თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა
20°C

კაიმაკცალანი. დასვენება და სამთო-სათხილამურო ტურები 2018

აღწერა

კაიმაკცალანი - თოვლიანი დასვენება საბერძნეთში

საუკუნოვანი ჭადრები, ფიჭვიანი და წიფელიანი ფერდობები, მწვერვალზე კი - აბსოლუტურად თეთრი ფერი. სწორედ ამიტომ საბერძნეთის ამ რეგიონს ეწოდება ვორასი (ჩრდილოეთი), ყველაზე ცნობილი, როგორც თეთრი მწვერვალი  - კაიმაკცალანია.

შემდეგ ▼

პოპულარული ადგილი ზამთრის მოყვარული ტურისტებისთვის, როგორც საბერძნეთიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. კაიმაკცალანი ეს არის არაჩვეულებრივი სათხილამურო ტრასები, ტრადიციული სტილში აშენებული მომხიბლავი სოფლები და რათქმაუნდა პელას უმშვენიერესი ბუნება: პარკებით, ჩანჩქერებით, ხილის ბაღებითა და ულამაზესი ტბის ვეგორიტიდას სანაპიროებით.

კაიმაკცალანი  ქალაქ სალონიკიდან 123 კილომეტრში მდებარეობს. თხილამურების გარდა, დაგჭირდებათ საცურაო კოსტუმი (თუ რისთვის, ამას უფრო ქვემოთ შეიტყობთ) და თბილი ტანსაცმელი, იმისათვის რომ დაიწყოთ "თეთრი საბერძნეთის" დაპყრობა. 

სამთო-სათხილამურო ცენტრი

ოცნებობთ კომფორტულ და თანამედროვე სათხილამურო ტრასებზე, საბერძნეთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე? სამთო-სათხილამურო კურორტი კაიმაკცალანი (ვორასი) იდეალური მიმართულებაა, სადაც დაგხვდებათ ფართო და გრძელი (2.480 მ) ტრასები.

შემდეგ ▼

გსურთ უბრალოდ დატკბეთ დათოვლილი ულამაზესი პეიზაჟებით თბილი ტრადიციული შალეს ფანჯრიდან? და ისევ კაიმაკცალანი შესძლებს თქვენს გაოცებას, რადგანაც დამსახურებულად ითვლება დასვენების საუკეთესო "ჩრდილოეთ" ვარიანტად საბერძნეთში.

სათხილამურო ცენტრში ფუმქციონირებს სათხილამურო აღწურვილობის გამქირავებელი პუნქტი, მაღაზიები, სათხილამურო და სნოუბორდის სკოლები, ლუქს კლასის აპარტამენტები, რესტორნები, კაფეები, ბარები, შალეები, snowbar-ები 2.069 მ სიმაღლეზე და აქტიური დასვენების უამრავი ვარიანტები, მწვერვალზე კი - 2.524 მეტრს სიმაღლეზე  მდებარეობს უნიკალური სილამაზის ეკლესია. 

ქვის სოფელი

როდესაც მთაში სრიალითა და ცხელი შოკოლადით შალეში გულს იჯერებთ, ეწვიეთ რეგიონის ულამაზეს ადგილებს. ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სოფელია - აგიოს ათანასიოსი - განლაგებული სათხილამურო ცენტრიდან 16 კილომეტრში.

შემდეგ ▼

გარდა ამისა, სოფელი იმდენად ლამაზია, რომ იგი საბერძნეთის დაცულ რეგიონად ითვლება.

სახლები, თლილი ქვებით გადახური სახურავებით, ტრადიციული მაკედონური არქიტექტურა, საერთო სტილი, რომელიც ალპურ სოფლებს მოგვაგონებს და უნიკალური ისტორიის მქონე მოკირწყლული ქუჩები ეს ის სურათია, რომელიც თქვენი თანამგზავრი გახდება კაიმაკცალანის მყუდრო ქსენონასში ან სოფლის აპარტამენტებში დასვენებისას. 

მოკირწყლულ ქუჩებში სეირნობისას, რომლებსაც ულამაზესი 18 საუკუნეში ეგებული ანალიპსის ეკლესიისკენ მივყევართ, შეიგრძენით არომატები, რომლებიც ტრადიციული ტავერნებიდან გამოდის, სადაც  ბერძნული სამზარეულოს უგემრიელეს ხორციან კერძებს ამზადებენ. 

კაიმაკცალანის სასტუმროები

ვორასის რეგიონში, კაიმაკცალანში, სოფელ პანაგიცაში და აგიოს ათანასიოსში ტრადიციული სასტუმროების  (ქსენონები) და აპარტამენტების დიდი არჩევანია, რომლებიც გამოირჩევა სიმყუდროვით, ტრადიციული, ლამაზი ინტერიერით, ხის ავეჯითა და ბუხრებით. სულერთია კაიმაკცალანის რომელ დასახლებას აირჩევთ დასასვენებლად- აქ ყოველთვის დაგხვდებიან ღიმილითა და სიხარულით. შესაძლებლობა მოგეცემათ ახლოდან გაეცნოთ ბერძნულ სტუმართმოყვარეობასა და უგემრიელეს ნაციონალურ სამზარეულოს. 



ღირსშესანიშნაობები

სამთო-სათხილამურო სპორტი არ არის ერთადერთი მიზეზი რატომაც უნდა ეწვიოთ კაიმაკცალანს. არ დაგავიწყდეთ მოინახულოთ პატარა სოფელი პანაგიცა, რომელიც მდებარეობს რამოდენიმე კილომტრში დასახლება აგიოს ათანასიოდან და ალტერნატიული ტურიზმის ცენტრია. აქ თქვენ დაგხვდებათ განსაკუთრებული ადგილი  moto cross-ისთვის და ევროპაში ერტ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი პარაშუტის სპორტისთვის.  აქვე მდებარეობს სიმპატიური ტბა, ეკლესია, საიუველირო მაღაზია შეყვარებული წყვილებისთვის,რომლებსაც სურთ დაქორწინდნენ საბერძნეთის ულამაზეს მთებში, განუმეორებელი ხედებით.  

შემდეგ▼

სოფელი პანაგიცა  ასევე იდეალურია ბუნების მოყვარულებისთვის. სწორედ აქ ბინადრობს უამრავი გარეული ფრინველი, მათ შორის განადგურების პირას მყოფი ჯიშები: კაკაჩა და მცირე კირკიტა.  ტერიტორია მდიდარი ფაუნით და საბერძნეთის სიდიდით მეორე ტბა პროგრამა  Natura 2000-ის ნაწილია.

საცურაო კოსტუმი, რომელიც თან წამოიღეთ, აუცილებლად გამოგადგებათ თუ რამოდენიმე კილომეტრს ჩრდილოეთით გაივლით, სადაც ბორასის მთიდან ჩამოსილი კრისტალურად სუფთა, თბილი წყალი ჩაედინება ტყეში ხელოვნურად ორგანიზირებულ არაჩვეულებრივ კურორტზე. პოზარის თერმული წყარო (ლუტრა პოზარ): წარმოადგენს ღია აუზს, ჰამამს და ჩანჩქერს. აქ კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და გეძლევათ შესაძლებლობა შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები.

დაახლოებით 30 კილომტრში კურორტიდან, ქალაქ ედესაში აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ ჩანჩქერს და ტყეს «მელანა დრიმო» («შავი ტყე»), სადაც მცენარეული საფარი იმდენად ხშირია, რომ თითქოს სინათლე არასოდეს აღწევს შიგნით.  

დიდი ხელოვნური ტბა, სადაც შეიძლება შეხვდეთ ამ რეგიონის ხშირ სტუმრებს, მის სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს: ყანჩებს, გედებს, ვარხვებსა და იშვიათ მავროგლარონებს.