Сванетия

საქართველო

სვანეთი

    სვანეთს „ათასი კოშკის მიწას“ უწოდებენ. სვანეთი საქართველოს ყველაზე შორეული მთიანი რეგიონია, თავისუფლებისმოყვარე და ამაყი ხალხის სამშობლო, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ მრავალსაუკუნოვან უნიკალურ ტრადიციებს და სვანურ დიალექტს.

    სვანეთის მაღალმთიანი რეგიონი მოიცავს ზემო და ქვემო სვანეთს. სვანეთის მარშრუტი აღსავსეა თავგადასავლებით, რადგან გზა მდინარე ენგურის ხეობის გასწვრივ, მაღალი მთებისკენ მიემართება. სვანეთისკენ თვალწარმტაცი მოგზაურობის დროს მოგზაურები იხილავენ მასიური მთების პანორამებს, მესტიის, ლაგამის, ლეტაგის, ლანჩვალის და სეთის უნიკალურ არქიტექტურას. სვანური კოშკები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ნამდვილად ამ რეგიონის სიმბოლოა. ოდესღაც, ეს ციხესიმაგრეები საიმედოდ იცავდნენ სვანებს მეზობელი ტომების თავდასხმებისგან. ამჟამად, კოშკები იზიდავს უამრავ ტურისტს საქართველოდან და მის ფარგლებს გარედან. ტურისტებს სვანეთში ჩასვლა საჰაერო გზითაც შეუძლიათ - აეროპორტი აქ 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ამინდი სვანეთში მკაცრია და ცვალებადი. ინტენსიური თოვლი ხშირად ბლოკავს ყველა გზას და თითქმის 9 თვის განმავლობაში იზოლაციაში აქცევს რეგონს. თუმცა, სვანეთის ეს კლიმატური სპეციფიკა გადაიქცა ტურისტულ შესაძლებლობად. ტურისტებისთვის, სოფელ მესტიაში, აშენდა სათხილამურო კურორტი კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასებით. კურორტზე სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. რეგიონის სტუმრებს ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ განსაკუთრებული სვანური სამზარეულო, ადგილობრივი სასმელები, დატკბნენ უნიკალური ხალხური სვანური სიმღერით და ცეკვით, ასევე ადგილობრივების ტრადიციული სტუმართმოყვარეობით.