თქვენი ქალაქი
თბილისი
 Заказать звонок
x
+
ჩვენი კოორდინატები
ჭავჭავაძისგამზირი 33 +995 322 00 13 12
ადრეული დაჯავშნა ON-LINE დაჯავშნა
15°C

როდოსი. დასვენება და ტურები 2018

აღწერა

 როდოსზე დასვენების თავისებურება: მზე, ზღვა, ვინდ-სერფინგი და ისტორია 

მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუნძული, როდოსი ხიბლავს უამრავ ბერძენ და უცხოელ ტურისტს თავისი რაინდული შენობებით, მშვენიერი მოედნებით, უნიკალური არქიტექტორული ნაგებობები, ქრისტიანული და მუსულმანური ძეგლები. პარკებით და ორიგინალური ქუჩებით.  

«MOUZENIDIS TRAVEL»-ი გთავაზობთ ტურების ფართო არჩევანს მომხიბლელ კუნძულ როდოსზე.  თქვენ გელით ცნობილი კურორტები, ულამაზესი სანაპიროები,  საუკეთესო სასტუმროები და ექსკლუზიური ექსკურსიები! ზაფხული როდოსზე-ყველაზე კომფორტული დრო დასვენებისთვის,როცა ამინდი გვახარებს მხოლოდ მზიანი დღეებით, ეგეოსის ზღვა კი-განსაკუთრებულად თბილი წყლით. 

დაივიწყეთ ყველა პრობლემა , ჩაეფლეთ სიამოვნების ზღვაში , რომელიც თქვენ  გელით საბერძნეთის ამ უმშვენიერეს ადგილას! 

კუნძული როდოსი, რომლის ფართობია 1.400,68 კმ.2, არის არქიპელაგ დოდეკანესის ყველაზე დიდი კუნძული და საბერძნეთის სიდიდით მეოტხე კუნძული, კრეტას,   ევბეას და ლესბოსის მერე. როდოსი განლაგებულია ათენიდან დაახლოვებით  350 კმ-ში და  18 კმ-ში თურქეთიდან. 

როდესზე დასვენება განთქმულია მთელს მსოფლიოში თავისი მდიდრული სასტუმროებით, განსაცვიფრებელი სანაპიროებით, გასართობი დაწესებულებების  ნაირსახეობით, ასევე მყუდრო დასვენების საშუალებით. 

შემდეგ ▼

უმშვენიერესი პლიაჟებით, საინტერესო ისტორიით,რომელიც  2.500 წელს ითვლის. ტრადიციული სოფლებით, მწვანე კონცხებით და უამრავი ღირსშესანიშნაობებით. როდოს ხშირად ეძახიან რაინდების კუნძულს. ამ კუნძულზე პრაკტიკულად ყველაფერია.  

ქალაქი როდოსი- ეს არის ხიდი აწმყოსა და წარსულს შორის.  ქალაქი რომელიც იდეალურად ითავსებს შუასაუკუნოვან ტრადიციებს და თანამედროვე ცხოვრების ტემპს....  

რა წამოვიღოთ?

როდოსი - სუვენირების კუნძული. ტრადიციული პროდუქტები, რომლებითაც ღირს გაათამამოთ საკუთარი თავი და ახლობლები. მარინადში ჩადებული კაპარის ფოთლები, ყველი ემბონიდან, EMERY და კაირის ღვინის ქარხნებიდან ცქრიალა და სხვა ღვინოები, ასევე ემბონის მეღვინეობის ღვინოები. 

როდოსზე ტურები 

ბერძნული ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL»-ი გტავაზობთ როდოსზე დასვენების უამრავ ვარიანტს, სალონიკიდან შიდა გადაფრენით.  

შემდეგ▼

საბერძნეთის წამყვანი ტუროპერატორი «MOUZENIDIS TRAVEL»-ი ფლობს საკუთარ ოფისს კუნძულ როდოსზე, რაც უმაღლესი ხარისხის სერვისის გარანტია. ამის გარდა კომპანია გთავაზობთ განთავსებას როდოსის საუკეთესო სასტუმროებში, ყველანაირ ბიუდჟეტზე გათვლილს, ექსკურსიებს, პროფესიონალ გიდებს და ტრანსფერს კომფორტული ავტობუსებით.  

მათ ვისაც სურს კუნძულის ცენტრში ყოფნა ვურჩევთ განთავსდნენ ქალაქ როდოსის მახლობლად, იქსიაში (ქალაქის გაგრძელება), იალისოში, კალიფეაში ან ფალირაკიში.  ეს კურორტები იდეალურია თაფლობის თვის გასატარებლად.  აქ 24 საათის განმავლობაში ღიაა ბარები, დისკოტეკები, კლუბები, კარგად არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. 

იმათვის ვისთვისაც დასვენება ასოცირდება ზღვასთან და სიმშვიდესთან,ასევე იმათვის ვისაც სურთ დაისვენონ ბავშვებთან ერთად აირჩიეთ სასტუმროები რომლებიც მდებარეობს როდოსის და ლინდოსის შორის, მაგ. კურორტ კოლიმბიაში-იდეალურ კურორტზე საოჯახო დასვენებისთვის და როდოსზე სადაც სასტუმროების ფასები საკმაოდ დემოკრატიულია. ან უპირატესობა მიანიჭეთ როდოსის  ახალ და მშვიდ კურორტს   – კალაფოსს და კიოტარის, ერთადერთი მინუსია , რომ თქვენ ქალაქიდან შორს იქნებით, სამაგიეროდ დატკბებით მშვიდი დასვენებით ზღვის სანაპიროზე. 

შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა და დაათვალიეროთ, არა მხოლოდ კუნძულის ღირსშესანიშნაობები , არამედ  ყველაზე ლამაზი და პოპულიარული პლიაჟები. 



ღირსშესანიშნაობები

 ღირსშესანიშნაობები და ექსკურსიები

ანტიკური როდოსი ან მოგზაურობა ანტიკურ დროში

წმ.სტეფანეს ბორცვზე (ან მონტე-სმიტიზე) სეირნობისას , სადაც მდებარეობს ძველი როდოსის აკროპოლისი, თქვენ აღმოჩნდებით ელლინისტურ სტადიონზე, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-3 საუკუნით. აქ ტარდებოდა  ალიონას შეჯიბრება, მზის ღმერთის საპატიოდ. 

ლინდოსის ბორცვზე მდებარეობს ცნობილი უძველესი აკროპოლისი. იგი აგებულია კდეზე და თავისი ფორმით დიდ აივანს წააგავს, რომელსაც გააჩნია უჩვეულო ხედი ზღვაზე.

შემდეგი ▼

სწორედ აქ იღებდნენ ფილმს «THE GUNS OF NAVARONE». ლინდოსი -  სავსე გარუჯული ტურისტებით, სუვენირის დახლებით, თეთრი სახლებით, აყვავებული ბაღწებითა და ვიწრო ქუჩებით. აქ მდებარე ულამაზესი ციხე-სიმაგრე, რომელიც საღამოთი ნათდება, ქმნის არაჩვეულებრივ ატმოსფეროს და ქალაქს კიდევ უფრო რომანტიულს ხდის. 

არქეოლოგიური ძეგლები და ზონები კამიროს და იალისოს - როდოსის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ზონები. კამიროსი ცნობილია როგორც საბერძნეთის პომპეი, რადგანაც მისი უეცარი დაცარიელება დღემდე საიდუმლოდ რჩება არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის. იგი ხიბლავს უამრავ სტუმარს თავისი ბუნებით, უძველესი ფორუმითა და დორიული ტაძრით. იალისოსში შემონახულია შუასაუკუნოვანი სასახლის ნანგრევები და უძველესი ნეკროპოლისი, აკროპოლისი და ათენას ტაძარი.

რაინდული როდოსი ან მოგზაურობა შუასაუკუნეებში

გაეცანი კუნძული ყველაზე ცნობილ ძეგლს, აუცილებლად ეწვიე როდოსის ძველ ქალაქს და რაინდების სასახლეს, რომლებსაც ანალოგი არ ყავთ მთელ ევროპაში!

როდოსის ძველი ქალაქი (შუასაუკუნოვანი ქალაქი, პალია პოლი) შესულია unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაში. 

შემდეგი ▼

არც ერთი ექსკურსია როდოსზე არ ტარდება  არაჩვეულებრივად შემონახული რაინდების ქალაქში სეირნობის გარეშე. შუასაუკუნოვანი ნაგებობები, მაგისტრების სასახლე, არაჩვეულებრივი შენობები, ქვაფენილიანი ქუჩები, თაღები, მინარეთები, სახლები აყვავებული აივნებით, ხმაურიანი პატარა მოედნები - ყველაფერი ეს გელით აქ, კუნძულ როდოსის ძველ ქალაქში! 

იდუმალი როდოსის ძველი ქალაქი გაყოფილია ორ ნაწილად და მასიური გალავნითაა გარსშემორტყმული. მისი ჩრდილოეთი ნაწილია კოლაკიო (Collachium), სამხრეთი ნაწილი კი ცნობილია როგორც ხორა ან ბურგო. მათ შორის მდებარე ჭიშკარი, რომლის მეშვეობოთ ქალაქის ორ ნაწილს შორის შესაძლებელი იყო კომუნიკაცია, დღემდეა შემორჩენილი ლახიტოს ქუჩაზე. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა , შესაძლებლობა გექნებად გადაინაცვლოთ შუასაუკუნეებში. ქალაქში შესვლა შეგიძლიათ არსებული  რვა  ჭიშკრიდან ერთ-ერთით. ძველ დროში მათ სხვადასხვა რომანტიული სახელები უწოდეს: თავისუფლების ჭიშკარი , პავლე მოციქულის ჭიშკარი, ჭიშკარი დ'ამბუაზ, წმინდა ანტონის ჭიშკარი, წმინდა ათანასის ჭიშკარი, ჭიშკარი აკანტიას, ზღვის ჭიშკარი (Porta Marina) და ნავსტაფმუს ჭიშკარი ან ტარსანა.

თუ გაეშურებით კოლაკიოში, ქალაქის ნაწილში, რომელიც რაინდთა სახელმწიფოს "გული" იყო, შესაძლებლობა მოგეცემათ დატკბეთ დიდი მაგისტრის სასახლით, იგი ცნობილია როგორც კასტელო.

შემდეგი ▼

ეს არის შუასაუკუნოვანი არქიტექტურის ნათელი მაგალითი,რომელიც დღეს  ქალაქის ისტორიული  ცენტრის სიმბოლოა.  რაინდების ქუჩაზე (ევროპაში ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნოვანი ქუჩა) მდებარეობს რაინდების საავადმყოფო, სადაც დღეს მდებარეობს კუნძულის არქეოლოგიური მუზეუმი.  რაინდთა ამ ძეგლის მშენებლობა დაიწყო 1440 წელს და დასრულდა  1484 წელს.

ხორაში (ბურგო) ყველაფერი, სხვანაირადაა - უფრო ტრადიციულად! სოკრატეს ქუჩა ან «გრძელი ბაზრობა», როგორც მას ხშირად უწოდებენ, სინამდვილეში- ქუჩაა, რომელზეც უამრავი მაღაზიაა და ძირითადად სუვენირები იყიდება. და , რათქმაუნდა აქ განლაგებულია ბევრი კაფე-ბარები, ტრადიციული ტავერნები, მყუდრო რესტორნები და ფასტ-ფუდები. 

შემდეგი ▼

ამ ქუჩასთან ახლოს იხილავთ სულეიმანის მეჩეთს, რომელიც აგებულია როდოსის დამპყრობელის  სულეიმან დიდის საპატიოდ, ახმედ ხაფუზის თურქულ ბიბლიოთეკას, სულთან მუსტაფას მეჩეთს, წმინდა გიორგის ბიზანტიურ ტაძარს და ძველ ებრაულ კვარტალს ულამაზესი შადრევნით. 

ტრადიციული როდოსი ან მოგზაურობა თანამედროვე კურორტზე 

სულ რაღაც 35 კმ-ში ქალაქიდან, მდებარეობს ცნობილი პეპლების მდელო, სადაც ბინადრობს პეპლების იშვიათი ჯიში Panaxia quadripunctaria. ეს ადგილი ათასობით სტუმარს იზიდავს, რომლებიც მოდიან აქ რათა დაკბენ უჩვეულო სანახაობით. გახსოვდეთ, რომ პერიოდი როდესაც მატლები იქცევიან პეპლებად და დაფარფატებენ ულამაზეს მდელოზე, ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისია. 

შემდეგი ▼

კალითეაში განლაგებულია თერმული კურორტების იტალიური შენებობები, სადაც უხვი გამწვანება და ზღვა ულამაზეს პეიზაჟს ქმნიან . ოდნავ მაღლა მდებარეობს პოპულარული შვიდი წყარო - არაუჩვეულებრივი ოაზისი, შექმნილი იტალიელების მიერ.ტბები,წყაროები,ხის ხიდები და სასეირნო ბილიკები, გააკვირვებს მათ ვისაც ჰგონიათ, რომ კუნძულებზე შეუძლებელია შთამბეჭდავი მწვანე პეიზაჟების ნახვა.  

შემდეგ ▼

ტავერნიდან რომელიც განლაგებულია შვიდ წყაროში, იშლება ულამაზესი ხედი თვითონ წყაროების მშვენიერ პეიზაჟზე. 

საოცარი მთის სოფელი ემბონა, განლაგებულია კუნძულის ყველაზე მაღალი მთის ძირში-ატავიტოს, ცნობილია ადგილობრივი ტავერნებით,სადაც უგემრიელესი ხორცის კერძებითა და ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ზოგიერთ ტავერნაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ორიგინალური თხის ყველი.

ცამბიკას ღვთისმშობლის ეკლესიაში უამრავი სასწაული ხდება-უშვილო წყვილები პირდებიან ღვთისმშობელს, რომ თუ მათ შვილი ეყოლათ დაარქმევენ ცამბიკას ან ცამბიკოს. ეს საელები როდოსზე ძალიან  გავრცელებულია. 

იალისოსში თქვენ ნახავთ უამრავ ნეოკლასიკურ შენებობს, რომლებიც შეძლებული როდოსელების რეზიდენციები იყო. და ბოლოს ეწვიეთ სამხრეთ როდოსს, სადაც ჯერ კიდევ ტურიზმი არც ისე განვითარებულია.  კიოტარიდან პრასონისიმდე მდებარეობს არაჩვეულებრივი სანაპიროები.  პრასონისი კუნძულის ყველაზე სამხრეთით მდებარეობს და ვინსერფინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.


კლიმატი

კლიმატი როდოსზე ხმელთაშუაზღვიურია, ზაფხულობით წვიმა პრაქტიკულად არ მოდის, ზამთარში კი ამინდი რბილი და თბილია. ზაფხულში (ივლისში-აგვისტოში) უბერავს ჩრდილოეთ ქარები, რაც არბილებს მაღალტემპერატურას. ზამთარში უხვი ნალექი იცის. 


სანაპიროები

ზღავაზე დასვენება და სანაპიროები

როდოსის ყველაზე ცნობილი სანაპიროები

როდოსი დოდეკანესის ყველაზე დიდი კუნძულია, მისი სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე 220 კმ. აქ ყველა ნახავს მისთვის შესაფერის სანაპიროს.

გლისტრა

გლისტრა - მცირე ზომის, ქვიშიანი ყურე, რომელსაც ორი მხრიდან მწვანე მთები აკრავს, მდებარეობს ქალაქ ლინდოსიდან 11 კილომეტრში რამდენიმე კილომეტრით სამხრეთით ქალაქ ლარდოსიდან. ადგილობრივების აზრით ეს არის როდოსის საუკეთესო სანაპირო. ოქროსფერი ქვიშა და ფირუზისფერი სუფთა წყალი ამტკიცებს ამ მოსაზრებას. ავტომობილით აქ მოხვედრა, შეზლონგისა და ქოლგის დაქირავება ადვილია. თქვენ ჩაიძირებით მშვიდ ატმოსფეროში. გლისტრას სანაპირო - ნამდვილი სამოთხეა შეყვარებული წყვილებისთვის, რომლებსაც მობეზრდათ ხალხმრავლობა, აურზაური და საზოგადოებრივი სანაპიროები. აქ ისე როგორც არსად შეიძლება შეიგრძნოთ ბუნების ჰარმონია. წყალი იმდენად სუფთა და გამჭირვალეა, რომ სანაპიროდანაც კი შეგიძლიათ დატკბეთ წყალქვეშა სამყაროს ყურებითა და სიმშვიდის განუმეორებელი წუთებით. სანაპიროს სისუფთავეს იცავენ ყურადღებიანი თანამშრომლები, რათა თქვენ დატკბეთ თავდაპირველი ბუნების სილამაზით. თუ მოგშივდებათ შეგიძლიათ გასინჯოთ უგემრიელესი ბერზნული კერძები პატარა რესტორნებში, რომლებიც აქვე მდებარეობენ.  გლისტრას სანაპირო - ეს არაჩვეულებრივი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის. სუფთა წყალი იდეალურია წყალქვეშა ბინადრებთან, პოსეიდონის სამყაროსთან გასაცნობად. 

პრასონისი

პრასონისი - განლაგებულია ქალაქ როდოსიდან 92 კილომეტრში და უამრავ ტურისტს იზიდავს თავისი უნიკალური პეიზაჟების გამო. ამ უნიკალური ადგილს პრასონისი ეწოდება,რაც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც «მწვანე კუნძული». ეს პლაჟი ნამდვილად გამოყოფილია დანარჩენი როდოსის ტერიტორიიდან. მაგრამ კუნძულად იგი გადაიქცევა მხოლოდ ზამთრის პერიოდში, ზაფხულში კი წყლის დონე კლებულობს, წარმოიქმნება ქვიშიანი ზოლი, რომელიც აერთებს ორ სანაპიროს. მხოლოდ აქ გეძლევათ შესაძლებლობა იხილოთ, თუ როგორ ხვდება ერთმანეთს ორი ზღვა - ხმელთაშუა და ეგეოსის. თუ როდოსზე მოხვდბით აუცილებლად ეწვიეთ ამ უჩვეულო სანაპიროს.

პრასონისი– სამოთხე სერფინგის მოყვარულთათვის, რომლებიც ჩამოდიან აქ პლანეტის სხვადასხვა კუთხებიდან. ივლისში და აგვისტოში,როდესაც ძლიერი ქარი უბერავს, პლაჟი ივსება სპორტის მოყვარული აქტიური დამსვენებლებით. ის ვინც ერთხელ მაინც მოხვდა პრასონისიზე, აუცილებლად ბრუნდება აქ.

     

 

აგიოს პავლოსი

აგიოს პავლოს - ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური პლიაჟი ეგეოსის ზღვაში, ფირუზისფერი წყლით, წვრილი ქვიშით და კლდეებით-იდეალური ადგილია დაივინგისთვის.   პორტალ TripAdvisor - ის თანახმად შესულია ევროპის პლიაჟების ტოპ-10-ში.
ამ სანაპიროს სახელწოდებაც შემთხვევითობა არაა, რადგანაც სწორედ ამ მყუდრო ლაგუნას მოადგა პავლე მოციქულის გემი, რომელი კუნძულზე ქრისტიანობის საქადაგოდ ჩამოვიდა. ლინდოსის მაცხოვრებლებს განსაკუთრებულად უყვართ ეს ადგილი, ხშირად  ირჩევენ  აქვე მდებარე წმ. პავლეს სახელობის პატარა  სამლოცველოს ჯვრისწერისა და ნათლობისათვის. შეყვარებული წყვილები მთელი  მსოფლიოდან ჩამოდიან აქ ლაგუნის უნიკალური ფორმის გამო, რომელიც გულს მოგვაგონებს. მცირე ზომის ეს სანაპირო ძალიან შთამბეჭდავია, მისი ფირუზისფერი ზღვა და ხავერდოვანი ქვიშა, იზიდავს აქ უამრავ ტურისტს. პლიაჟი აღჭურვილია კომფორტული შეზლონგებითა და ქოლგებით. 

ვლიქა

ქ. ლინდოსიდან  სულ რაღაც 5 წუთის სავალზე მდებარეობს მყუდრო ყურე ვლიქა. ფართო სანაპირო იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის, ხოლო ინფრასტუქტურის განვითარება დააინტერესებთ ცოტა უფროსი ასაკის ადამიანებს. აქ არის ფართო შესაძლებლობა საზღვაო სპორტის უამრავი სახეობით დაკავებისთვის და საზღვაო გასართობი პროგრამები, რომლებიც გააოცებს არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც. ასეთი აქტიური დროსტარების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ადგილობრივ კაფეებში ან  დატკბეთ ზღვის პეიზაჟის ყურებით და დალიოთ ფინჯანი ყავა მყუდრო ბარში. მიუხედავად იმისა, რომ ვლიქას სანაპიროზე განლაგებულია შეზლონგები და ქოლგები მისი უმეტესი ნაწილი ხელშეუხებელი რჩება, რაც უზრუნველყოფს მას ბუნებრივი სილამაზით.

ცამბიკა

პლაჟი ცამბიკა - წვრილი ქვიშა, კრისტალურად სუფთა ცისფერი წყალი და მაღალი კლდეები, ქმნიან განუმეორებელ პეიზაჟს როდოსის ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე. 

ეს სანაპირო პირველი დანახვიდანვე იზიდავს მნახველს. ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლი, რბილი ოქროსფერი ქვიშით, ლურჯი ფერის კრისტალურად სუფთა  ზღვით და მწვანე ხეებით დაფარული რელიეფური კლდეებით. ეს ადგილი არავის დატოვებს გულგრილს, აქ ყველა ნახავს, რით დაკავდეს და არაჩვეულებრივად გაატარებს დროს. 

სანაპირო იდეალურია  ბავშვებიანი ოჯახებისთვის. პლაჟი ფართოა და აქ პატარები შეძლებენ ქვიშისგან არაჩვეულებრივი სახლებისა და  კოშკების აშენებას, სირბილს, ხტომას და რათქმაუნდა ცურვას თბილ და კამკამა წყალში.  

ახალგაზრდებისთვის აქტიური დასვენების ფართო შესაძლებლობა არსებობს. ფართო სანაპირო ზოლი იდეალურია ხელბურთის, ბაგმინტონის, ფრისბისა და სხვა სახის თამაშებისთვის. აქვე განლაგებული სპორტული ცენტრები კი სთავაზობენ სტუმრებს ზღვის სპორტის სხვადასხვა სახეობებს. აქ ნამდვილად არ მოიწყენთ! 

შეყვარებულ წყვილებს კი შეუძლიათ დატკბნენ   ფირუზისფერი ზღვის სანაპიროზე რომანტიული სეირნობით, ულამაზესი კონცხებისა და კლდეების ხედებით. 

პლაჟი აღწურვილია ყველაფრით, რაც კი საჭიოროა მაქსიმალური კომფორტისთვის -   მოხერხებული შეზლონგებით, ქოლგებით, აქვეა უამრავი  მყუდრო კაფე, სადაც  შესძლებთ გამაგრილებელი სასმელების ან ყავის დალევას.  მათვის კი, ვისაც სურვილი გაუჩნდება გემრიელად ისადილოს, ადგილობრივი ტავერნები სთავაზობენ ტრადიციული ბერძნული სამზარეულოს უგემრიელეს კულინარიულ შედევრებს. 

სანაპიროსთან ახლოს, მთაზე მდებარეობს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა- ცამბიკას ღვთისმშობლის მონასტერი. სწორედ მის საპატივცემულოდ მიიღო სანაპირომ თავისი სახელწოდება. ითვლება რომ ცამბიკას ღვთისმშობელი ეხმარება უშვილო წყვილებს. აქ არაერთხელ მომხდარა სასწაულები, და მადლიერი დედები ბრუნდებიან აქ შვილის გაჩენის  შემდეგ, რათა მადლობა მოუხადონ ღვთისმშობელს და მონათლონ ამ მონასტერში პატარები. ნათლობის მსვლელობისას ბავშვ მეორე სახელსაც არქმევენ ცამბიკას საპატივცემულოდ. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ზღვაზე, მწვანე კონცხებზე და ადგილობრივი სოფლების თეთრ ტრადიციულ სახლებზე. 

აგაფი

აგაფი - ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი "საიდუმლო", რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. სახელწოდება მომდინარეობს წმ. აგაფის სალოცავიდან, რომელიც პირდაპირ კლდეზეა აშენებული.  ეს სანაპირო ცნობილია თავისი მსუბუქი, ოქროსფერი ქვიშითა და არც თუ ისე ღრმა სანაპირო წყლით, რაც იდეალურია პატარა მყვინთავებისთვის, ხოლო ყურე სადაც არასოდეს არ ქრის ქარი დააინტერესებს სანაპირო ტენისის მოყვარულებს. აქ არის ყველაფერი, რათა დატკბეთ ზღვის ნათელი ფერებითა და  არაჩვეულებრივი ხედებით - კომფორტული შეზლონგები, ქოლგები, მყუდრო კაფეები.
    

ფალირაკი

ფალირაკი ქალაქ როდოსიდან 12 კმ-ში მდებარეობს. სანაპირო ზოლის სიგრძე 5 კილომეტრია და იგი კუნძულზე ყველაზე მოდურ პლაჟათ ითვლება. იდეალურია აქტიური დასვენებისთვის. აქ თქვენ გელით ოქროსფერი ქვიშა, სუფთა ფირუზისფერი ზღვა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. 

მრავალრიცხვოვანი პლაჟები კარგადაა აღჭურვილი, შეზლონგებისა და ქოლგების გარდა, აქ გელით სხვადასხვა სახის გართობა ყველა ასაკისათვის. სანაპიროსთან ახლოს განლაგებულია კაფეები და რესტორნები. 

ღამის დადგომისთანავე აქ ყველაფერი იცვლება, მრავალრიცხვოვანი ფალირაკის განათებები ერთვება მრავალფეროვან ღამის ცხოვრებაში. ხმაურიანი გართობა ავსებს უამრავ კლუბსა და ბარს. გართობა აქ გრძელდება დილამდე.  

ეს პლაჟი -  იდეალური ადგილია ენერგიული ხალხისთვის, იმათვის ვინც დასვენების დროსაც კი ირჩევს აქტიური ცხოვრების წესს. 

ტრაგანუ

ტრაგანუ (13 კმ). წვრილი და მსხვილი კენჭებით. გამოირჩევა ულამაზესი გამოქვაბულით. 

ტოლოსი

ტოლოსის სანაპირო, რომელიც 10 კილომეტრზეა გადაჭიმული, კუნძულის დედაქალაქიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ულამაზესი სანაპირო ზოლი გარშემორტყმულია მწვანე ფოთლოვანი ხეებით. კრისტალურად სუფთა ფირუზისფერი წყალი იზიდავს ბუნების სტიქიასთან მებრძოლ ხალხს, რადგან მუდმივი ქარი და ზღვის მღელვარება ქმნის იდეალურ პირობებს სერფინგის მოყვარულთათვის. აქ არსებული სერფინგის ცენტრი მზადაა დაეხმაროს ყველას ვინც ამ სპორტის სახეობაში ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს. აქ გასწავლიან სხეულის მართვასა და ტალღის დამორჩილებას. თუმცა აქ მოდიან ისინიც ვისაც სურთ ცისფერი დროშის მქონე, სუფთა სანაპროზე დასვენება. ტოლოსზე განვითარებული ინფრასტრუქტურა - შეზლონგები, ქოლგები, ღია ვერანდები, სასიამოვნო ზღვის ნიავი ეს ყველაფერი დაგეხმარებათ დატკბეთ ზღვის მშვენიერი ხედით. 

ევროპელი ტურისტების საყვარელი ადგილი. 

კოლიმბია

ორგანიზებული სანაპირო, საკმაოდ მშვიდი. იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. მყუდრო პლაჟი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, დედაქალაქიდან 25 წუთის სავალზე, საკურორტო ადგილ კოლიმბიაში მდებარეობს. მისი მშვიდი ყურე გარშემორტყმულია ულამაზესი პეიზაჟით - ცამბიკას კლდოვანი მთით, ფირუზისფერი ზღვითა და საოცარი სანაპირო ზოლით. მოგზაურები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ამ ადგილას, რათა შეიგრძნონ სიმშვიდე და დატკბნენ უმშვენიერესი ბუნებით. კოლიმბია იდეალურია როგორც ბავშვებთან ერთად დასვენებისთვისა და შეყვარებულ წყვილთათვის ასევე აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.  სანაპირო აღჭურვილია კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა ნივთით. აქ ნახავთ კომფორტულ შეზლონგებსა და ქოლგებს. გემრიელად წახემსებას კი მშვენიერ სანაპირო კაფეებში შეძლებთ. კოლიმბია - ეს არის იშვიათი ადგილი სადაც აღმოჩნდებით ბუნებასთან მარტო და ნამდვილად დაისვენებთ. 

სტეგნა

სტეგნას ულამაზესი პატარა ყურე მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთით 30წუთის სავალზე. ის სოფელ არხანგელოსიდან 500 მეტრის დაშორებით არის განლაგებული. აქ არის წვრილი ქვიშა და სუფთა წყალი. ქათქათა ქვიშის ზოლი და მშვიდი ატმოსფერო იზიდავს მათ, ვისაც სურთ დატკბნენ სიმშვიდითა და განმარტოებით. სანაპიროს გარშემო სურნელოვანი ლიმონისა და ნუშის ხეები აკრავს, რაც დამამშვიდებენ ეფექტს ქმნის. შეზლონგები, მზის ქოლგები და ბარები აქ დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. ტრადიციულ ტავერნებში, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს არის განლაგებული შეძლებთ გემრიელად ივახშმოთ და დატკბეთ ზღვის პეიზაჟებით. მშვიდ და ნაკლებად გადატვირთულ სანაპიროზე არის ყველანაირი პირობა, რათა დაკავდეთ საზღვაო სპორტითა და გართობით, ხოლო სანაპიროს კრისტალურად სუფთაწყალი დააინტერესებთ ბავშვებიან ოჯახებს. სტეგნას სანაპიროზე არაჩვეულებრივ დროს გაატარებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და არასოდეს არ მოიწყენთ. 

ხარაკი

კუნძულ როდოსის დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს არაჩვეულებრივი ხარაკის სანაპირო, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს და ამშვენებს ყურეს. მშვიდ ლაგუნაში მეთევზეების ნავებს ტალღები არხევენ, სანაპიროზე კი პატარა სოფელი მდებარეობს. ამ ადგილს ირჩევენ ისინი ვინც ეძებენ ჰარმონიას, სიმშვიდესა და იდეალურ პეიზაჟებს. კენჭ-ქვიშიანი სანაპირო და გამჭირვალე ფირუზისფერი ზღვა ქმნის მშვიდ ატმოსფეროს. ხარაკიზე შემორჩენილია თავდაპირველი ბუნების სილამაზე. სანაპირო იდეალური ადგილია მშვიდი, ოჯახური დასვენებისთვის. ადგილობრივ ტავერნებსა და ბარებში მეგობრული და ოჯახური გარემოა. აქ ყოველთვის შემოგთავაზებენ გემრიელ ვახშამსა და არომატულ ახალმოდუღებულ ყავას. მშვენიერ პანორამულ ხედს კიდევ უფრო ალამაზებს სანაპიროზე აღმართული შუასაუკუნის პერიოდის ფერაკლის ციხესიმაგრე. ყველას ვინც ამ ციხესიმაგრეზე ავა ელის არაჩვეულებრივი ხედი ქალაქ ლინდოსზე. ხარაკიმ უამრავი მოგზაურის გული მოიგო, რომლებიც კიდევ არაერთხელ დაბრუნდებიან აქ. სანაპირო იდეალურია დაივინგის მოყვარულთათვის.

კალათოსი

კალათოსის განცალკევებული სანაპირო, კუნძულ როდოსის აღმოსავლეთით 50 წუთის სავალზე მდებარეობს.  ეს მთელს კუნზულზე ყველაზე ძველი ადგილია, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს. ხელშეუხებელი ბუნების წყალობით თქვენ შეიგრძნობთ კრისტალურად სუფთა ფირუზისფერი წყლისა და არაჩვეულებრივი პეიზაჟების ჰარმონიას. სწორედ აქ უყვართ მოსვლა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რათა დაისვენონ ყოველდღიური აურზაურისგან. კენჭ-ქვიშიანი სანაპირო აღჭურვილია მხოლოდ სანახევროდ დარჩენილი ნაწილში კი ხელშეუხებელი ბუნებაა. მაგრამ მათთვის ვისაც უყვართ კომფორტი აქ არის ყველაფერი: შეზლონგები, ქოლგები, გაქირავების პუნქტები სადაც ყველაფერია წყალქვეშა ცურვისა და საზღვაო სპორტის სხვა სახეობებისთვის. აქ არის კატერით მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობა, საიდანაც გამჭირვალე ფსკერზე შეძლებთ ზღვის ბინდრების დანახვას. ადგილობრივ ბარებში თქვენ შეძლებთ გამაგრილებელი სასმელისა და არომატული ყავის დალევას, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ტრადიციული რესტორნები და გასინჯოთ ბერძნული სამზარეულოს გემრიელი კერძები. კალათოსის მშვიდი ყურე იდეალურია სიფთა წყლის,ოქროსფერი ქვიშის,განმარტოებისა და სილამაზის მოყვარული ადამიანებისთვის.

ლინდოსი

50 კმ სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძულ  როდოსის ნამდვილი მარგალიტი-ულამაზესი ლინდოსი. უამრავი მოგზაური რომელიც სტუმრობს აქაურობას  გაოცებულები რჩება ამ ჯადოსნურად ლამაზი ადგილისგან. რბილი ოქსოსფერი ქვიშა, თბილი წყალი , ნათელი მწვანე ხეები ქმნიან სამოთხეს.მიუხედავად იმისა რომ პლაჟი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის  საკმაოდ წყნარ  ადგილად ითვლება. აქ განსაკუთრებულად კარგია ბავშვებთან ერთად ჩამოსვლა, რადგან სანაპიროები არ არის ღრმა რაც იდეალურია პატარა მოცურავეებისთვის , თბილი ქვიშა კი იქნება იდეალური გასართობი ადგილს მათთვის.  აქ თქვენ იპოვით ყველაფერს კომფორტული დასვენებისთვის- კომფორტული შეზლონგები, ქოლგები, სხვადასხვა წყლის საგართობები , ბარები და ტრადიციული ტავერნები. კონცხის მეორე მხარეს გადასვლისას კი თქვენ აღმოჩნდებით წმ. პავლეს ჯადოსნურ ყურეში პატარა  თეთრი სამლოცველო მოციქულის საპატივცემლოდ, რომელმაც გააცრცელა აქ ქსიტიანობა. 

 

პეფკოსი

ოქროსფერი ქვიშის ვიწრო ზოლი მდებარეობს პეფკოსის სანაპიროს კრისტალურად სუფთა ზღვის სანაპიროზე. დასახელება ბერძნულიდან ითარგმნება როგორც «ფიჭვი». აქ არის საოცარი სანაპირო ზოლო და თბილი ზღვა, ჰაერი კი გაჟღენთილია წიწვოვანი ხეების სურნელით, რაც საოცარი დასვენებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. პლაჟი კარგად არის აღჭურვილი. აქ შეძლებთ იქირაოთ მოხერხებული შეზლონგები და ქოლგები პირდაპირ სანაპიროზე, რათა დატკბეთ არაჩვეულებრივ ზღვასთან სიახლოვით. აქ შეგიძლიათ იქირაოთ მინით დაფარული გამჭირვალე ფსკერიანი ნავი და გაეცნოთ წყალქვეშა სამყაროს ბინადრებს. ხოლო ყველაზე ცნობისმოყვარე ტურისტებს ჩვენ ვთავაზობთ გასეირნებას კლდოვან გამოქვაბულებში, რომლებიც სანაპიროს ბოლოში მდებარეობს, აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი აღმოჩენები. პეფკოსი იდეალურია ბავშვიანი ოჯახური წყვილებისთვის და მათთვის ვისაც სურთ მშვიდად, განმარტოებით დასვენება.

კიოტარი

კიოტარის სანაპირო - კრისტალურად სუფთა ფირუზისფერი წყალი, განმარტოება და მშვიდი ატმოსფერო. ეს ყველაფერი იზიდავს სიმშვიდისა და უნიკალური პეიზაჟების მოყვარულ დამსვენებელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. კიოტარი არაჩვეულებრივი ადგილია რომანტიული მოგზაურობისთვის ან ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. აქ ყოველთვის შეძლებთ იპოვნოთ მშვიდი ყურე, რათა გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან ან ოჯახთან ერთად. თბილი, ფირუზისფერი ზღვის მშვიდი წყალი და ოქროსფერი ქვიშა მოსწონთ არამხოლოდ უფროსებს არამედ ბავშვებსაც. მრავალფეროვან ბარებსა და ტრადიციულ რესტორნებში შეძლებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას.
     

გენადი


ლურჯი დროშით დაჯილდოებული გენადის სანაპირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის დასასვენებელი საყვარელი ადგილი. სანაპირო არ არის გადატვირთული ხალხით. აქ შეგიძლიათ დატკბეთ კაშკაშა მზის სხივებითა და თბილი, ლურჯი ზღვით. პლაჟი მდებარეობს სოფლიდან ოდნავ მოშორებით, რაც საშუალებას გაძლებთ დაისვენოთ ბუნების მშვიდ გარემოში. აქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა კომფორტული დასვენებისთვის : შეზლონგები, ქოლგები, სხვადასხვა საზღვაო სპორტისთვის საჭირო აღჭურვილობა. სოფელში თქვენ შეძლებთ ივახშმოთ ადგილობრივ ტავერნებში, ხოლო პირდაპირ პლაჟზე შეგხვდებათ მყუდრო ბარები, სადაც გამაგრილებელ სასმელებსა და ყავას შემოგთავაზებენ. 

ფურნი

ფურნის სანაპიროზე თქვენ ვერ ნახავთ ჩვეულებრივ შეზლონგებს, ვერც ხმაურიან ბარებსა და კაფეებს. ეს ნამდვილი ველური ადგილია, სადაც არაჩვეულებრივ ბუნებასთან მარტო აღმოჩნდებით. აქ დასავლეთ სანაპიროს ცენტრში თქვენ გელოდებათ დასვენება ცივილიზაციისგან შორს. შეიგრძენით მარტოობის ატმოსფერო ზურმუხტისფერ ზღვასთან და უდიდეს კლდეებთან. ფურნის სანაპიროზე ყოველთვის ცოტა ხალხია, მაგრამ თუ თქვენ გსურთ სრული განმარტოვება, შეგიძლიათ გაისეირნოთ პატარა მყუდრო ყურეების სანაპიროებზე. ამ ყურეებისკენ სანაპიროს მარცხენა მხრიდან მიდის ბილიკი. აქ თქვენ მოგიცავთ სრული სიმარტოვის განცდა და შეიგრძნობთ ბუნების ძალას.  იმის გამო, რომ აქ არ არის კომფორტული გარემო, გირჩევთ წინასწარ იზრუნოთ მზისგან დამცავ ქოლგებსა და საკვებზე. აქ გელით ზღვის სასტიამოვნო მღელვარება, ოქროსფერი ქვიშა, არაჩვეულებრივი პეიზაჟები. ფურნა უნიკალური ადგილია, ფიჭვის ხეებით გარშემორტყმული და ხელშეუხებელი ბუნებით სადაც თავს სამყაროს ცენტრში იგრძნობთ. 

 

 

იქსია

იქსია - კუნძულის უძველესი კურორტი, რომელიც განლაგებულია ეგეოსის ზღვის სანაპიროზე დედაქალაქიდან 5 წუთის სავალზე. პირველი სასტუმროები აქ იღებდნენ მხოლოდ VIPკლიენტებს, ხოლო დღეს აქ განთავსებულია საუკეთესო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსები, რომლებიც მასპინძლობენ უამრავ დამსვენებელს მაღალი დონის მომსახურეობითა და დასვენების ბრწყინვალე პირობებით. ქვიშის სანაპიროზე გზის მოპირდაპირე მხარეს გადის მიწისქვეშა გადასასვლელები, ამიტომ იქსიაზე ბავშვებთან ერთად ჯობია სასტუმროში გაჩერდეთ. ზღვის ფირუზისფერი წყალი იდეალურია საზღვაო სპორტის სახეობებისთვის, განსაკუთრებით ვინდსერფინგისთვის. მუდმივი ქარი კარგ პირობებს ქმნის სასრიალოდ. მრავალი სპეციალიზირებულ სპორტულ ცენტრებში შეგიძლიათ დაიქირაოთ ყველანაირი საჭირო აღჭურვილობა : დაფა, ნავი და ა.შ. ხოლო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მაშველთა და მეთვალყურეთა პროფესიონალური გუნდი. ერთ-ერთ საუკეთესო სერფინგის ცენტრს, არამხოლოდ კუნზულის არამედ მთელს ევროპაში წარმოადგენს  WINDSURFERS' WORLD. აქ უკვე 25 წელია ჩამოდიან ისინი, ვისაც სურთ დაიპყრონ ქარის სტიქია. ცენტრს დაკავებული აქვს დიდი ტერიტორია 400 კვ.მ. და მშვენივრად არის აღჭურვილი. იდეალური განლაგება კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით სადაც მუდმივად ქრის ძლიერი ქარი ქმნის არაჩვეულებრივ პირობებს სერფინგის ყველა სახეობის მოყვარულთათვის.

აფანდუ 

კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დედაქალაქიდან 22 კილომეტრის დაშორებით და ხალხმრავალ კურორტ ფალირაკიდან 5კილომეტრში მდებარეობს მშვენიერი აფანდუს სანაპირო. ზურმუხტისფერი გამჭირვალე წყალი და თეთრი ქვიშა ალამაზებს სამ კილომეტრზე გადაჭიმულ სანაპიროს. პლაჟი ლურჯი დროშით არის დაჯილდოებული და შედის მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების სიაში და განთქმულია თავისი განცალკევებითა და საოცარი სისუფთავით. კლდოვანი სანაპირო მწვანე კონცხებითა და გამოქვაბულებით გადაჭიმულია კუნძულზე. არც თუ ისე ღრმა ზურმუხტისფერი წყალი იდეალურია დაივინგისა და წყალქვეშა ცურვისთვის. კრისტალურად სუფთა წყალში შეგიძლიათ გაეცნოთ ზღვის ღმერთ პოსეიდონის სამფლობელოს. გოლფის მოყვარულებს ვთავაზობთ დაუვიწყარ დროსტარებას ამ სანაპიროზე. სანაპიროზე არის გოლფის მოედანი. სეირნობის მოყვარულებს შეუძლიათ გაისეირნონ უახლოეს სოფლამდე, რომელსაც აფანდუ ეწოდება ან დატკბნენ საოცარი პეიზაჟებით, გაისეირნონ გასართობ მოგზაურობაში, რომელიც რეგულარულად სრულდება სანაპიროსა და სოფელს შორის. როდესაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მოგზაურები აქ ტარდება მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც მთლიანად ცვლიან ამ ადგილს და ავსებენ გართობის ატმოსფეროთი.

კალითეა

სოფელი კალითეა მდებარეობს სულ რაღაც 10 კილომეტრში კუნძულის დედაქალაქიდან. ეს არის ნამდვილი სამოთხე. აქ შეგიძლიათ თავი იგრძნოთ ჯადოსნურ ზღაპარსი და დატკბეთდასვენების სრული ჰარმონიით. სურნელოვანი ფიჭვის ხეების მწვანე ტყეებითა და ეგზოტიკური პალმებით გარშემორტყმული კალითეა იზიდავს არამხოლოდ მოგზაურებს არამედ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ადგილს გააჩნია მისტიკური ძალა სასწაულმოქმედი ენერგია. ზღაპრული პეიზაჟების გარდა აქ გელოდებათ თერმული სამკურნალო წყლები. საუკუნეზე მეტია რაც ხალხი გაოცებას ვერ მალავს ამ წყლების ჯადოსნური თვისებებით. სწორედ ამიტომ არამხოლოდ ზაფხულის პერიოდში არამედ მთელი წლის მანძილზე კალითეაში ჩამოდიან ტურისტები მთელი მსოფლიოდან. სხვადასხვა სპა-კურორტები სთავაზობენ უამრავ სასიამოვნო სხეულისა და სულის პროცედურას, ხოლო არაჩვეულებრივ თერმულ აბაზანებს გააჩნიათ სამკურნალო ეფექტი და გაჩუქებენ დაუვიწყარ შეგრძნებებს. კალითეას მზის სხივებით მოფანტული სანაპირო მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე და გარშემო აკრავს ხმელთაშუა ზღვა. აქ არის ყველაფერი, რათა თქვენი დასვენება იყოს კომფორტული. თქვენს განკარგულებაშია მოხერხებული შეზლონგები, ქოლგები და ბარები. სანაპირო გარშემორტყმულია მწვანე ხეებით. აქ ჩაეფლობით კრისტალურად სუფთა ზღვისა და მსუბუქი ოქროსფერი ქვიშის საოცარ ატმოსფეროში, ხოლო სიმშვიდისა და სიწყნარის მოყვარულებს შეუძლიათ განცალკევდნენ სანაპიროსთან მდებარე რომელიმე ყურეში. 
        

 

 

ლახანია

საოცარი სოფლის ლახანიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია საოცარი ქვიშის პლაჟი. ეს ადგილი მიიზიდავს მათ ვინც აფასებს სიმშვიდეს. სანაპირო იდეალურია მშვიდი დასვენებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ პლაჟთან ახლოს მდებარე სოფლის ლამაზ ქუჩებში სეირნობითა და ფირუზისფერ ზღვაზე ხედით. 

 როდოსი

მანდრაკის პორტიდან კუნძულის ჩრდილოეთ უკიდურეს წერტილამდე გადაჭიმულია ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთი ცნობილი და ლამაზი პლაჟი. ერთი მხრიდან მას ზურმუხტისფერი ზღვა აკრავს. აქ უამრავი სასტუმროა. პლაჟს მეორე მხრიდან როდოსის ქალაქები ესაზღვრება. აქ სეხვდებით არამხოლოდ ტურისტებს არამედ ადგილობრივ მაცხოვრებლებს , რომლებიც სიამოვნებით მოდიან აქ, რათა განიტვირთონ ყოველდღიური ცხოვრებისგან. ქალაქის მრავალ სანაპიროს შორის თქვენ აუცილებლად იპოვნით თქვენთვის სასურველ სამოთხეს. ყველა ქვიშის სანაპირო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რომელიც საჭიროა კომფორტული დასვენებისთვის: კომფორტული შეზლონგები, ქოლგები, ბარები სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ არომატული ყავა და გამაგრილებელი სასმელები, ასევე ტავერნები არაჩვეულებრივი ბერძნული სამზარეულოს კერძებით . როგორც ნებისმიერ მსხვილ კურორტზე აქ არ მოიწყენთ. თქვენ გელოდებათ ყველანაირი სახეობის საზღვაო გართობა.