოფლიოში საშობაოთ რთავენ ნაძვის ხეს. ზოგიერთი ისტორიკოსის  თქმით, ჯერ კიდევ ანტიკურ დროში საბერძნეთის მთიანი რეგიონების მკვიდრნი რთავდნენ ხეებს სანთლებით მზის ღმერთის მიტრას საპატიოდ.

ადრე კრეტაზე და საბერძნეთის სხვა რეგიონებში ეს ტრადიცია არ არსებობდა და ხის ფუნქციას ასრულებდნენ  პატარა გემები და ნავები, რომლებსაც რთავდნენ. მაგ. სალონიკში: ქალაქის მთავარ მოედანზე   ყოველწლიურად  შობის წინ დგავენ გემს, რომელსაც ნათურებით რთავენ. ასევე დეკორატიულ გემებს ათავსებენ სახლებშიც კარის მახლობლად, გემში ალაგებენ ოქროულობას ან მონეტებს, როგორც სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოს.

ზღვის თემატიკის მიმართ ასეთი სიყვარული შემთხვევითობა არ არის, რადგანაც ბერძნები მრავალი საუკუნის განმავლობაში თევზის ჭერით იყვნენ დაკავებულები.
უნდა ითქვას რომ, ჩრდილოეთ საბერძნეთის ზოგიერთ სოფელში ნაძვს დღესაც არ რთავენ.
ბერძნულ ლეგენდებში არსებობს ბოროტი საშობაო სულები, მათ შორის კალლიკანცაროსი- ბოროტი ელფი, არასასიამოვნო გარეგნობით, რომლებსაც სახლში მოაქვთ ქაოსი შობის მომდევნო 12 დღის  განმავლობაში. ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად ოთახების კუთხეებში ასხავენ ნაკურთხ წყალს.

«ქრისტოპსომო», ქრისტეს პური

ძალიან ბევრ რეგიონში დღემდე იცავენ „ქრისტოპსომოს“ გამოცხობის ტრადიციას. მას აცხობენ შობის წინა ღამეს : იყენებენ განსაკუთრებულ საფუარს, რომელიც მზადდება ხმელი ბაზილიკიდან. არსებობს სხვადასხვაა რეცეპტი. ყოველთვის პურზე ჯვარია გამოსახული.

კალანდა, კალანდა.......

შობის დღეს ბავშვები იკრიფებიან და სახლიდან სახლში დადიან და მღერიან საშობაო სიმღერებს,მუსიკალური ინსტრუმენტის სანაცვლოდ ხელში უჭირავთ მეტალისგან დამზადებული სამკუთხედი  და რკინის პატარა ჯოხი. მასპინძლები მათ ტკბილეულით და ხურდა ფულით ასაჩუქრებენ. 

ბერძნული ტრადიციული საშობაო სუფრა

საშობაო სუფრაზე უნდა იყოს შემდეგი კერძები: ტოლმა, ცხვრის ხორცის ან ღორის ხორცის კერძები. ბრინჯით, წაბლით ან ნიგვზით ფარშირებული ინდაური ( ევროპიდან შემოსული ტრადიცია). ხშირად გვხვდება საშობაო სუფრაზე კურდღელიც.
ტკბილეულის ასორტიმენტი დიდია. ძირითადად ორცხობილების ნაირსახეობა: თაფლით და ნიგვზით, თხილით და სხვ.

სხვა დღესასწაულები:

14 თებერვალი, ვალენტინობა - ყველაზე რომანტიული დღესასწაული. ბერძნები ამ დღეს სიამოვნებით აღნიშნავენ, განსაკუთრებით კი შეყვარებული წყვილები. რამოდენიმე კვირით ადრე მაღაზიები და კაფეები, კლუბები და რესტორნები წითელი გულებით ირთვება.


სუფთა ორშაბათი-  სააღდგომო მარხვის პირველი დღე.
25 მარტი - დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს 1821 წელს დაიწყო ომი საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ოსმალეთისგან.
აღდგომა, აღდგომის ორშაბათი- უქმე დღე.
1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე, ასევე ამ დღეს აღნიშნავენ ყვავილების დღესასწაულს.
9 მაისი - დედის დღე.
15 აგვისტო - მარიამობა.
28 ოქტომბერი -  "ოხი"(„არა“), ნაციონალური დღესასწაული. 1940 წელს ბერძენმა ხალხმა  გადაწყვიტა ეთქვათ  მტკიცე „არა“ იტალიელი ფაშისტებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ საბერძნეთისგან გადაეცათ მათვის რამოდენიმე სტრატეგიული პუნქტი საბერძნეთის ტერიტორიაზე.

 

 

 

ენა: Georgian

Ok
არჩევა